მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეექვსე
ბნელით მოცული საუკუნეები
2. ნაცონალიზმი

მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში თურქული უღელი, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური ნაციონალიზმის გამწვავებით ხასიათდება. ამ თავისებურების ფესვები თავად "ბიზანტინიზმის" არსთან, "წმინდა სახელმწიფოს" აბსოლუტიზების იდეასთან არის დაკავშირებული. ნაციონალიზმის იდეა დაიბადა როგორც რომაული უნივერსალიზმის ნიშანი, და შემდგომ ეს რომაული უნივერსალიზმი ამავე ნაციონალური უნივერსალიზმის ნიშნით ვითარდებოდა. რომი აღმერთებდა სახელმწიფოს და არა ერს. მრავალეთნიკური და მრავალეროვანი იმპერია ყოველგვარ ნაციონალურ შეზღუდულობას საკუთარ ქვეყანაში გადალახულ ზღუდედ განიხილავდა და "სამყაროს" ერთი კანონით, ერთი ძალაუფლებით, ერთი კულტურით, ერთი რწმენით, ერთი ფასეულებებით გამთლიანებულ ისეთ სახელმწიფოდ მიიჩნევდა, რომელშიც დაძლეული იყო ყოველგვარი "რასობრივი" მომენტი და "სისხლისა თუ ხორცის" განდიდება. ნებისმიერი "ბარბაროსი", რომელიც რომის მოქალაქეობას დაიმსახურებდა და "ელინიზმის" ფასეულებებს გაიზიარებდა, ბარბაროსად აღარ ითვლებოდა და "სამყაროს" სრულფასოვანი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა. ეს სამყარო მართლაც ისეთი ღირებულებებით საზრდოობდა, რაც იმ დროისათვის საუკეთესო ზოგადსაკაცობრიო, უნივერსალურ ფასეულებებს წარმოადგენდა და რომლისთვისაც ყოველგვარი "რასიზმი" უცხო და მიუღებელი იყო. მართლაც, სწორედ ეს უნივერსალური ჩანაფიქრი და ზოგადსაკაცობრიო სულიერი კულტურა გადაიქცა იმ მთავარ "წერტილად", რამაც რომი - თავისი არსით სამყაროს ყოვლისმომცველ ფენომენთან - ქრისტიანობასთან შეახვედრა, რადგან მხოლოდ აქ არ იყო: "...ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში" (კოლ. 3:11). იმპერიასთან კავშირი ეკლესიამ დიდი სიხარულით მიიღო, აკურთხა იმპერია და ფიზიკურად მის ძლიერ ხელს მიენდო. საქმე ის არის, რომ თვითონ იმპერია საკუთარ თავში მსოფლიო მისიას ხედავდა და ამიტომ არაფრით არ ზღუდავდა ჭეშმარიტ უნივერსალურ, ზოგადსაკაცობრიო მოწოდებას. უნდა ვაღიაროთ, რომ დასაწყისში იმპერია მართლაც ამ მოწოდებით ცხოვრობდა და თავის რთულ ფუნქციას კარგადაც ასრულებდა. მაგალითად, სპარსელებში, სომხებში, ქართველებში, გუთებში, ჰუნებსა და ბოლოს სლავებში ქრისტიანობის გავრცელებას კონსტანტინე თავის მოვალეობად მიიჩნევდა. შესაბამისად, ბარბაროსი ხალხების იმპერიის ფარგლებში შემოყვანა არ იყო მხოლოდ "იმპერიალისტური" პოლიტიკით ნაკარნახევი, აქ მოქმედებდა იმის რწმენა, რომ იმპერია ქრისტიანულია და მსოფლიოს მართვისათვის სახელმწიფოს სწორედ ეს "ფორმა" შეეფერება.

ამ საუცხოო რელიგიურ-ნაციონალისტურ უნივერსალიზმში პირველი ხარვეზი მაშინ გამოვლინდა, როდესაც იმპერიას მისი დასავლეთ ნაწილი ჩამოშორდა. ნომინალურად, იმპერიის ძალაუფლებას დასავლეთში მოკალათბული "ბარბაროსებიც" აღიარებდნენ და ერთი შეხედვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბიზანტიური თეორია მოცემულ სიტუაციაშიც ურყევობას ინარჩუნებდა. მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, დასავლეთთან ასეთმა მოუმზადებელმა შეხვედრამ თავისი რეალურად ტრაგიკული შედეგები ჯვაროსანთა ლაშქრობის ეპოქაში გამოიღო. ბიზანტიური პატრიოტიზმი, რომელიც იმპერიის უნივერსალურობის ოცნებით იკვებებოდა, ნელ-ნელა უხეში ნაციონალიზმისკენ გადაიხარა, ანუ დადებითის ნაცვლად უარყოფითის მამოძრვებელ ძალად გადაიქცა. გაჩნდა: ყველაფერი "სხვისის" კატეგორიულად უარყოფა, ყოველი "სათავისოს" ეჭვისთვალით სინჯვა და ნერვული უადგილო ავადმყოფურობით დაცვა. აშკარად ამგვარი განცდა, სრული სახით, ნიკეის სამეფოს ეპოქაში (მეცამეტე საუკუნეში) გამოვლინდა. იმპერიის წმინდა დედაქალაქში ლათინები იყვნენ გაბატონებული. თავად მართლმადიდებლობა, რომელიც წმინდა მამების ეპოქაში მსოფლიო ჭეშმარიტების მატარებელ ურყევ, შეუვალ და უნივერსალურ სიმაგრედ შეიგრძნობოდა, უკვე "ლათინურ" დასავლეთთან დაპირისპირებული ბერძნული რწმენის შინაარსის მატარებელ ძალად გადაიქცა. "ელინიზმმა", რომელიც იმავე მამების თვითშეგნებაში წარმართობის სინონიმი იყო, გვიან ბიზანტიაში ახალი მნიშვნელობა შეიძინა, - ის ახლებური ნაციონალური ტრადიციის წყაროდ გადაიქცა და ამიტომ სავსებით გასაგებია, რომ პალეოლოგების ეპოქაში ელინისტური შეგრძნებები უკვე აშკარად ნაციონალისტური გრძნობებით იყო შემოსილი.

მიუხედავად იმპერიის ისტორიული მარცხისა, ბიზანტიაში უცვლელი უნივერსალური "იდეოლოგია" ოფიციალურ სახეს ინარჩუნებდა, ხოლო წარუმატებლობები იმპერიის ტერიტორიების გეოგრაფიულ მოკვეცასა და ქვეყნის პოტენციალის "გამოფიტვაში" ვლინდებოდა. ამ ფონზე სახელმწიფოებრივ იდეოლოგიაში ნაციონალურ-ბერძნული პათოსი მაინც ჭარბობდა და წინა პლანზე უკვე არა იმპერიის ქრისტიანულობა, არამედ ელინიზმი გამოდიოდა. ამიტომ, საკუთარ "უნივერსალიზმთან" ერთად, იმისათვის, რომ იმპერიის დაქუცმაცების პროცესი არ გაგრძელებულიყო და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები თუ ავტოკეფალიები არ გაჩენილიყო, ბიზანტია, ჩვეულებრივ ყოფით დონეზეც კი, სლავებს (იგულისხმებიან ბულგარელები და სერბები - რ.ჩ.) "გაბერძნებას" აიძულებდა: დაბყრობილ ბულგარეთში ბერძენი მღვდელმთავრები ყველაფერს, რაც ეროვნულსა და თვითმყოფადობასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის ენასაც, ზიზღით უყურებდნენ... ეს კი უკვე მართლმადიდებლური სამყაროს დაქუცმაცების რეალური წინაპირობა ხდებოდა და სლავებს, ისევე როგორც მანამდე სირიელებსა და სომხებს, ბერძნების მიმართ არა მხოლოდ უნდობლობით, სიძულვილითაც განაწყობდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქრისტიანული უნივერსალიზმის დასრულება გარდაუვალი იყო. პარადოქსულია, მაგრამ თურქულმა უღელმა ეს პროცესი შეაჩერა და დაკარგული ფასეულებების აღდგენის პროცესი დაიწყო! როგორც აღვნიშნეთ, თურქებისათვის რელიგია და ხალხი ერთმანეთისგან განუყოფელი იყო. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თურქები ყველა ჯურის ქრისტიანს, ფორმალურ ერთიანობად, ანუ ადრექრისტიანული ეკლესიური თვალსაზრისით იმ "ახალ ხალხად" მიიჩნევდნენ, როგორადაც ისინი, თავის დროზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელმძღვანელობით ერთი მთლიან (ქრისტიანი, უწინარეს ყოვლისა, განიხილებოდა როგორც ე. წ. "ლაიკოსის" - ხალხის წარმომადგენელი, ანუ ბერძნული "ლაოსის" წევრი) ხალხად აღიქმებოდნენ.

საოცარია, მაგრამ სახელმწიფოს ნგრევას, რომელსაც ასეთი უზარმაზარი, ცენტრალური და შეუვალი ადგილი ეჭირა ბიზანტიურ თვითშეგნებაში, ბიზანტიელები შედარებით გულგრილად შეხვდნენ. იმდროინდელი ძეგლები იმაზე მეტყველებენ, რომ მოქალაქეები ამ მოვლენებს, როგორც კრიზისს და სანუკვარი ოცნების კრახს, არ განიცდიდნენ. ეს კი იმის გამო ხდებოდა, რომ მეთხუთმეტე საუკუნის ბიზანტიელების შეგნებაში უკვე დანგრეული "იმპერიული" "ელინისტურით" იყო ჩანაცვლებული. ელინიზმით გაჯერებულ ქრისტიანობას თურქები კი არ ებრძოდნენ, არამედ მსოფლიო პატრიარქს მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებდნენ და ამასთან მასვე უზარმაზარ ძალაუფლებას და გასაქანს აძლევდნენ! თურქული უღლის დროს ეკლესიური მართვის პროცესებთან ერთად სამეფო უფლებებიც პატრიარქის ხელში გადავიდა. სახელმწიფოსა და ეკლესიის საზღვრები ბიზანტიურ თვითშეგნებაში უკვე დიდი ხანია შერწყმული იყო, ახლა უკვე ამ ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრის პროცესი მიმდინარეობდა. ეს იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოს ერთი სუბიექტი: ელინისტური მუდმივი ფასეულებების მატარებელი - ბერძენი ხალხი წარმოადგენდა და საუნჯე, რომელსაც ელინიზმი ერქვა, სულ უფრო მეტად ხდებოდა ბერძენი ხალხის უმნიშვნელოვანესი ღირებულება. სამეფო შეიძლებოდა მთლიანად "რაიას" მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, მომდევნო აღორძინებამდე, მისი წინამძღოლის - პატრიარქის ფუნქცია ხალხში რწმენისა და ქვეყანაში ელინიზმის შენარჩუნება გახდებოდა (მოცემულ პირობებში ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია). "პატრიარქი ტახტზე დაბრძანდა... მღვდელმთავრებმა მას, როგორც მეფეს და პატრიარქს, სცეს თაყვანი". ბერძენი ისტორიკოსის ამ სიტყვების ციტირების დროს პროფესორი ლებედევი წერდა: "პირველი აზრი, რომელმაც მათ გაუელვა, ის იყო, რომ ახალი მეფე აირჩიეს, ხოლო შემდეგ ისიც დააზუსტეს, რომ მისი სახით მიიღეს კანონიერი პატრიარქი. მეორე მხრივ, არჩეული იმის გამო კი არ არის პატრიარქი, რომ მეფეა, პირიქით, ის იმის გამოა მეფე, რომ პატრიარქია. ახალი რომის პატრიარქი, ბიზანტიის დატყვევებული იმპერატორია, მას წართმეული აქვს თავისუფლება, მაგრამ გააჩნია ძალაუფლება. გვირგვინის სახით მას მიტრა ამშვენებს, რომელზედაც ბიზანტიური ორთავიანი არწივია გამოსახული და არც კვერთხი უპყრია პატრიარქის ამაოდ".

მიიღეს რა ისეთი საეკლესიო და "სახალხო" ძალაუფლება, რომლის მსგავსიც იმპერიის არსებობის უკანასკნელ საუკუნეებში მათ არ ჰქონიათ, ბიზანტიის პატრიარქებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა სლავურ "ავტოკეფალიებზე", რომლების აღიარებაც მათ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უხდებოდათ, ბერძნების საბოლოო გამარჯვება ეზეიმათ. ეს იყო მართლმადიდებლების ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განხორციელებული იმ სამარცხვინო შინაბრძოლების ფონი, რომლითაც თურქული ბატონობის საუკუნეები გამოირჩეოდა. აქვე ისმის კითხვა: რა იყო "რაიებს" შორის ამ ხოცვა-ჟლეტის მიზეზი? პასუხად შეიძლება ითქვას, რომ საუბედუროდ რელიგიის თურქულ გაგებას დიდი ხნია დაკავებული ჰქონდა ქრისტიანების გონება. მოქმედებდა ისევ ის სტიქიური და მგზნებარე ნაციონალიზმი, რომელიც ადამიანების შეგნებაში სულ უფრო მეტად გუდავდა ქრისტიანული ეკლესიური ერთიანობის იდეას! ქრისტიანები უმტკივნეულოდ და ყოველგვარი აღელვების გარეშე შეხვდნენ მაჰმადიანების ქრისტიანებად მოქცევის აკრძალვას და ამით პრაქტიკულად ეკლესიის მსოფლიო მნიშვნელობის ფუნქციის განხორციელებაზე უარი მორჩილად განაცხადეს. სამაგიეროდ უზარმაზარი ძალები და ენერგია დახარჯეს და მაჰმადიანების დახმარებით საკუთარი ერთმორწმუნე ძმები დაამცირეს და დაიმორჩილეს. თავად დამცირებული, დევნილი და განადგურებული მდიდარი "ფანარიოტების" (თურქულ სამსახურში გამდიდრებული ბერძნები) ხელში "პაიკებად" ქცეული კონსტანტინოპოლის პატრიარქები სისტემატურად ცდილობდნენ არა მხოლოდ დაემორჩილებინათ მანამდე ავტოკეფალიურად მოქმედი ეკლესიები, არამედ "გაებერძნებინათ" მართლმადიდებელი ხალხები და მათ გონებაში საკუთარი წარმომავლობის კვალიც კი გაექროთ. თურქების მიერ ბულგარეთის დაპყრობის კვალდაკვალ ბერძნებმა გაანადგურეს ტიტკოვოს საპატრიარქო. ჯერ კიდევ 1394 წელს კონსტანტინოპოლიდან გაგზავნეს მიტროპოლიტი და საპატრიარქო კონსტანტინოპოლის პატრიარქატის რიგით ეპარქიად გადააქციეს. როგორც უკვე აღინიშნა, 1018 წელს, ბერძნების მიერ პირველი ბულგარული სამეფოს განადგურების შემდეგ, დაფუძნებულმა ოქრიდის "ავტოკეფალიამ" 1776 წლამდე, მართლმადიდებელი ეკლესიის საბოლოო გამაერთიანებლის კონსტანტინოპოლის პატრიარქის სამუილ I-ის ზეობამდე, იარსება. მანამდე ერთი წლით ადრე სერბეთის პეჩის საპატრიარქოს "ლიკვიდირება" მანვე მოახერხა. სერბი და ბულგარელი მღვდელმთავრები მასობრივად იდევნებოდნენ და მათ ადგილებს ბერძნები იკავებდნენ. ბულგარეთში განსაკუთრებული კანონიკური თვითნებობით მიმდინარეობდა მოსახლეობის "გაბერძნება", შემდეგ ამ პროცესს ყველასათვის ცნობილი "ბულგარული საქმე" დაერქვა.

ასეთივე სურათი იხატება აღმოსავლეთში - იერუსალიმის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის საპატრიარქოებში, სადაც ასეთი ძალადობრივი "გაერთიანების" მსხვერპლად მართლმადიდებელი არაბები გვევლინებიან. ამ დროს ყველა ფარულად დაგროვილმა წყენამ, ყოველგვარმა გათვლამ და ინტრიგამ მაშინ პოვა თავისი გამოხატვა, როდესაც თურქულმა უღელმა ძალა დაკარგა და სლავი ერების აღორძინების დრო დადგა.

ამგვარი "ნაციონალიზმების" გამო ახალ დროში მართლმადიდებლური ეკლესია დაქუცმაცებული შევა. მასში ამომქრალ ქრისტიანობის მსოფლიო მესიანურ შინაარსს კერძო, მცირე ნაციონალური სამყაროების გაგება ჩაანაცვლებს და ისინი ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყებენ ცქერას. ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილნი, ისინი ერთმანეთისათვის საჭირო აღარ იქნებიან. როგორც სოლოვიოვი წერდა, ახლა უკვე "ისინი ადგილობრივი პროვინციალიზმის იდეებით" არიან შეპყრობილნი. დასაწყისში "აღმოსავლურად" ჩამოყალიბებული მართლმადიდებლობა უკვე მთლიანად "ნაციონალიზმის" სახედ არის გარდაქმნილი...

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოროტების ფეძე თავისთავად "ნაციონალიზმში" არ იყო დაბუდებული. უნივერსალური იმპერია უკვე დიდი ხანია ფიქციად იყო ქცეული და უნდა ითქვას, რომ არცთუ ეკლესიის მონაწილეობის გარეშე. ამ ფიქციის სანაცვლოდ მოქმედებდა მრავალი სახის ახალი, "ნაციონალური" ფსიქია, რომლებიც ქრისტიანობით საზრდოობდნენ, იზრდებოდნენ და იდენტურობას ქრისტიანული ჭეშმარიტების "ნაციონალური მსახურების" პროცესში ავლენდნენ. ნაცია, ხალხი ისეთივე "ბუნებრივი" ფაქტია, როგორიც საზოგადოება და ამიტომ მისი ქრისტიანული ყოფის დადებითი ხატი ეკლესიაშიც შეიძლება ასახულიყო. ეს ასეც მოხდა მაშინ, როდესაც თურქული უღლის გამო ხალხი მთლიანად შეერწყა ეკლესიას და სწორედ ეკლესიაში დაფიქსირდა საუკეთესო ნაციონალური იდეალების მატარებელი ცხოველმყოფელობა. მაგრამ ამ პერიოდის ტრაგიკულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მართლმადიდებელი ხალხის თვითშეგნება ნაციონალურობით მოიწამლა და ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინით აივსო. ამ ბრძოლის პროცესში ეკლესიიდან ეკლესიური ერთიანობის იდეა გამოიდევნა და იგი "თეოკრატიული" ერთინობის იდეამ ჩაანაცვლა. უფრო მეტიც, ეკლესია არა მხოლოდ ქრისტიანული განმანათლებლური იდეების მატარებელი დარჩა, არამედ გადაიქცა და დღემდე რჩება მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ნაციონალური ბრძოლის სიმბოლოდ და რელიგიური ნაციონალიზმის წყაროდ, რაც საუბედუროდ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთზე მომწამლავად მოქმედებს. ერთი სიტყვით, ეკლესია, რომელიც სამყაროს სულითა და ჭეშმარიტებით უნდა ასხივოსნებდეს, ბოლოს მიწიერი "ხორცისა და სისხლის" მორჩილებაში აღმოჩნდა, ანუ ქრისტიანულ პატრიოტიზმს წარმართული ნაციონალიზმი შეერია.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat