27 წლის მღვდელმონაზონმა თავისი მოწამეობით მკვლელებიც კი ჩააფიქრა
27 წლის მღვდელმონაზონმა თავისი მოწამეობით მკვლელებიც კი ჩააფიქრა
სოხუმის მახლობლად, სოფელი კომანი ღვთის მადლით არის აღსავსე. აქ აღავლინა უკანასკნელი ლოცვა მსოფლიოს დიდმა ქადაგმა იოანე ოქროპირმა, აქ იპოვეს იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი, აქ 308 წელს ქრისტიანობისთვის აწამეს წმინდა თეოდორე ტირონელის ძმისწული წმინდა ვასილისკო... 1993 წლის 5 ივლისს ახალაღდგენილ წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში, ურწმუნოთა ჯგუფმა ტაძრის წინამძღვარი, ბერი ანდრია ყურაშვილი იმისთვის მოკლა, რომ აფხაზეთის მიწა საქართველოდ და საქართველო - უფლის მიწად მოიხსენია. მკვლელებმა არ დაინდეს ტაძარს შეფარებული მრევლიც და წმინდა ადგილი ცხედრებით აავსეს.

27 წლის მღვდელმონაზონმა თავისი მოწამეობით მკვლელებიც კი ჩააფიქრა. მამა ანდრიას ცხოვრება ნიშანსვეტი გახდა მისი 7 ხორციელი და-ძმისთვის. მათგან 4 დღეს სასულიერო პირია. "კვირის პალიტრა" ბერი ანდრიას ხორციელ ძმას, კაცხის სვიმონ მესვეტის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა ელიზბარს ესაუბრა.

KARIBCHE

მამა ელიზბარი, კაცხის სვეტის მონასტრის იღუმენი

- რა ცნობები შემოგვინახა ისტორიამ კაცხის სვეტისა და აქ მოღვაწე მამების შესახებ?
- კაცხი სვანური სიტყვაა, მწვერვალს ნიშნავს. ქვაზე ნაპოვნი წარწერა გვამცნობს: "ქრისტე ღმერთო, მეოხებითა მშობელისა შენისათა და ძალისა ჯვარისა წმიდისათა და ზეცისა ძალისა და ყოველთა წმინდანთა შენთათა, შეიწყალე სული ფრიად ცოდვილისა გიორგისი, რომელმან აღაშენა სამნი ესე სახლი სადიდებლად, შეწევნად დაყუდებულთა შენთა, წმიდისა ძელისა ცხოვრებისა და განსასვენებლად მსახურთა მისთა". მეცნიერებმა ეს წარწერა XIII საუკუნეს მიაკუთვნეს. ზოგიერთი არქეოლოგის აზრით,  ტაძარი X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა აშენებულიყო. 1944 წლის ივლისში სვეტზე ავიდა ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ნატაძრალი რომ გაწმინდეს, სარკოფაგში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ფიქრობენ, რომ ეს იყო ბოლო ბერი, ვინც სვეტზე ცხოვრობდა. ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მოახლოების ჟამს სარკოფაგში თავად შევიდა...

- მამა ანდრიამ როგორ დაიწყო ბერული ცხოვრება?
- მამა ანდრია აჭარაში სხალთის მონასტერში მსახურობდა. როდესაც მისი სულიერი მოძღვარი, მეუფე დანიელი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მეთაურად გადაიყვანეს,  შემდეგ ისიც მასთან წავიდა. ომი დაწყებული იყო.  დადიოდა, აზიარებდა ჯარისკაცებს, სიმშვიდითა და ნუგეშით ავსებდა სასოწარკვეთილ და გატანჯულ ხალხს.

KARIBCHE

დედა კასიანა - მამა ანდრიას ნაბოლარა და

- აფხაზები თუ ესწრებოდნენ მის ქადაგებებს იმ ძნელბედობის ჟამს?
- აფხაზი ხალხი მამა ანდრიას სიყვარულით ეპყრობოდა.  დახვრეტას გადარჩენილი ტყვედ ნამყოფი დედა-შვილი ჰყვებოდა, - აფხაზი ყმაწვილი, დიოდოტე, ბერის მკვლელობას ძალიან განიცდიდა და ამბობდა, - ამ ომში კაცი არ მომიკლავს, მაგრამ მამა ანდრიას სისხლს არავის შევარჩენო. მერე თავად აფხაზებმა მოიტანეს ამბავი, რომ მამა ანდრიას მკვლელს ნაღმმა ხელ-ფეხი მოაგლიჯა.

- რატომ მოკლეს ბერი?
- ეგონათ,  ტაძარში ჯარისკაცებს მალავდა. თავს დაჰყვიროდნენ, გვითხარი,  ვისი მიწაა აფხაზეთიო. მამა ანდრიას მშვიდად უპასუხია - ღვთის მიწააო. რომ  ვერ მოდრიკეს, დამიზნებით ესროლეს. მამა ანდრია ყოველდღიურად ემზადებოდა მოწამებრივი სიკვდილისთვის. სოფელი ალყაში რომ მოაქციეს აფხაზებმა, ბრძოლები  ეკლესიის ეზოშიც გაჩაღდა. მამა ანდრიამ ამბიონიდან მიმართა მრევლს, - სიკვდილთან შესახვედრად მოემზადეთო. განთიადისას მამა ანდრია მტერმა ეკლესიიდან გაიყვანა. ნათქვამია, გმირებს მდგომარეობა ქმნისო. ასე არ არის - გმირებად იბადებიან და მათ გმირობას დრო-ჟამი გამოავლენს. მამა ანდრია ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. რვა დედმამიშვილი ვიყავით. ყველა კარგად სწავლობდა, მე ვზარმაცობდი. თავისთან წამიყვანა. მიჭირდა სწავლა, ვწვალობდი, მაგრამ მისი დიდი ხათრი მქონდა და ვცდილობდი, არ მემტყუნა.

- ბერობა მისი აღსრულების შემდეგ გადაწყვიტეთ?

- აღსრულებამდე სამი დღით ადრე შინ ჩამოვიდა. შემომთავაზა, წამოდი აფხაზეთშიო. უნდოდა, მის გზას გავყოლოდი. შევყოყმანდი - არ მემეტებოდა  დედ-მამის დატოვება. მაშინ დარჩი და მერე თვითონ წამოხვალო... ბერობა საკუთარი ნების და სურვილების უარყოფაა, მაგრამ უფალი განუგეშებს, რწმენაში გაძლიერებს, უფლის მცნებების დაცვა შინაგან სიმშვიდეს განიჭებს და ღმერთს გაახლოებს. ხშირად მიფიქრია, საერო ცხოვრებით რომ მეცხოვრა, მუდმივად უკმაყოფილო ვიქნებოდი, ღვთის სიახლოვეს ყოფნა კი ძალიან ტკბილია. როცა უფალს შეიგრძნობ, გრძნობ, რომ მისი გზა ყველაზე სწორია. ადამიანი ღმერთს უნდა ელტვოდეს. როდესაც ურწმუნო ადამიანს სიკვდილის ჟამი უდგება, ამას განსაკუთრებული შფოთვით ხვდება, რადგან ცოდვამ წუთისოფელში სიკვდილის შიში შემოიტანა. ურწმუნოსთვის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება და ამის განცდა ტანჯავს. მორწმუნისთვის კი სიკვდილი არ არის ყველაფრის დასასრული...

უტა ბიწაძე
http://www.kvirispalitra.ge/

აქვე იხილეთ ვიდეო - ინტერვიუ მამა ანდრია ყურაშვილთან.



ბეჭდვაელფოსტა
08.12. 2014
lela-lela
upalma gaaanatlos!
08.12. 2014
lela
upalma gaanatlos!
08.07. 2014
lela
ხანდახან ისიცა მგონია მისი სიკვდილი მე მაწვს მხრებზე თქო. იქნება და ჩემგან წამოსული აფხაზეთის ომში წასვლის იდეა რომ არა დღეს ეს ადამიანი ცოცხალი ყოფილიყო... და იქნება ბევრი რამ ისე არ ყოფილიყო როგორც დრესაა ეჰ რა ვიცი. არ ვიცი :(((((((
06.07. 2014
მარინა სახამბერიძე
ბაღდათელი იყო ღმერთმა გაანათლოს მისი სული!
06.07. 2014
mcinari rubashvili
dideba ufals , mama andriasac sxva adamianebivit sheedzlo gamosuliyo iqidan da gadartheniliyo , magram misma adamianurma bunebam ar daushva uflis saxli daetovebina! man qartvelta salocav adgils im siwmindes risiac ase grmad swamda, ar ugalata da zvarakad sheewira qristes ertgulebas !
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler