მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე
ბიზანტია
5. ბიზანტია და რომი

გაგრძელება
როგორც დავინახეთ, გარკვეული თვალსაზრისით, ეკლესია ისტორიულ წნეხს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე "დაემორჩილა". ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი მთლიანობის მოშლამ უარყოფითი ზეგავლენა ეკლესიურ ერთიანობაზეც მოახდინა. ამ პერიოდში ოფიციალურად ეკლესია ერთიანია, კავშირები საბოლოოდ არ არის გაწყვეტილი, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ერთიანობა თავისი არსით არც "ოფიციალური" კავშირებიდან გამომდინარეობს და არც ოფიციალური ურთიერთობებით არ საზრდოობს. ერთიანობა, უწინარეს ყოვლისა, ცხოველი ურთიერთობა, ერთმანეთზე მუდმივი ზრუნვა და "ბუნებრივი" ცალცალკეობის ერთმანეთისთვის ბოძებული მადლით გადაფარვაა. მსოფლიო ეკლესიური თვითშეგნება, ანუ ყველაფერი ის, რაც თავის დროზე ირინეოს ლიონელს და კვიპრიანე კართაგენელს ასერიგად აღაფრთოვანებდა, ბოლოს და ბოლოს ამოიწურა და გადაილია. აღმოსავლეთიცა და დასავლეთიც ჯერ პოლიტიკურად, ხოლო შემდეგ უკვე ეკლესიურადაც საკუთარ ნაჭუჭებში ჩაიკეტნენ. ხატმებრძოლობის კრიზისის დროს, ბიზანტიის იმპერატორების ქმედების გამო, იმპერიასა და პაპს შორის უკანასკნელი კავშირები მოირღვა. აქვე საჭიროა ისიც აღინიშნოს, რომ პაპების კონსერვატიულმა და "იმპერიულმა" თვითშეგნებამ, მანამდე, სანამ ისინი განხეთქილების გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ, მრავალი ეჭვითა და ტანჯვით აღვსილი გზა გამოიარა. მხოლოდ იტალიისა და რომის უმძიმესმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ და იმან, რომ ვერ იქნა და დასავლეთის სამყაროსათვის დახმარების გაწევაზე ბიზანტია ვერ დაიყოლიეს, განაპირობა ის, რომ სასოწარკვეთილი პაპები ქვეყნის გადასარჩენად ფრანკ მეფეებს მიეკედლნენ და სწორედ ეს გახდა დასავლეთის სამყაროს ისტორიაში ახალი პერიოდის დაწყების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი. მეორე მხრივ, აღმოსავლეთის დასავლეთისგან გამიჯვნის ეპოქაში განხორციელდა ის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რასაც ბიზანტიური მართლმადიდებლობის კრისტალიზაცია ჰქვია. ამრიგად, შეიქმნა ორი სამყარო, ორი ტრადიცია, ორი ეკლესიური ფსიქოლოგია, რომლებმაც უწინარეს ყოვლისა ძალიან ცოტა იცოდნენ ერთმანეთის შესახებ და თუ ეკლესიის ერთიანობა ფორმალურად ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული, ცხოვრებაში ის უკვე აღარ არსებობდა. ამ დრომდე აღმოსავლეთში არც კი წამოჭრილა რომაული პაპისტური დაჩემების საკითხი, ბოლო დრო დასავლეთთან წყვეტილი და შემთხვევითი ურთიერთობის ფონზე, ფაქტობრივად, მისი გადაწყვეტის საჭიროებაც კი დავიწყებას მიეცა და პრობლემის კვალიც დაიკარგა. ამ არეულობასა და "ბნელ ეპოქაში" პაპებს აღმოსავლეთისათვის აღარ ეცალათ, ხოლო თავის სიძნელეებში ჩაძირულ ბიზანტიას დასავლეთი არც კი გახსენებია. უწინ აღმოსავლეთი დასავლეთთან თუნდაც იმის გამო ურთიერთობდა, რომ თავს დოგმატურად მასთან ერთად "კურთხეულად" შეიგრძნობდა, ახლა ეს ძმობაც გაფერმკრთალდა, აღმოსავლეთი დასავლეთის გარეშე ყოფნას მიეჩვია და საკუთარ "იმპერიულობაში" ჩაიკეტა. ის, რაც იმპერიის ფარგლებს მიღმა ხდებოდა, ბიზანტიაში ერთი ტერმინით - "ბარბაროსით" განისაზღვრებოდა და დამოკიდებულებაც ამ ბარბაროსებისადმი სრულიად განუსაზღვრელი იყო. ბიზანტიური ეკლესიური გაგებისათვის არსობრივად გაუგებარი შეიქნა რომის ეპისკოპოსის ახალი მდგომარეობაც. ამ გაუგებრობის ახსნას ე.წ. "პენტარქიის" (ხუთი პატრიარქატის) ან "ხუთი გრძნობის" თეორიით ცდილობდნენ და იმაზე არც კი ფიქრობდნენ, თვითონ პაპი მიიღებდა თუ არა ასეთ თეორიას.

ამ გაუცხოებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ როდესაც ეს ორი სამყარო ერთმანეთს შეხვდა, ისინი მართლაც უცხონი, მიუღებელნი და ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილნი აღმოჩნდნენ. ცოტა თუ მოიძებნება ეკლესიის ისტორიაში სამწუხარო პერიოდი, რომელიც ისეთი უსიყვარულობის, ურთიერთუნდობლობის, მეწვრილმანეობისა და უგულისყურობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ამ ისტორიულ მონაკვეთში ორივე მხარემ გამოავლინა.

პირველ ასეთ "შეხვედრას" ჩვენ ვხედავთ მეცხრე საუკუნის დასასრულს პატრიარქების - ფოტისა და ეგნატეს საქმეში: ამ ისტორიამ აღმოსავლეთში ერთობ ნაღვლიანი მოგონებები დატოვა. ძნელია უფრო მეტი გაუგებრობა, შეუწყნარებლობა და ქედმაღლობა წარმოიდგინო, ვიდრე იმ პერიოდში ბიზანტიის ეკლესიაში არსებული შინაგანი სირთულეების გამო პაპ ნიკოლოზისა და მისი მემკვიდრეების მიერ იქნა გამოვლენილი. არცთუ დიდი ხნის წინ ეს თვალსაზრისი კათოლიკურმა მეცნიერებამ აბატი დვორნიკის სახით აღიარა, ამავე ავტორმა პატრიარქ ფოტის "რეაბილიტაციის" საკითხს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიაში დღემდე "განყოფის მამად" მიიჩნევა, საკმაოდ სქელტანიანი ნაშრომი მიუძღვნა. მაგრამ ეს დრამა ჩვენთვის უფრო იმით არის საინტერესო, რომ პატრიარქმა ფოტიმ პირველმა მიუთითა გასაგებად და ერთმნიშვნელოვნად დასავლური ეკლესიის დოქტრინის იმ მიუღებელ თავისებურებებზე, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენენ განყოფის არსს. ესენია პაპიზმი და სწავლება სულიწმინდის გამომავლობის შესახებ. ფოტიმ დააყენა ორივე საკითხი და თავადვე დაასაბუთა Fილიოქუე-ს დოგმატურად არამართლმადიდებლური შინაარსი. მოგვიანებით ფოტიმ თვითონვე მიაჩუმათა და შემდეგ მოხსნა ეს საკითხები "დღის წესრიგიდან", მაგრამ ამ ისტორიაში მაინც აშკარად გამოჩნდა, რომ დასავლურ შეცდომებზე პირველმა სწორედ ფოტიმ გამოავლინა ჭეშმარიტი ეკლესიური და მართლმადიდებლური რეაქცია.

ფოტის შემდეგ კვლავ "გაუცხოების" პერიოდი დადგა და ბიზანტიის ისტორიაში დასავლეთთან შეხვედრის დრომ XI საუკუნის შუა წლებამდე გადაინაცვლა, მაგრამ ახალი შეხვედრა უკვე სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობდა. ეპოქა, რომელიც იმპერატორ ბასილი ბულგართმმუსვრელის სიკვდილის შემდეგ დაიწყო ბიზანტიის ისტორიაში, მნიშვნელოვანი დაცემით გამოირჩევა. კომნენოსების ან პალეოლოგოსების პოლიტიკური წარმატებები მხოლოდ იმპერიის დანაწევრებული და შერყეული ორგანიზმის "რესტავრაციად" შეიძლება მივიჩნიოთ. სწორედ ამ შინაგან კრიზისთან არის დაკავშირებული და მასშივე იკითხება მრისხანე შინაარსი აღმოსავლეთში ახალი მტრის - თურქ-სელჩუკების გამოჩენისა, რომელიც, გელცერის სიტყვებით რომ ვთქვათ, სამგლოვიარო ზარად გაისმა ბიზანტიაში. შინაგანად დასუსტებულ იმპერიას აღარ გააჩნდა უნარი აღმოსავლეთიდან მოზღვავებულ ძალებს მარტო გამკლავებოდა. უწინ მიღწეული ძალთა ბალანსი ახლა უკვე აშკარად ირღვეოდა. ისტორიულმა სინამდვილემ კვლავ აიძულა ბიზანტია დახმარება დასავლეთში ეძებნა. სწორედ ამავე პერიოდში ნორმანების გამოჩენამ რომის პაპი აიძულა, დახმარებისათვის ბიზანტიისათვის მიემართა. იწყებოდა მორიგებების ხანგრძლივი, უსიხარულო ეპოქა, რომელიც იმპერიის არსებობის ბოლო დღემდე არ შეწყვეტილა.

ჩვენ არ ძალგვიძს ამ პერიოდის წვრილმანებში ჩავიხედოთ. მაგრამ ნათქვამი ალბათ საკმარისად გვიჩვენებს, რომ მოვლენა, რომლითაც 1054 წლის ეკლესიის გაყოფა იწყება, იმ პოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, რომელიც მოცემულ პერიოდში სუფევდა და ეკლესიების შეხვედრაც "აუცილებლობიდან" გამომდინარეობდა. იმპერატორი კონსტანტინე მონომახი ცდილობდა იტალიის ნორმანებისგან ერთობლივად დაცვის საკითხებზე რომის პაპს მოლაპარაკებოდა (საქმე ეხებოდა სამხრეთს, რომელიც ჯერ კიდევ ბიზანტიას ეკუთვნოდა) და სანაცვლოდ რომის პაპ ლეონ I-ს ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციაში შემავალ სამხრეთ იტალიის ეპარქიების დაბრუნებას ჰპირდებოდა. ამ მოლაპარაკებას საგულდაგულოდ მალავდნენ პატრიარქ მიხეილ კერულარისგან, მაგრამ სიმართლე მან მაინც შეიტყო. კერულარი ბიზანტიის პატრიარქების გრძელ ჩამონათვალში ერთ-ერთი ნათელი გამონაკლისია. თავისი ნების გარეშე ბერად კურთხეული მიხეილი (ის იყო მონაწილე წარუმატებელი პოლიტიკური შეთქმულებისა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც მას მეფის ტახტი უნდა დაეკავებინა) მთელი სულით და გულით ეკლესიის მართვას მიეცა, მაგრამ ამ საქმეს მან თავისი ინდივიდუალური სახე შესძინა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მიხეილმა ეკლესიის მმართველობაში სახელმწიფო ძალაუფრებრივი ტემპერამენტი შემოიტანა. მისი მმართველობის პერიოდში "სიმფონიის" სასწორი გარკვეული თვალსაზრისით ეკლესიისაკენ გადაიხარა, რაც ხაზს უსვამს ეკლესიის შესაძლებლობებს ისეთი შემთხვევისთვის, თუ ეკლესიური ცხოვრება სხვაგვარ ფსიქოლოგიაზე იქნებოდა აგებული. მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში კერულარმა გადაწყვიტა, სუსტი და გაუბედავი კონსტანტინე მონომახისათვის თავისი დამოუკიდებლობა და ძალა ეჩვენებინა. მისი დავალებით ერთ-ერთმა ცნობილმა ბიზანტიელმა იერარქმა ლეონ ოქრიდელმა ლათინური წეს-ჩვეულებების საწინააღმდეგო თხზულება დაწერა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბოლოო განხეთქილების მომენტში დავისა და პოლემიკის საგანი, ეკლესიის გაყოფის მთავარი მიზეზი პაპობისა და სულიწმინდის გამომავლობის საკითხები კი არა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების წეს-ჩვეულებები გახდა, ესენი იყო: ხმიადისა და საფუვრიანი პურის, შაბათის მარხვის, აღდგომის ალილუიას გალობისა და სხვა საკითხები. ამ დავაში თავი იჩინა მსოფლიო ეკლესიური თვალსაწიერის სივიწროვემ, რომლის დროსაც: მეორეხარისხოვანმა, გარეგნულმა საწესო ელემენტებმა აშკარად გადაფარა ჭეშმარიტება! ერთი სიტყვით, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ცხადია, რომ XI საუკუნეში იმის გამო არ მომხდარა გახეთქილება, რაც აცალკევებდა და დღესაც ყოფს ეკლესიებს. დღეს კი ნათელია, რომ დიდი ხანია აღარავინ ამახვილებს ყურადღებას ლათინური წესების საპირისპირო ბიზანტიურ არგუმენტებზე, დარჩა მხოლოდ ჭეშმარიტად დოგმატური შინაარსის მართლმადიდებლობას გადაცდომილი რომაული სიახლეები. ამ გადახვევების შესახებ არაფერი თქმულა მაშინ, როდესაც ბიზანტიასა და რომს შორის ურთიერთობის უკანასკნელი კავშირები ირღვეოდა! მეორე მხრივ, სწორედ ამ საწესო პოლემიკის უკან იმალებოდა აღმოსავლეთის ეკლესიის მთლიანობის დაცვის მექანიზმი, რომელსაც, იმპერატორის მიერ რომის წინაშე გამოცხადებული კაპიტულაციის საწინააღმდეგოდ, პატრიარქი კერულარი იყენებდა. ყოველ შემთხვევაში, ერთი ნათელია - იმპერატორის პოზიცია რომმა ამგვარად გაიგო. ლეონ I-მა იმპერატორსა და პატრიარქს შორის ბრძოლას უკიდურესად მკაცრი პაპისტური შინაარსის წერილით უპასუხა: "არავის ძალუძს უარყოს ის, რომ როგორც, ჩვეულებრივ, კარი იმართება კავით, ისე პეტრე და მისი მემკვიდრეები განსაზღვრავენ ეკლესიური მოწყობისა და წესრიგის საკითხებს. და როგორც თავად უძრავი კავი აღებს და ხურავს კარს, ისე პეტრეს და მის მემკვიდრეებს ხელეწიფებათ განიკითხონ ყოველი ეკლესია და ამიერიდან სხვას არავის აქვს უფლება, მის წიაღში შფოთი ან მერყეობა შეიტანოს, რადგან უზენაესი კათედრა არავისგან განიკითხება..." ამასთან, თავისი ძალაუფლების საბუთად პაპი ეგრეთ წოდებულ დოკუმენტს - "კონსტანტინეს საჩუქარს" იყენებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა პაპებს რომი სამარადჟამო საჩუქრად გადასცა. ამ დოკუმენტის სიყალბე არანაირ მტკიცებულებას არ საჭიროებს. დასასრულ, პაპი კონსტანტინოპოლის ეკლესიას იხსენიებს როგორც ცდუნებულს, ცოდვილს, სკანდალურს და ისეთს, რომელსაც ქალებიც კი მართავენ! - რომელსაც რომის დედაეკლესიამ თავის შემდეგ მეორე ადგილი მოწყალებით და არა დამსახურების გამო მიანიჭა... …

შეხედულებათა ამგვარი სისტემა, ცხადია, გამორიცხავდა ეკლესიის ერთიანობას. ჩვენ შეიძლება ბერძნები მეწვრილმანეობაში, უსიყვარულობაში, მსოფლიო ეკლესიური აზროვნების უქონლობაში დავადანაშაულოთ, მაგრამ ყველაფერი ეს ჯერ კიდევ ვერ იქნებოდა ეკლესიის გაყოფის მიზეზი. პაპიზმი კი თავისთავად განკვეთს ყოველს, რომელსაც არ შეუძლია დაეთანხმოს მის სულიერ მონარქიას. ამიტომ რა სახისაც არ უნდა ყოფილიყო მაშინდელი აღმოსავლეთის მონარქთა ცოდვები, რასაკვირველია, არა ისინი, არამედ პაპიზმია მთავარი მიზეზი ეკლესიური განხეთქილებისა. რაც არ უნდა ეკეთებინათ ბერძნებს, ფაქტი ერთია: აღმოსავლეთი პაპებმა თავად ჩამოიშორეს...

მიმდინარე მოვლენებში შემდგომ მიწერ-მოწერას აღარანაირი ცვლილების შეტანა აღარ შეეძლო. 1054 წლის ზაფხულში კონსტანტინოპოლს პაპის ლეგატები - კარდინალი ჰუმბერტი, ეპისკოპოსი პეტრე ამალფიტელი და დიაკვან-კარდინალი ფრიდრიხ ლოტარინგიელი (შემდგომში პაპი სტეფანე I) ეწვივნენ. ყველა ლეგატი იმ რეფორმის მონაწილე იყო, რომელმაც მოამზადა პაპ გრიგოლ VII ჰილდებრანდის დროინდელი აღორძინება. იმპერატორს ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ პაპთან პოლიტიკური მორიგება მოხერხდებოდა და ამიტომ ლეგატები დიდი პატივით მიიღო. ასე მაგალითად, მათი გულის მოსაგებად ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფეს და ბიოგრაფს ნიკიტა სტიფატს საჯაროდ უნდა დაეგმო და დაეწვა საკუთარი თხზულებები, რომლებიც ლათინურ სწავლებაში შეტანილი სიახლეების საწინააღმდეგოდ იყო დაწერილი. ყოველივე ამის საპირისპიროდ, პატრიარქმა დუმილით ჩამოართვა ლეგატებს პაპის გზავნილება, არავითარი პატივი არ მიაგო მათ და შემდეგ საერთოდ უარი განაცხადა მათთან შეხვედრაზე. ლეგატები ხუთი კვირის მანძილზე ამაოდ ცდილობდნენ პატრიარქთან შეხვედრას. განხეთქილება მწიფდებოდა. უშედეგო იყო ანტიოქიის სწავლული პატრიარქის წერილობითი ვედრება მიხეილისა და დასავლეთის იერარქების მიმართ, ეკლესიის ერთიანობა წესებზე მაღლა დაეყენებინათ! მისი პათოსი დაგვიანებული აღმოჩნდა: ის ვერ ხედავდა, რომ პაპიზმმა ეკლესია უკვე განყო! ბოლოს ლეგატების მოთმინების ფიალა აივსო და მათ გადაწყვიტეს პატრიარქის წინააღმდეგ საკუთარი და რომის ეკლესიის დამოკიდებულება დემონსტრაციულად, სახალხოდ გამოეხატათ: 1054 წლის 16 ივლისს, დილას, როდესაც მრევლი წმინდა სოფიის ტაძარში ლიტურგიაზე დასწრებისათვის ემზადებოდა, ლეგატები საკურთხეველში შევიდნენ და ტრაპეზზე კაურალისა და მისი მომხრეების განკვეთის სიგელი დადეს. "...ვინაიდან ჩვენთვის შეუძლებელი იყო წმინდა პირველი სამოციქულო ტახტისადმი გაუგონარი უპატივცემულობის ატანა და ამასთან მოვალენი ვართ, ყოველნაირად დავიცვათ წმინდა კათოლიკური სარწმუნოება, წმინდა და განუყოფელი სამების ძალითა და სამოციქულო ტახტის ძალაუფლებით, რომლის უფლებამოსილებასაც ჩვენ აღვასრულებთ... ხელს ვაწერთ ანათემას... მიხეილისა და მისი მიმდევრების მიმართ, თუ ისინი არ მოინანიებენ"...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat