მორჩილება სამოთხის კარის გასაღებია
მორჩილება სამოთხის კარის გასაღებია

ბერი და ახალგაზრდა.
მამა პაისისთან ერთი ახალგაზრდა მივიდა, გრძელი თმა ცხენის კუდივით ჰქონდა შეკრული. ბერმა ჰკითხა, რას საქმიანობო. სტუდენტი ვარო. "რამდენი გამოცდა დაგრჩა?" - ჰკითხა კვლავ. რვა, - უპასუხა ყმაწვილმა. თუ გინდა, რომ ყველა ჩააბარო, თმა უნდა მოიკვეცოო, გაეხუმრა მამა პაისი. ახალგაზრდამ ეს კურთხევად მიიღო, მეგობრებს მოუყვა და ისინიც მოდიოდნენ ბერთან ამგვარი კურთხევის მისაღებად. "თმას ვაგროვებ, რომ მერე მელიებს გადავუნერგოო", - ამბობდა ღიმილით. ესეც უთქვამს, - თუ გადარჩენა მიწერია, ეს დედების ლოცვით მოხდება. იცი, რამდენია მადლიერი, რომ მათ შვილებს თმა შევჭერი და ყურები გამოვუჩინე?

ბერი პაისი თავის დიდ სეხნიაზე საინტერესო ამბავს ჰყვება: "ჯერ კიდევ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი 1988 წელს მეგობართან ერთად მამა პაისის ვესტუმრე. ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, ათონის მთაზე მეგობრების დაჟინებული თხოვნით წავედი, როგორც "სულიერი ტურისტი". თანაც მამა პაისისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ღმერთი არ არსებობს და უაზროდ გაფლანგა მონაზვნობაში სიცოცხლე.

"პანაღუდაში" საღამოს 4 საათისთვის მივედი. კუტიკართან 35 კაცი ელოდებოდა. ბერი არ გამოჩენილა. კალივას მოვუარეთ და უკანა კუტიკართან აღმოვჩნდით. აქ უკვე აღარ ვიცი, რა დამემართა - უცებ მუხლებზე დავეცი და ლოცვა დავიწყე: ღმერთო ჩემო, თუ შენ მართლა არსებობ და გინდა გირწმუნო, ინებე, რომ მამა პაისი გამოვიდეს და შენზე დამიწყოს ლაპარაკი-მეთქი.

არ გასულა ხუთი წუთი, რომ უეცრად ტყიდან მამა პაისი გამოვიდა. ალერსიანი და თბილი ღიმილით გვიყურებდა. თქვენ ხართ მამა პაისი, მეგობარმა თქვენთან წინდები გამომატანა-მეთქი. მაშინ თავი დახარე და გაკურთხებო. ჩემი ნათლისღების მერე პირველად ავიღე კურთხევა. თავზე ხელი დამადო და ხუთი წუთით ლოცვაში გაირინდა. მერე ეზოში შეგვიყვანა. დავსხედით კუნძებზე. დაგვიწყო საუბარი ღმერთზე და მასზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, თითქოს რადიოთი უკანასკნელი ცნობები მოესმინოს. საუბრისას ხშირად გვთავაზობდა რაჰათ-ლუკუმს. მალე მამა პაისისთან ორი ბიჭი მოვიდა, ანარქისტები. ბერმა საუბარი განაგრძო, ბევრი რამ გვითხრა ბუდიზმზე. თითქოს სულიდან სარეველა ამომძირკვეს - ბოლო ერთი წელი იოგაში ვვარჯიშობდი.

ერთი საათი გვესაუბრა, მერე მომიბრუნდა: "თუ გინდა, მორჩილად აგიყვან". მამაო, სამაგისოდ არ გამოვდგები. სოფელი მიყვარს-მეთქი. საუბრისას ეს კითხვა რამდენჯერმე გამიმეორა. სამწუხაროდ, ისე შორს ვიყავი მაშინ ყოველივე სულიერი საგანძურისგან, რომ ვერ შევძელი შემეფასებინა დიდებულება შემოთავაზებული წინადადებისა.

შემდეგ თხუთმეტი წუთით დაგვტოვა, შეშას აწყობდა, მიხმარებაზე უარი გვითხრა. ეს ოთხი "სულიერი ტურისტი" მდუმარედ ვისხედით და გონებაში მოსმენილს ვაანალიზებდით. ყოველგვარი ეჭვი გაგვიფანტა ყოვლადწმინდა სამების არარსებობაზე. მაგრამ ამ დროს ბოროტის მოვლენილი გულისთქმაც მივიღე. უეცრად ფიქრად მომივიდა მამა პაისისთვის გულში მეკითხა, თუ რა იყო საჭირო სამოთხეში მოსახვედრად. ჩემი მედიდურობით გავიფიქრე: რადგან პაისი ასეთ სულიერ სიმაღლეზე დაფარფატებს, მაშინ მიხვდება ჩემს ფიქრებს და მიპასუხებს-მეთქი. ღმერთმა შემიწყალა, ჩემი ეგოიზმი სერიოზულად არ მიიღო. ბერმა შეშას თავი ანება, ნელი ნაბიჯით მოვიდა ჩემთან, თვალებში კი არა, სულში ჩამხედა და კითხვაზე ხმამაღლა მიპასუხა, - ამისთვის შვილო, ქრისტეს რწმენა და სიყვარული უნდა გქონდესო.

მუხლები ამიკანკალდა, გული ისე ამიჩქარდა, მეგონა, საცაა გასკდებოდა. ესღა წავიბუტბუტე, - გრიგოლ, ჩვენი წასვლის დროა... მაკურთხე, მამაო-მეთქი. ბერმა - რაო, წასვლა გინდა? დარჩი აქ, მორჩილად აგიყვან და ჩემს სახელს მოგცემო. მაგრამ გულს მეტის დათმენა აღარ შეეძლო.

ამის მერე ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მამა პაისი პირველად და უკანასკნელად ვნახე, ჩვენ შორის შინაგანი სულიერი კავშირი დამყარდა. მან ჩემს სულსა და გულში საუკუნოდ დათესა რწმენა ქრისტესი. ექვსი წელი გავიდა და ეკლესიის უარმყოფელი - მონაზონი გავხდი. ბერად აღკვეცისას, როგორც მან იწინასწარმეტყველა, პაისი მიწოდეს".

თავის უარყოფა. მრავალი სათნოებით იყო შემკული მამა პაისი.

სოფლიდან გასულმა ათონის მთაზე მისვლის მერე კავშირი გაწყვიტა ნათესავებთან მწირობის სათნოების მოსაპოვებლად, რომელიც პირველი საფეხურია მონაზვნურ სათნოებათა კიბეზე. ოჯახიდან მოწყვეტა მისთვის, მოყვარული შვილისა და ძმისთვის, ძალზე ძნელი იყო. ამბობდა: "თავიდან მონასტერში შესვლის მსურველს ძალზე უჭირს დატოვოს თავისი პატარა ოჯახი და შეუერთდეს ადამის დიდ ოჯახს, ღვთის ოჯახს". ძნელი იყო პაისისთვისაც. "ეშმაკი მას თითქოს ტაფაზე წვავდა". როცა ბერი შერყეული ჯანმრთელობის გამოსაკეთებლად სამშობლოში წავიდა, შინ არ შეჩერებულა, ქალაქის გარეუბანში ტაძრებსა და ეკვდერებში რჩებოდა, რათა ღვთისთვის მიცემული აღთქმა დაეცვა. მოგვიანებით, როცა ერთი ქრისტიანი ქალბატონის სახლში გადავიდა, სადაც ექიმები მიდიოდნენ და მკურნალობდნენ, შეიტყო, რომ საჭმელი, რომლითაც იკვებებოდა, დედამისის გაკეთებული იყო და მის ჭამაზე უარი თქვა.

ერთმა გაჭირვებულმა ახლობელმა ჰკითხა, - მშობლების სახლში რატომ არ მიდიხარო. უპასუხა: "რადგან ქრისტეს სიყვარულისთვის დავტოვე მშობლები და მწირობის აღთქმა დავდე, აღარ შემიძლია ვიცხოვრო მშობლების სახლში. ჩემი და-ძმა და ნათესავები - ეს მთელი სოფელია... მე კარგი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მყავს შვიდი და-ძმა, სახიერმა ღმერთმა მთელი მსოფლიოს ადამიანების და-ძმებად შეცნობის უნარი მიბოძა". მან ერთხელ და სამუდამოდ მიანდო თავისიანები ღმერთს და მერე მათზე აღარ ნაღვლობდა.

ნათესავებს თუმცა ბოლომდე არ ესმოდათ მისი საქციელი, მაგრამ მოქმედების სისწორისა სჯეროდათ და არ სწყინდათ, რადგან პაისისგან დიდ სიყვარულს გრძნობდნენ.

მონაზვნებს, რომლებიც ნათესავებთან ურთიერთობაზე ეკითხებოდნენ, პასუხობდა: "ნუ გვინდა მათთან სიახლოვე. ნათესავებთან კავშირი ადამიანური ნუგეშისცემაა, მონაზონი ღვთისგან უნდა ეძიოს ნუგეშს. მონაზონი, რომელსაც ძალზე უყვარს თავისი ნათესავები, სულიერად განუვითარებელი დარჩება და უფალი არ აძლევს იმ მადლს, რომ ყველა კაცი თავისიანად ჩათვალოს, ყველა თანაბრად უყვარდეს..." თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მამა პაისი სხვა მონაზვნებს ასეთ საქციელს არ აიძულებდა. ოღონდ განახურვებდა მათ ღვთისმოშიშებას და ყველას თავის ნებაზე ტოვებდა, მაგრამ ძალიან უხაროდა, როცა ხედავდა, რომ ბერს მთლიანად დაეტოვებინა სოფელი.

მორჩილება.
მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში შეისწავლა ეს უმნიშვნელოვანესი მონაზვნური საგანი - მთლიანად დაემორჩილა თავის მოძღვარს, არასოდეს, გულისთქმაშიც კი არ განიკითხავდა მას. "მონაზვნური ცხოვრების საიდუმლო მორჩილებაშია, უნდა მოიკვეთო შენი ნება". ამის მაგალითი თვითონვე მოგვცა. როცა სტომიონის მონასტერში გადავიდა, უახლოესი ბერი, მამა სერაფიმე მისგან ათი საათის სავალზე ცხოვრობდა. ამიტომ თავისთან კელიაში 12 წლის უპატრონო ბიჭი მიიყვანა და იმას დაემორჩილა. ეკითხებოდა: "აბა, ჩემო ბიჭო, მითხარი, ეს საქმე გავაკეთო?" და ისე იქცეოდა, როგორც ბავშვი ურჩევდა. საბოლოოდ, ბიჭიც მოძლიერდა, ინიციატივის გამოვლენა ისწავლა და ეს დიდად წაადგა.

შემდგომშიც არასოდეს მიჰყოლია საკუთარ ნებას: "რამდენადაც სწორი არ უნდა იყოს ჩემი პირადი შეხედულება, მე რომ მეხება, იმ საკითხზე, მისი მიღება, დაჯერება არ შემიძლია, რადგან ეს მხოლოდ ჩემი შეხედულებაა. როცა ექიმი ავად ხდება, სხვა ექიმთან მიდის, თუნდაც ის საექიმო პრაქტიკით და ხელოვნებით ჩამორჩებოდეს მას".

"მორჩილება - ყველაზე სწრაფი და ადვილი გზაა, სამოთხის კარების გასაღებია. მორჩილება მოჰკვეთს თვითნებობას, ეგოიზმს, ვნებებს; შემდეგ ადამიანზე მოდის ღვთის მადლი და ცხოვრება სამოთხედ გადაექცევა", - ამბობდა მამა პაისი. იგი თვლიდა, რომ "ყველაზე ცუდია, როცა კაცი მამების რჩევებს არ ასრულებს და ყველაფერს საკუთარი გულისთქმით აკეთებს". თუ მასთან სულიერი რჩევისთვის კი არა, კურთხევის გამოსატყუებლად მიდიოდნენ, მამა პაისი უცებ წყვეტდა უსარგებლო საუბარს და ამბობდა: "მუხლი მოუდრიკე საკუთარ გულისთქმას და ისე მოიქეცი, როგორც გინდა". ამ დროს ის პასუხისმგებლობას აღარ იღებდა. "მამები ღმერთს პასუხს იმ მორჩილების შესაბამისად მისცემენ, როგორც იქცევიან მათი მორჩილი შვილები".

მამა პაისი ურჩევდა: "მორჩილები თავიანთ მოძღვარს უნდა დაემორჩილონ. თუ მოძღვარი მკაცრია, უსამართლოა მორჩილის მიმართ, მაშინ ის უხვად მიიღებს მადლს. მოძღვარი არ უნდა განიკითხოს. თუ უჭირს, დაე, თავისი გულისთქმა გაუმხილოს მოძღვარს და ისე მოიქცეს, როგორც ის ეტყვის. მოძღვარმა განსჯით უნდა გასხლას და მოჰკვეთოს ზედმეტი ტოტები მორჩილს. სანამ სხვას დაიმორჩილებს, თავიდან თვითონ მოძღვარმავე უნდა გაიაროს მორჩილების სკოლა. მან მორჩილზე ცდები არ უნდა ჩაატაროს. მოძღვრები, რომლებიც ბრმა მორჩილებას ითხოვენ, უნდა გამოირჩეოდნენ კარგი (სულიერი) ხედვით".

სიმდაბლე. მარილს იმიტომ უმატებენ სადილს რომ ის გემრიელი გამოვიდეს. ასევე მამა პაისის ცხოვრება, მისი ყოველი მოქმედება დამარილებული იყო სიმდაბლის სიყვარულით, მისი სული შემოსილი იყო სიმდაბლით - ამ ღვთაებრივი სამოსით.

სასწაულებს და ღვთის კეთილისმყოფელობას ბერი პაისისთვის სიამაყის გულისთქმები არ მოჰქონდა. ისინი მისთვის საბაბი ხდებოდა, უფრო დაემდაბლებინა თავი და უფრო მეტად ეღვაწა. იგი ყველა ქმნილებაზე მდაბლად თვლიდა თავს, ცხოველებზე უარესადაც კი. "ჩვენ თავს ცხოველებს ვადარებთ და ამით განვიკითხავთ იმ საცოდავებს. მაგრამ ჩვენ ხომ მათი მსგავსნი კი არა, უარესები ვართ. ერთხელ ჩემთვის ვფიქრობდი, ვის ვგავდი. ნეხვის ჭიაზე უკეთესი ვერაფერი გავიხსენე. მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ უსამართლო ვიყავი იმ საცოდავის მიმართაც კი. ის ხომ თავის დანიშნულებას ასრულებს, მოჰკვეთს ნეხვს, მისგან ბურთულებს აკეთებს და ასუფთავებს არაწმიდებას. მე კი, გონიერმა კაცმა, ღვთის ქმნილებამ, მის ხატად და მსგავსად შექმნილმა, ჩემი ცოდვები ღვთის ტაძარში შევიტანე, ამიტომ ნეხვს ვადრი საკუთარ თავს. უბედურებაა, რომ ვერ დავითმენთ ხოლმე არა მარტო მაშინ, როცა ნეხვის ჭიას გვეძახიან და ვბრაზდებით, არამედ მაშინაც, როცა ჩოჩორს გვიწოდებენ, რომლის მრავალი დამქანცველი ნამუშაკევი ადამიანის საკეთილდღეოა. ეს ცხოველიც უდიდეს მოთმინებას იჩენს და თავისი ცხოვრების ბოლოს არყოფნაში მიდის".

მამა პაისის სიტყვა "სიმდაბლეც" განსაკუთრებით უყვარდა და საუბრისას ხშირად იყენებდა. მაგალითად: "სინათლე ცოტათი დაამდაბლე", "მდაბალი სკამი", "ეს ხე ცოტათი უნდა დავამდაბლოთ (ანუ გავსხლათ)" და სხვა. არც იმის აღიარება უჭირდა, როცა ცდებოდა. თავისი საზომი იცოდა. თავს არ იტყუებდა იმით, თითქოს ყველა შეკითხვის პასუხი სცოდნოდა. თუ ხალხი მას სპეციალურ, საეკლესიო, კანონიკურ ანდა სამეცნიერო კითხვებს უსვამდა, მათ კომპეტენტურ ადამიანებთან გზავნიდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat