უბიწოების, სამართლიანობის გარეშე ლოცვის სიმართლე შესმენილი არ იქნება
უბიწოების, სამართლიანობის გარეშე ლოცვის სიმართლე შესმენილი არ იქნება

ბუნების კანონთა დაძლევა. მამა პაისი წინააღმდეგი იყო ფოტოსურათის გადაღებისა. ვინც ეურჩებოდა, ხშირად სასწაულის მომსწრე გამხდარა. ერთი მომლოცველი ჰყვება:
"ერთხელ პანაღუდაში მივედი. მამა პაისი შინ იყო შესული, სახლის კარი ღია იყო. გამიხარდა, ბერს ჩუმად გადავუღებ სურათს-მეთქი. ფოტოაპარატი ხის ტოტებში ისე მოვათავსე, რომ ვერ დაენახა, მერე რკინის დაფაზე დავაკაკუნე და ჩემი მოსვლა ვამცნე. როგორც კი მამა პაისი ზღურბლზე გამოჩნდა, ფოტო გადავიღე. დიდად გახარებული ვიყავი, მაგრამ როცა ფირი გავამჟღავნე, მასზე მამა პაისი არ ჩანდა!"

ამგვარი რამ ხდებოდა იმ შემთხვევაშიც, როცა მაგნიტოფონით მამა პაისის ჩაწერას ცდილობდნენ. ხან მაგნიტოფირი ეწებებოდა ერთმანეთს, ხან მაგნიტოფონი არ იწერდა. ან იწერდა ყველაფერს, ხმაურს, ჩიტების ჭიკჭიკს, სხვა პირთა საუბარს - მამა პაისის ხმის გარდა.

ერთი სტუდენტი ჰყვებოდა: "ერთხელ თანაკურსელებთან ერთად მამა პაისის ვესტუმრე. დავიწყეთ საუბარი. მამა პაისი მიხვდა, რომ დიქტოფონზე ვიწერდით და გამორთვა გვიბრძანა. ჩემი მეგობრები ასეც მოიქცნენ. მე კი კარგად მქონდა დამალული და არ გამომირთავს. მან კიდევ თქვა: ბოლოს და ბოლოს, გამორთეთ თქვენი მაგნიტოფონები, - მერე დაუმატა: თუნდაც არ გამორთოთ, მაინც არაფერს ჩაიწერსო. როცა მამა პაისისგან წამოვედი, მაგნიტოფონი მაშინვე გამოვრთე. მერე კი კასეტას მოვუსმინე და დავრწმუნდი, რომ მამა პაისისთან საუბრამდე და მერე ყველაფერი ნორმალურად იყო ჩაწერილი, ხოლო მამა პაისის საუბარი არ ჩაიწერა".

ერთხელ მამა პაისისთან სტუდენტების ჯგუფი მივიდა. ერთ მათგანს თან პატარა მაგნიტოფონი ჰქონდა საუბრის ჩასაწერად. უეცრად მამა პაისი მიუბრუნდა მას და უთხრა: "იმ სათამაშომ, ჯიბეში რომ გაქვს დამალული, არაფერი ჩაიწერა". ახალგაზრდა გაფითრდა. მართლაც, მაგნიტოფონს ერთი სიტყვაც არ ჩაუწერია.

შერიგება ქმნილებასთან. მამა პაისის ჰქონდა მადლი, მსგავსად ადამისა მის დაცემამდე და ეკლესიის წმინდა მამათა მადლისა - თავისუფლად ექცეოდა გარეულ მხეცებს და ისინი არაფერს ვნებდნენ. ნადირი გრძნობდა ღირსი მამის სიყვარულს და არაფერს უშავებდა. ცნობილია, რომ თუ კაცი კვლავ აღადგენს საკუთარ თავში პირველშობილ და პირველქმნილ სილამაზეს, დაკარგულ ღვთაებრივ მადლს, მაშინ ის გახდება მეუფე ქმნილებათა, ზეციურ ფრინველთა, ქვეწარმავალთა და მხეცთა. მაშინ ხდება შერიგება ქმნილებასთან. წმინდა მამები ამბობენ ადამიანის მდგომარეობაზე, ვიდრე ის ცოდვით დაეცემოდა: "თუ ღმერთი იმყოფება ვინმეში, მაშინ მას ყველაფერი ემორჩილება, - როგორც ადამს, ვიდრე ღვთის მცნებებს დაარღვევდა". მამა პაისი ამბობდა: "თუკი კაცი თავს სხვის ადგილას დააყენებს, მერე მას ყველას შეყვარება შეუძლია: ადამიანების და გარეული ცხოველებისაც კი... მაგალითად, მე ვხედავ გარეულ ცხოველს და ვფიქრობ, რომ შესაძლოა მეც ასეთი ცხოველი ვყოფილიყავი. ღმერთი ხომ პატრონია, შეეძლო, მას ამნაირ მხეცად შევექმენი. თუ დავადგენ საკუთარ თავს ცხოველის ადგილას, მე ის შემიყვარდება და თვით გველიც კი შემეცოდება. აბა, დაფიქრდი: გველი რომ ვიყო, განა მომეწონებოდა, გარეთ, მზეზე, გასათბობად გამომძვრალს ვინმე მომვარდნოდა და ჯოხით თავი გაეჭეჭყა? ღვთაებრივი სიყვარული თავის თავს გაუმხელს ამ ველურ ცხოველებს. ცხოველებს შეუძლიათ, გაარჩიონ მათი მოყვარული ადამიანი მონადირისგან, რომელსაც მისი მოკვლა უნდა. ცხოველს არ ეშინია მოყვარულისა და მიუახლოვდება. ადრე ვფიქრობდი, რომ ამგვარ ინტუიციას ყველა გარეული ცხოველი ფლობდა, გველის გარდა. მაგრამ მერე დავრწმუნდი, რომ მათაც აქვთ ამგვარივე გეში".

ერთმა დიაკონმა ჰკითხა მამა პაისის: "გამიგია, რომ გველები გყოლიათ. ნუთუ ეს სიმართლეა?" მან უპასუხა: "დიახ, გველები ჩემს შიგნით, გულში ცხოვრობენ. როცა მღვდლად ხელს დაგასხამენ და მოძღვრად გაგხდიან, მოდი ჩემთან და გაჩვენებ".

კონიცელი ბატონი გიორგი იგონებს: როცა მამა პაისი სტომიონის მონასტერში ცხოვრობდა, ყოველ შაბათ-კვირას მივდიოდით მასთან, რაღაც ენით აუხსნელი ძალა გვიზიდავდა მისკენ. იქ ვპოვებდით სულის სიმშვიდეს. ვცდილობდით, სხვადასხვა საქმეში დავხმარებოდით. ერთხელ მან მონასტრის საკუჭნაოში გამგზავნა წერაქვის და ნიჩბისთვის.

- გიორგი, - მითხრა მან, - იქ ორ გველს დაინახავ, არ შეგეშინდეს, უვნებლები არიან.

შევედი საკუჭნაოში, იარაღისკენ წავედი და უეცრად ორი უზარმაზარი გველი დავინახე, რომლებმაც იქითკენ გაცურეს, სადაც ეს იარაღი ეწყო. შეშინებულმა გაქცევა დავაპირე, რომ უეცრად ზურგზე მამა პაისის გამხდარი, მაგრამ მტკიცე ხელის შეხება ვიგრძენი. მან შემაჩერა და მშვიდი და ჩუმი ხმით "უბრძანა" გველებს: "აბა, თქვენს ადგილას შეძვერით, ხომ ხედავთ, გიორგის ეშინია". მერე იარაღებამდე მომყვა, რადგან მიხვდა, რომ გველებმა ძალზე შემაშინეს.

სხვა დროს - მონასტრის სამზარეულოში ვიჯექი. მამა პაისის თავისი სკოლის მეგობარი ეხვეწებოდა: "გამიშვი, მამაო, უნდა ვესროლო". გავხედე. კაცი თოფს კურდღელს უმიზნებდა. "არა, იანის, - ეუბნებოდა ბერი ტკბილი ხმით, - ხედავ, თავზე ჯვარი ახატია". კურდღლებს ისე მოიხმობდა თავისთან, როგორც ჩვენ - კატას. ეს კურდღელი ბერმა მონასტრის ბაღჩაში, სტაფილოებში შემძვრალი დაიჭირა, შუბლზე ჯვარი დაახატა და მისი მოკვლა აუკრძალა თავის დის ქმარს და სხვა მონადირეებს.

კვიპროსელი მორწმუნე ჰყვებოდა: ერთხელ "პანაღუდაში" კვიპროსელი მომლოცველები მივიდნენ. ბერმა უთხრა, - კოლოფიდან ლუქუმი ამოიღეთო. გახსნეს კოლოფი და ჭიანჭველებით სავსე აღმოჩნდა. ეტყობა, ვიღაცამ თავზე მყარად არ დაახურა. ჭიანჭველები კი იმდენი იყო, ლუქუმი არ ჩანდა. ბერი მიხვდა, რაშიც იყო საქმე. კოლოფიდან ლუქუმის მცირე ნატეხი განზე გადადო და ჭიანჭველებს მთელი სერიოზულობით და მკაცრად უთხრა: "ეს ნაჭერი თქვენია, გადადით და ჭამეთ, დანარჩენი კი ადამიანებს დაუტოვეთ". ერისკაცები გაოცებულნი უცქერდნენ, თუ როგორ დაემორჩილნენ ჭიანჭველები ბერს, კოლოფიდან ყველანი თავიანთ ნაწილზე გადაძვრნენ.

წმინდა ანას სკიტელი ბერი, მამა აღაპი ჰყვებოდა: "მამა პაისი მაშინ გავიცანი, როცა თხუთმეტი წლის ვიყავი. ღვთის მადლით, ყუთლუმუშის მონასტრის ბერი გავხდი. მამა პაისის ყოველდღე ვხვდებოდი. გამეგო, რომ სასწაულებს იქმოდა და მომინდა, ჩემთვისაც მოეხდინა სასწაული. მთელი თვე ეს გულისთქმა მაწვალებდა.

ერთ ნოემბრის დილას მივედი მასთან. პატარა კასრში ხელებს იბანდა. ეზოში შემიშვა და დაცდა მიბრძანა. მერე კასრიდან ფოლგა ამოიღო, რომელშიც პურის ნამცეცები იყო გახვეული. აიხედა ცაში, ჩიტის ჭაჭანება არ იყო. გახსნა და უეცრად ყველა მხრიდან უთვალავი ჩიტი მოფრინდა! ახლაც არ ვიცი, საიდან მოფრინდნენ ამდენნი. ზოგი თავზე აჯდებოდა, ზოგი - მხრებზე... ბერი მათ აჭმევდა. გული შემემუსრა, სიხარულისგან ვიცინოდი. ბერი იღიმებოდა და ეუბნებოდა, - "მიფრინდით მასთან". მათ ადამიანებივით ესაუბრებოდა. ჩიტი ბარტყებს, ხელზე რომ ესხდა, ყურში ეჩურჩულებოდა: აბა, ბავშვებო, მიფრინდით მასთან, ისიც ხომ ჩვენი კაციაო. ასე გაგრძელდა ორი წუთი, მერე გადაახვია ფოლგა და ჩიტებიც გაქრნენ. გაოგნებულმა შევხედე - "ახლა კი წადი".

სამყაროსთვის მლოცველი. ერთ დროს მამა პაისის კალივის კუტიკარზე ასეთი შინაარსის ფირფიტა ეკიდა: "დამიწერეთ, ჩემთვის რისი თქმაც გინდათ. ჩადეთ წერილი ყუთში და მე უფრო მეტად ლოცვით დაგეხმარებით, ვიდრე განგრძობილი საუბრებით. ასე კი მე დრო მექნება, სხვა გაჭირვებულებსაც დავეხმარო. მე აქ ლოცვისთვის მოვედი და არა იმისთვის თავი მოძღვრად გამოვაჩინო. ბერი პაისი".

ამ წერილიდანაც ჩანს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ის ერისთვის ლოცვას. მამა პაისის ლოცვას ორი ფრთა ჰქონდა: პირველი გახლდათ "გული მტკივნეული". "ხშირად ერთი გულიანი ამოოხვრა მთელი ლოცვის ტოლია, მთელი საათი ლოცვისა, მთელი ღამისთევის ლოცვისა", - ამბობდა იგი. მეორე ფრთა მისი ლოცვისა კი უბიწოება (სამართლიანობა) გახლდათ. "უბიწოების, სამართლიანობის გარეშე ლოცვის სიმართლე შესმენილი არ იქნება", - ამბობდა იგი.

იშვიათი ნიჭი ერისთვის ლოცვისა ბერს დიდი ღვაწლის მერე მიეცა. იგი სამყაროსთვის ლოცულობდა. ყველასთვის ლოცულობდა ისე, როგორც საკუთარი თავისთვის. მისი ლოცვა განუწყვეტელი, გულიანი, წმინდა და შედეგიანი გახლდათ. ის ლოცვას სამ ნაწილად ყოფდა: თავისთვის, ცოცხლებისთვის და გარდაცვლილთათვის.

ის იმდენად აფართოებდა თავის ლოცვას, რომ მასში ყველა კაცს მოაქცევდა. მაგალითად, როცა ვინმე გზასაცდენილ ყმაწვილზე ლოცულობდა, იქვე მიამატებდა: "მოიხსენე, უფალო, ყველა ახალგაზრდა და შეეწიე მათ".

სამყაროსთვის ლოცვაში მამა პაისის ფსალმუნების კითხვა ეხმარებოდა. წმინდა არსენი კაპადოკიელივით თითოეულ ფსალმუნს სხვადასხვა საჭიროებისთვის იტყოდა და თანაც ამ თხოვნას აფართოებდა. მაგალითად, წმინდა არსენი პირველ ფსალმუნს ვაზისა და ხის ნერგების ჩაყრისას ლოცულობდა, რომ კარგი ნაყოფი გამოეღოთ. მამა პაისი კი არა მარტო ნერგებისთვის ევედრებოდა, არამედ დედის მუცელში ჩასახული ყრმებისთვისაც შესთხოვდა, რომ თავიდანვე ღვთის კურთხევა ჰქონოდათ და კეთილი ნაყოფი გამოეღოთ. ანდა ქარიშხლის დროს წასაკითხ ფსალმუნში ბერი ამასაც შესთხოვდა, რომ უფალს დაემშვიდებინა აღელვებული და შეშფოთებული კაცობრიობა. მერე კი გადადებდა ფსალმუნს და ადამიანებისა და ყველა ქმნილებისთვის გულმხურვალე ლოცვას მიეცემოდა.

ლოცვა მას ძალებს ართმევდა, ვინაიდან როცა ადამიანთა შეჭირვებაზე იტყოდა, მათ ერთიანად თანაუგრძნობდა. იგი "ბევრ ტკივილსა და ბევრ ნუგეშს" გრძნობდა. უნახავთ გარშემომყოფთ, როგორ უჭირდა ფიზიკურად, ძლივს დადიოდა, მაგრამ ერისთვის ლოცვას მაინც თავს არ ანებებდა.

მის ლოცვას თან სდევდა მარხვა, შრომა, მუხლთა დრეკა და, რაც უმთავრესია, თავმდაბლობა. მამა პაისი ამბობდა: "შევთხოვოთ ღმერთს თავმდაბლად. მე ჩემს ლოცვაში ასე ვამბობ: "ღმერთო ჩემო, მე კაცი კი არა, პირუტყვი ვარ. შემიწყალე მეც და მთელი სამყაროც".

მამა პაისის სწამდა, რომ სხვა ხალხის უბედურებაში მისი წილიც იყო. "მე რომ წმინდანი ვიყო, ღმერთი შეისმენდა ჩემს ლოცვას და ისინი აღარ დაიტანჯებოდნენო", - ამბობდა. ერთ-ერთ წერილში წერდა: "რადგან გულგაყინული პაისი გულგასასტიკებულია, მის გამო მრავალი სული იტანჯება. ისინი იმიტომ იტანჯებიან, რომ პაისიმ ვერ მოიპოვა მადლი, რათა ღვთის შეწევნით დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც კაცობრივად ვერ ეხმარებიან". სხვა დროს ამბობდა: "მოდი, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე, თუკი ვინმე სნეული არ გამოჯანმრთელდება. ქრისტემ ხომ გვითხრა, რომ სასწაულთქმედების ხელმწიფებას გვაძლევს. ჩვენ კი არაფერს ვაკეთებთ". "რა ვქნა, მამაო, - თქვა ერთხელ, - ადამიანები ჩემთან დახმარებისთვის მოდიან. მე კი არ შემიძლია. ჩემი ნაკლია ამის მიზეზი, რომ ღვთის საყვარელი შვილი ვერ გავხდი. ასეთი რომ ვიყო, ღმერთი ჩემს ლოცვას შეისმენდა". "მაშ, რატომ მოდიან შენთან, მამაო?" - შეეწინააღმდეგა თანამოსაუბრე. "მივხვდი, რომ მათ სიყვარული სჭირდებათ. ჩემთან მოდიან სულები, რომელთაც სტკივათ, მე კი მათ მოთმინებით ვეპყრობი".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat