მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეშვიდე
რუსული მართლმადიდებლობა
3. კიევი - მოსკოვის სამეფო - სინოდალური პერიოდი

რუსეთის ისტორიაში კიევური პერიოდი 1237-1240 წლებში თათრების გამანადგურებელმა გამარჯვებამ დაასრულა. საუბედუროდ, ეს მხოლოდ სახელმწიფოებრივი კატასტროფა არ ყოფილა, მონღოლ-თათართა ბატონობის შედეგად რუსეთის ეკლესიის ისტორიაში ახალი რთული პერიოდი დადგა, რომლის ერთმნიშვნელოვნად დახასიათებაც შეუძლებელია.

უწინარეს ყოვლისა თანდათანობით შეიცვალა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება. "სიმფონიამ", რომელიც კიევური "პრაქტიკის" დასაწყისში დიდი იმედების საბაბს იძლეოდა, მამულების დაყოფის პროცესთან ერთად გაუფერულება დაიწყო. 1157 წელს ანდრეი ბოგოლუბსკიმ ქალაქ როსტოვიდან ეპისკოპოსი ნესტორი გააძევა, ხოლო 1168 წელს სვიატოსლავ ჩერნიგოვსკიმ გააძევა ეპისკოპოსი ანტონ გრეკი. მონომახის ძმამ, როსტისლავმა მისი მხილების გამო მოკლა მონაზონი გრიგოლი, ხოლო დიდმა თავადმა სვიატოპოლკმა, ასევე მხილების გამო, პეჩორელი იღუმენი იოანე აწამა. მიუხედავად ამისა შინაომების დროს ეკლესიის სიტყვას მაინც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭებოდა და მიმდინარე პროცესებზე ეს დადებით ზეგავლენას ახდენდა. თათართა ბატონობის პერიოდში სახელმწიფოს ცენტრმა და შესაბამისად მიტროპოლიამაც ჩრდილოეთისკენ, სუზდალის მხარეში გადაინაცვლა. სწორედ ამიტომ მეცამეტე საუკუნე ვლადიმირისა და სუზდალის აყვავების ხანად იწოდება, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდი იყო. მეთოთხმეტე საუკუნიდან მოსკოვის გარშემო "რუსული მიწების თავმოყრა" დაიწყო. ეს პროცესი მოსკოვთან - ეკლესიის შეკავშირების, ანუ მოსკოვის იერარქიულ ცენტრად გადაქცევის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. მიტროპოლიის კათედრის მოძრაობა ("კიევის" მიტროპოლიტის ტიტულის ხანგრძლივად შენარჩუნებით) თავისთავად ბუნებრივი მოვლენა იყო: ეკლესიის თავს არ შეეძლო ისეთი მოხეტიალე ცხოვრებით ეცხოვრა, როგორითაც, მაგალითად, კირილესა და მაქსიმე (გარდაიცვალა 1305 წელს) მიტროპოლიტებს მოუხდათ; მიტროპოლიტ პეტრესა და მისი მემკვიდრეების მოსკოვში ჩასახლება გამოწვეული იყო სურვილით, დაშლისა და ქაოსის საშიშროების წინაშე მდგარი რუსეთის ერთიანობისათვის დაეჭირათ მხარი. მათ სურდათ საეკლესიო ცენტრი იმ სახელმწიფოებრივი მიმართულების სამსახურში მოექციათ, რომელიც ერთიანობისკენ მიილტვოდა. მოხდა ისე, რომ ეკლესიამ თავისი ბედი სახელმწიფოს დაუკავშირა და გაერთიანების პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი გახდა, მაგრამ შემდეგ ამ პოლიტიკის გავლენის ქვეშ თავადვე მოექცა და იმისათვის, რათა სახელმწიფოსა და მოსკოვური "იმპერიალიზმის" ნამდვილ დასაყრდენად გადაქცეულიყო, მთლიანად ქვეყნის სამსახურში ჩადგა. ამით ეკლესიამ უარი თქვა თავის ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციაზე, რასაც სახელმწიფოს "სინდისი" ჰქვია. ჩვენთვის ცნობილია, როგორი საეჭვო ხერხებით და რის ხარჯზე აღწევდა მოსკოვი იმ მიზნებს, რასაც რუსული სახელმწიფოს ერთმპყრობელობა ჰქვია. ასე მაგალითად, 1319 წელს იური მოსკოველის მიერ განხორციელებული ცილისწამების გამო ურდოში სასტიკი წამებით მოკლეს მიხეილ ტვერელი. ეს მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც წმინდა პეტრე მოსკოველმა მოსკოვის სულიერი ამაღლება აღიარა და აკურთხა... მეორე მხრივ, მიტროპოლიტის ჩრდილოეთში გადასახლებამ პოლიტიკური უთანხმოებები რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში გამოიწვია, ხოლო მიტროპოლიის მოსკოვთან მჭიდრო კავშირმა მთელი რიგი დანაწევრებები, დავები, კონსტანტინოპოლში განხორციელებული მოსყიდვები, მიტროპოლიტთა შორის კონკურენციები წარმოშვა და, რაც მთავარია, ყველაფერმა ამან მართლმადიდებლობის ზნეობრივი ავტორიტეტი, ის, რაც კიევში ასე თვალნათლივი იყო, საგრძნობლად დაასუსტა. თუ წმინდა პეტრე თეოგნოსტეს და წმინდა ალექსის ავტორიტეტი კვლავაც შენარჩუნებული ჰქონდათ, მათ შემდეგ დიდი თავადის ძალაუფლების წინაშე მიტროპოლიის ძალაუფლების აშკარა დაკნინება დაიწყო. დიმიტრი დონელი უკვე თვითონ ნიშნავდა მისთვის სასურველ სასულიერო პირებს: ნიშანდობლივია ჯერ კიდევ არქიმანდრიტ მიტიასთან დაკავშირებული შემთხვევა, რომლის მხარდაჭერის მიზნითაც ეპისკოპოსად ხელდაუსხმელი მღვდლისგან კურთხევის მოწინააღმდეგე ეპისკოპოსი დიონისე თავადმა საპყრობილეში მოათავსა. როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის (მას ჰქონდა მცდელობა რუსეთში ეკლესიური ერთანობა აღედგინა) დავალების შესასრულებლად კიევიდან მოსკოვში მიტროპოლიტი კვიპრიანე ჩავიდა, დიმიტრიმ გააძევა იგი და მას კონსტანტინოპოლში მოსყიდვით ხელდასხმული პიმენიც მიაყოლა. ამიტომ სწორედ ამგვარი მოვლენების ფონზე უნდა განვიხილოთ 1448 წელს მიტროპოლიის კონსტანტინოპოლიდან რუსეთის ხელში გადასვლა. რუსი ეპისკოპოსების კრებამ მეტროპოლიტად წმინდა იოანე აირჩია და საბერძნეთში ფაქტობრივად რუსული ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან დამოუკიდებლობის დამადასტურებელი სიგელი გააგზავნა. ამ ნაბიჯს ისტორიული "გამართლება" გააჩნია: ისიდორე კიეველის ღალატი (იგულისხმება 1437-1442 წლებში კიევისა და რუსეთის პატრიარქის მონაწილეობა ფლორენციის მსოფლიო კრებაში და მის მიერ "უნიის" მხარდაჭერა - რ. ჩ.) და ბიზანტიის რომთან ოფიციალური უნია, რასაც ძალიან მალე თურქული უღელიც მოჰყვა, სინამდვილეში უკვე ეკლესიის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარების და მისი პოლიტიკურ-ნაციონალური ორიენტირების საბოლოო გაფორმება ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.

როგორც აღინიშნა, კიევისა და "ჩრდილოეთ რუსეთის" პერიოდის დასაწყისში ეკლესია სახელმწიფოსგან თავისუფალი იყო. "ამიტომ ეკლესიას ამა ქვეყნის ძლიერთაგან არა მხოლოდ პირად, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ზოგიერთი იდეალური საწყისის მორჩილების მოთხოვნა შეეძლო, მაგალითად, ეს შეიძლება შეთანხმების ერთგულება, მშვიდობისმოყვარეობა და სამართლიანობა ყოფილიყო. ღირსი თეოდოსი უზურპატორ დიდებულს დაუზოგავად გმობდა, ხოლო მიტროპოლიტ ნიკიფორეს თავადებისათვის შეეძლო გამოეცხადებინა: "ჩვენ ღმერთმა თქვენ მიერ განხორციელებული ყოველგვარი სისხლისღვრის შესაჩერებლად დაგვადგინა". ეკლესიის ასეთი თავისუფლება, უწინარეს ყოვლისა, იმის გამო იყო ლოგიკური, რომ რუსული ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო ნაციონალური, "ავტოკეფალიური" და საკუთარ თავს მაინც ბერძნული ეკლესიის ნაწილად აღიქვამდა. მისი უმაღლესი იერარქი კონსტანტინოპოლში, ადგილობრივი დიდებულებისათვის მიუწვდომელ სივრცეში ცხოვრობდა. ეს იმდენად ნათელი იყო, რომ მსოფლიო პატრიარქის წინაშე მორჩილებას ანდრეი ბოგოლუბსკიც დაასტურებდა" (ფედოტოვი).

სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის, პატრიოტული მოწოდების მიუხედავად, იერარქიას მაინც კარგად ესმოდა, რომ სხვა უფრო აღმატებული "მთლიანობის" - მსოფლიო ეკლესიის ნაწილს წარმოადგენდა. ასეთი ცნობიერება პატრიოტულ მსახურებას უფრო შინაარსიანს, მნიშვნელოვანს და დამოუკიდებელს ხდიდა. ამგვარი სულისკვეთება ჯერ კიდევ რუსული ეკლესიის პირველი საჭეთმპყრობლების პეტრეს, ალექსისა და იოანეს მოღვაწეობაში შეიგრძნობოდა. მაგრამ, სავალალოდ, რაც უფრო მეტად ძლიერდება მოსკოვისა და რუსი დიდებულების ძალაუფლება, მოსკოვის მიტროპოლიტის ავტორიტეტი მით უფრო სუსტდება. 1459 წელს ეპისკოპოსებმა ფიცი დადეს, უკან არ დაეხიათ და არ დაეთმოთ მოსკოვის წმინდა ეკლესია. ამგვარად აღსრულდა რუსული ეკლესიის სახელმწიფო-პოლიტიკური ნიშნით გაყოფა.

ეჭვს არ იწვევს, რომ რუსული ეკლესიის "ნაციონალიზაცია", ანუ კონსტანტინოპოლისგან მისი თანმიმდევრული გათავისუფლება გარდაუვალი იყო. თავად ამ კავშირს - XV საუკუნეში თავისი მნიშვნელობა უკვე დაკარული ჰქონდა: გაღატაკების ზღვარზე მისულ ბიზანტიაში განხორციელებული მოსყიდვები და სიცრუე ხშირად მსოფლიო ქრისტიანულ ცნობიერებაში არსებული კანონიკური თვითშეგნების გადაფარვის მიზეზი ხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გავითვალისწინოთ რუსული ეკლესიის ის შეზღუდული თვალსაწიერი, რომელმაც იგი სახელმწიფო "აზროვნებას" შინაგანად დაუქვემდებარა და შემდეგ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ "ასპექტად" აქცია. ეს ტენდეცია განსაკუთრებით ნათლად მოსკოვის სამეფოში გამოიკვეთა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat