მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე. ბიზანტია
1. ბიზანტიის პერიოდის მნიშვნელობა
გვიანდელი ბიზანტიის ისტორია (VIII-XV საუკუნეები) ჯერ არ დაწერილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ეკლესიური წარსულის ერთ-ერთ უდიდეს მონაკვეთში გამოვლილი "განხეთქილებებისა და ურთიერთკავშირების" თავისებურებები ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და გაცნობიერებული. უცნაურია, მაგრამ მართმადიდებლური ცნობიერება ბიზანტიის ისტორიის მიმართ გამორჩეულ ინტერესს არასოდეს იჩენდა და ბიზანტია ძირითადად "მაღალი" საზოგადოებიდან გამოსული ისტორიკოსების ან ცალკეული, სხვა რომელიმე დარგის ბიზანტიით დაინტერესებული სპეციალისტების კვლევის საგანს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ბიზანტინოლოგიას ყოველთვის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა, თუმცაღა, ურიცხვი მონოგრაფიის არსებობის მიუხედავად, რომლითაც რუსული საეკლესიო ისტორიული მეცნიერება შეიძლება ამაყობდეს, არ მოიძებნება ბიზანტიის ეკლესიის ისტორია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ანუ არ არსებობს ისეთი ნაშრომი, რომელშიც აღწერილი და გააზრებულია განვლილი ისტორიული გზა და მითითებულია ერთიანი პერსპექტივა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკლესიის მეხსიერებიდან მთელი საუკუნეებია გამქრალი. უშველებელი ბიზანტიური შუა საუკუნეების ფონზე ისტორიკოსების ყურადღება მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებსა და მოვლენებზეა გამახვილებული, ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ბიზანტიური ერთიანობის დანახვას და ამ მასალის გამოყენებით მხოლოდ განვლილი მონაკვეთის მნიშვნელობის წარმოდგენა და ბიზანტიის საკითხის ზოგადად შეგრძნება ხდება შესაძლებელი.

არ შეიძლება ბიზანტიის ეკლესიის წარსული მხოლოდ მოძველებულ და დასრულებულ ისტორიად ჩაითვალოს. ბიზანტიის ისტორიის დიდი მნიშვნელობა იმით არის განპირობებული, რომ ის არა მხოლოდ აგრძელებს ეკლესიაში თავის არსებობას, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, მართლმადიდებლურ აღმსარებლობასაც და მის "ისტორიულ ფორმასაც" თავად განსაზღვრავს. როგორც შუა საუკუნეებში რეფორმაციის პროცესში ხდებოდა თანამედროვე კათოლიციზმის კრისტალიზება, ასევე და შეიძლება უფრო მეტადაც თავისი ახლანდელი ჩამოყალიბებული სახე და ისტორიული "კანონი" მართლმადიდებლობამ ბიზანტიაში შეიძინა. ჩვენი ეკლესიის რომელ მხარესაც არ უნდა დავაკვირდეთ, უბრალო თავისებურებებიც კი იმაზე მეტყველებს, რომ მისი ნამდვილი ფორმა ბიზანტიური წარსულიდან მოედინება. მართლმადიდებლური საბოლოო დასრულებული კანონიკური ღვთისმსახურება არავითარ სრულყოფასა და განვითარებას არ საჭიროებს, რადგან იგი ბიზანტიის პერიოდში ჩამოყალიბდა; ჩვენს სინამდვილეში მოქმედი კანონისაგან თითქმის არ განსხვავდება უკვე XIII-XIV საუკუნეების ბიზანტიური "ტიპიკონი" და "ევქატოლოგია". მართლმადიდებლური ხატი ბიზანტიური კანონით იწერება; ჩვენი წმინდა გადმოცემის როგორც მოცულობითი, ისე შინაარსობრივი კანონიკურობა ბიზანტიელი კანონისტების მიერ არის დამტკიცებული; საბოლოოდ ბიზანტიაში მოხდა იმ წმინდა მამების გამორჩევა, რომლებიც დღემდე შეადგენენ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მთავარ დასაყრდენს; დაბოლოს, სწორედ ამ პერიოდში დამკვიდრდა ის ღვთისმოსაობა, რომელსაც ჩვენს სინამდვილეში "ეკლესიურობას" ვუწოდებთ. გარკვეული თვალსაზრისით ბიზანტიის პერიოდი მართლმადიდებლობის ისტორიაში ეკლესიური ცხოვრების კრისტალიზაციის ეპოქად უნდა ჩაითვალოს. თანამედროვე მართლმადიდებლური ეკლესია, ისტორიული თვალსაზრისით, ბიზანტიური ეკლესიაა და მან იმპერიის ისტორიას ხუთასი წლით გადააჭარბა.

2. ხატმებრძოლობის გამო გამოწვეული კრიზისი (დასაწყისი)
ყველა ისტორიკოსი იმ აზრს ეთანხმება, რომ მერვე საუკუნიდან ბიზანტიის ისტორიაში ახალი პერიოდი დაიწყო. მეშვიდე საუკუნე დამთავრდა ანარქიითა და სახელმწიფოს თითქმის სრული განადგურებით. 717 წელს კონსტანტინოპოლს არაბები ავიწროებდნენ, ამ დროს სახელმწიფოში არსებული შიდა არეულობების გამო ქვეყანა დამპყრობლის იოლი ნადავლი ხდებოდა. ასეთი მძიმე მდგომარეობიდან ბიზანტია ლეონ ისავრიელმა გამოიყვანა. ის იმ მრავალ აღმოსავლეთბიზანტიელ ჯარისკაცთაგანი იყო, ვინც იმპერიის მაცოცხლებელ ძალას წარმოადგენდა და იმპერიაში უმაღლეს სამხედრო წოდებას მიაღწია. ლეონი იმპერატორად ბიზანტიის მოქალაქეებმა აღიარეს და ამით საფუძველი ჩაეყარა ახალ, ისავრიელთა დინასტიას. 717-745 წლებში წარმატებული ბრძოლების შემდეგ ლეონმა და მისმა შვილმა კონსტანტინე კოპრონიმმა (745-775) იმპერიის საგარეო მდგომარეობა აღადგინეს, ხოლო სახელმწიფოს შიგნით უმნიშვნელოვანესი: სამხედრო, ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმები გაატარეს. ამ რეფორმებით ფაქტობრივად ის ევოლუციური კურსი დასრულდა, რომელიც თავის დროზე იმპერატორმა ჰერაკლემ წამოიწყო. მაგრამ ეს იყო ბიზანტიის მსოფლიო იმპერიის მეტამორფოზა, რის შედეგადაც იმპერია შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოდ გადაიქცა და რომელშიც ყველაფერი, ერთი მხრივ - აღმოსავლეთით ისლამის, ხოლო მეორე - მხრივ ჩრდილოეთით სლავების წინააღმდეგ იყო მიმართული. ძალიან მალე საჭირო გახდა დასავლეთიდან მომდგარი ნორმანების გათვალისწინებაც. ერთი სიტყვით, რომაულმა "მსოფლიომ" საბოლოოდ ბიზანტიის სახელმწიფოს სახე შეიძინა.

ეკლესიისათვის ეს ახალი დრო ახალი შფოთით დაიწყო და დამღას, რომელიც ამ ისტორიულ პერიოდს იმპერატორ ისავრიელების სახელით დაედო, ხატმებრძოლობა დაერქვა. ახალი შფოთის წინააღმდეგ ბრძოლამ თითქმის ასორმოცდაათს წელს გასტანა. ხატმებრძოლობის შინაარსის გამო მეცნიერები ბევრს კამათობდნენ. ერთნი მასში მუსულმანური აღმოსავლეთის გავლენას ხედავდნენ; მეორენი მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო იმპერატორების მიერ ორგანიზებული პირველი "სეკულარული" აჯანყება, ანუ ფორმალურად ხელოვნების ყოველგვარი ეგრეთ წოდებული მახრჩობელა "საკრალური" წნეხისგან განთავისუფლებისთვის ბრძოლა, ხოლო სინამდვილეში საეკლესიო და სამონასტრო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევის მცდელობა; მესამენი თვლიან, რომ ეს ელინური "სპირიტუალიზმის" ახალი აფეთქება იყო, რომლისთვისაც ხატის თაყვანისცემა გრძნობადის, ანუ მატერიალურის ქრისტიანულ რელიგიაში გამოვლინება იყო. მეათე საუკუნიდან დამკვიდრდა აზრი, რომ მწვალებლობის გაჩენის მიზეზს უშუალოდ იმპერატორები წარმოადგენდნენ, მაგრამ უახლესი გამოკვლევები მოწმობს, რომ დავა უწინარეს ყოვლისა ეკლესიაში გაჩნდა და ამ საქმეში სახელმწიფო ძალაუფლება მხოლოდ მოგვიანებით ჩაერია. ამავე დროს, ამ მოკვლევების მიხედვით ირკვევა, რომ დავისათვის მართლაც სერიოზული საფუძველი არსებობდა.

ხატთა თაყვანისცემას ხანგრძლივი და რთული ისტორია აქვს: შეიძლება ითქვას, რომ ამავე დროს ეს პროცესი ადამიანის რწმენაში განმტკიცების ისტორიას წარმოადგენს. ადრეულ ეკლესიაში ხატს თავისი თანამედროვე დოგმატური მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქრისტიანული ხელოვნების დასაწყისი - კატაკომბური ფერწერა სიმბოლურ ან, როგორც პროფესორი ვ. ვეიდლე წერდა, "სიგნიტურ" ხასიათს ატარებდა. ეს არ იყო იესო ქრისტეს, წმინდანების ან წმინდა ისტორიის ცალკეული ეპიზოდების ხატის მსგავსი გამოსახულება, უწინარეს ყოვლისა, ეს იყო მაცხოვრისა და ეკლესიის შესახებ ნაფიქრალის აღწერა, სადაც უმთავრესი ადგილი საკრალურს - ნათლობასა და ევქარისტიას, ანუ იმ სიუჟეტებს ეკავა, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ცოდვის ტყვეობიდან უნდა გამოხსნილიყო. "სიგნიტური" ტიპის ხელოვნების ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი არ არის ამა თუ იმ თემის ახსნა და განმარტება (რადგან ნაწარმოების ავტორს არ აინტერესებს, როგორ არის განმარტებული მოვლენა), სიგნიტურისთვის თვითონ შერჩეული თემები და მათი ურთიერთშეთავსება ან კომბინაციაა მნიშვნელოვანი. ასეთი მიმართულების ხელოვანი აქცენტს ღვთაების ნაცვლად, ღვთაების ფუნქციაზე აკეთებს. მაგალითად, სარკოფაგებზე და კატაკომბებში გამოსახული "მწყემსი კეთილი" არათუ მაცხოვრის ხატი, თავად იესო ქრისტეს სიმბოლოც კი არ არის. ის მხოლოდ გარეგნული გამოხატულებაა აზრისა, რომ მაცხოვარი გადაგვარჩენს, ის იმისათვის მოვიდა, რათა გადაგვარჩინოს და მან ჩვენ გადაგვარჩინა. ლომების ხაროში ჩაგდებული დანიელი დანიელის პირობითი პორტრეტიც კი არ არის, ეს იმის ნიშანია, რომ გადარჩა დანიელი და ჩვენც ისევე გადავრჩებით, როგორც დანიელი. ასეთი შემოქმედება ხელოვნების ჭეშმარიტი გაგებით ხელოვნებად არც კი შეიძლება ჩაითვალოს. ის არ განასახიერებს და არ გამოხატავს: ის გვაუწყებს და მიგვანიშნებს იმ გავარვარებული ბირთვის, რწმენის იმ მისტერიული მწველი მზის შესახებ, რომელითაც აღსავსე იყო პირველი საუკუნეების მოწამეების, წმინდა მამებისა და გადანათლული წარმართების ცხოვრება, აქ შეიძლება როგორც ნათლობის რიტუალი, ისე თვით ქრისტიანული ეკლესიის მტრები ვიხილოთ". მაგრამ ამ სურათების აღწერისა და აღწერილი ამბების გადმოცემის გამო ხელოვნებაზე უარის თქმამ კატაკომბური ხელოვნება იმ რეალურ მიზეზად აქცია, "რომლისგანაც წარმოიქმნა ახალი, შუა საუკუნეების რელიგიური შინაარსით სრულად აღვსილი ქრისტიანული ხელოვნება, რომელიც ნელ-ნელა და თანმიმდევრულად დამკვიდრდა როგორც იმპერიის აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში. იმისათვის, რომ ასეთი უმაღლესი შინაარსის მქონე ხელოვნება აღზევებულიყო, საჭირო გახდა მხატვრის შემოქმედებაში სხეულისა და სამშვინველის ხატი ჭეშმარიტ სულიერებამდე ამაღლებულიყო, ნატურალისტური ხელოვნება ტრანსცენდენტური გამხდარიყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმისათვის, რათა კვლავ აღზევებულიყო და უფრო დიდი სიმაღლეები და ღრმა შინაარსი გამოეხატა, ერთ მომენტში ხელოვნებამ საკუთარ მე-ზე უარი განაცხადა, ნათლობის სიწმინდეში ჩაიძირა, განიწმინდა და კვლავ ახალ არსად განხორციელდა და იშვა..." (ვ. ვეიდლე) (დაწერილია: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი". ხატი სწორედ ასეთი მეორედ შობილი ხელოვნების ნიმუშია - რ.ჩ.).

ხატის ქრისტიანულ ეკლესიაში შემობრძანება უდავოდ მაცხოვრის ორბუნებიანობას, სრულად განკაცებულ მაცხოვარში სრული ღვთაების ყოფნას უკავშირდება. ღმერთი არავის არასოდეს უნახავს, მაგრამ იესო ქრისტეში - ადამიანში ღმერთი სრულად გამოჩნდა. მასში უფალი ხილული სახით მოგვევლინა. მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ შესაძლებელი ხდება ღმერთის აღწერა ანუ დახატვა. რადგან იესო ქრისტე ერთდროულად ღმერთიც არის და ადამიანიც, იესოს ხატი ანუ ადამიანის ხატი ღვთის ხატია. ამასთან, თუ ღვთის მადლით მთელი ქვეყანა და მისი მატერია სულიწმინდით შეიძლება იყოს მოსილი და უფლის ჩანაფიქრის შესაბამისად ადამიანის სხეული ღვთაებრივი სულის ჭურჭელია, ცხადია, რომ უფალი თავისი მადლით ჩვენს სხეულს, ჩვენს სულს, ანუ "სრულ" ადამიანს მუდმივად კვებავს; თუ ნათლობის წყალს ისეთი ძალა აქვს, რომ ადამიანს ცოდვისგან განწმენდს, პურით და ღვინით ადამიანი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება, რატომ იქნება შეუძლებელი, ადამიანის ხელით შექმნილი მაცხოვრის ხატი აღვსილი იყოს მადლით და ძალით და თანაც ამ ხატში თვით სულიერი რეალობა იყოს გამოხატული. ხატში, ერთი მხრივ, ქალკედონის დოგმატი თავისი სიღრმით ვლინდება და მეორე მხრივ, ხატს ხელოვნება - ადამიანის ქმნილება ახალ სივრცეში, ახალ განზომილებაში გაჰყავს. ეს ასე ხდება, რადგან ხატის შემოქმედს და აღმქმელს, ანუ ადამიანს ახალი განზომილება თავად უფალმა შესძინა.

ხატის თაყვანისცემა ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნის მრავალი ძეგლით დასტურდება და ამ დროს ხატი უკვე ეკლესიის განუყოფელი ნაწილია. "ქრისტეს გამოსახულებას და მის წამებას ვწერ და გამოვხატავ, ამას ვაკეთებ ეკლესიებში, სახლებზე, მოედნებზე, ხატებზე, ტილოებზე, ტანსაცმელზე და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება, რათა ნათლად ჩანდეს, ყველას ახსოვდეს და არავის დაავიწყდეს იგი, - წერს ლეონტი იერაპოლელი, - და როგორც შენ სცემ თაყვანს კანონთა წიგნში არსებულ ღვთის სიტყვას და ეს არ არის ტყავის და მელნის თაყვანისცემა, ასევე მე ვცემ იესო ქრისტეს ხატს თაყვანს და არა ხეს ან საღებავს - ნუ იყოფინ!.. თაყვანს ვცემ რა იესო ქრისტეს უსულო ხატს, მსურს თაყვანი ვცე თავად მაცხოვარს... ქრისტიანები სხეულებრივად უფლის, მოციქულის ან მოწამის გამოსახულებას როცა ვემთხვევით, სულიერად თაყვანისცემის საგანი თვით ქრისტე ან მისი მოწამე ხდება" (რადგან ყოველი წმინდანი ქრისტეს მოწმობს და თავის თავში მასთან ერთობის მატარებელი და მისი ცოცხალი ხატია). ხატის სწორედ ამ "ქალკედონური" თვალსაზრისიდან გამომდინარეობს ხატწერის მთავარი წესები, რომლებიც ტრულის კრების 82 კანონშია მოცემული: "ზოგ პატიოსან ხატზე გამოსახულია წინამორბედის თითით ნაჩვენები კრავი, რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს მადლის სახედ არის შემოღებული და ჩვენთვის წინასწარ მოსწავებულია სჯულის მიერ. მომავალში ყველა ძველ წესსა და აჩრდილს, როგორც ჭეშმარიტების სახეს და წინასწარმეტყველებას, ეკლესიისათვის ნაწინასწარმეტყველებს, მივიღებთ და უფრო პატივს ვცემთ მადლს და ჭეშმარიტებას, ვთვლით რა მათ რჯულის სისრულედ და ამისთვის ყოვლად სრულ ფერში გამოსახულად წარმოვადგენთ ყველას თვალთა წინაშე სოფლის ცოდვების ამღების, ჩვენი ქრისტე ღმერთის კაცობრივ მსგავსებას, ძველი კრავის ნაცვლად გამოსახულს ხატებში. ვადგენთ ამიერიდან ამას და ამით ღმერთის სიტყვის გარდამეტებულ თავმდაბლობას აღვიქვამთ, ვახსენებთ მის ხორციელ მოღვაწეობას, მის ვნებას და მის მხსნელ სიკვდილს და ყოველივე ამის მიერ სოფლის გამოხსნას კეთილად შევიმეცნებთ". როგორც ვხედავთ, ამ ტექსტში ხატი ღვთის განკაცების საბუთადაა წარმოდგენილი - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ანუ გამოსახულება გამოსახულის ძალით არის აღვსილი.

მაგრამ ეკლესიის მიერ განსაზღვრული და მიღებული "გააზრებულს" ყოველთვის წინ უსწრებდა, გამოცდილება ყოველთვის მოფიქრებულზე უფრო სანდო იყო. ამავე დროს, "ქალკედონური" ხატთაყვანისცემის მგრძნობიარე საზღვრებმა, რაც მას ნამდვილ კერპთაყვანისმცემლობას აშორებდა, ყველგან ვერ გაუძლო ცდუნებას და ბევრგან, რბილად რომ ვთქვათ, უგვანი სახე მიიღო. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მეშვიდე საუკუნე ეკლესიური სიღრმეების "ჭვრეტისა" და ქრისტიანული საზოგადოების ბუნების გაუხეშების თანადროული ეპოქა იყო და ხატთაყვანისცემაში ამ დროს თავისი უხეში და გრძნობამორეული ბუნებით ამაოდმორწმუნოება შემოიჭრა. "ბევრს მიაჩნია, - წერდა ღირსი ანასტასი სინელი, - რომ მონათლულისთვის ისიც საკმარისია, შევიდეს ეკლესიაში, ხატებს ემთხვიოს, ხოლო რაც შეეხება ლიტურგიას და ღვთისმსახურებას, შეუძლია ყურადღება არც კი მიაქციოს"... იმ პერიოდში გაჩნდა ტრადიციები, ხატს მიენიჭოს ბავშვის ერთ-ერთი ნათლიის ფუნქცია, ხატის საღებავის ნაფხეკი ევქარისტიულ ღვინოში იქნეს შერეული, წმინდა ძღვენი ხატზე იქნეს დაბრძანებული, რათა ზიარება წმინდანების ხელიდან განხორციელდეს და ა.შ.; "ცხადია, მთლიანობაში ეს ყველაფერი ეკლესიური წეს-ჩვეულების გაუკუღმართებაზე მიუთითებდა, ხატთაყვანისცემა კერპის თაყვანისცემას უახლოვდებოდა, რადგან უკვე თაყვანს სცემდნენ არა უფალს, არამედ ნივთს" (ბოლოტოვი). ერთი სიტყვით, ჭეშმარიტ ქრისტოლოგიურ საფუძველსა და მაცხოვრის ჭეშმარიტ რწმენაზე აღორძინებული წესები ხშირად თავის საფუძველს სწყდებოდა, იცვლიდა ბუნებას და საპირისპირო წარმართულ შინაარსს იძენდა.

ცხადია, ხანგრძლივი ხატმებრძოლური მოძრაობის დაწყების მიზეზი მხოლოდ წესის ასეთი გაუკუღმართება არ იყო. ხატმებრძოლობა გაჩნდა როგორც ხატის საერთოდ უარყოფის ძალიან დახვეწილი იდეა. ამ იდეით დამუხტული ხატმებრძოლების განიარაღებას ეკლესიური გონის ხანგრძლივი შემოქმედებითი ძალისხმევა და მრავალგზისი ღვთისმეტყველური "ჭვრეტა" დასჭირდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat