მღვდელი ამბროსი კანდელაკი იმ სემინარიელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას
მღვდელი ამბროსი კანდელაკი იმ სემინარიელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას
მღვდელი ამბროსი კანდელაკის შესახებ დღემდე უცნობი მასალა ჩვენმა სამტრედიელმა მეგობარმა გოგიტა გიორგაძემ მოგვაწოდა.

- არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ჩუმად, წყნარად დღედაღამ შრომობდნენ, იღწვოდნენ, იბრძოდნენ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესასრულებლად. მთელი ცხოვრება მცველად ედგა ენას,  მამულს, სარწმუნოებას - მის დაცვას, აღორძინებას, სარწმუნოებისადმი ერთგულებას და თვდადებას უქადაგებდა მომავალს. "ადამიანი არის არა ის, რაც არის, არამედ ის, რასაც აკეთებს"(პ. ჟ. სარტრი).

ის ორ მოვალეობას ასრულებდა იყო სულიერი მამა-მოძღვარი და პედაგოგი და ზრუნავდა  ადამიანის როგორც სულიერი ასე გონებრივი განვითარებისთვის. ის იმ სემინარიელთა  ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას.

ადამიანს,  რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, საუკუნე გვაშორებს, თუმცა ფოტო გვიამბობს ისტორიას.  ღრმად პატივცემულ ადამიანთა სახეები გვიცქერენ გასული საუკუნიდან.

ნათქვამია, ხის სიმაღლე მიწიდან კი არა ფესვებიდან იზომებაო და მათი გახსენება და პატივისცემა ისევ ჩვენი სულგრძელობის და კეთილგონიერების გამოხატულებაა. მომავალ თაობას არ უნდა დავუკარგოთ დიდი წინაპარი, რათა მათთვის იქცეს სამაგალითოდ.

მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს, იმერეთის გუბერნიაში,სოფელ ჭოგნარში,  მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა. კანდელაკების ოჯახი წარმოშობით სოფელ გამოჩინებულიდან ყოფილა. მამა ამბროსის ბაბუა, სამღვდელო მსახურების გამო სოფელ ჭოგნარში გადასახლებულა.

იგი 1887-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1894 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ჭოგნარის სამრევლოს წინამძღვრად დანიშნა.

მამა ამბროსიმ თავისივე სახლებში დააარსა ორწლიანი სამრევლო-საეკლესიო სასწავლებლები - ჯერ სოფელ დაფნარში, შემდეგ სოფელ ჭოგნარში. ამ სასწავლებლებს თავად ხელმძღვანელობდა. მასწავლებლები იყვნენ მისი ბიძაშვილი -აგრაფინა კანდელაკი, გალაქტიონ ტაბიძის ძმა - აბესალომ (პროკლე) ტაბიძე და გიორგი ხუროძე.

1904 წლის 30 ნოემბერს, იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მამა ამბროსი სოფელ ბარ-საჯავახოს ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა.

1910 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.
1917 წელს კი, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ქუთათელმა მიტროპლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მამა ამბროსი გამოჩინებულის ოლქის მთავარუხუცესად დანიშნა.
იგი 1939 წლის თებერვლის თვეში გარდაიცვალა.

მას დიდი წვლილი მიუძღვის ღირსეული თაობის აღზრდა განვითარებაში, მანვე აღუზარდა შვიდი შვილი საყვარელ ქვეყანას და ბოლომდე მიიღო მონაწილეობა ქვეყნის გამრალებასა და განვითარებაში.

KARIBCHE

არსებობს საუკუნის ფოტო, რომელზეც სოფელ ჭოგნარის სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები არიან აღბეჭდილი. შუა რიგში სხედან,  მარცხნიდან: გიორგი ხუროძე, აბესალომ ტაბიძე, მღვდელი ამბროსი კანდელაკი, მამა ამბროსის მეუღლე მაშო მიქელაძე, აგრაფინა კანდელაკი და გოგოლა კანდელაკი, მამა ამბროსის ქალიშვილი. (ფოტო გადაღებულია 1914 წლის 31 მაისს,  ის დღეისათვის მამა ამბროსის შთამომავლთა საოჯახო არქივში ინახება).                             



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat