"არ მქონდა რწმენა, მაგრამ უფალმა შემიწყალა"
"არ მქონდა რწმენა, მაგრამ უფალმა შემიწყალა"
დეკანოზი ვალენტინ ბირიუკოვი - მოგონებები

1948 წელს მამა ვალენტინს, მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცს, სრულიად უცნობმა ადამიანმა უწინასწარმეტყველა მომავალი.
ისიც უთხრა, რომ მოვიდოდა ჟამი, როცა უფალი ბარნაულში მკვდრეთით აღადგენდა დედაკაცს, სახელად კლავდიას. ის მასთან ხუთჯერ მივიდოდა და მერე ყველას მოუყვებოდა მის მონათხრობს. ყველაფერი ეს 16 წლის მერე ასრულდა და როცა მან ბარნაულში მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, მაშინვე წავიდა კლავდიასთან. მილიციისა და ცნობისმოყვარეთაგან შეწუხებულმა საწყალმა ქალმა ძალზე გაიხარა მორწმუნე კაცის სტუმრობით. კლავდიას მონათხრობი შემდგომში მისმა შვილმა, მღვდელმა ანდრიამ, წიგნად გამოსცა, ხოლო თვითონ, აი, რა მოუყვა მამა ვალენტინს:

"იმ მაღაზიის გვერდით, სადაც გამყიდველად ვმუშაობდი, ტაძარი იდგა. ერთხელ მის დასათვალიერებლად წავედი, - ვნახო ერთი, იქ რას აკეთებენ-მეთქი. კუთხეში დავდექი და ვუყურებ: მოდიან და ჯვარს ისახავენ, ხატებს ემთხვევიან, იჩოქებენ ხატების წინ. მივედი ხატთან, დავაკაკუნე დაფაზე, ვიღაც წვერიანი პაპაა დახატული. მეორე ხატზე კი ვიღაც ქალი - შვილთან ერთად. გავიფიქრე: "დიდი ამბავი, მეც მეჭირა პატარა ანდრიუშა ხელში... ეგაა მათი ღმერთი?"

დავბრუნდი მაღაზიაში და სიცილ-სიცილით მოვყევი, რაც ვნახე. ერთმა თანამშრომელმა მისაყვედურა, - კლარკა, გაჩუმდი. შენ ღმერთს დასცინიო. კარგი ერთი-მეთქი.

მერე სამი გამყიდველი ამაში დასარწმუნებლად ეკლესიაში წავედით. ვიწყეთ ყველას განკითხვა: "სხვანაირები არიან ყველანი, ცოტათი ავადმყოფები..."

ის კიბოთი დასნეულდა. ოპერაცია გაუკეთა დიდებულმა პროფესორმა ნეიმარკმა. საოპერაციო მაგიდაზე მისი სული სხეულიდან გამოვიდა. აი, რას ჰყვებოდა ამის შესახებ:

"ამის მოყოლაც კი საშინელებაა. ჩემი სხეული მაგიდაზე იწვა - ღორივით გაფატრული. საითაც მინდა, იქით მივდი-მოვდივარ. სული ყველაფერს ხედავდა, ყველაფერი ესმოდა, ყველაფერს გრძნობდა! სხეული კი სულის სამოსია. თითქოს პალტო გავიხადეთ და წავედით, სადაც გვინდა".

კლავდიამაც იფიქრა, შინ წავალო, მაგრამ ვერ მოახერხა. ესმოდა, ვინ რას ამბობდა. მოვიდა მისი დირექტორი, მისი ვაჟი ანდრიუშაც. გულამოსკვნილი ქვითინებდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. როცა მისი უსულო სხეული საოპერაციოდან გაიტანეს, რაღაც უჩვეულო იგრძნო...

"მერცხალივით, ელვის სისწრაფით აფრინდა ჩემი სული ზემოთ, თითქოს მინის ფუტლარში მივფრინავდი. ქარი არ მეწინააღმდეგება! უეცრად მიწა გაქრა! შორს მხოლოდ ვარსკვლავები ელავენ..."

კლავდია უცნობ ადგილას იწვა, თავით დასავლეთით, ფეხებით აღმოსავლეთით, ქვეშ ყავისფერი ხალიჩა ეფინა.

"ჩემს მარცხნივ ხეივანია, ექვსი მეტრის სიგანის, ლარივით სწორია და უსასრულო. სქელი დაფნის ღობე არტყია".

აღმოსავლეთით დაინახა 9-10-სართულიანი სახლისხელა ბრწყინვალე კარები - კაცის ხელს არ შეუძლია ასეთი სილამაზის შექმნა. კარებზე სხვადასხვა ფერი მოძრაობს, თამაშობენ, მბრწყინავი ნაპერწკლები დაფრინავენ... მშვენიერებაა, სითბოა. მინდოდა, შემეტყო, სად ვიყავი, მაგრამ არავინ ჩანდა, რაიმე მეკითხა. ჰაერი სურნელოვანი იყო... დამავიწყდა, რომ დედამიწაზე ვცხოვრობდი, დამავიწყდა, რომ მოვკვდი, ანდრიუშაც კი დამავიწყდა. უეცრად ამ ოვალურ კარებში გამოდის დედა და ქალიშვილი (მე მაშინ ასე აღვიქვი), ყავისფერი სამონაზვნო სამოსით, მოდიან სწრაფად. ქალიშვილი ტირის და დედას რაღაცას სთხოვს. დედა მას ყურადღებას არ აქცევს და პირდაპირ ჩემკენ მოდის".

კლავდიას "მონაზვნის" ქალიშვილი რომ ეგონა, მფარველი ანგელოზი იყო, უფლის მიერ მისთვის მოცემული. ის მის გამო ტიროდა.

"ვიფიქრე, ვკითხავ, სად ვარ-მეთქი. დედა ისეთი მშვენიერი იყო, რომ არასოდეს მინახავს მისნაირი. შეუძლებელი იყო ამგვარი სილამაზის ცქერა. ის კი მკაცრად მიცქერის და ვგრძნობ, ჩემით უკმაყოფილოა. ასეთი ახალგაზრდა მონაზონი დედა როგორ გახდა-მეთქი, გამიელვა და უეცრად ვიგრძენი: მან ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა და შემრცხვა - არ ვიცი, საით წავიდე, მაგრამ არაფერი გამომდის - როგორც ვიწექი, ისევ ისე ვწევარ. თუ ვერ ადგები, ვერ მობრუნდები.

ახალგაზრდა ქალმა მშვიდად ასწია თავი და თქვა (მის ხმაში მხოლოდ სიყვარული იგრძნობოდა): "უფალო, რა ვუყოთ ამას?" თითქოს დენმა დამარტყა - მაშინვე მივხვდი, რომ ზეცაში ვიმყოფებოდი და ჩემს წინ ზეციური დედოფალი იდგა".

კლავდია ასე ნელ-ნელა მიხვდა, თუ რა ხდებოდა, გაახსენდა ყველაფერი... მოესმა, როგორ უპასუხა უფალმა ღვთისმშობელს:

"მესმის ხმა საიდანღაც ზევიდან: "ჩაუშვი დედამიწაზე, რადგან უდროოდ მოკვდა". ძალზე გამიხარდა, თუმცა ერთიანად ვთრთოდი!.. ზეციური დედოფალი ამ ბრწყინვალე კარებში შევიდა და ისიც ელვის სისწრაფით გაიღო. გაღებული კარის იქით მოჩანდა ძლიერი, გამჭოლი ცისფერი სინათლე. მერე ზეციური კარიბჭე კვლავ დაიხურა... მე კი ვწევარ და არ ვიცი, რა მელის. უეცრად ვგრძნობ, რომ ვიღაცა, ეს კი უფლის ანგელოზი იყო, - თავში მიდებს აზრს, რომ რაღაც ვიკითხო. მეც ვკითხულობ:

- უფალო, დედამიწაზე როგორ ვიცხოვრებ, როცა ჩემი სხეული დაჭრილია?

უფალი მპასუხობს (მე მხოლოდ ხმა მესმის და ამ ხმაში აბსოლუტური სიყვარულია...): - უკეთ უნდა იცხოვრო... თქვე უმადურებო, საკუთარ შემოქმედს პატივს არ მიაგებთ და მხოლოდ შეურაცხყოფთ. არ ინანიებთ საკუთარ ცოდვებს და უფრო მეტად სცოდავთ. შენი შვილი ბავშვთა სახლს მიაბარეს, შენი ბინძური სული კი ჩემთან მოვიდა...

ვწევარ და ვდუმვარ. ანგელოზი თითქოს კვლავ მკარნახობს, რაღაც ვიკითხო. მაშინ ვეუბნები:

- უფალო, ვაჟი ობლად დამირჩა.

უფალი პასუხის ნაცვლად მეკითხება:

- ვიცი. გეცოდება შვილი?

ესღა ამოვთქვი, - ძალიან-მეთქი და თვალები ცრემლით ამევსო.

- მე კი სამჯერ მეტად მეცოდება თითოეული ადამიანი.

დიახ, ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ და უფალიც ყველას უსაზღვროდ გვიწყალებს - ამაში ბევრჯერ დავრწმუნებულვარ..."

კლავდია იწვა უმწეოდ, არ იცოდა, რა მოელოდა. მის სულს ხომ სულიერი გაგება, სულიერი აღზრდა არ ჰქონდა. ის მხოლოდ ძრწოდა და რცხვენოდა.

ანგელოზი მესამე კითხვას უდებს გონებაში და კლავდიაც კითხულობს:

- უფალო, ჩვენთან, მიწაზე, ამბობენ, რომ აქ, ზეცაში, ზეციური სასუფეველია.

ამ კითხვაზე უფალმა არ უპასუხა.

"ვიცი, რომ ესმის, მაგრამ რატომ არ მპასუხობს - არ ვიცი. აქეთ-იქით ვიყურები. კარები კვლავ გაიღო. ყავისფერი მანტიით მოსილი ზეციური დედოფალი სწრაფად წამოვიდა ჩემკენ. ხელთ ნაწნავი უპყრია.

უფალი ეუბნება ზეციურ დედოფალს:

- წამოაყენე და სამოთხე აჩვენე.

ზეციურმა დედოფალმა თითები ოდნავ შესამჩნევად შეარხია და დენდარტყმულივით წამოვხტი - პირით აღმოსავლეთისკენ, შემდეგ მან ჩრდილოეთ მხარეს ხელი გაიწოდა - იქაურობა ელვის სისწრაფით გადაიხსნა და მე ამ მხარეს შემომაბრუნა. უზარმაზარ, უსასრულო ველს ვხედავ. თავიდან ვიფიქრე, დამწვარი ბურცობების ველია-მეთქი, მაგრამ დავაკვირდი და ვხედავ, ყველა იძვრის. შემეშინდა. ესენი კი თურმე ადამიანები არიან, ცოცხლები, ნახევრად დამწვარნი, გამურულნი, თუმცა ცხვირი, ყურები, თითები მთელი აქვთ. ეს მათი სულები იყო - ნახშირივით შავები! მათ იქ ვერ იცნობ, თუ ვინ არის, ისაა თუ სხვა, ვერ გაარჩევ. მოძრაობენ, საუბრობენ - თითქოს ზღვის ზვირთები ხმაურით მთხოვენ, სახელებს მეუბნებიან, რომ მათ დედამიწაზე გადავცე: თუკი ვინმე ებრძვის ღმერთს, მას ერჩივნა, საერთოდ არ დაბადებულიყო. სინანულით ფენენ ჩემს წინ თავიანთ ცოდვებს ("მე მრუში ვარ", "მე ქურდი ვარ, ავაზაკი", "მე მკვლელი ვარ"...). მივხვდი, რომ ეს ის ხალხი იყო, ვინც ურწმუნოდ ცხოვრობდა და მოუნანიებლად მოკვდა".

კლავდიასთვის არ უთქვამთ, თუ ვინ იყო ეს ხალხი და აქ რისთვის მოხვდნენ, მაგრამ უფალმა მას უნარი მისცა იმ სიტყვათა აღქმისა, რომელიც ამ ადამიანთა ზღვიდან გადმოიღვრებოდა. მან იცოდა, რას ითხოვდა თითოეული მათგანი. მთლიანად კი ერთი საერთო სათხოვარი ჰქონდათ: ილოცეთ, მოგვიხსენიეთ, შეინანეთ! ზეცაში სინანული არ მიიღება - მხოლოდ აქ, მიწაზე უნდა შევინანოთ. ყველა ეს ადამიანი ღვთის სასუფეველში ვერ შევა ღვთისმგმობლობის გამო. ნებისმიერი ცოდვა ხომ ღვთისმგმობლობაა.

კლავდიამ მათგან აუტანელი სიმყრალე იგრძნო, ვერსად გაექცა ამ სიმყრალეს: სახეს ვერ მიაბრუნებ, ვერ გაინძრევი - თითქოს ფეხები დადუღებული გაქვს... ეს ადამიანები ისე იდგნენ, განძრევის საშუალება არ ჰქონდათ - მჭიდროდ, როგორც გაჭედილ ავტობუსში.

უეცრად უფლის ნათქვამი მოაგონდა, ვიდრე ამ ადამიანთა ველს ნახავდა, რომ მიწაზე მყოფნი პატივს არ მიაგებენ თავიანთ შემოქმედს და მხოლოდ სცოდავენ: "უნდა შეინანო და არ უნდა სცოდავდე, რამეთუ სიცოცხლის მიზერული ვადაღა დარჩა". უფლის ეს სიტყვები მთელი სულით ესმოდა. კლავდია უეცრად მიხვდა, რომ ეს ჩვენთვის იყო თქმული! უფალმა ხომ ერთი სჯული დაგვიტოვა და არა ორი! ერთი ყველა ჩვენგანისთვის! ამიტომაც ჩვენ უნდა ვილოცოთ ასეთი ადამიანებისთვის. მათ ღვთის გაფრთხილება გადასცეს კლავდიას, - და იგი ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებთ, გადმოგვცემს. ეს გახლავთ დიდებული ცოცხალი ქადაგება ღმერთისა. ეს არის ქადაგება მადლზე, რომელიც ჩვენს პლანეტას ეხება...

ამ ყველაფერს მაშინვე მიხვდა კლავდია, მაგრამ ისე იყო შეძრული, რომ ცრემლები ღვარად წასკდა და სიღრმით გულისათ ამოიძახა:

- უფალო, ზეციურო დედოფალო! დაე, ვიცოცხლო დედამიწაზე! ვილოცებ, ყველას მოვუყვები, რაც აქ, ზეცაში, ვიხილე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat