როცა დაიღლები, ჯვარი გამოისახე, დაეყრდენი ჯოხს და გამომყევი
როცა დაიღლები, ჯვარი გამოისახე, დაეყრდენი ჯოხს და გამომყევი

დაძლეული ბუნების კანონები. გიამბობთ, თუ როგორ იხევდნენ უკან მამა პაისის წინაშე ბუნების კანონები.

როგორც ყველა კაცი, მამა პაისიც წვიმისას თავს ქოლგასა და ლაბადას აფარებდა. ის "წვიმაგაუმტარი" არ ყოფილა. პირიქით, ხშირად ცივდებოდა სინესტისა და სიცივისგან. მაგრამ, ღმერთმა იცის, რა მიზეზით, იგი წვიმაში ყოფნისას მშრალიც რჩებოდა - მის გარშემო კოკისპირულად წვიმდა, მას კი წვეთიც არ ხვდებოდა.

"ერთხელ, - ჰყვება კონსტანტინე კუელიანისი, - მამა პაისი მანქანით წავიყვანე სუროტის მონასტერში. ისე წვიმდა, გეგონებოდა, ცამ პირი მოიხსნაო. სუროტის შესასვლელთან დედები გველოდნენ ქოლგებით და ლაბადებით, რათა მანქანიდან გადმოსული ბერი წვიმისაგან დაეფარათ. მანიშნეს, რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავით. მაგრამ იმ მომენტში, როცა ბერი მანქანიდან გადმოვიდა, ორი მეტრის რადიუსში წვიმა შეწყდა. თუმცა ამ საზღვრებს იქით ნიაღვარი მოედინებოდა. ბერი გადმოვიდა მანქანიდან, დამემშვიდობა და შენობაში შევიდა. ავტომანქანა წვიმამ ლამის წაიღო..."

ამგვარ შემთხვევაზე მოწმობს პანაღუდის მეზობელი კელიის მცხოვრები ორი ბერი: "ეს ამბავი ზამთარში მოხდა. ორი დღე და ღამე გადაუღებლად წვიმდა. პანაღუდისა და ჩვენი კელიის გამყოფი ჩანჩქერი ისე გამძვინვარდა, მასზე გადასვლა შეუძლებელი გახდა. ადიდებულმა წყალმა ორი ხიდი წაიღო. იმავე დღეს მამა პაისი ჩვენთან კელიაში მოვიდა. ამ ღვართქაფში, ყურადღება მივაქციეთ, რომ ბერს ფეხსაცმელები სრულიად მშრალი და სუფთა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ქოლგით მოვიდა, მაგრამ ქოლგითაც ნაბიჯს ვერ გაივლიდი, რომ არ დასველებულიყავი. ჩვენ იმან გაგვაოცა, რომ იგი მშრალი იყო, გაგვიკვირდა, როგორ გადალახა ეს ჩანჩქერიო. წასვლა რომ დააპირა, ცნობისმოყვარეობის გამო გაყოლა მოვინდომეთ. ნება არ მოგვცა".

ქალაქ კორინთოს მკვიდრი გიორგი გვიყვება: "1979 წლის თებერვალში ვესტუმრე მამა პაისის პატიოსანი ჯვრის კალივაში. ეზოს კუტიკარი ღია იყო. ვყვიროდი, ვეძახდი, მაგრამ არ მაგონებდა. დილის რვა საათი იყო და დაცდა გადავწყვიტე. უეცრად მამა პაისი ჩემს წინ გაჩნდა. დავიბენი. "მე აქ ვიყავი, გიორგი", - ჩუმად მითხრა. ორ მოძღვარს მოვუყევი ეს. ასე ამიხსნეს: "ის შენ წინ იდგა და მაშინ გამოჩნდა, როცა თვითონ მოისურვაო".

დიდ შეჭირვებაში მყოფი ელეფთერი მამა პაისისთან მივიდა. დიდხანს ეძახა, მაგრამ ბერი არ გამოეხმაურა. სხვა რა გზა ჰქონდა, დაბლა დაეშვა. ეგეოსის ზღვის პირას იდგა, არ იცოდა, რა ექნა, რადგან მისი მომავალი ბერის რჩევაზე იყო დამოკიდებული. უეცრად ყურისძირში ხმა შემოესმა - "ელეფთერ!" მიბრუნდა და შორიახლო მამა პაისი დაინახა. თმა ყალყზე დაუდგა, ის ხომ სრულიად მარტო იყო ნაპირზე, ნაბიჯების ხმა ანდა რაიმე მოძრაობა არ შეუმჩნევია. ზაფხული იდგა და ირგვლივ მყუდროება სუფევდა. ყურთან ბუზს რომ გაეფრინა, იმასაც კი გაიგონებდი. "უღრან ტყეში ვიყავი და შენი შეჭირვება მეუწყაო", - უთხრა ბერმა. მერე ჰკითხა: აქ რისთვის მოსულხარო? სადმე ჩამოვსხდეთო, - სთხოვა ელეფთერმა. ჩამოსხდნენ. "მე დავუწყე ჩემს პრობლემებზე საუბარი, - ჰყვება ელეფთერი, - უეცრად ბილიკზე ჩამომავალი ხალხის ხმა შემოგვესმა და ჩურჩულით განვაგრძე ლაპარაკი. "ადამიანური ხმით ილაპარაკე, კურთხეულო, ნუ გეშინია", - მითხრა ბერმა. განვაგრძე საუბარი, მაგრამ ხმა სულ ახლოს შემომესმა და გავჩუმდი. "ილაპარაკე, მოჰყევი", - მითხრა ბერმა. მაგრამ ამაოდ, - ვეჩურჩულებოდი, - ისინი ჩვენს ხმას გაიგონებენ, ყველა აქ მოვა, მაშინ ნამდვილად ვეღარ მოგიყვები, რისი თქმაც მსურს-მეთქი. "ნუ გეშინია, ილაპარაკე ჩვეულებრივი ხმით, ნუ იჩურჩულებ". ჩვეულებრივი ხმით განვაგრძეთ საუბარი. პანაღუდისაკენ მიმავალმა მომლოცველებმა ორ მეტრში ჩაგვიარეს, მაგრამ ვერც ჩვენი ხმა გაიგონეს და ვერც დაგვინახეს".

ხშირად ლოცვისას ბერი ჰაერში აიწეოდა, არა მხოლოდ სულიერად, არამედ სხეულითაც, ზოგჯერ მას არა მარტო ლოცვის დროს ხედავდნენ მიწის ზემოთ ჰაერში მდგომს, არამედ მაშინაც, როცა მუშაობდა ანდა სადმე მიდიოდა.

ერთი მთაწმინდელი ბერი ჰყვება: "ერთხელ მამა პაისი პანაღუდაში მოვინახულე. როცა მივედი, ბერი თავის კელიაში აგურით ბუხარს იშენებდა. დაფებისგან ხარაჩო გაეკეთებინა, რაზეც აგურები და დუღაბი ეწყო. თვითონაც ხარაჩოზე იდგა. როცა დავინახე, ბერი დაფის ზემოთ ჰაერში იდგა ოცდაათ სანტიმეტრზე, გავიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ ახლოს მივედი და დავრწმუნდი, რომ მართლაც ჰაერში იდგა! მერე კი კვლავ დაფაზე მდგარი დავინახე.

სადაც არ უნდა წასულიყო, ირგვლივ მადლს გადმოღვრიდა. თვითონვე ამბობდა: "თუ კაცს შიგნით მადლი აქვს, სადაც არ უნდა წავიდეს, მის გარშემო ელექტრული ველის მსგავსად გადმოიღვრება ის სულიერი სინაზე, რომელიც მის შიგნითაა. თუ კაცს ეშმაკი მძლავრობს, ისიც თავის გარშემო ავრცელებს იმას, რაც მის შიგნითაა. ჩვენი სულიერი მდგომარეობა სხვებზეც მოქმედებს". ბერმა იცოდა, რომ მადლი ღმერთმა მისცა და უნაწილებდა ამ სიმდიდრეს იმათ, ვისაც სჭირდებოდა.

კონიცელი ვასილი მუროხიდისი ჰყვება: "როცა ექვსი-შვიდი წლისა ვიყავი, მამა პაისი სტომიონის მონასტერში ცხოვრობდა. ერთხელ ბავშვები მამა პაისისთან ერთად ქალაქიდან მონასტერში წავედით. აღმართი ძნელი და ციცაბო იყო. დაინახა, დავიღალე, მითხრა: "ვასილი, როცა დაიღლები, ჯვარი გამოისახე, დაეყრდენი ჯოხს და გამომყევი". ერთ ადგილას ბილიკზე ზემოდან ჩამოვარდნილი ლოდი გადაგვეღობა. "მამა პაისი, ნეტავ ექსკავატორი მაინც იყოს, ეს ქვა რომ გვერდზე გადააგდოს", - ვუთხარი დანანებით. "გამორიცხულია, - მითხრა ბერმა, - სად ნახავ აქ ექსკავატორს? შენც ხომ ექსკავატორი ხარ, ჰოდა, მოგიწევს ამ ლოდის გადაგორება". "არ შემიძლია, პატარა ვარ!" "აბა, სცადე, ჯვარი გამოისახე, "მამაო ჩვენო" წაიკითხე და მოერევი. მეც დაგეხმარები. შენ ქვას მიაწექი, მე კი შენ მოგაწვები". თავი შევიმაგრე, ვცადე, ლოდისთვის ხელი მეკრა. მაგრამ თითებით შევეხე თუ არა, გადაბრუნდა და ხრამში გადაეშვა. გეგონებოდა, კენჭიაო. მაშინ ვერ შევიგრძენი ამ მოვლენის მნიშვნელობა, როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ სასწაული მოხდა".

სალონიკის პოლიციის ოფიცერი ანგელოს ხორიზიდისი ჰყვება: "ერთხელ ათონიდან სალონიკში ვბრუნდებოდით მამა პაისი, მამა გრიგოლი და მე. იქამდე 150 კილომეტრი იყო. დღე და ღამეზე მეტი ხნის უძინარი - გამოწურული ლიმონივით ვიყავი. ორივე ბერი ავტომობილის უკანა სავარძელზე იჯდა. მამა პაისიმ მითხრა: - დაღლილი ხარ, დაისვენე და მე წავიყვან მანქანასო. სკამებს შორის წინ გადმოძვრა. რა თქმა უნდა, საჭესთან არ დამჯდარა - მანქანის ტარება არ იცოდა, იხუმრა, მაგრამ ამ ამბავში უჩვეულო ის იყო, რომ ვერ მივხვდი, როგორ მივედით სუროტში, მხნე და ჯანღონით სავსე ვიყავი".

მამა პაისის ხორციელი ძმა, ლუკა ჰყვება: "მამა პაისი მაშინ სტომიონის მონასტერში ცხოვრობდა. ერთხელ ქალაქიდან მონასტერში მიმავალ ბილიკზე კლდის ვეებერთელა ნაწილი ჩამოიშალა. შეიკრიბა უამრავი ხალხი. ხის ბერკეტებით სცადეს მისი ადგილიდან დაძვრა. ამაოდ. მერე კი ყველა წავიდა. "მათ შენც გაჰყევი", - მითხრა პაისიმ. წამოვედი, მაგრამ იქვე ბუჩქებში ჩავიმალე, მაინტერესებდა, რას იზამდა. მან ჯვარი გამოისახა, აიღო ეს ლოდი, თითქოს სკამი ყოფილიყოს და გზიდან გადააგდო!"

კონიცის ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარი მამა ხარლამპე ანასტასისი ჰყვება: "ერთხელ ათონზე, წმინდა ათანასეს ლავრაში, ტაძრის დღესასწაულზე მივედი. წირვის შემდეგ პანაღუდაში წავედი მამა პაისის სანახავად - ოცდახუთი წელი არ მენახა. კალივიდან მოშორებით ტყეში შევხვდი. მაშინვე მიცნო. ზუსტად გაიხსენა ჩემი დიაკვნად და მღვდლად კურთხევის თარიღები. "მამაო, ქენი სიკეთე და ვიტრაპეზოთ". "ვიტრაპეზოთ. მაქვს რაღაც, რაც შემიძლია შემოგთავაზო". მან პოლიეთილენის ტომარა მიჩვენა, სადაც სამი ცალი ძალზე პატარა პომიდორი და ერთნახევარი ორცხობილა იდო. თავი ვეღარ შევიკავე: "მამაო, აქ რაა შესაჭმელი? გუშინდლიდან არაფერი მიჭამია. ოცი ასეთი პომიდორიც არ მეყოფა". მიპასუხა: "მამა ხარლამპე, ჩვენ ვილოცოთ, შენ ეს პომიდვრები აკურთხე და კიდევაც მოგვრჩებაო". მერე ტომარა გახსნა, ისე ჩაჭრა, რომ მისგან ჯვარი გამოვიდა და სუფრასავით გაშალა. ზედ ორი პომიდორი და ერთი ორცხობილა დადო. თვითონ კი ნახევარი და ერთი პომიდორი დაიტოვა. ვილოცეთ ისე, როგორც საჭირო იყო. ბერმა მთხოვა: "მამაო წმინდაო, გვაკურთხე". ვაკურთხე და სატრაპეზოდ დავსხედით. სად გაქრა ჩემი შიმშილი! სრულიად გამაძღარი ვიყავი, თითქოს ვიღაცამ ყელი ჩამიკეტაო, ჭამა აღარ მინდოდა, ორცხობილა ვერ შევჭამე და ნახევარი დავტოვე. მარტო მწყუროდა. მამა პაისი კი საჭმელს მთავაზობდა: "მიირთვი, მამა ხარლამპე, მიირთვი!" "რაღას შევჭამ, მამაო, იცით, როგორ გავძეხი?"

მერე მთელი დღე სხვადასხვა კელიაში, მონასტრებში შევდიოდი, მაგრამ ვერაფერს ვჭამდი, რასაც იქ მთავაზობდნენ, მხოლოდ წყალს ვთხოვდი ბერებს.

განცვიფრებული წამოვედი მამა პაისისგან. როცა მთაწმინდის ერთ-ერთ ბილიკს შევუდექი, წამოვიძახე: "მაინც რა კურთხევა იყო ეს? მსგავსი იმ კურთხევისა, როცა ქრისტემ აკურთხა ხუთი პური და ორი თევზი და ხუთი ათასი კაცი გააძღო ქალებისა და ბავშვების გარდა. დიახ, ეს უფლის კურთხევა იყო!"

თავმდაბლობის გამო მამა პაისის ფოტოსურათის გადაღება არ უყვარდა, გაურბოდა და უბრაზდებოდა კიდეც მას, ვინც მისი კურთხევის გარეშე სურათს გადაუღებდა. როცა ჩუმად, კურთხევის გარეშე უღებნენ, სასწაულებრივად ბერი ფოტოობიექტივში არ ხვდებოდა. ზოგჯერ ფოტოფირი ფუჭდებოდა, სხვა შემთხვევაში სურათი კარგი გამოდიოდა, მაგრამ ბერი პაისი... მასზე არ იყო!

პროფესიონალი ფოტოგრაფი, ბატონი კ-ი ჰყვებოდა: "ერთხელ ბერს ვეწვიე და დიდი ნუგეში მივიღე მისი დარიგებებისგან. სული შემიძრა მისმა მოყვასისთვის მსხვერპლშეწირვამ და სიყვარულმა. ავადმყოფობამ დააუძლურა, იტანჯებოდა, მაგრამ მიხვდა, რომ მისი რჩევა მჭირდებოდა, მიწვა ეზოში (მას ამ დროს ჯდომა და ფეხზე დგომა არ შეეძლო) და გამესაუბრა. როცა მივდიოდი, ფოტოგრაფირება მომინდა, მაგრამ ვიცოდი, უარს მეტყოდა და მომლოცველთა ზურგს უკან ბერს ორი ფოტო გადავუღე. თუმცა ბერი ამ მომენტში ვერაფერს მიხვდა, მაგრამ თავისებურად ხელი შეუშალა. როცა ფირი გავამჟღავნე, ეს ორი ფირი შავი გამოვიდა, თითქოს ისე გადამეღო, ობიექტივისთვის ხუფი არ მომეხსნა!"

ბეჭდვაელფოსტა
05.08. 2020
ნანა
კი ბერძენი იყო
09.07. 2018
თამუნა
მამა პაისი სადაური იყო ბერძენი? უკაცრავად შეკითხვისთვის
13.04. 2016
გიორგი
დიდება უფალს!
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat