იგი გმირობას ათლეტურ აღნაგობასა და ფიზიკურ ძალასთან აიგივებდა, ხოლო თავმდაბლობა მონობის ნიშნად მიაჩნდა
იგი გმირობას ათლეტურ აღნაგობასა და ფიზიკურ ძალასთან აიგივებდა, ხოლო თავმდაბლობა მონობის ნიშნად მიაჩნდა
კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ იმპერიაში კვდომის გზაზე დამდგარ წარმართულ რელიგიას გამოცოცხლება დაეტყო - არიოზელი იმპერატორი კონსტანცი, რომელმაც სამეფო ტახტი მამის სიკვდილის შემდეგ დაისაკუთრა, მის მიმართ არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებდა. 341 წელს მან გამოსცა კანონი, რომელიც მსხვერპლშეწირვას კრძალავდა, 342 წელს გამოცემული კანონით კი ბრძანა, რომის გარეთ შეენარჩუნებინათ ის ტაძრები, სადაც სახალხო თამაშობანი იმართებოდა. სამაგიეროდ, 353 წელს გამოიცა ბრძანება წარმართული ტაძრების დახურვის შესახებ. ამავე კანონით, სიკვდილით დასჯა და ქონების კონფისკაცია ემუქრებოდა ყველას, ვინც საკულტო ადგილებს მოინახულებდა და მოილოცავდა. განსაკუთრებით იკრძალებოდა ღამის საიდუმლო მსხვერპლშეწირვანი, ოღონდ არა იმდენად რელიგიური, რამდენადაც პოლიტიკური მოტივით. მაგია, ჯადოქრობა, სახელმწიფოსა და იმპერატორის ბედზე მკითხაობა - ეს ყოველივე გვირგვინოსანს ცრუ ღმერთების თაყვანისცემაზე მეტად აშინებდა.

357 წელს კონსტანცის ბრძანებით სენატიდან გაიტანეს ვიქტორიას ქანდაკება, რათა სენატის შენობაში მსხვერპლშეწირვა აღარ აღსრულებულიყო, მაგრამ ამას შედეგი თითქმის არ მოჰყოლია - რომის არისტოკრატიის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით - დასავლეთში, ძველი რწმენის ერთგული რჩებოდა. ცრურწმენებისგან სავსებით თავისუფალი არც თვითონ იმპერატორი იყო. მან არა მხოლოდ რომში დატოვა ქურუმები, არამედ თავისუფალ ადგილებზე ახლებიც კი დანიშნა და კულტმსახურებისთვის საჭირო თანხების გამოყოფაც ბრძანა.

კონსტანტინეს შვილებმა, წარმართი იმპერატორების ტრადიციისამებრ, მამა ღმერთად გამოაცხადეს, თავადაც ღვთაებათა პანთეონში ჩაირიცხნენ და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ატარებდნენ უმაღლესი მღვდელმთავრის წოდებას.

ასეთ ვითარებაში, ცხადია, ყურადღებას არავინ აქცევდა იმ ფაქტს, რომ 354 წელს გამოცემულ რომაულ კალენდარში არც წარმართული დღესასწაულები და არც მათთან დაკავშირებული რელიგიური ცერემონიები აღარ იხსენიებოდა.

ამრიგად, თუ იმპერიის მმართველი წრეების განწყობილებას გავითვალისწინებთ, უცნაურად აღარ მოგვეჩვენება გამოჩენა პიროვნებისა, რომელმაც დროის ჩარხის უკან დაბრუნება განიზრახა და ამ აბსურდული მიზნის მისაღწევად გასაოცარი დაჟინებითა და შესაშური ენერგიით წამოიწყო ბრძოლა.

კლავდიუს იულიანე კონსტანტინე დიდის ნათესავი იყო, ძე იულიუს კონსტანცისა, რომელიც კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მომხდარი სამხედრო აჯანყების დროს დაიღუპა. იულიანე 331 წელს დაიბადა, დედა ერთი წლისას გარდაეცვალა, ექვსი წლისა მამითაც დაობლდა. როცა მეომრებმა სამეფო გვარის სხვა წევრებთან ერთად მამამისიც მოკლეს, იულიანე და მისი უფროსი ძმა გალოსი არიოზელმა ეპისკოპოსმა მარკუსმა ეკლესიაში გადამალა.

კონსტანცის ბრძანებით ბავშვები კაპადოკიაში, კესარიის მახლობლად მდგარ ციხესიმაგრეში, ქრისტიან მოძღვართა ზედამხედველობის ქვეშ იზრდებოდნენ. ისინი მოინათლნენ და ეკლესიაში მედავითნეობასაც ეწეოდნენ. აღმზრდელები მათ მკაცრად აიძულებდნენ ქრისტიანული რჯულის დაცვას - ძმები მარხულობდნენ, წამებულთა საფლავების მოსალოცად დადიოდნენ, ტაძრებისთვის შესაწირავს იღებდნენ, ტაძარიც კი ააშენეს წმინდა მოწამე მამანტის სახელზე, მაგრამ არიოზელმა მოძღვრებმა, რომელნიც გარეგნული წესების აღსრულებას მოითხოვდნენ, ვერ შეძლეს, მათთვის უფლის სიყვარული ჩაენერგათ. მათი უზნეობა და არაკეთილსინდისიერება, სისასტიკე და ერთმანეთის მოშურნეობა მოზარდების თვალში ქრისტიანებს მეტისმეტად არასახარბიელოდ წარმოაჩენდა.

რაკი კონსტანცის შვილი არ ჰყავდა, ხოლო კონსტანტინე დიდის ნათესავებიდან ცოცხლები მხოლოდ გალოსი და იულიანე იყვნენ, იმპერატორმა განიზრახა, ხელისუფლება მათთვის ჩაებარებინა. 350 წელს მან ძმები კაპადოკიიდან გამოიძახა და სასახლეში დაიბარა. გალოსს მან კესაროსობა უბოძა, ანტიოქიაში გაგზავნა და სირიის მართვა მიანდო, იულიანე კი ნიკომედიაში გადასახლდა, სადაც იმ დროს ცნობილ წარმართ ორატორსა და ფილოსოფოსს ლიბანიოსს რიტორიკულ-ფილოსოფიური სკოლა ჰქონდა გახსნილი. წარმართობისკენ მიდრეკილების გამო იულიანეს მისი ლექციების მოსმენა აკრძალული ჰქონდა, მაგრამ, ჩანს, ეს აკრძალვა ფორმალური იყო, რადგან იულიანე არა მხოლოდ ლიბანიოსს, არამედ ნეოპლატონური ფილოსოფიის სხვა წარმომადგენლებს - მაქსიმე ეფესელსა და ედესიასაც დაუკავშირდა, რომელთაც ყველაფერი იღონეს, რათა ახალგაზრდა ბატონიშვილს ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებანი საბოლოოდ განმტკიცებოდა და ქრისტიანობის დაუძინებელ მტრად ქცეულიყო.

მომავალი იმპერატორის ცნობისმოყვარეობა რომ აღეძრათ და მისი წარმოსახვა დაეტყვევებინათ, ისინი თავიანთ მოძღვრებას, რომელშიც მსოფლმხედველობის ძველბერძნულ, წარმართულ სისტემებთან უცნაურად იყო შერწყმული აღმოსავლური სწავლებანი, მოგვთა ცრურწმენები და ქრისტიანული ზნეობის ზოგიერთი წესი, - მკაცრად ასაიდუმლოებდნენ და თავიანთი ადათ-წესების აზრსა და მნიშვნელობას თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ განუმარტავდნენ. ამ წრის ზეგავლენით, სადაც გალილეველზე ლეგენდას დასცინოდნენ და ქრისტიანებს გალილეველთა სექტას უწოდებდნენ, იულიანემ მსხვერპლის სისხლის პკურებით განწმენდის წარმართული ადათი აღასრულა და თავისი ნათლობა გააუქმა. იგი საზეიმოდ, თუმცა ფარულად მიიღეს ღმერთების მსახურთა შორის.

გალოსი, რომელიც უუნარო, სუსტი და სასტიკი მმართველი გამოდგა და საყოველთაო სიძულვილი გამოიწვია, 354 წელს ფარულად დასაჯეს სიკვდილით, ხოლო იულიანემ კონსტანცისგან სწავლის გასაგრძელებლად ათენში გამგზავრების უფლება მიიღო. ათენში იმ დროს მომავალი დიდი ქრისტიანი მოაზროვნენი და მოღვაწენი - წმინდა ბასილი დიდი და წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი სწავლობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ვეღარ შეძლეს, კეთილისმყოფელი გავლენა მოეხდინათ იულიანეზე - მისი გული და გონება უკვე შეეპყრო ქრისტიანობის ფანატიკურ სიძულვილს, რომელსაც იგი ასე ოსტატურად ფარავდა.

დედოფალ ევსევიას რჩევით, რომელიც იულიანეს მფარველობდა, კონსტანციმ ახალგაზრდას კესაროსის ტიტული უბოძა და გალიის მმართველად განაწესა. იულიანემ, უფროსი ძმისგან განსხვავებით, გასაოცარი სიმამაცითა და სამხედრო საქმის ჩინებული ცოდნით გამოიჩინა თავი და ხალხისა და არმიის სიმპათია მოიპოვა. ის იმპერატორად გამოაცხადეს. კონსტანციმ არათუ არ დაამტკიცა ქვეშევრდომთა არჩევანი, არამედ იულიანესთან საომრადაც კი მოემზადა. იმპერია სამოქალაქო ომისგან მხოლოდ მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა იხსნა.

361 წლის 11 დეკემბერს კლავდიუს იულიანე, როგორც კონსტანტინე დიდის უახლოესი ნათესავი და ტახტის კანონიერი მემკვიდრე, კონსტანტინოპოლში შევიდა, სადაც სენატმა იგი იმპერატორად დაამტკიცა.

ჩაიგდო თუ არა ხელში ტახტი, იულიანემ თავი მაშინვე ღმერთების თაყვანისმცემლად გამოაცხადა. განკარგულება გასცა, ყველა ქალაქში გაეხსნათ საკერპოები, დანგრეულები კი ქრისტიანების ხარჯზე აღედგინათ.

იულიანეს პიროვნების შესწავლისას აშკარად იკვეთება მისი სამოქმედო პროგრამის ორი ძირითადი მიმართულება: ფანატიკური მცდელობა წარმართობის აღდგენისა და ბრძოლა სპარსელების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მისი იდეალი იყო მსოფლიო იმპერიის შექმნა, რომლის იდეოლოგიაც წარმართული რელიგია იქნებოდა. წარმართებისთვის დამახასიათებელი ამპარტავნებით შეპყრობილ იულიანეს სჯეროდა, რომ ის სამყაროს დასაპყრობად და წარმართული ღმერთების თაყვანისცემის აღსადგენად იყო მოწოდებული. რელიგიური გარდატეხა მის პიროვნებაში ერთბაშად არ მომხდარა. წარმართობის გავლენის ქვეშ იგი ჯერ კიდევ ბავშვობაში მოექცა, როცა საჭურის მარდონიუსის ხელმძღვანელობით ანტიკური ხანის კულტურას სწავლობდა. ცხადია, წმინდა წერილი, რომელსაც არიოზელი მოძღვრები ასწავლიდნენ, მასზე სათანადო გავლენას ვერ მოახდენდა. ისიც ნათელია, რომ ქრისტიანთა მიმართ სიმპათიას ვერც ბიძა, არიოზის მიმდევარი იმპერატორი კონსტანცი აღუძრავდა, რომელმაც მამა და ძმა დაუხოცა და თავად მასაც წამდაუწუმ სიცოცხლის წართმევით ემუქრებოდა. სამაგიეროდ, დიდი გავლენა მოახდინა მასზე წარმართმა ფილოსოფოსმა და ორატორმა ლიბანიოსმა, რომლის ლექციებსაც ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ ნიკომედიაში გატაცებით უსმენდა. ლიბანიოსმა, რომლის მცდელობა, წარმართობის გზაზე დაეყენებინა თავისი სახელოვანი მოწაფეები ბასილი დიდი და გრიგოლ ღმრთისმეტყველი, ამაო გამოდგა, საბოლოოდ მოხიბლა იულიანე. შემთხვევითი არ არის, რომ მისი საუკეთესო დახასიათება სწორედ ლიბანიოსს ეკუთვნის. იგი წერს: "იულიანე სხეულით იყო ადამიანი, სულით კი ღმერთი. ღმერთებისგან იგი მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ საჭმელს ჭამდა, სათნოებებში წვრთნითა და სულიერი თვისებებით კი ტოლს არ უდებდა მათ".

ღრმა შთაბეჭდილება მოახდინეს იულიანეზე ნეოპლატონიკოს იამბლიქოსის მოწაფეებმა ედესიამ და მაქსიმემ, რომელთაც მას თეურგია ანუ საიდუმლო წესების ხელოვნება შეასწავლეს. მას, ვინც ამ ხელოვნებას ფლობდა, სულების გამოძახება შეეძლო, სულების გამოძახება და მათთან ურთიერთობა კი, რაც ამ წრეში უმაღლეს ცოდნად ითვლებოდა, სინამდვილეში მაგიის ხელოვნებაში დაოსტატების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენდა.

იულიანემ ირწმუნა, რომ საიდუმლო მისტერიებში მონაწილეობის შედეგად შთაგონებას ღმერთებისგან იღებდა და მისი ყოველი ნაბიჯი ღმრთაებრივი ნებით იყო განწმენდილი. ამაოებას გამოდევნებული იმპერატორის წარმოსახვაში წარმართული რელიგია თავისი ალეგორიებით, ბუნდოვანი პოეტური სახეებით, მარადიული დღესასწაულებითა და პროცესებით უპირისპირდებოდა გარეგნული სამკაულებისგან განძარცვულ ქრისტიანობას, რომელიც მის თვალში უვიცთა რწმენასა და მკვდართა რელიგიას წარმოადგენდა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ წარმართული სარწმუნოება გმირებს ზრდიდა, ხოლო ქრისტიანული - მონებს. იგი გმირობას ათლეტურ აღნაგობასა და ფიზიკურ ძალასთან აიგივებდა, ხოლო თავმდაბლობა მონობის ნიშნად მიაჩნდა.

იულიანეს თვალში ქრისტიანობას ის განხეთქილებაც ამცირებდა, რომელიც ეკლესიაში არიოზის მიმდევრებმა შეიტანეს. ისტორიკოსი ამიანე მარცელინუსი წერს, რომ ველური ცხოველებიც კი არ გამოამჟღავნებდნენ ისეთ გაშმაგებას ადამიანების მიმართ, როგორსაც ეს ხალხი იჩენდა ერთმანეთის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის გამო. ამიანე მარცელინუსი მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი, სიშმაგე და დაუნდობლობა არასოდეს ყოფილა სამეუფო გზაზე მდგარ ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა თვისება, სიშმაგესა და დაუნდობლობას მწვალებლები და ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდისთვის ვითომ მებრძოლები იჩენდნენ, რომლებიც, თითქოსდა ორ უკიდურეს პოზიციაზე დგომის მიუხედავად, ერთსა და იმავე მიზანს - განხეთქილების გაღრმავებით ეკლესიის დანგრევას - ემსახურებოდნენ. წარმართი მოძღვრების გავლენის ქვეშ მოქცეულმა იულიანემ, რა თქმა უნდა, ვითარებაში გარკვევა ვერ შეძლო და ნამდვილი ყალბისგან ვერ განასხვავა.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat