მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
4. იუსტინიანე
(პირველი ნაწილი. გაგრძელება)
იუსტინიანესთვის ფასადური რესტავრაცია შინაარსობრივისგან განუყოფელი იყო. მისი მმართველობის პირველივე წლებში რომის სამართალში უმნიშვნელოვანესი სისტემური ცვლილებები განხორციელდა. უდიდეს სამართლებრივ ქმნილებას "იუსტინიანეს კოდექსი" (529 წ.) და "პანდექტი" (533 წ.) დაერქვა. ეს დიდება გადაჭარბებული არ არის, იუსტინიანეს კანონებმა შეინარჩუნა რომის სამართალი და იგი ახალი სამყაროს კანონმდებლობის ფუნდამენტად გადააქცია. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები იმპერიის ნგრევის პროცესში შეიქმნა, ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობითობა სწორედ მათ საფუძველზე განმტკიცდა. მაღალი კლასის იურიდიული შემოქმედების შესაბამისი იყო ღრმა ადმინისტრაციული და ფინანსური რეფორმაც. ამრიგად, იმპერიამ კვლავ შეიძინა თავისი მყარი და მოქნილი სახელმწიფოებრივი "ფორმა".

ყოველივე აღნიშნული საშუალებას და მიზეზს გვაძლევს ვთქვათ, რომ იუსტინიანე რომის უკანასკნელი დიდი იმპერატორი იყო. მაგრამ თუ მასში ქრისტიანული იმპერიის პირველი "იდეოლოგი" არ დავინახეთ, შეუძლებელი იქნება ისტორიაში და მით უმეტეს ეკლესიის ისტორიაში მისი მნიშვნელობა გავიგოთ. სწორედ მან შეძლო კონსტანტინეს მიერ დაწყებული სახელმწიფოსა და ეკლესიის შემაკავშირებელი საქმე ჩაფიქრებულ შედეგამდე მიეყვანა. იუსტინიანემ დაიწყო ქრისტიანული ბიზანტინიზმის "სინთეზის" ჩამოყალიბება, შემდგომში კი აღმოსავლური მართლმადიდებლობის განვითარების გზა სწორედ ამ სინთეზზე აიგო და ამ სინთეზმა განაპირობა.

იუსტინიანეს სახელმწიფო პოლიტიკა არასოდეს გაუცალკევებია ქრისტიანობისგან. ის საკუთარ პიროვნებაში ყოველთვის რომის იმპერატორს ხედავდა, ყოველთვის გრძნობდა, რომ ქრისტიანი იმპერატორი იყო. მისი თეორიის საწყისი წყარო აქ, ამ თავისთავადობაში - იმპერიისა და ქრისტიანობის განუყოფლობაშია. მაგრამ აქვეა იმ ორაზროვნების ძირითადი მიზეზი, რომლის უკანაც, ღიად რომ ვთქვათ, ის იმალება, რასაც შეიძლება ამ თეორიის შინაგანი სიყალბე ვუწოდოთ. ერთი მხრივ, იუსტინიანეს დროინდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ იმპერიის თვითშეგნება ქრისტიანობის ზეგავლენით შეიცვალა: იუსტინიანე საკუთარ თავს ყოველთვის ღვთის მსახურად და მისი ნების აღმასრულებლად, ხოლო იმპერიას დედამიწაზე ღვთის გეგმის განხორციელების საშუალებად მიიჩნევს. იუსტინიანემ რომი საბოლოოდ ჯვრის მტვირთველ იმპერიად დაამკვიდრა, მან მთავარ საქმედ ქრისტიანობის დაცვა და ხალხთა შორის განვრცობა გამოაცხადა. ამდენად, არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ იუსტინიანე იყო მისიონერიც, ქველმოქმედიც და მეცენატიც. ის ყოველთვის დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა ეკლესიას. არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ იგი ჭეშმარიტი მორწმუნე იყო, მას არა "პოლიტიკური", არამედ ჭეშმარიტი ინტერესი ჰქონდა ღვთისმეტყველებისადმი. მისი კანონთა კრებული შემთხვევით არ იწყება იესო ქრისტესა და წმინდა სამების "კათოლიკე სარწმუნოების" აღსარებით, ხოლო სოფიაწმინდაში - იმპერიის სინდისში, გულსა და მფარველ ტაძარში ბრწყინვალე ტახტს ასეთი წარწერა ამშვენებს: "შენი შენთა, შენთვის მოაქვთ იუსტინიანეს და თეოდორას". გარკვეული თვალსაზრისით ეს სიტყვები მართლაც ასახავენ იმპერატორის თვითშეგნებას და შთაგონებას, რადგან იუსტინიანემ იმპერია მთლიანად ქრისტიანების ღმერთს მიუძღვნა. ალბათ სწორედ ამიტომ არის, რომ ისტორიკოსების უმრავლესობა იუსტინიანეს თეორიაში იმ ტრაგიკულ მარცვალს ვერ ხედავს, რომლის გამოც მის რელიგიურ პოლიტიკას ჩავარდნები ჰქონდა.

მეორე მხრივ, ისტორიკოსების ის ნაწილი, რომელიც მთლიანობაში ბიზანტიური პოლიტიკის წინააღმდეგია, მიიჩნევს, რომ იუსტინიანე "ცეზაროპაპიზმის", ანუ ეკლესიის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარების, თეორეტიკოსი და სულის ჩამდგმელია. ისინი სწორედ მასში ხედავენ ყველა იმ უბედურების ან ბოროტების საწყისს, რაც აღმოსავლეთის მართლმადიდებლობამ გადაიტანა. როგორც აღინიშნა, საპირისპირო მხარე, პირიქით, იუსტინიანეს სწორედ იმ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური "სიმფონიის", ანუ იმ თეორიის ავტორად მიიჩნევს, რომელმაც ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთთან ჰარმონიულად დააკავშირა, ხოლო ცოდვები და ძალადობა, რაც მისი მმართველობის თანმდევი იყო, ამ მკვლევრებს მიწიერი ცხოვრებისთვის გარდაუვალ და კანონზომიერ გადახვევად მიაჩნიათ. სინამდვილეში კი იუსტინიანესეული თეორიის საბედისწერო ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ მთელ მის სახელმწიფოებრივი მოწყობის სქემაში ეკლესიას არავითარი ადგილი არ უკავია. მან სახელმწიფოსა და "სახელმწიფოებრივ" შიდა ფუნქციურ დაყოფას საფუძვლად ქრისტიანობა დაუდო, მაგრამ საუბედუროდ ამ სისტემაში ეკლესიის ადგილი ვერ დაინახა, ამდენად, დიდი იმპერატორის წარმოდგენები ქვეყნის ქრისტიანულად მოწყობის შესახებ ყალბ წანამძღვრებზე აიგო.

საჭიროა დაზუსტდეს, რომ სიტყვა "ეკლესია" იუსტინიანესთან უამრავჯერ გვხვდება. ზნეკეთილი მეფის მისიად იუსტინიანეს ქრისტიანული რწმენის სიწმინდის შენახვა, წმინდა სამოციქულო, კათოლიკე ეკლესიის ყოველგვარი დევნის, ვიწროობათა და შეჭირვებულობათაგან დაცვა მიაჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისიდანვე მორწმუნის თვითშეგნებაში ეკლესია ახალი საზოგადოება იყო, მასში ღმერთის ხალხის ახალი ერთობა მკვიდრდებოდა და ეს ერთობა "წყლითა და სულით" იყო დაბადებული. კვლავ დაბადებას ქრისტიანი ახალ განზომილებაში გადაჰყავდა: მისი საშუალებით ადამიანი არაამქვეყნიურ სასუფეველში გადადიოდა, ამავე დროს, "მომავალი საუკუნო ცხოვრების თანაზიარი" ისე ხდებოდა, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში რჩებოდა. ეკლესია ქრისტიანს სხვა სამყაროს მოქალაქეობის საშუალებას აძლევდა: "თქვენ მოკვდით და თქვენი ცხოვრება ქრისტესთან ერთად ღვთაებრიობაშია დაფარული". ამიტომ არა მხოლოდ დევნითა და შევიწროებით იყო ეკლესია ამქვეყნიურობას განშორებული, არამედ მთავარი მიზეზი მისი ბუნების ყოველგვარ მიწიერებასთან შეუსაბამობა იყო. ეკლესიასა და ქვეყანას შორის ნათელი ზღვარი ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში გამოიკვეთა: ეს ზღვარი და ამ "გარდატეხის" ძალის რწმენა ადამიანის თვითშეგნებაში იმდენად ძლიერი იყო, რომ ბევრი მორწმუნე ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაზეც კი უარს ამბობდა და მოუნათლავი რჩებოდა. ასე მაგალითად, ბასილი დიდი ზრდასრული მოინათლა, ხოლო იოანე ოქროპირი კიცხავდა იმ ადამიანებს, რომლებიც, იმის გამო, რომ ცხოვრებისეულ "სიამოვნებებზე" უარის თქმა უჭირდათ, ნათლობის საქმეს აყოვნებდნენ... მაგრამ უკვე მეხუთე საუკუნეში ეს გარე საზღვარი ნელ-ნელა გაქრა: ქრისტიანული საზოგადოება სულ უფრო მეტად ბიზანტიური გახდა. ეკლესიურ სწავლებასა და შემეცნებაში მთავარი პრინციპი შეუვალი დარჩა: ეკლესია არის "ჩვეულებრივისგან" განსხვავებული, ის არის არაამქვეყნიური საზოგადოება, და თუ ლიტურგიის ტექსტის არსს ჩავწვდებით, ის დღესაც "მხოლოდ მორწმუნეთა" "დახურული" ერთობაა და არა საზოგადოებრივი მსახურება, რომელსაც ყოველი მოსული შეიძლება "დაესწროს"... ამიტომ საკრალურსა და საზოგადოებრივს შორის ზღვარი მთელი ქრისტიანული იმპერიისთვის ბუნებრივი გახდა და ეს სიახლე ეკლესიის შესახებ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების საფუძვლებს სრულიად არ ეწინააღმდეგება. ეკლესიური სწავლება ყველა ხალხს ეკუთვნის და ყველასთვის ერთიანია. იცვლება მხოლოდ მისი ქადაგების ცალკეული მეთოდები და ვითარდება მათი ზეგავლენა ადამიანებზე, ღვთისმსახურება უფრო სადღესასწაულო ხდება. ეკლესია უფრო ფართოდ მოიცავს ადამიანურ ყოფას, მაგრამ არსობრივად იგივე რჩება, რაც იყო და რაც უნდა იყოს: ეს არის ღმერთის ხალხის კრებული, რომელიც მოწოდებულია იქადაგოს ცათა სასუფეველი. ევქარისტიული ლოცვა დღემდე ესქატოლოგიურ ხასიათს ატარებს და ამიტომ ყოველი ლიტურგია ეკლესიის "არაამქვეყნიურობასა" და "მომავალ - საუკუნო სიცოცხლეს ქადაგებს".

მაგრამ ეს "თანხვედრა" ამავე დროს ნიშნავს, რომ იმპერიის "გაქრისტიანების" პროცესში ეკლესიისა და ქვეყნიერების, ანუ ქრისტიანობისა და წარმართობის გარეგანმა ზღვარმა შინაგანში, ქრისტიანულ ბუნებასა და აზროვნებაში გადაინაცვლა. ქრისტიანი ეკლესიასაც "ეკუთვნის" და ქვეყანასაც, მაგრამ მან ახლა უკვე მათ შორის არსებული ონტოლოგიური განსხვავება უნდა დაინახოს. შემდეგ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უნდა ეცადოს, ამქვეყნიურ ცხოვრებას სინათლე მოჰფინოს და ბნელში მყოფნი ქრისტეს სწავლებით გაანათლოს. მან იცის, რომ ფასეულობა და განძი, რომელიც მას გააჩნია, "არა ამის სოფლისაა" და იგი ქვეყნიერებას უნდა გაუნაწილოს. ეს განძი, რა თქმა უნდა, ღმერთის სასუფეველი და ღმერთთან ერთობაა, ქრისტესთან ერთად მარადიული ცხოვრების სიხარულია. ეკლესიურ ერთობაში პურის გატეხა "ქრისტეს სიკვდილის მაუწყებელი და მისი აღდგომის რწმენაა"... ეკლესია ქვეყნის ფიზიკური ნაწილია და როდესაც იგი თავის ყოველ წევრს ეკლესიის გარეთ დარჩენილ ქვეყნიერებასთან აკავშირებს, ღმერთის სასუფევლის საიდუმლოს გაფართოების პროცესი ხორციელდება. ეს არის სასუფევლის მომავალი დიდი ზეიმის წინმსწრები პროცესი და ამიტომ იგი აბსოლუტურად თავისუფალი და განსხვავებულია ამქვეყნიური მოვლენებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ მეოთხე და მეხუთე საუკუნეების მქადაგებელთა და ღვთისმეტყველთა უდიდესი ძალისხმევა სწორედ იქით არის მიმართული, რომ ეკლესიური საზოგადოების, ყოველი მორწმუნის აზროვნებასა და ცხოვრებაში სწორეთ ღმერთის სასუფევლისა და ამქვეყნიურობის სხვადასხვაობა უნდა იქნეს შენარჩუნებული. ამ ძალისხმევით აიხსნება ლიტურგიული რიტუალის გაღრმავება (სულ უფრო მეტად შეიგრძნობა აქცენტირება საიდუმლოთა "საფრთხილო - საშიშ" ძალაზე, როგორც ამქვეყნად განცხადებულ აბსოლუტურად უცხო, ზეციურ და მიწიერებასთან შეუსაბამო რეალობაზე...); დაბოლოს, ბერმონაზვნური ცხოვრების გაჩენაც სწორედ ამ სხვადასხვაობაზე მიუთითებს. ქადაგებით, ღვთისმსახურებით, ასკეტიკით ეკლესია ებრძვის საცდურს, ქრისტიანობა გადაიქცეს "საბუნებისმეტყველო" რელიგიად, ბოლომდე "შეერწყას" სამყაროს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat