სიტყვა "მეფობა" პილატესთვის საეჭვოდ ჟღერდა
სიტყვა "მეფობა" პილატესთვის საეჭვოდ ჟღერდა
იესო ქრისტე პილატესა და ჰეროდეს სამსჯავროზე
აღსრულდა ყოველივე, რაც დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის თავზე: იგი წარმართმა პილატემ განსაჯა. "ხოლო იესო დადგა წინაშე მთავრისა მის". ეს მთავარი იყო სწორედ პონტოელი პილატე, იუდეის, სამარიისა და იდუმეის რომაელი მმართველი. ის ცხოვრობდა ქალაქ კესარიაში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირას, ხოლო პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში გადმოდიოდა. "დატუსაღებული ქრისტეს ნახვა პილატესათვის მოულოდნელი არ ყოფილა. გასაკვირი გახლდათ ის, რომ იესოს გასამტყუნებლად მთელი სინედრიონი მოვიდა კაიაფას მეთაურობით. თან იმ დროს, როცა ყოველი ისრაელთაგანი ცდილობდა, გარიდებოდა წარმართებსა და წარმართულ სამყაროს, რათა არ დაეკარგა პასექის აღნიშვნისთვის აუცილებელი სიწმინდე. მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, რომელნიც, უფლის სიტყვებით თუ ვიტყვით, "აქლემებს ნთქავდნენ, არ დაავიწყდათ უმნიშვნელო კოღოს შეფასებაც" (მთავარეპისკოპოსი ინოკენტი). წმინდა იოანე ღვთისმეტყველი წერს, - იმ დღეს მათ ეკუთვნოდათ პასექის დაყენება, ამიტომ პრეტორიაში არ შევიდოდნენ, რათა არ შებღალულიყვნენ. გაჩერდნენ სასახლის წინ, მოედანზე, სადაც იდგა პროკურატორის სავარძელი და სასამართლო პროცესები ყველას თვალწინ მიმდინარეობდა. "სინედრიონის წევრებმა შეატყობინეს პილატეს, გადაუდებელი საქმის გამო გელოდებითო. არც მობოდიშება დავიწყებიათ - სჯული არ გვაძლევს უფლებას, პრეტორიაში გეახლოთ ვითარების მოსახსენებლადო.

"საცოდავი, დაბრმავებული ცრუმორწმუნენი", - გაიფიქრა ალბათ ქედმაღალმა რომაელმა, რომელიც შეურაცხყოფილი დარჩა იმით, რომ ქვეშევრდომნი მის სახლს უწმინდურად მიიჩნევდნენ და იქ შესვლას ერიდებოდნენ. მაგრამ რომაელები ყოველთვის იწყნარებდნენ დამორჩილებულ ხალხთა შეხედულებებს. ამიტომ პილატე დაუყოვნებლივ მივიდა" (მთავარეპისკოპოსი ინოკენტი) და ჰკითხა მათ: "რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამის ზედა?" სინედრიონის წევრები ასეთ კითხვას არ ელოდნენ. ფიქრობდნენ, პილატე უბრალოდ დაამტკიცებს განაჩენს და იესოს დასჯის იმგვარ უფლებას მოგვცემს, როგორსაც ვითხოვთო. "უკეთუმცა არა ბოროტის მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე", - უტიფრად უპასუხეს სინედრიონის წევრებმა... "თუ საქმის გამოუძიებლად გინდათ ამ ადამიანის განსჯა, მე რაღა საჭირო ვარ? - ბრძანა მმართველმა, - მოიყვანეთ და სჯულისა თქვენისაებრ განიკითხეთ ეგე", მე არ მინდა გავერიო ამ საქმეშიო. მისი დანაშაული იმსახურებს სიკვდილით დასჯას, - უპასუხეს ურიებმა, - რადგან მესიად, ისრაელის მეფედ აცხადებს თავს. ჩვენ კი, შენი ნების გარეშე, სიკვდილს ვერ მივუსჯით.

აშკარად ჩანს, რომ მტრები იესო ქრისტეს ბრალად სამ რამეს სდებდნენ: თითქოს იგი აჯანყებდა ხალხს, კრძალავდა კეისრისთვის ხარკის მიცემას და თავს ქვეყნის მეფეს უწოდებდა. "კეისრისთვის მღვდელმთავრების თავგამოდება პილატეს უცნაურად უნდა მოსჩვენებოდა, მაგრამ წაყენებული ბრალდებები ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ არ შეიძლებოდა, ყური არ ეთხოვებინა და დაკითხვას უნდა შესდგომოდა. პილატემ ყურადღება არ მიაქცია პირველ ორ ბრალდებას, რადგან უეჭველ ცილისწამებად მიიჩნია, მაგრამ როგორც კეისრის ერთგულმა მსახურმა, საჭიროდ ჩათვალა იესო ქრისტესთვის უსათუოდ დაესვა შეკითხვა უკანასკნელი ბრალდების თაობაზე. სურდა, მისთვის მიეცა მეტი შესაძლებლობა, ელაპარაკა თავის თავზე და საქმეებზე. პილატე შევიდა პრეტორიაში და იესოს ანიშნა, გაყოლოდა" (მთავარეპისკოპოსი ინოკენტი). და უფალიც, რომელსაც მანამდე არასოდეს დაედგა ფეხი სამეფო სასახლეში, ოქროთი მორთულ-მოკაზმულ დარბაზში შეიყვანეს. ის, ქვეყნიერების მსაჯული, რომელიც უფლებდა ზეცასა და დედამიწაზე, იდგა წარმართი მსაჯულის წინაშე... როგორი თავის დამდაბლებაა! დამნაშავე ადამი დაემალა ღმერთ-მსაჯულს, უდანაშაულო ადამი კი იდგა წარმართი მსაჯულის წინაშე ჩვენ, ცოდვილთათვის. "და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარ მეუფე ჰურიათაი?"

გულთამხილავმა იცოდა, რომ სიტყვა "მეფე" პილატეს ამქვეყნიური მეუფის მნიშვნელობით ესმოდა, ხოლო იგი უფალი იყო, მეფე არა ქვეყნიური გაგებით, არამედ სულიერი მნიშვნელობით. იმის თქმით, მეფე ვარო, მსაჯულს უნებურ შეცდომაში შეიყვანდა, ხოლო თუ ეტყოდა, არაო, ჭეშმარიტების წინაშე შესცოდავდა. ამიტომაც უფალმა ჰკითხა პილატეს: "შენ თავით თვისით იტყვი მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთვის?" პილატეს არ შეეძლო, უფლისთვის თავად დაესვა ასეთი კითხვა, იესო ქრისტეს ცხოვრება ამის საბაბს არ იძლეოდა. ხოლო ვიდრე შემასმენელთა ჩაგონებით ჰკითხავდა, მანამ უნდა ეფიქრა: განა კეისრის ხელისუფლების დასაცავად თავს გამოიდებდა სინედრიონი, რომელსაც სძულდა რომის ხელისუფლება? განა სანდო იყო კეისრისთვის სინედრიონის მიერ ასეთი ერთგულების გამოცხადება? ამაყი რომაელი იმან შეურაცხყო, რომ უფალმა დაანახა მას, თუ როგორი წინდაუხედავი იყო მისი შეკითხვა. "მე ხომ არა ვარ იუდეველი, რომ ვირწმუნო იუდეველთა ოცნება ვიღაც დამპყრობელ მეფეზე, რომელსაც მოელიან? - თქვა მან, - შენმა თანამემამულეებმა და მღვდელმთავრებმა დაგდეს ბრალი - მეფის სახელი მიითვისაო. მე, როგორც პროკურატორმა, მათი სურვილის წინააღმდეგ უნდა დაგკითხო, თუმცა თავად აქამდე ვერაფერი დავინახე კანონის საწინააღმდეგო. მიპასუხე, რა გააკეთე, რა საბაბი მიეცი მათ, ეთქვათ, მეფობას ეძებსო?" "ჰრქუა მას იესო: შენ თავით თვისით იტყვი მაგას, შენ მართალს ამბობ, რომ მე ვარ მეფე, მაგრამ ჩემი მეფობა არაა ამქვეყნიური, მიწიერი მეფობა, რომელსაც იუდეველნი მოელიან. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იუდეველთ დასასჯელად არ დამანებებდნენ. მაგრამ ჩემი მეუფება არაა აქ და ამიტომაც იგი სრულიად უსაფრთხოა რომაელთათვის".

სიტყვა "მეფობა" პილატესთვის საეჭვოდ ჟღერდა, მით უფრო იმიტომ, რომ იესოს მტრებს შეეძლოთ, იგი მაცხოვრის საზიანოდ განემარტათ. "უკეთუ მეუფე ხარ შენ?" - ჰკითხა ისევ პილატემ და ამით აგრძნობინა, რა უადგილო იყო მისგან ამ სიტყვის წარმოთქმა. უფალმა მიუგო: "შენ იტყვი, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისათვის შობილ ვარ და ამისათვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი; ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი". ამ სიტყვებით უფალმა აჩვენა, რომ ფარული მინიშნება პილატესი, მორიდებოდა საკუთარი თავის მეფედ მოხსენიებას, სულაც არ ეხებოდა უფალს, რადგან ის მართლაც არის მეფე, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, ერთადერთი მეფე, მარადიული, მაგრამ, ცხადია, სრულიად უსაფრთხო რომის ხელისუფლებისთვის.

პილატეს უფლის ნათქვამის ქრისტიანული აზრით გაგების უნარი არ შესწევდა, მაგრამ იცნობდა წარმართ ბრძენთა თხზულებებს, რომელთაგან ერთი ამბობდა: "შენ ხარ მეფე, თუ ცხოვრობ კეთილი საქმეებით". ასეთი მნიშვნელობით გაიგო უფლის სიტყვები პილატემ. როგორც წარმართს, მას არ სწამდა, რომ ხალხს შეეძლო ეცნო ჭეშმარიტება, ამიტომაც თვლიდა უფალს უბრალო მეოცნებედ და უთხრა: "რაი არს ჭეშმარიტებაი?" - ჯერ არც ერთ ბრძენს არ აუხსნია ეს და ნუთუ შენ, უბრალო იუდეველს, შეგიძლია მისი ახსნა? - თქვა, გავიდა გარეთ და გამოუცხადა იუდეველთ, იესო ქრისტეს უდანაშაულოდ ვცნობო.

მაშ ასე, წარმართი იცავს იუდეველთა მესიას იუდეველთა წინამძღოლებისგან. ჭეშმარიტად, მესია "თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს" (ინ. 1,11). პილატეს სიტყვებმა საშინლად შეურაცხყო სინედრიონის წევრები - გამოდის, რომ სინედრიონი ბრმა იყო, არ იმსახურებდა ნდობას და ცილს სწამებდა უდანაშაულო ადამიანს. შეიძლებოდა ამის დაშვება? ბოროტმა ბრალმდებლებმა თავიანთი ბოროტების დასაფარავად უფრო მეტი გააფთრებით იწყეს იესო ქრისტეს დადანაშაულება, უამრავი რამის დაბრალება. მაინც რისა? მათ იცოდნენ, როგორი არეულობა შეიძლებოდა მომხდარიყო ხალხში, თუკი იესოსნაირი უნარიანი ადამიანები მიითვისებდნენ მეფის ტიტულს და დაუსჯელნი დარჩებოდნენ; შეეძლოთ მაგალითად მოეყვანათ ცოტა ხნის წინ მომხდარი იუდა გალილეველის ამბოხება, მიეთითებინათ უფლისადმი ხალხის თანადგომაზე, მის მიმდევართა სიმრავლეზე - ისინი ხელსაყრელ შემთხვევას ელიან გასაერთიანებლად, რათა გაცხადებულად იმოქმედონო; შეეძლოთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად წარმოეჩინათ უფლის ზოგიერთი საქმეც, მაგალითად, ტაძრიდან მოვაჭრეთა განდევნა და სხვა. მხოლოდ მის სასწაულებზე დადუმდნენ. სხვათა შორის თქვეს, მას ბევრი მიმდევარი ჰყავდა გალილეაშიო.

უფალმა არაფერი უპასუხა ამ ბრალდებებს "და შესმენასა მას მღდელთ-მთავართასა და მოხუცებულთასა არარაი მიუგო". ხედავდა, ყოველგვარი პასუხი უსარგებლო იყო. მათ ხომ კარგად იცოდნენ, რომ ცილს სწამებდნენ უდანაშაულოს, რომელიც იდგა როგორც უმანკო კრავი მისი მპარსველების წინაშე. პილატეს აკვირვებდა ბრალმდებლებისა და ბრალდებულის ამგვარი ურთიერთდაპირისპირება. "მაშინ ჰრქუა მას პილატე: რატომ არაფერს მპასუხობ? არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?" მაგრამ იესო კვლავაც მდუმარებდა და "არარაი მიუგო მას არცა ერთისა სიტყვისათვის, ვიდრემდე უკვირდაცა მთავარსა მას ფრიად". რომაელს აქამდე არასოდეს ენახა მსგავსი საქციელი დამნაშავის სკამზე მჯდარისა. "მან იცოდა, იესო ქრისტე უდანაშაულო იყო, იცოდა, თავისი სიტყვის ძალით როგორ იზიდავდა ხალხს და აიძულებდა მტრებს, გაჩუმებულიყვნენ. ახლაც შეეძლო თავის დაცვა, ცილისმწამებელთა დადანაშაულება, მაგრამ სწორედ ის აკვირვებდა, რომ ბრალდებულს არ სურდა თავის სასარგებლოდ ბრალმდებელთა საწინააღმდეგოს თქმა" (ეპისკოპოსი მიქაელი). თვით მტრებიც უნდა გაეკვირვებინა იესოს სიმშვიდეს, ბრალდებულის მდუმარებას. რას ფიქრობდნენ ამაზე? "მათ, შესაძლოა, ეჩვენებოდათ, რომ გალილეველმა მასწავლებელმა დაკარგა სიახლოვე სულთან, ზედმეტად მიენდო პროკურატორისგან შეწყალებას ან ხალხის შეწევნას მოელოდა... მოკლედ, უფლის დუმილი მტრებს ხელს აძლევდათ. თუ ალაპარაკდებოდა, მაშინ შიში გაუჩნდებოდათ, რომ იგი დაამტკიცებდა არა მარტო თავის უდანაშაულობას, არამედ მტრების პირადად მისადმი სიძულვილსაც გამოააშკარავებდა. მას შეეძლო, პილატეს ყურადღება მიექცია სასწაულებზე, რაც პროკურატორს აიძულებდა, საქმე დაწვრილებით გამოეძიებინა. ეს კი მოითხოვდა ბევრ ცნობას და დროს, რისგან თავის არიდებასაც ესწრაფოდნენ იესოს მტრები". კარგად ესმოდათ, რომ პილატეს არ სჯეროდა კეისრისადმი მათი ერთგულება. ხედავდნენ, იესოს უწყინარი სიმშვიდე, მისი სახის გამოუთქმელი დიდებულება - ყველაფერი ბრალდებულის სასიკეთოდ განაწყობდა მსაჯულს. ეს უფრო ამძაფრებდა მათ ბოროტ სურვილს - ქრისტესთვის ცილი დაეწამებინათ და ბრალი დაედოთ. უტიფრად მოსთხოვეს პილატეს, მალე დაესრულებინა საქმე - იესო განესაჯა.

პილატემ იწყო ძებნა საშუალებისა - თუ პატიმარს სასჯელისგან ვერ იხსნიდა, მისი განსჯა მაინც აერიდებინა თავიდან. მოხერხებულმა რომაელმა იპოვა კიდეც გამოსავალი. წმინდა ლუკა მახარებლის თქმით, ბრალმდებლებს მიმართა ასეთი კითხვით: "თქვენ ამბობთ, გალილეაში ხალხს ამხედრებდაო. "უკეთუ გალილეაით არს კაცი ესე?" "გალილეველია", - ერთხმად მიუგეს ბრალმდებლებმა, იმ იმედით, რომ ეს ზეგავლენას მოახდენდა პილატეზე, რომელიც არ იყო კეთილად განწყობილი გალილეველთა და გალილეის მმართველ ჰეროდე ანტიპას მიმართ. მაგრამ პროკურატორს სულ სხვა განზრახვა ჰქონდა; რახან არ სურდა გარეულიყო იმ საქმეში, რომელიც წესით სხვისი გასარკვევი იყო, გადაწყვიტა, იესო ქრისტე გაეგზავნა ჰეროდესთვის, რომელიც პასექის დღესასწაულში მონაწილეობისთვის იერუსალიმში იმყოფებოდა. თან იმედი ჰქონდა, რომ ეს ნაბიჯი ჰეროდე დიდის შთამომავალთან შეარიგებდა. აი, რატომ გაუგზავნა მას ღვთიური ტყვე ასე აჩქარებით... მღვდელმთავრები და სინედრიონის წევრებიც ჰეროდესკენ გაეშურებოდნენ, რადგან არ ჰქონდათ უფლება, შეწინააღმდეგებოდნენ საქმის ერთი სასამართლოდან მეორეში გადატანას" (მთავარეპისკოპოსი ინოკენტი).

ჰეროდე ანტიპასათვის, რომელმაც ურცხვ მოცეკვავე გოგონას უძღვნა უფლის წინამორბედის თავი, მის სასახლეში იესო ქრისტეს გამოჩენა მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. როგორც ამბობს ლუკა მახარებელი: "ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესო, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაი მრავლით ჟამითგან, ამისათვის რამეთუ ესმოდა მისთვის" (ლკ. 23,8). "მაგრამ თუ სურდა, რაღა უშლიდა ხელს, რომ ეხილა? განა მაცხოვარი ხშირად არ მოგზაურობდა გალილეაში? - კითხულობს მთავარეპისკოპოსი ფილარეტი (ჩერნიგოველი), - იესო დადიოდა გალილეის ქალაქებშიც და სოფლებშიც, წყალზეც და უდაბნოშიც. ვინ არ იცნობდა იქ იესო ქრისტეს, ვისთან არ მისულა იგი, თუკი ვინმეს ამის სურვილი ჰქონდა? ჰეროდეს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს სასწაულმოქმედთან დასაახლოებლად. დიდმა სასწაულმოქმედმა სასახლეში გამოჩენით მხოლოდ დააკმაყოფილა ჰეროდეს პატივმოყვარეობა, თანაც თვით პილატემ გაუგზავნა განსასჯელად ის, ვისზეც ამდენს ლაპარაკობდნენ..."

"პილატესაგან წარგზავნილებმა, რა თქმა უნდა, გააცნეს ჰეროდეს საქმის ვითარება, - ამბობს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი, - ჰეროდე არც იფიქრებდა საქმის გამოძიებას, რომლისთვისაც იგი ისევე უმნიშვნელო იყო, როგორც პილატესთვის. უნდოდა, ბრალდებულს, რომელიც უწინ ტანჯვითა და სიკვდილით იმუქრებოდა, რათა გულმოწყალებისაკენ შემოებრუნებინა იგი, მის წინაშე თავისი ყოვლისშემძლეობა და ხელოვნება საკვირველებათა სახით გამოეჩინა: "სწადოდა ხილვად რაისამე სასწაულისა ყოფასა მისგან" (ლკ. 23,8). ცნობისმოყვარე დესპოტმა უამრავი კითხვა დააყარა იესოს. მახარებელი არაფერს ამბობს, რას ეკითხებოდა, მაგრამ ეს კითხვები საქმეს რომ არ ეხებოდა, ამის დასტური უფლის მდუმარებაა. უფრო სარწმუნოა ის, რომ ჰეროდე მას ეკითხება უკვე მოხდენილ სასწაულებზე, მაგრამ უფალი აქაც იმავე დიდებაშია, როგორშიც ვნახეთ თავისი მოღვაწეობის დაწყებისას, როცა უდაბნოში ზიზღით უთხრა უარი სატანის შეთავაზებას - თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა სასწაულთა მოხდენის ნიჭი. უდავოა, თუკი ჰეროდე ნახავდა რაიმე სასწაულს, იესოს აარიდებდა საფრთხეს; მაგრამ ჰეროდეს გულის მოსაგებად ამის გაკეთება ნიშნავდა შეურაცხყოფას წმინდა სულისას, რომლის ძალითაც მოქმედებდა, ეს ნიშნავდა სიწმინდის ღორებისთვის დაგებას... ჰეროდემ ვერ დაიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა და განაწყენდა. მღვდელმთავრებმა ეს მაშინვე შენიშნეს და ისარგებლეს კიდეც ამით, იწყეს იესო ქრისტეს დადანაშაულება - ხელისუფლებას ეურჩება, ხალხს ამხედრებს, დიდი ხანია სიკვდილით დასჯას იმსახურებსო". მაგრამ ჰეროდემ პილატეზე ნაკლებად არ იცოდა, რას წარმოადგენდნენ სინედრიონის წევრები და შეიძლებოდა თუ არა მათ შეხედულებებზე დაყრდნობა. ხოლო უფლის მდუმარება და კითხვების უპასუხოდ დატოვება ალბათ იმით ახსნა, რომ იესოს არ შეეძლო მისი მეფური ყურადღების ღირსი სასწაულის მოხდენა. "აქამდეც ნაკლებად სჯეროდა ქრისტეს სასწაულებისა, ახლა კი სავსებით დარწმუნდა, - იესოს რომ შესძლებოდა, უთუოდ მოახდენდა სასწაულსო", - ამბობს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი. ჰეროდემ მიიღო იგი დახელოვნებულ კაცად, რომელიც უბრალო ხალხში სასწაულმოქმედად გამოჩნდა, ხოლო განათლებული ხალხის თანდასწრებით იძულებული შეიქნა, გაჩუმებულიყო. მაგრამ იესო ხელისუფლებისთვის არ იყო საშიში. ასეთი ხალხი სიკვდილს კი არა, დაცინვას იმსახურებსო, - ფიქრობდა ჰეროდე და პირველმა დაიწყო კიდეც იესოს აბუჩად აგდება. ქვეშევრდომნი მაშინვე აყვნენ მბრძანებელს. ყოველი მხრიდან გაისმოდა მწარე დაცინვა, მუქარა და ტლანქი ხუმრობა... ბოლოს, ჰეროდეს ბრძანებით, იესო ქრისტე იმგვარად შემოსეს, როგორადაც იმოსებოდნენ რომში რაიმე დიდი თანამდებობის მიღების წინ... ასე გამოწყობილი მიაბრუნეს იესო პილატესთან...

იგი ალბათ იმიტომ არ გაათავისუფლა ჰეროდემ, რომ არ უნდოდა, მღვდელმთავრები გაეღიზიანებინა. თან ფიქრობდა, სანაცვლო მიეგო პილატესთვის და ეჩვენებინა, რომ ამის შემდეგ აღარ იყო მისი მოძულე.

მართლაც, ლუკა მახარებელის შენიშვნით, "და იქმნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი".

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat