სუფთა გულით, ლამაზი სულით და ტკბილი გალობით განადიდებს ზეციურ მამას მოზეიმე საქართველოში
სუფთა გულით, ლამაზი სულით და ტკბილი გალობით განადიდებს ზეციურ მამას მოზეიმე საქართველოში
გავიხსენოთ არქიმანდრიტი ილია (კარტოზია) 

"გარდაიცვალა ჩვენი მოძღვარი, არქიმანდრიტი ილია, გემზე მყოფი. გემს მოეკიდა ცეცხლი. მას შეეძლო, რომ გადარჩენილიყო, თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, თავად ზღვაში ჩავარდა და იქ დაიღუპა. ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს მისი სული", – ბრძანა პატრიარქმა სამების ლავრაში საკვირაო ქადაგებისას.

შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკს", რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა, ცეცხლი 28 დეკემბერს გაუჩნდა. მაშველებმა გემიდან მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. სულ გემზე 400-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, მათგან რვა საქართველოს მოქალაქე იყო. შვიდის გადარჩენა მოხერხდა.

მცხეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ილიას (კარტოზია) ცხედარი, ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა სასულიერო პირმა სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, მოგვიანებით კი, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა.
როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ვგებულობთ, მამა ილიას ცხედარს ახლო მომავალში გადმოასვენებენ და თავისსავე დაფუძნებულ მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ. უფრო კარგად რომ გავიცნოთ მამა ილია, შევეცადე მამა ილიას ნაცნობ-მეგობრები მომეძებნა, აქვე მწუხარე დედის გულის ამოძახილიცაა:
შენზე მლოცველი, ღრმად მწუხარე დედა:

KARIBCHE

ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის, როდესაც შენი შემზარავი ამბავი გვამცნო ტელევიზიამ. იმ წამს ვიფიქრე, თავი რატომ გაწირა-მეთქი, გონს რომ მოვეგე, მივხვდი, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდი, შვილო. შენ, სრულიად პატარა ბავშვმა, მოახერხე ის ანგელოზი გადაგერჩინა, სანაცვლოდ კი საკუთარი თავი გაგეწირა. წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად წახვედი, მჯერა, წმინდანმა უფლის გვერდით მიგიჩინა ადგილი. რა ვქნა, დედი, სული მტკივა და გული მეწურება... გმირი შვილი გყავსო, საუკუნის გმირი - მანუგეშებენ, მამხნევებენ, დედი!

KARIBCHE ყოველთვის ასე იყო, შვილო, ბავშვობიდანვე ყველაფერი საოცრად გეჩქარებოდა, შავ-ბნელი სიკვდილიც როგორ ჩქარა მოვიდა შენთან. ვამაყობდი შენით, დღეს კი - ათჯერ მეტად, შვილო! შენი ვაჟკაცობის ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო. შენით ამაყობს მშობლიური სკოლა, ქალაქი, ოჯახი, ქუჩა, სადაც გაიზარდე, მთელი საქართველო! ვაჟკაცურად იცხოვრე ამ წუთისოფელში, ხანმოკლე სიცოცხლეც ვაჟკაცურად დაასრულე. შენ ჩემი მონატრებული შვილი ხარ, დედი! ერთი დიდი სურვილი მაქვს, ერთი დიდი ოცნება- წუთით მაინც შენი გაღიმებული სახე ვიხილო, მაგრამ ვაი, რომ ეს შეუძლებელია...

როგორ ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო უშენოდ. იმის ფიქრიც კი მზარავს, რომ ვერასდროს გნახავ, მაგრამ თავს ვიმშვიდებ, რომ უფალთან ხარ სასუფეველში. მე კი გპირდები, დედი, ისე მოვიქცევი, როგორც შენს ნათელ სულს გაახარებს, ჩემო რჩეულო შვილო. ომის დროს ცხინვალშიც უშიშრად წახვედი მიცვალებულთა გადმოსასვენებლად, ჩემო ძლიერო და დაუდეგარო ბიჭო, მოყვასისთვის თავს არ ზოგავდი და გაჭირვებულების ტალკვესი იყავი. რასაც დაისახავდი მიზნად, ყველაფერს საოცრად სწრაფად აღწევდი, მჯერა, ზეციდანაც სწრაფად შეგვეწევი დაგვიფარავ ჩვენ, დაიფარავ მთელ საქართველოს.

პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოში მოღვაწე არქიმანადრიტი ანტონი (კანდელაკი):
-ვიცნობდი, ვმეგობრობდი... ძალიან თბილი ძალიან მხიარული ბუნების პიროვნება იყო მამა ილია. მოყვასისთვის ყველაფერს დათმობდა... არ არსებობს რამე გეთხოვა და უარი ეთქვა. ეს თვისება ძლიერად ჰქონდა გამჯდარი, რაც კეთილი შურით მშურდა. ფართე გულღია თვალები ჰქონდა... ხომ იცით, თვალი გულის სარკეა... დღეს იშვიათად მოიძებნებიან თავდადებული ადამიანები, მაგრამ ორმაგად სასიამოვნოცაა და ტრაგიკულიც ასეთი შედეგი.

KARIBCHE

მამა ილიამ პირნათლად შეასრულა მისი სულიერი მოვალეობა დედამიწაზე - მოყვასისათვის თავის გაწირვით. მოგიხმობთ იმ ადამიანებს მარტო ჯიპიანი მოძღვრები რომ გაინტერესებთ. აჯობებს ეს თემა გაიზიაროთ. დაე ნახოს ხალხმა სხვა მაგალითიც სიყვარულისა და მოყვასისადმი თავგანწირვისა, რისი მაგალითიც გახდა არქიმანდრიტი ილია. მადლობა, მამა ილია, ასეთი მაგალითისთვის.


ირაკლი ჯინჯოლავა-მამა ილიას ბავშვობის მეგობარი:

-მამა ილიას (კარტოზია) ტრაგიკული სიკვდილის ამბავმა მთელი ბავშვობის პერიოდი გამახსენა, ჩვენ ხომ ზუგდიდის ერთ უბანში ვიზრდებოდით და ის მოგონებები, რომლებიც მაცხოვრის კარის ეკლესიასთან მაკავშირებს, მაკავშირებს ასევე მამა ილიასთან, (ჩვენ მას ბიკოს ვეძახდით). ერთი მოძღვარი გვყავდა (დეკანოზი გიორგი ჯგუშია), რომელმაც პატარა სტიქაროსნები მასწავლებელს მიგვაბარა, რათა საქართველოს ეკლესიის ისტორიას კარგად გავცნობოდით, ასევე გვამზადებდნენ მედავითნეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველ დღეს ერთად ვატარებდით. იგი ჩვენზე 2-3 წლით უფროსი იყო, იმჟამად პატარა სტიქაროსნებში ყველაზე გამოცდილი და ამავდროულად საოცრად ენერგიული, რომელიც მას სიცოხლის ბოლო წუთამდე გაჰყვა.

KARIBCHE

მამა ილია და აწგარდაცვლილი მამა იოანე გვაჯაია

მას ჰქონდა ძლიერი თანადგომის უნარი: არ არსებობდა რაიმე მომხდარიყო, ბავშვური პრობლემა თუ გაუგებრობა გვქონოდა, ჩვენი ბიკო იქ არ ყოფილიყო; ხშირად, თავის თავზე აიღებდა სხვის გასაკეთებელს და სხვის ჩადენილს საკუთარ თავზეც დაიბრალებდა, რათა ამით მეგობრისათვის სიკეთე გაეკეთებინა. ის უბრალოდ მეგობრების იმედი იყო, და ასე დარჩება მარად. ჯერ კიდევ პატარა სტიქაროსანი, ბიკო, ხშირად დადიოდა სხვა და სხვა ეპარქიებში მოსალოცად, - უნდოდა, რომ ყველა მღვდელმთავრისაგან აეღო კურთხევა და ეს მან შეძლო, - ჯერ კიდევ 16 წლისამ ყველა მღვდელმთავრისაგან გამოითხოვა ლოცვა-კურთხევა.

KARIBCHE

მამა იოანე გვაჯაია, მეუფე გერასიმე და მამა ილია

სკოლის დამთავრების შემდეგ კი, მან ამჯობინა სწავლა არა თბილისის სასულიერო სემინარიაში, არამედ საფარის მონასტერში არსებულ სასწავლებელში გაეგრძელებინა, სადაც ერთი წელი დაჰყო, თუმცა ბერობას მოწყურებული ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 18 წლისა, სვეტიცხოვლის ტაძარში ბერად აღიკვეცება და უფალს მიუძღვნის თავის ცხოვრებას. მას შემდეგ იგი უფლისა და ადამიანთა მსახურებაში იყო... პირველი სიტყვები, რომელიც მამა ილიას გარდაცვალების შემდეგ დავწერე, იყო შემდეგი: "ეს ცხოვრება არა არის რა - ხანმოკლე სტუმრობა და ამ მოკლე ხანში განვლილი დიდი გზა.. იგი გამოირჩეოდა ამ ცხოვრებაში და მჯერა, იმქვეყნადაც გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს.. მამა ილიამ თავი გაწირა და ამით ჩვენ გვიჩვენა თავდადებისა და მოყვასისათვის თავგანწირვის იშვიათი მაგალითი." და მართლაც, ის რაც მამა ილიას ბევრისგან ყოველთვის გამოარჩევდა, ესაა სხვისთვის თავგანწირვის უნარი, რაც უდაოდ მისაბაძი მაგალითია თითოეული ქრისტიანისათვის.

ბეჭდვაელფოსტა
06.01. 2015
ვიზიარებ მთელი გულით და სულით
ბედნიერი და ამავდროულად უბედური დედის ტკივილს,ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს, დედას კი მხნეობა და გამძლეობა მიანიჭოს უფალმა.
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
19.11.2014
არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი) გარდაცვალებიდან უკვე 8 წელი გასულა... 19 ნოემბერს მისი ამ ქვეყნიდან გასვლის თარიღია. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მამა შიო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat