მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე

ბიზანტია
2. ხატმებრძოლობით გამოწვეული კრიზისი

მერვე საუკუნის დასაწყისში იმპერიის უკიდურეს აღმოსავლეთში თავი იჩინა ხატმებრძოლური მოვლენების განვითარებამ. კრიზისი იმდენად ძლიერად და მოულოდნელად დაიწყო, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანეს, სამართლიანი ხატთაყვანისმცემლური წესის დასაცავად ქვეყნის ხსენებულ რეგიონში, სპეციალური შეტყობინების გაგზავნა დასჭირდა. მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მღელვარებამ იმპერატორ ლევ III სომხამდე მიაღწია და კონფლიქტი ახალ "იმპერიულ" განზომილებაში გადაიზარდა. ამ სიტუაციაში იმპერატორი ყოველგვარი მერყეობის გარეშე ხატმებრძოლთა მხარეს დადგა. საღვთისმეტყველო დავაში სახელმწიფო ძალაუფლების ახალმა ჩარევამ პროცესს ტრაგიკული სახე შესძინა და ეკლესიური ცხოვრება დიდი ხნით დაიძაბა. დაახლოებით 730 წელს იმპერატორმა ლევ სომეხმა (ისავრიელმა) ხატმებრძოლური განკარგულება გამოაქვეყნა. ბრძანებას პატრიარქი გერმანე არ დაემორჩილა და დიქტატორმა იგი სასწრაფოდ ხატმებრძოლი ეპისკოპოსით ანასტასით ჩაანაცვლა. ძალიან მალე პირველი სისხლიც დაიღვარა: იმპერატორის ბრძანებით, ხალკოპრატის (ბერძნ. ხალკოს - სპილენძი და პრატორ - გამყიდველი, ოსტატი - კონსტანტინოპოლის უბნის სახელწოდებიდან, სადაც თავს იყრიდნენ, სახლდებოდნენ, მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ სპილენძის, ბრინჯაოსა და თითბრის ნაკეთობების მოხელეები) კარზე არსებულ ქრისტეს წმინდა ხატს ძვირფას ნაწილებს აცლიდნენ, ჯარისკაცებს ხალხი დაუპირისპირდა და ამ შეტაკებაში რამდენიმე მართლმადიდებელი ქრისტიანი დაიღუპა. ხატმებრძოლთა მწვალებლობა მთელმა დასავლეთმა ერთხმად უარყო, ხოლო საბერძნეთში კონფლიქტი პოლიტიკურ აჯანყებაში გადაიზარდა, მაგრამ ხატთაყვანისცემის მიმართ ნამდვილი ბრძოლა ლევ III-ის შვილის - კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს დაიწყო. ბრწყინვალე მხედარმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე კონსტანტინე ისავრიელი ცდილობდა ღვთისმეტყველიც ყოფილიყო, მაგრამ მისი ეს მისწრაფება თვითდაჯერებულ მწვალებლურ ხატმებრძოლობაში გადაიზარდა.

ხატთაყვანისმცემლობის საწინააღმდეგო პოლიტიკას კონსტანტინე კოპრონიმი თანმიმდევრულად ახორციელებდა. თავისი რწმენის შესაბამისად, რამდენიმე წელში ერთხელ საეპისკოპოსოებიდან მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს მწვალებლებით ცვლიდა. 754 წელს იმპერატორმა კონსტანტინოპოლში "მსოფლიო" კრება მოიწვია. კრებამ სპეციალურად მოტივირებული "ოროსი", ანუ დოგმატური ხასიათის ეპისტოლე გამოაქვეყნა და ხატის თაყვანისცემა კანონით დაგმო. ისე, როგორც ტრადიციულად ხდება, ამ კრებაზეც ხატის თაყვანისმცემელი უმრავლესობა კრებას მოუმზადებელი შეხვდა, აქტიურმა ხატმებრძოლთა უმცირესობამ იმძლავრა და მწვალებლურმა კრებამ ახალი ხატმებრძოლური "გენერალური მიმართულება" მიიღო.

ერთი სიტყვით, კონსტანტინემ კრებისგან ხატთაყვანისმცემლების დევნის ოფიციალური სანქცია მოიპოვა და თავისი მწვალებლური რწმენის ცხოვრებაში დანერგვა ცეცხლითა და მახვილით დაიწყო. ამ "სისხლისმღვრელი საქმიანობის" შედეგად 762-775 წლების წმინდანთა ცხოვრების ამსახველ წიგნებში, მრავალი მოწამის სახელი ჩაიწერა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ხანებში ხატმებრძოლობის წინააღმდეგ ეკლესიის რეაქცია საკმაოდ უფერული იყო, მართალია ბევრი ინახავდა და ლოცვის დროს ხატს ფარულად იყენებდა, მაგრამ საკუთარ რწმენას სახალხოდ ცოტა თუ ამჟღავნებდა. ამდროინდელ მოწამეთა შორის ჩვენ თითქმის ვერ ვნახავთ ეპისკოპოსებს, თეთრ სამღვდელოებასა და ერისკაცებს. ასე მაგალითად, მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, სადაც ხატთაყვანისცემის დოგმატი გამოცხადდა, ტარასი კონსტანტინოპოლელმა გმირის სახელი მოიხვეჭა, მაგრამ მანამდე, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის დროს, მან ბრწყინვალე სახელმწიფოებრივი კარიერა გაიკეთა. მკაცრი დევნის პროცესში ხატთაყვანისცემის ტრადიციის აქტიურ დამცველად მხოლოდ ბერმონოზვნობა გამოდიოდა. პროფესორ ი. ანდრეევის სიტყვებით რომ ვთქვათ, "შეიძლება საკამათოც კი იყოს - ამ დროის შესაფერისად რომელი რეფორმატორული ტერმინი უნდა ჩაითვალოს - იკონომახია თუ მონახომახია". და მართლაც, ხატმებრძოლობის დროს იმპერიის ნებასთან დაპირისპირების უმძიმესი წნეხი სწორედ ბერებმა განიცადეს. მოგვიანებით ჩვენ იმასაც შევეხებით, რომ ბერების წინააღმდეგ ამ ბრძოლაში არა მხოლოდ ხატმებრძოლობასთან დაკავშირებული შფოთის, არამედ სხვა საღვთისმეტყველო თავისებურებებიც გამოვლინდა. ახლა კი ხაზი მხოლოდ იმას გვინდა გავუსვათ, რომ ამ ბრძოლაში ჭეშმარიტების ნამდვილი აღმსარებლები სწორედ ბერები აღმოჩნდნენ. ასე მაგალითად: "პირველქრისტიანული" სულით იყო აღვსილი წმინდა სტეფანე ახლის ან თუნდაც ანდრია კალივიტას ცხოვრება. ცხადია ბერების განადგურების პარალელურად ხატების განადგურებაც მიმდინარეობდა, ბერების ადგილებს ახალი ბერები იკავებდნენ, ხოლო ხატების ნაცვლად ისეთი "საერო ხელოვნების" ნიმუშები ჩნდებოდა, როგორიც იყო: სამონადირეო და ყოფითი სცენები, სხვადასხვა სახის ორნამენტები და ა.შ. ამავე დროს, არ არის ცნობილი, რით დამთავრდებოდა ბერებისა და ხატების ეს დაუნდობელი დევნა, 775 წლის 14 სექტემბერს ფანატიკოსი-იმპერატორი რომ არ გარდაცვლილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილის ლევ IV ხაზარი (775-780) მამის რწმენის ერთგული მიმდევარი იყო, მისი მმართველობის დროს დევნა შედარებით ჩაცხრა. ხატმებრძოლურმა რეაქციამ სრულიად ახალი ძალა მაშინ მოიკრიბა, როდესაც ლევის არასრულწლოვანი შვილის კონსტანტინე VI-ის ნაცვლად, ტახტი ბავშვის დედას ირინეს (780-802) გადაეცა. ბერობისა და ხატების ნამდვილი თაყვანისმცემელი კეთილმსახური ირინე თავიდანვე მსოფლიო კრების სამზადისს შეუდგა. პროცესის დასაჩქარებლად პატრიარქად მან ბრძენი და ზომიერი მართლმადიდებელი, მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ტარასი გაიყვანა. მიუხედავად ამისა, ორმოცდაათწლიან ხატმებრძოლობას საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე მნიშვნელოვანი კვალი ჰქონდა დატოვებული და კოპრონიმის ხსოვნის თაყვანისმცემელი ფანატიკოსი ჯარისკაცების გამო კონსტანტინოპოლში კრების მოწვევის პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილების განხორციელება მხოლოდ 787 წელს გახდა შესაძლებელი და ისიც არა დედაქალაქში, არამედ ნიკეაში. კრებას პატრიარქი ტარასი ხელმძღვანელობდა. ეს იყო მეშვიდე მსოფლიო კრება, რომელის მსვლელობის დროსაც ხატის თაყვანისცემის დოგმატი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, დამტკიცდა და გამოცხადდა.

ეს დოგმატი იმ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველური რეაქციის შედეგად იყო ნაკარნახევი და მომზადებული, რომელიც, ერთი მხრივ, ხატმებრძოლობამ, ხოლო, მეორე მხრივ, წმინდა იოანე დამასკელის შემოქმედებითმა ნიჭმა გამოიწვია (მიუხედავად იმისა, რომ როგორც ირკვევა, წმინდა იოანე ხატმებრძოლობის წინააღმდეგ მოწვეულ კრებამდე, ანუ 753 წელს გარდაიცვალა). წმინდა იოანე დამასკელი არაბთა ბატონობის ქვეშ მოქცეულ სირიაში ცხოვრობდა, შემდეგ იგი პალესტინის წმინდა საბას ლავრაში ბერად აღიკვეცა. წმინდა იოანეს ხატთაყვანისცემის თეორია იესო ქრისტეს ერთდროულ სრული ღმერთობისა და სრული კაცობის დოგმატს ეყრდნობა. იოანე დამასკელი ბრძანებს, რომ ქრისტეს განკაცებამდე ღმერთი მხოლოდ "ჩრდილებსა" და სიმბოლოებში შეგვეძლო დაგვენახა. მთელი სამყარო უფლის "ბუნებრივი ხატებაა", მაგრამ მაცხოვრის მობრძანების შემდეგ, მაშინ, "როდესაც სიტყვა ხორცად იქცა, - გვასწავლის წმინდა იოანე, - როდესაც არც რაოდენობით და არც ზომით შემოსაზღვრული უსხეულო და უფორმო, ის, ვინც თავისი შეუდარებლად მაღალი ბუნების გამო მხოლოდ ღვთის ხატში შეიძლება არსებობდეს, მონად განკაცდა და მონის სხეულით, რაოდენობითა და ზომით შემოისაზღვრა, შენ, ადამიანს, მისი, აი, ამ ხატის დაფაზე შექმნა შეგიძლია; შემდეგ შეგიძლია დააბრძანო იგი, რათა მას ჭვრეტდე, ვინც თავისი ხატის ჭვრეტა დასაშვებად მიიჩნია"... სწორედ იმის გამო, რომ უფალი ადამიანში ბოლომდე განსხეულდა, იესო ქრისტეს გამოსახულება ღმერთის გამოსახულებაა: და "ყველაფერი ადამიანური, რაც ქრისტეშია, უფლის ცოცხალი ხატია" (მღვდელი გ. ფლოროვსკი). ღმერთისა და ადამიანის შეერთების შედეგად ადამიანის სხეული და საერთოდ "ნივთიერი სხეული" განახლდა და "გაკეთილშობილდა": ამიტომ ის, ვინც ხატს სცემს თაყვანს, "ნივთს კი არა, ნივთთა შემოქმედს სცემს თაყვანს, რომელიც ადამიანის გამო და ადამიანის ხსნის გამო, ნივთიერ არსად განკაცდა; და არასოდეს შეწყდება იმ ნივთიერი არსის თაყვანისცემა, რომელმაც ადამიანის გამოხსნა განახორციელა". ეს ნიშნავს, რომ ღვთის განკაცებაში მთელმა სამყარომ და თავად ქვეყანამ ახალი აზრი შეიძინა; ყველაფერი ელის კურთხევას და ამ კურთხევაში მატერიაც განახლებული და სულიწმინდით მადლმოსილია, ის უკვე უფალს კი არ გვაშორებს, არამედ ჩვენთვის ღმერთთან ერთობის საშუალებად გვევლინება... ჩვენ კი ყველაფერს "ვეთაყვანებით", რადგან ყველაფერი აკურთხა ქრისტემ, და ყოველგვარი თაყვანისცემა ყველაფერში თავად ღმერთის თაყვანისცემაა.

ხატისა და ხატთაყვანისცემის ამ ქრისტოლოგიურ განსაზღვრებებში მეშვიდე მსოფლიო კრებაზე მიღებული დოგმატის ძირითადი აზრია გადმოცემული და ყოველი გამოვლილი ქრისტოლოგიური შფოთი ამ დასკვნებით არის დასრულებული. სწორედ აქ დევს მათი "კოსმიური" შინაარსი. ამით, "როგორც სამეუფო გზით მავალნი და ჩვენი წმინდა მამების ღმრთივმეტყველი მოძღვრებისა და კათოლიკე ეკლესიის წმინდა გადმოცემის მიმდევარნი, სრული ჭეშმარიტებით და გულმოდგინე განხილვის შედეგად განვსაზღვრავთ: პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულების მსგავსად, წესია, ღმრთის წმინდა ეკლესიებში, წმინდა ჭურჭელსა და სამოსელზე, კედლებზე, ფიცრებზე, სახლებში და გზებზე პატიოსანი და წმინდა ხატები იყოს საღებავებით დახატული, ქვაში გამოკვეთილი და სხვა ამისათვის გამოსადეგი ნივთიერებით შექმნილი, როგორც ჩვენი უფლისა, ღმრთისა და მხსნელისა იესო ქრისტესი, ჩვენი უხრწნელი დედოფლისა წმინდა ღმრთისმშობლისა, ასევე პატიოსანი ანგელოზებისა, ყველა წმინდა და ღირსი მამისა".

თაყვანისცემა, რომელსაც ამ გამოსახულებებს მივაგებთ, განსხვავდება იმ თაყვანისცემისაგან, "როგორიც შეეფერება ერთიან ღვთაებრივ ბუნებას", კრების მიერ ის განისაზღვრება როგორც "მსახურებითი თაყვანისცემა". "რადგან პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, გადადის პირველსახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულ არსებას". ამრიგად, ხატთაყვანისცემის დოგმატით სრულდება მსოფლიო კრებების დოგმატური "დიალექტიკა", რომელიც, როგორც უკვე განვაცხადეთ, ქრისტიანული გამოცხადების ორ ძირითად - წმინდა სამებისა და იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ სწავლების თემას ეძღვნებოდა. ამ თვალსაზრისით "შვიდი საეკლესიო კრების წმინდა მამების სწავლება" შეუვალი და სამარადჟამო საძირკველია მართლმადიდებლობისა.

მაგრამ დოგმატურად დამარცხებული ხატმებრძოლობა საბოლოოდ არ იყო დამარცხებული. 802 წელს, კეთილმსახური ირინეს გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი მწვალებელი იყო. ისინი ძირითადად სახელმწიფო ელიტისა და კონსტანტინე კოპრონიმის მოღვაწეობით მოხიბლული სამხედრო წრეების წარმომადგენლები იყვნენ. შესაბამისად, იმ დროს გაჩენილი ყველა უბედურება და წარუმატებლობა, რომელიც იმპერიას დაატყდა თავს, მათ შორის ბრძოლები, თავდასხმები, აჯანყებები, ხატთაყვანისმცემლებს დაბრალდათ. 815 წელს იმპერატორმა ლევ V სომეხმა პატრიარქ ნიკიფორესგან მოითხოვა, ხატები ადამიანისათვის მიუწვდომელ სიმაღლეზე დაეკიდათ, რათა მათი ამბორი შეუძლებელი გამხდარიყო. ამ მომენტიდან ყველასათვის ნათელი გახდა, რომ დევნის განახლების დრო ახლოვდებოდა. მაგრამ მთავარი განსხვავება უკვე ის აღმოჩნდა, რომ ამჯერად დევნას ეკლესია მოუმზადებელი არ შეხვედრია: მსოფლიო კრების დადგენილება და ხატთაყვანისმცემლობის დამცველთა ნაშრომები მართლმადიდებლებისათვის ისეთ მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენდა, რომლის მსგავსიც ეკლესიას აქამდე არ გააჩნდა. იმპერატორის წინააღმდეგ და მართლმადიდებლობის დასაცავად მთელი ეკლესია აღდგა. პირველი დარტყმა პატრიარქმა წმინდა ნიკიფორე აღმსარებელმა მიიღო, მაგრამ მან მაინც მოასწრო, ეკლესიას საშიშროების შესახებ ამცნო და მრევლს წინააღმდეგობისაკენ მოუწოდა. პატრიარქი დაამხეს და გადაასახლეს. ხატმებრძოლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მართლმადიდებლურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა და წმინდა ნიკიფორეს ადგილი ღირსმა თეოდორე სტუდიელმა დაიკავა. წმინდა თეოდორე ამ დროს კონსტანტინოპოლის ცნობილი სტუდიის მონასტრის იღუმენი იყო. 815 წლის ბზობის კვირას ათასმა სტუდიელმა ბერმა ქალაქის ქუჩები ჯვრითა და ხატებით მოიარა. ამით მართლმადიდებლებმა ძალაუფლებას გამოწვევა გაუგზავნეს და იმპერატორმაც არ დააყოვნა. ქვეყანაში სისხლისმღვრელი დევნა დაიწყო. თავის დროზე კოპრონიმის მიერ მოწყობილ დევნაზე უფრო მეტი მსხვერპლი ამ დევნას მოჰყვა: ათობით ეპისკოპოსი და ბერი გადაასახლეს, ხატთაყვანისმცემლებს გაკერილი ტომრებით წყალში ყრიდნენ და ისე ახრჩობდნენ, სხვებს საპყრობილეებში ამოხადეს სული... მართალია ლევ სომეხის შემდეგ დევნამ იკლო, მაგრამ მიხეილ II-ისა (820-829) და თეოფილეს (829-842) დროს ის მაინც გრძელდებოდა. 834 წელს ტერორის ტალღა კვლავ გაძლიერდა. ამ ძნელ პირობებში მართლმადიდებლობის საბოლოო გამარჯვება კვლავ ქალმა, თეოფილეს მეუღლემ იმპერატრიცა თეოდორამ მოიტანა. ქმრის სიკვდილის შემდეგ მართალმა თეოდორამ დევნა დაუყოვნებლივ შეაჩერა. 843 წელს პატრიარქის ტახტი ერთ-ერთმა ყოფილმა დევნილმა მეთოდემ დაიკავა. 843 წლის 11 მარტს დიდი მარხვის პირველ კვირას წმინდა სოფიის ტაძარში ადგილობრივმა კრებამ ხატმებრძოლთა ერესი დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა, ამ კრების აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს ყოველ წელიწადს მართლმადიდებლობის ზეიმს დღესასწაულობს. ამგვარად, მსოფლიო კრებების ეპილოგი "მართლმადიდებლობის ზეიმი" გახდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat