"მოძღვარი სულის კარნახით უნდა შეარჩიო..."
"მოძღვარი სულის კარნახით უნდა შეარჩიო..."
"მე ვარ გზა..." - ბრძანებს უფალი და თავად იგია ამ გზის უპირველესი მასწავლებელი, თუმცა ამ მხსნელი გზისკენ წარმყვანელნი და ერთგული მეგზურნი, მოციქულებრივი მადლის სულიერი მემკვიდრენი და ჩვენი სულების სასუფევლისათვის მშობელნი არიან ქრისტეს ეკლესიის მღვდელმსახურნი, ჩვენი სულიერი მოძღვარნი, რომელთა არჩევაც უპირველესი ნაბიჯია გადარჩენისკენ.

მაინც, როგორ უნდა ვიპოვოთ ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ძვირფასს ვანდობთ? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება არქიმანდრიტი კირილე (პავლოვი):

- მამა კირილე, როგორ უნდა ავირჩიოთ სულიერი მოძღვარი?

- მოძღვარი სულის კარნახმა უნდა გაპოვნინოთ. როდესაც მოძღვარს ყველაფერში ენდობი, მის წინაშე გულიც გეხსნება, საიდუმლოებებს ანდობ და უხსნი... ასეთ შემთხვევაში, ისეთ მოძღვარს ირჩევ, რომელიც თავისუფლად გესაუბრება, რომ შენც თავისუფლად ანდო საიდუმლონი და როდესაც გრძნობ, ამისგან სულიერ სარგებელს იხვეჭ, მაშინ იგი შენს ცხოვრებას წარმართავს, გეხმარება, გამშვიდებს, სულიერი სრულყოფისათვის გმოძღვრავს...

მაგრამ თუ მოძღვარი, გარკვეული თვალსაზრისით, თავის მოვალეობას ვერ პასუხობს, თავისუფლად შეგიძლია, დატოვო იგი და იმას მიმართო, რომელსაც მეტი სულიერი სარგებლის მოტანა ძალუძს. არ არსებობს კანონი, რომელიც მას მიგაჯაჭვავს, იგი ოდენ სულის მოთხოვნის თანახმად უნდა აირჩიო და ჩაეჭიდო.

- რა შემთხვევაშია დასაშვები ერთი სულიერი მოძღვრიდან მეორესთან გადასვლა?

- თუ გრძნობ, რომ სულიერ სარგებელსა და სიმშვიდეს ამა თუ იმ მოძღვართან ვეღარ ღებულობ, მეორესთან კი მეტი სულიერი სარგებელი გელის, მაშინ ნუღა მოგერიდება სხვასთან გადასვლა.

- რა გზა უნდა აირჩიოს თანამედროვე სამყაროში მონაზვნობის მსურველმა - ზრუნვა მოყვასის გადასარჩენად, რომლებიც ქრისტეს არ იცნობენ თუ განმარტოებული მოღვაწეობა სიმშვიდეში?

- გააჩნია, ვის სად ან როგორი ღვაწლისთვის მოუხმობს უფალი. თუ მავანს უფალი განმარტოებული ცხოვრებისთვის მოუწოდებს, დაე, წავიდეს, თუ მოყვასზე ზრუნვაა თქვენი მოწოდება, ამას ემსახურეთ, მაგრამ კარგად უგდეთ ყური, საით მოგიხმობთ უფალი, რადგან თითოეულს საკუთარი მოწოდება აქვს ღვთისგან.

- თქვენთვის ცნობილია ხანგრძლივი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრების მაგალითები?

- ვფიქრობ, შესაძლებელია მოძღვრების ოჯახების შესახებ საუბარი, რადგან ისინი მრავალი წელია, ქორწინებაში იმყოფებიან. დღეს მრავალი ოჯახი ირღვევა, თან ძალზე სწრაფად, მაგრამ სასულიერი პირთა მრავალწლიანი ოჯახების შესახებ თუ ვიმსჯელებთ, ისინი მართლაც სანიმუშონი არიან. მაგალითების დასახელება შესაძლებელია.

- ძალიან მინდა, ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭო. როგორ უნდა ვთქვა აღსარება? როგორ მივიტანო საკუთარი ცოდვები აღსარებამდე? თუ კაცი საკუთარ თავს გამუდმებით ადევნებს თვალყურს, როგორ უნდა მოიქცეს იგი აღსარებისას? თუ ყოველდღიურად ჩავიწერთ ცოდვებს, აღსარებისას ისინი უნდა წავიკითხოთ თუ უნდა განვაზოგადოთ? აღსარება სწორად როგორ უნდა ვთქვათ?

- ძველ დროს სავანეებში სულიერი ცხოვრება ძალზე მაღალ დონეზე იდგა და გულისთქმათა გამხელის ტრადიცია არსებობდა. მორჩილებს ასეთი ჩვეულება ჰქონდათ: - დღის ბოლოს ხუცესთან მიდიოდნენ და საკუთარ გულისთქმებს განუმხელდნენ. რაღა თქმა უნდა, ეს იმის საშუალებას იძლეოდა, რომ საკუთარი აზრებისთვის თვალყური ედევნებინათ, გაფრთხილებულიყვნენ და ეძლიათ მათთვის.

თუ ხუცესი რაიმე გადახრას შენიშნავდა, მათ სწორ მიმართულებას აძლევდა და, ამგვარად, ადამიანი სულიერად სწორად ვითარდებოდა.

სამწუხაროდ, დღეს მსგავსი ჩვეულების შემოღების შესაძლებლობა აღარ გვაქვს, რადგან მონასტრებში ასეთი ხუცესები აღარ არიან და ამიტომ ვეღარც ვერავის ანდობ გულისნადებს...

დედებიც გამუდმებით არიან დაკავებულნი სხვადასხვა მორჩილებით და მონასტერთა აღსადგენად იღვწიან. ამის დრო არ არის და, თქმა არ უნდა, არც ერთი იღუმენია არ აკურთხებს მსგავსი ჩვეულების შემოღებას. ამიტომ, თუ ვინმე საკუთარი სულის ხსნაზე ზრუნავს, საჭიროა, ქაღალდზე ჩაიწეროს ცოდვები, ეს საქებარი საქმეა და ამის მაგალითები ძველ მონასტრებშიც გვაქვს, ცოდვების ჩამოწერა შესაძლებელი და აუცილებელიცაა. აღსარებისას კი შეეცადეთ, მოძღვარს შეუთანხმდეთ, რომ მეტი დრო დაგითმოთ, მოგისმინოთ, რათა შეძლოთ ცოდვების გამხელა და აღიარება. ასეთი გზით შესაძლებელია, ფხიზლად ვიყოთ საკუთარ გულისთქმებთან მიმართებით. წმინდა მამები გვასწავლიან: თითოეული ჩვენგანი ფხიზლად უნდა იყოს და საკუთარ გულისთქმებს ამოწმებდეს... ზოგჯერ ისეთი ცოდვილი ფიქრები და ვნებანი გვებრძვიან ხოლმე, მათი სასწრაფოდ აღიარებაა აუცილებელი აღსარებისას...

- რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ სამონასტრო ცხოვრებისკენ მოწოდება? შეიძლება თუ არა მონასტერში წასვლა და აღკვეცა იმ ვითარებაში, როდესაც მშობლებს ჩვენი ქორწინება სურთ?

- ადამიანი მონასტერში მოწოდებით უნდა წავიდეს, ისევე, როგორც მოწოდებით უნდა იყოს მღვდელი. უფლის მოწოდება აუცილებელია. თუ ვინმე ამას გვერდს აუვლის, მაშინ ყველაფერი უცილობელი წარუმატებლობით დასრულდება.

როგორია ნიშნები?

თუ ვინმე ოჯახური ცხოვრებისთვისაა მოწოდებული, იგი ბავშვებზე, ოჯახზე, მეუღლესა და თავის მომავალ ოჯახურ ცხოვრებაზე ფიქრობს. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ იგი ღვთისაგან ოჯახური ცხოვრებისკენაა მოწოდებული. თუ პირიქით, ადამიანის სულში არსებობს რაღაცნაირი შიში ოჯახური ცხოვრებისადმი, ეს უკვე აშკარა მოწოდებაა უქორწინებელი ცხოვრებისაკენ... ეს თითოეულმა უნდა გამოსცადოს...

თუ მშობლები განუსჯელად ერევიან და ღვთის მოწოდებას არღვევენ, ესეც ტრაგედიით მთავრდება... საჭიროა, დაუკვირდე, თუ რომელ გზაზე გიხმობს უფალი... მაგრამ უცილობლად უნდა დაუკვირდე იმასაც, ხიბლში ხომ არ ხარ? ხომ არ გეჩვენება, რომ უფალი მონასტრისკენ გიხმობს, სინამდვილეში კი ეს ბოროტის ბრძოლაა, რომ დაგცეს და გაგანადგუროს? ისიც ხომ ხდება, რომ აღთქმები დადებულია, შენ კი აღარ გაქვს მონასტერში ცხოვრების სურვილი და ერში დაბრუნება გინდა, მაგრამ უკვე გვიანია? დაუფიქრდი და გახსოვდეს, რომ ამით, შესაძლოა, სული სამუდამოდ წარიწყმიდო...

- რა გზით ვებრძოლოთ ნაღველს, რომელიც გამუდმებით გვაწუხებს? შემდეგ კი ამას სულიერი დრტვინვა და გულგრილობა მოსდევს...

- სასოწარკვეთილება შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან ერთ-ერთია, ამიტომ მას ნიადაგ უნდა ვებრძოდეთ... ესეც დემონთა ბრძოლის ნაყოფია და ვინც ამას მიეცემა, წმინდა მამანი, პირველ რიგში, მოთმინებისკენ მოუწოდებენ. მოთმინებით, ღვთის სიტყვით და ლოცვით უნდა აღვიჭურვოთ, რაც სასოწარკვეთილებისა და მწუხარებისაგან გაგვათავისუფლებს...

- როგორ ვებრძოლოთ ამაოდმეტყველების ვნებას?

- როგორ და კლიტე დავადოთ ბაგეებს. რასაკვირველია, ღვთის შიში უნდა გვქონდეს და სწორედ მისით უნდა დავიცვათ თავი და იმის ხსოვნით, რაც უფალმა გვითხრა: "ყოველი ფუჭი სიტყვისთვის ადამიანები პასუხს აგებენ საშინელ სამსჯავროზე". მისი ყველას უნდა ეშინოდეს და ახსოვდეს, რომ საშინელ სამსჯავროზე ეს ყოველივე დანაშაულად წარმოგვიდგება... ამას უნდა ვუფრთხოდეთ და ბაგეები დავიცვათ.

- მალე დადგება თუ არა სამყაროს აღსასრული, ღირს თუ არა სწავლა და, საერთოდ, რამის, თუნდაც ცხოვრების მოწყობა?

- არავინ უწყის ქრისტეს მეორედ მოსვლის დღე და საათი. მუდამ საჭიროა შრომა, სწავლა, მუშაობა, საკუთარი თავის სრულყოფა... ჯერჯერობით ღმერთი გვაძლევს დროს. საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებელია, აგრეთვე ბრძოლა ცოდვილ მიდრეკილებებთან, სულიდან ყოველგვარი ბოროტების, ცუდის, უსარგებლოს გამოდევნა. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი ცხოვრების არსი და მიზანი. უფალს ჯერ კიდევ არ დაუხურავს ჩვენთვის კარი სინანულისა, უნდა ვისარგებლოთ აღსარების და სინანულის საიდუმლოთი და მარადისობისათვის მოვემზადოთ... საჭიროა იმაზე ფიქრი, რომ სამყაროს აღსასრული გველის და ფარ-ხმლის დაყრა არ შეიძლება. არავინ უწყის, თუ როდის მოვა უფალი, მაგრამ ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად, ამიტომ შიშით უნდა ვატარებდეთ დროს მიწაზე და გადამეტებულად არ მივეცეთ მიწიერ სიამეებს, არამედ ფხიზლად და სწორად ვიცხოვროთ სიწმინდესა და გამუდმებულ ლოცვაში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat