დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება
დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება
ალბათ ბევრ თქვენგანს არაერთხელ ჩაუვლია წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან, მაგრამ ცოტამ თუ იცის ისტორია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც ამ ტაძარშია დავანებული.

იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა იმ არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია. უთქვამს: "დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დასვენებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო". მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული: შობიდან უსინათლოს თვალი აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ.

სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.

დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ. მაშინ დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.

დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება. შეგეწიოთ მისი მადლი!

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
28.08. 2014
ლელა
გაიხარეთ შუშანიკ,დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის.მეც შევთხოვ უფალს და დედა მარიამს, რომ იყოთ ბედნიერი, წარმატებული და გახარებული. ბედნიერია ის, ვისაც სხვისი სიკეთე და სიხარული უხარია.უფალი ასმაგად აჯილდოებს ასეთებს, სხვებისთვის მლოცველებს.ღვთისაგან დალოცვილი იყავით.ჯანმრთელობა, უდიდესი წინსვლა და სიკეთე თქვენ და თქვენს ოჯახს...გმადლობთ.
25.08. 2014
shushaniki
madlobt dedaoxvtismshobelo, madlobt dedakurtxeulo madloba da dideba zesa shensa da gmertsa chvensa amin madlobt ufalo yovelive ketilisa shenisatvis DIDEBA MAMASA DA ZESA DA CMINDASA SULSA ACDA MARADIS DA UKUNITI UKUNISAMDE AMIN LELA AUCILEBLAD MOGIXSENIEB LOCVEBSHI DA DIDUBESHI AM UDIDES SICMINDES SHEVTXOV SHENTVIS YOVELIVE KARGS DGEGRZELOBAS JANISSIMRTELES DA EKONOMIUR SIZLIERES UFALI GFARAVDES AMIN
19.08. 2014
ლელა
დიდება შენდა ღმერთო ჭეშმარიტად ხარ შენ.ღვთისმშობელო მარიამ როგორც მე ყოვლად უღირსს მომგვარე სასწაული და სიხარულის შოკი იგივე განაცდევინე ყველა გაჭირვებულს და იმ უცნობებს, ვინც ლოცვა შემაწია: თამარს,სოფოს,ნათიას და იმათ ვისი სახელიც არვიცი და ილოცა ჩემთვის. ღვთისმშობელო ქალწულო !!!!! განკურნე ნინოს ოთო,თამარის გიორგი,ლიას შვილი და აუსრულე ყველას ის სურვილი იმას,ვინც რასაც გევედრება.აუსრულე ჩემნაირად.დალოცე ამ კომპიუტერის მფლობელი.(ჩემი არ არის).დალოცე ჟურნალი კარიბჭე და იმ სტატიის ავტორი,ვისგანაც შევძელი ამ ხატის შესახებ ინფორმაციის მოძიება.აუცილებლად ვილოცებ ყველა იმ გასახარებელზე ვინც ლოცვა შემაწია და ყველა გაჭირვებულზე .ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავდივარ.იაზეც ვილოცებ რომ შვილი ეყოლოს .წმინდა ნინოს მადლით ბოდბეში წყალში ბანაობენ უშვილო ქალები და შვილები უჩნდებათ. ჩემი მეგობრის ქალიშვილმა იბანავა და და შეეძინა შვილი.სცადე ია.გახდები დედა აუცილებლად.სცადეთ სხვებმაც შვილის მსურველებმა. კეთილო მრევლო !!!!! გავკადნიერდები და ისევ თხოვნით მოგმართავთ იმათ,ვინც მე დამეხმარა,,,როგორც მე დამეხმარეთ,გთხოვთ ისევე შეეწიეთ ლოცვით იმათ ვინც ევედრება უფალს და ღვთისმშობელ მარიამის ამ სასწაულმოქმედ ხატს შვილებისა თუ ახლობლების ჯანმრთელობას. კომენტარებში წერია რამოდენიმე სახელი.ხომ გჯერათ, ….ხომ გაიგეთ,რომ თურმე თქვენს ლოცვას როგორი უდიდესი ძალა ჰქონია.მხოლოდ სახელით მოხსენიებაც კი საკმარისი ყოფილა. უფალმა ყველას ვინაობა და დაავადება იცის. თქვენ ხომ ჩემზე მხოლოდ კარიბჭის სტატია და უცხოეთიდან ლელა იცოდით.ესეც საკმარისი აღმოჩნდა დასახმარებლად. 2 კვირაში მომივიდა თქვენი ლოცვა და გაქრა ის საშინელება....სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით..გაქრა….გაუჩინარდა უკვალოდ ექიმისა და ოპერაციის გარეშე. ვლოცულობ ისე უფალმა და ღვთისმშობელმა გააუჩინაროს თქვენი და თქვენი ახლობლების დარდი,ვარამი თუ სნეულება გააქროს ისე ,როგორც ჩემი გაფრინდა და დაიკარგა. რა მიშველიდა და მომარჩენდა კი ვიცოდი,ეს მამა გაბრიელის ზეთია,რომელიც საქართველოდან ჩამომიტანეს და ადრეც სხვა ავადმყოფობაზე წავისვი და მიშველა,მაგრამ ამჯერად ის საშინელი დაავადება ისეთ ადგილზე გამიჩნდა უეცრად მეხივით დამეცა ერთ დღეში (ქალური იყო),ჩემდა საუბედუროდ გამორიცხული იყო გამომეყენებინა და წამესვა ეს სიწმინდე იმ მტკივან ადგილზე.ასეთ უდიდეს მკრეხელობას ვერ გავბედავდი ისედაც დამძიმებულ ცოდვლიან სულზე და ვიყავი ასეთი გაუბედურებული ჩუმად. არავინ არ იცოდა უფლის გარდა ჩემი ავადმყოფობა,მაგრამ მიხსნა ღმერთმა , წმინდანებმა, განმკურნა დიდუბის ეკლესიის სასწაულმოქმედმა დედა მარიამის ხატმა უცნობი მრევლის ლოცვით.მობილურში მაქვს მაგ დალოცვილი ხატის სურათი რომელიც სტატიას უძღვის წინ და ჩემნაირ გადახვეწილებს ვურჩევ მათაც გადაიტანონ ტელეფონში,სასწაულმოქმედია უცილოდ. ,ახლა მინდა დავწერო ჩემი უღირსობა,უმადურობა და სირცხვილი.რომელსაც მაპატიებს უფალი და ის ხალხიც ვინც ლოცვა შემაწია.8 ივნისს გაუბედურებულმა და შეშინებულმა შევედი რამდენ და რომელ მართლმადიდებლურ საიტებსა თუ ჟურნალებში აღარც მახსოვს, ვეძებდი იმედის მომცემ რაიმე ინფორმაციას..და ტირილით და ქვითინით დავწერე ეს თხოვნა მრევლისადმი.მაგრამ მე უმადურს და უღირსს არ მახსოვდა რომ თურმე კარიბჭეში დამიწერია ჩემი ვედრება 8 ივნისს.სასწაულმოქმედმა ხატმა 23 ივნისს მიხსნა და გააქრო ,გააქრო……… ხალხნო ის საშინელება.და ვიყავი გაოგნებული,როგორ მომევლინა ეს სასწაული ვფიქრობდი.8 ივნისის მერე 14 აგვისტომდე ამ კომპიუტერის მფლობელი ისიც ემიგრანტი ქალბატონი სხვა ქალაქში წავიდა სამუშაოდ.და არ მისარგებლია კომპიუტერით და ინტერნეტით და აი ….14 აგვისტოს კარიბჭეში ვნახულობ არის განახლებული სტატია დიდუბის ეკლესიაზე და კომენტარებში ჩემი თხოვნა, რომელსაც ღვთისნიერი მრევლი ეხმაურება და ვიგებ თურმე რამდენს ულოცია ჩემთვის.თურმე საიდან ყოფილა ეს სასწაული,???????თურმე მართლა არსებობენ კეთილი ადამიანები.უდიდესი მადლის მატარებელია ნებისმიერი მართლმადიდებლური ეკლესია და სასწაულებს ახდენს დიდუბის ეკლესიის ღვთისმშობელი მარიამის ხატი.წადით,მიეახლეთ...რწმენით .და ვინც ვერ მიეახლება თხოვოს ახლობელს თუნდაც უცნობს და აუცილებლად სასწაულს მოუვლენს. მადლობა უფალს,მადლობა ღვთისმშობელს,,მადლობა ყველას ვინც ჩემი განკურნებისთვის ილოცა.ჟურნალ კარიბჭეს და ამ სტატიის ავტორს, ღმერთი გფარავდეთ. გაიხარეთ. გკოცნით,,, მიყვარხართ უღრმესი მადლობა იმათაც,ვინც მომილოცა და ვისაც გაუხარდა ჩემი განკურნება,იგივე სიხარულის სასწაული თქვენც განგეცადოთ.უფალი გფარავდეთ.
15.08. 2014
ჯუნა
"ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო გუაცხოვნენ ჩუენ... ამინ..."
15.08. 2014
nino
dedao gvtismsobelo muxlmodrekit gevedrebi kvela dedas umkope mis svili bednieri da camrteli mieci kvela svils dgegrceloba. gtxov gvtismsobelo ismine cemi vedreba.
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat