მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე
ბიზანტია
5. ბიზანტია და რომი

(გაგრძელება)
ახლა უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთის ეკლესიის ქმედებას ეკლესიების გაყოფის საქმეში. უფრო კონკრეტულად: საუბარი იმის შესახებ გვექნება, რომ ამ ეკლესიოლოგიური გაუგებრობისა და პაპიზმის გავლენის გაძლიერების პერიოდში პროცესების მიმდინარეობის მიმართ აღმოსავლეთის ეკლესიამ სრულიად არათანმიმდევრული პოზიცია გამოავლინა. მსოფლიო კრებების ეპოქაში რომში ღიად ქადაგებდნენ მსოფლიო ეკლესიაზე რომის მღვდელმთავრის "ძალაუფლებას" (პოტესტას), რომელიც, პროტესტანტი კანონისტის ზომის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ეკლესიის თავი რომია, ეკლესია რომის გარეშე ეკლესია არ არის და ადგილობრივი ეკლესიები მხოლოდ რომის ეკლესიასთან გაერთიანების შემთხვევაში შეიძლება მოიაზრებოდნენ კათოლიკე ეკლესიის შემადგენლობაში". მაგრამ საკუთარი სწავლების საწინააღმდეგო ამგვარ თეორიას აღმოსავლეთის ეკლესია არ იზიარებს და არ სურს მისით იხელმძღვანელოს. რომს ყოველთვის ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული საკუთარი პოზიცია, ხოლო აღმოსავლეთს რომაული დოქტრინა ყოველთვის მიუღებლად მიაჩნდა. თანაც იმდენად, რომ მე-9 საუკუნემდე საკუთარი დამოკიდებულების რაიმე ნათელი ფორმით გამოხატვა არც უფიქრია. აღმოსავლეთი ყოველთვის მხოლოდ იმას ცდილობდა, პრობლემა მიეჩუმათებინა ან მის მიმართ დამოკიდებულება ორაზროვანი ფრაზით დაეფიქსირებინა. ამიტომ, როდესაც კათოლიკეები ქალკედონისა და ეფესოს კრებების მასალების გამოყენებით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აღმოსავლეთი იმ დროს რომის პრიმატს აღიარებდა და იგი მხოლოდ მოგვიანებით დაივიწყა, ამ ორი კრების მასალებში კონტრარგუმენტის მოძიება და ფორმალურ-ისტორიული საფუძვლით ამ დებულების უარყოფა მართლაც საკმაოდ ძნელია. მაგრამ თუ ამ მოვლენებს აღმოსავლური აზროვნების სრულ "კონტექსტში" განვიხილავთ და ეკლესიურ ცხოვრებაში არსებულ სხვა ფაქტებსაც მოვიშველიებთ, დავინახავთ, რომ ეს ასე არ არის. ფორმალურად აღმოსავლეთს არც ეფესოში ცელისტინისთვის და არც ქალკედონში ლეონისათვის პასუხი არ გაუცია. როდესაც პაპი ცელისტინის ლეგატმა ეფესოში განაცხადა, რომ "უფალმა სასუფევლის გასაღები პეტრეს ჩააბარა და როგორც გახსნის, ისე შეკვრის ძალაუფლებითაც სწორედ პეტრე აღჭურვა და ამიტომ ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე თავისი მემკვიდრეების მეშვეობით ის მყოფობს და განსჯის", ბერძენმა ეპისკოპოსებმა პასუხად მხოლოდ დუმილი გამოიყენეს. როდესაც პაპმა ლეონ დიდმა ქალკედონის ყბადაღებული 28-ე კანონი გააკრიტიკა, რომელიც ახალი რომის პატივს ეხებოდა, პატრიარქმა ანატოლიმ პაპს წერილით უპასუხა, რომელშიც ამ კანონის გამო სულმოკლედ მოიხსნა პასუხისმგებლობა და თან ლეონ დიდს არწმუნებდა, რომ მისი თანხმობის გარეშე მსოფლიო კრების არც ერთ გადაწყვეტილებას ძალა არ შეიძლებოდა ჰქონოდა. ამ გაუგებარი კომპრომისების თვალსაზრისით კიდევ უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთის ეპისკოპოსების მიერ 515 წელს პაპ ჰორმიზდის "ფორმულარის" ხელმოწერა, რომლის ძალითაც რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ოცდაათწლიანი სქიზმა დასრულდა. შეუძლებელია უფრო ზუსტად გამოიხატოს პაპის მიერ აღმოსავლეთის ეპისკოპოსებისთვის თავსმოხვეული მოთხოვნების მთელი არსი, ვიდრე ამ დოკუმენტშია მოცემული. დიუშენის გამოთვლთ, კონსტანტინეს ზეობიდან მეშვიდე მსოფლიო კრებამდე აღმოსავლური ეკლესია რომს 203 წლის მანძილზე უპირისპირდებოდა და მიზეზი არასოდეს ყოფილა პაპიზმის უარყოფა. განხეთქილება ყოველთვის დოგმატურ საკითხებსა და ერესებთან იყო დაკავშირებული... "აღმოსავლეთი, - წერს პროფესორი კარტაშოვი, - არათუ დროულად არ რეაგირებდა პაპისტური მისტიკის დოგმატური შინაარსის გადასხვაფერების პროცესებზე, არამედ პაპის ფორმულებს მდუმარე ხელმოწერებით ეთანხმებოდა... ამასთან, გაუაზრებელი იურიდიული აპელაციებით ან გულუბრყვილო რომოფილობით რომაელების გულწრფელ და არარეალურ ილუზიას თვითონვე მხარს უჭერდა და აძლიერებდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პაპისტური მისტიკის დასავლურ თვალსაზრისს თითქოს ბერძნები იზიარებდნენ კიდეც".

საინტერესოა, რით შეიძლება აიხსნას აღნიშნული მოვლენის ეს უცნაური შეუსაბამობა? კათოლიკეები, როგორც წასი, ამას ან აღმოსავლეთის ეკლესიაში მკაფიო ეკლესიური სწავლების არარსებობას, ან ბერძნული იერარქიის "ოპორტუნიზმს" მიაწერენ და მიიჩნევენ, რომ აღმოსავლეთის ეპისკოპოსები რომის ეკლესიის პრიმატს საჭიროების შესაბამისად აღიარებდნენ ან უარყოფდნენ. ცხადია, ეს პოზიციები სამართლიანად არ შეიძლება ჩაითვალოს. აღმოსავლეთის ეკლესიის იურიდიულ-კანონიკური ასპექტები დასავლეთთან შედარებით მართლაც ნაკლებად დამუშავებული და "გაფორმებულია", მაგრამ ეს აღმოსავლური სპეციფიკაა და იგი, უწინარეს ყოვლისა, ეკლესიური ცხოვრების საკრალურ რეალობაზე დაფუძნებულ ძალიან ღრმა განცდით აიხსნება. მეორე მიზეზი აღმოსავლეთში დასავლური პაპიზმისადმი ინდეფერენტული დამოკიდებულებისა იმაში მდგომარეობს, რომ აღმოსავლეთის ეკლესია იმპერიასთან საკმაოდ მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ეს კავშირი უკვე საკმაოდ დაწვრილებით განვიხილეთ და დავინახეთ, რომ კონსტანტინეს მოქცევის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ეკლესიამ იმპერატორის თეოკრატიული ოცნება თავად შეითვისა და იმპერია, გარკვეული თვალსაზრისით, ეკლესიის მიწიერი არსებობის აუცილებელ საშუალებად დაინახა. შესაბამისად, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქრისტიანობის მიწიერებასა და ისტორიასთან შეხების ერთადერთ და ბუნებრივ წერტილს ის "მსოფლიო" წმინდა და ერთიანი ქრისტიანული იმპერია წარმოადგენდა, რომლის დამაარსებელი იმპერატორი კონსტანტინე ეკლესიისათვის სამუდამოდ მოციქულთასწორად დარჩა. უნდა ითქვას, რომ ეს იყო "რომაული იდეა" და იგი როგორც დასავლეთისთვის, ისე აღმოსავლეთისთვის მისაღები იყო. მაგრამ იმპერიის დასავლეთ ნაწილში სახელმწიფოებრიობის რღვევამ ქვეყნის მართვისათვის ახალი, სხვა სახის ფორმების არსებობის საჭიროება გააჩინა, ეს კი პაპიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. რაც შეეხება იმას, რომ პაპებისა და გერმანიის იმპერატორების დაპირისპირება გრანდიოზულ კონფლიქტად გადაიქცა, სინამდვილეში ერთი და იგივე რომაული ტრადიციის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შედეგი იყო. ეს იყო ორი მსოფლმოწყობის ორი ერთნაირად თეოკრატიული კონცეფციის ურთიერთდაპირისპირება. მაგრამ ჩვენ ამჯერად აღმოსავლეთი, ანუ ქრისტიანული სივრცის ის ნაწილი გვაინტერესებს, სადაც ამ რომაულმა იდეამ თანმიმდევრულად ეკლესიურ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და ეკლესიისა და სახელმწიფოს ორგანული კავშირი წარმოშვა. ამასთან, საჭიროა გვახსოვდეს, ამ იდეოლოგიას თავისი საშიშროებაც გააჩნდა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მის წიაღში "ეკლესიოლოგიას" - მარადიული ეკლესიის შესახებ სამარადჟამო სწავლებასა და ამ სწავლების მოცემულ ისტორიულ პირობებში "დროებითობასთან" მორგებას შორის ზღვარი თითქმის წაშლილი იყო და ამიტომ იმპერია მართლაც გამოდიოდა ეკლესიის მიწიერი დასაყრდენი. ამ კონცეფციაში ეკლესიური სწავლება როგორღაც შეირწყა იმპერიის საეკლესიო-სახელმწიფოებრივმა სწავლებამ. სწორედ ამიტომ რომის ამბიციები ამ იდეოლოგიურ სივრცეში თავის ადგილს უბრალოდ ვერ პოულობდა, ბიზანტიურ საეკლესიო თვითშეგნებაში ის მთლიანად იფარებოდა და ქრებოდა. აღმოსავლეთის ეკლესიამ თავისი ადმინისტრაციულ-კანონიკური საკითხები სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებით, ასე თუ ისე, თავადვე მოაგვარა. სწორედ ამ თავისებურებიდან გამომდინარე აღმოსავლეთის ეკლესიას რომის მიერ წამოყენებული საკითხი არ შეეძლო ეკლესიურად განეხილა. საკითხი, რომელიც რომს ეკლესიურად მიაჩნდა, აღმოსავლეთისათვის სახელმწიფოებრივ-ეკლესიურ შინაარსს ატარებდა. ხოლო მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთი და დასავლეთი დაშორიშორდა და მათ შორის ცოცხალი კავშირი დაირღვა, აღმოსავლეთისათვის სრულიად გაუგებარი გახდა, რატომ ცდილობდნენ პაპები საკუთარი იურისდიქციული პრეტენზიებისათვის დოგმატური შინაარსი მოერგოთ. ბიზანტიელებს "სჯეროდათ, რომ ყველაფრის თავიდათავი ადმინისტრაციული პირველობა და ძალაუფლების სიყვარულია" (კარტაშოვი). ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, ტრადიციული აღმოსავლური თვალსაზრისით, ეს საკითხი არა ეკლესიური, არამედ უპირატესად ეკლესიურ-სახელმწიფოებრივი სფეროს პრეროგატივაა. ამიტომ სწორედ ეს სახელმწიფოებრივი მიჯნა გახდა ის წყალგამყოფი, რომელიც ხელს უშლიდა ბიზანტიურ ეკლესიას, პაპიზმში წმინდა ეკლესიოლოგიური და ღვთისმეტყველური შინაარსი დაენახა. ვინაიდან კონსტანტინოპოლის ეკლესიის "ხვედრი" ამაღლება იყო, მასთან მიმართებით პაპების პროტესტი პრივატის შესახებ განწირულად გამოიყურებოდა, რადგან ისინი ამ ხვედრს ეწინააღმდეგებოდა. მეორე მხრივ, გაუთავებელი დოგმატური დავებით გადაღლილ აღმოსავლეთს, კრიტიკულ მომენტებში, ნაკლებად "ღვთისმეტყველი", მაგრამ ერეტიკოსობისადმი კარგი იმუნიტეტის მქონე დასავლეთისთვის დახმარების თხოვნა უხდებოდა. ასეთ შემთხვევებში აღმოსავლეთის ეკლესიის მამები ანაზდეულად რომის პაპს მამას და მასწავლებელს უწოდებდნენ, ცხადია, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს სიტყვები აღმოსავლეთის ეკლესიის იმპერიული მართვის სისტემაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მიახდენდა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც დოგმატური დავის სახელმწიფო არეულობაში გადაზრდის საშიშროების წინაშე მდგარი იმპერატორები თვითონ უბიძგებდნენ აღმოსავლეთის ეკლესიის მამებს პაპისთვის მიემართათ და არათანმიმდევრული "რომოფილური" ნაბიჯი გადაედგათ. ასე იყო, მაგალითად, "აკაკიანური განხეთქილების" ლიკვიდაციის დროს, 515 წელს, იგივე მოხდა მოგვიანებით, იუსტინიანეს ზეობის დასაწყისში, პაპ აგაპიტუსის მიერ პატრიარქ მინას ხელდასხმის შემთხვევაში. სრულიად უსამართლოა იმის მტკიცება, თითქოს აღმოსავლური მართლმადიდებლობა მუდმივად მეტაფიზიკურ სიმაღლეებში დანავარდობდა და ეკლესიური მოწყობის საკითხებით არ იყო დაინტერესებული. საკმარისია გავიხსენოთ ბიზანტიური კანონიკური გადმოცემები, რომლებთანაც სახელგანთქმული პიროვნებები არიან დაკავშირებული: ბალსამონი, ზონარა, ხომატინი და სხვები. თუმცაღა აქვე უნდა ითქვას, რომ აღმოსავლური კანონიკური თვითშეგნება დასავლეთისაგან ოდითგანვე განსხვავებული იყო. აღმოსავლეთში მიაჩნდათ, რომ მას შემდეგ, რაც იმპერატორის ძალაუფლებამ ქრისტიანული სახე შეიძინა, საეკლესიო მოწყობის გარეგანი მხარეები ერთობლივად უნდა წყდებოდეს და ამიტომ, ერთი მხრივ, საეკლესიო კანონები იმპერატორის მიერ უნდა იყოს სანქცირებული, ხოლო მეორე მხრივ, ამ კანონებმა სახელმწიფო კანონების მნიშვნელობა უნდა შეიძინოს... ერთი სიტყვით, აღმოსავლეთისათვის რომთან დაშორიშორების საკითხებში გამოწვეული გაუგებრობების მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზანტიური ეკლესიის სახელმწიფო მოწყობასთან მჭიდრო კავშირის პრინციპიდან გამომდინარეობდა.

ადრე თუ გვიან ამ გაუგებრობას თავისი შედეგი უნდა გამოეღო. მოხდა ისე, რომ ეკლესიური ურთიერთობა, რასაც დაშორიშორების პროცესი უნდა შეეჩერებინა და მხარეები ისტორიულ თუ საღვთისმეტყველო დაავადებებისგან ურთიერთგანკურნების გზაზე დაებრუნებინა, საუკუნეების მანძილზე სულ უფრო მეტად მძიმდებოდა და ირღვეოდა. ამ ეპოქაში დაიშალა თავად რომაული "იკუმენი" და ერთმანეთთან კავშირმორყეულ, ჩაკეტილ სივრცეებად გადაიქცა. იმპერიის ორ ნაწილს შორის მჭიდრო ურთიერთობა დაირღვა ჯერ კიდევ დიოკლეტიანეს დიარქიის გამო დედაქალაქის ბოსფორზე გადატანით, თეოდოსიური დაყოფით (თეოდოსი დიდმა (379-395 წლები) სიკვდილის წინ რომის იმპერია თავის ორ შვილს გაუნაწილა) და ბარბაროსთა შემოსევებით იმპერია სულ უფრო მეტად დაქუცმაცდა. ამ მდგომარეობაში ბიზანტიის იმპერიის მთავარ პოლიტიკურ სატკივარს აზიური აღმოსავლეთიდან კარს მომდგარი მტრისგან თავის დაცვა წარმოადგენდა. დასავლეთი ბიზანტიისათვის საჭირო აღარ იყო. იუსტინიანეს ოცნების კრახით დამთავრების შემდეგ იმპერატორების პოლიტიკაში დამკვიდრებული ასეთი აღმოსავლური ორიენტაცია სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და ძლიერების უზრუნველყოფის იმ საშუალებად გადაიქცა, რომელმაც სახელმწიფოს არსებობა კიდევ რამოდენიმე საუკუნით უზრუნველყო. ეს "აღმოსავლური" პერიოდი კი მანამდე გაგრძელდა, სანამ ბიზანტიამ აზიური სახელმწიფოების შემოსევებს გაუძლო. ამ პერიოდს განეკუთვნება ისავრიელთა და მაკედონიელთა დინასტიების მმართველობა, ხოლო აღმოსავლური "ავტარქიის" უკანასკნელ გაბრწყინებად შეიძლება ბასილი ბულგართმმუსვრელის მეფობა ჩაითვალოს (976-1025 წ.წ.), რომლის დროსაც იმპერია ისტრიიდან ეფრატამდე და დრავიდან კვიპროსამდე იყო გადაშლილი. ნიშანდობლივია, რომ "ამ პერიოდში იმპერია ისე საიმედოდ არც ერთი მხრიდან არ იყო ჩაკეტილი, როგორც დასავლეთიდან... ეს იყო დრო, როდესაც ბიზანტია მთლიანად აღმოსავლეთისაკენ იყო შებრუნებული" (ნეიმანი).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat