მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
3. აღმოსავლეთის განცალკევება
(მეორე ნაწილი. გაგრძელება)
ქალკედონიდან დაბრუნებულ ეპისკოპოსებს ადგილებზე სახალხო გამოსვლები ხვდებოდათ. იმისათვის, რომ პატრიარქ იუბენალს თავის ქალაქამდე - იერუსალიმამდე მიეღწია, საჯარისო ნაწილების გამოყენება გახდა საჭირო. ალექსანდრიაში გააფთრებულმა ბრბომ დიოსკორეს ნაცვლად კონსტანტინოპოლის მიერ დანიშნული პატრიარქის დამცველი ჯარისკაცები ერთ-ერთ ძველ წარმართულ ტაძარში სერაპიუმში ჩაკეტა და ცოცხლად დაწვა. მთავრობამ ქალკედონის დასამკვიდრებლად ძალის გამოყენება დაიწყო, მაგრამ როდესაც 457 წელს თეოდოსი დიდის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი მარკიანე გარდაიცვალა, მონოფიზიტებთან ურთიერთობაში კომპრომისების ერა დაიწყო და ამ დროიდან მოყოლებული, იმპერატორთა პოლიტიკა თითქმის ორასი წლის მანძილზე ამ თავისებურებით ხასიათდებოდა. 457 წელს ალექსანდრიაში ხალხმა კონსტანტინოპოლის მიერ დანიშნული პატრიარქი მოკლა და მონოფიზიტი პატრიარქი ტიმოთე ელურა თავად აირჩია. მონოფიზიტებმა იმავე 457 წელს ანტიოქიის კათედრა დაიკავეს და პატრიარქად ვინმე პეტრე ფულონი დანიშნეს. ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ მონოფიზიტების ზურგსუკან უამრავი ხალხი იდგა და ისინი იმპერიის მთლიანობისთვის საშიშ ძალას წარმოადგენდნენ. 457 წელს უზურპატორმა ვასილისკომ, რომელმაც მოკლე ხნით იმპერატორი ზენონი გააძევა, ფაქტობრივად ქალკედონის უარმყოფელი "ენციკლიკა" გამოსცა და მასზე ეპისკოპოსებისგან ხელმოწერა მოითხოვა. 500- დან 700-მდე ეპისკოპოსმა დოკუმენტს ხელი მოაწერა! 476 წელს დაბრუნებულმა ზენონმა დასაწყისში მართლმადიდებლობის დაცვა დაიწყო, მაგრამ შემდეგ დაინახა, რომ ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში მონოფიზიტობა სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა, დაჰყვა კონსტანტინოპოლის პატრიარქის აკაკის რჩევას და 482 წელს გამოსცა დოგმატური დეკრეტი "ენოტიკონი", რომელშიც არ ასახელებდა, მაგრამ ფაქტობრივად მაინც უარყოფდა ქალკედონის განსაზღვრებასაც და პაპ ლევის "ტომოსსაც", რომელიც ევტიქის სწავლების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ დეკრეტს ალექსანდრიისა და ანტიოქიის მონოფიზიტმა პატრიარქებმა ხელი მოაწერეს. თუმცა საზოგადოება მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის მიერ ამ ხელმოწერების მიღება აღნიშნული ქალაქების მონოფიზიტი პატრიარქების კანონიერ მოძღვრებად აღიარებას ნიშნავდა, ფართო მასებმა "ენოტიკონის" უარყოფა მოითხოვა. პროტესტის მუხტი ძლიერდებოდა. ალექსანდრიაში ასეთი მოთხოვნით 30000 ადამიანისაგან შემდგარი ბრბო გამოვიდა. ამ დროს ქალკედონის პატრიარქიც ალექსანდრიაში იმყოფებოდა და ვინაიდან აღნიშნულ ბუნტში ბერებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, შექმნილი სიტუაციის გამო მან - ქალკედონის პატრიარქმა რომის პაპს საჩივარი გაუგზავნა. პაპმა ფელიქს III-მ კომპრომისული პოლიტიკის მთავარი სულისჩამდგმელის აკაკი კონსტანტინოპოლელისგან მოითხოვა ნათლად ყოფილიყო განმარტებული, თუ რას ნიშნავდა მისთვის ქალკედონის დოგმატი და პაპ ლევის "ტომოსი" და მას შემდეგ, რაც მისგან გასაგები განმარტება ვერ მიიღო, 484 წლის ივლისში აკაკი ყოფით ვითარებაში დაამხო და განკვეთა. სწორედ ეს იყო რომთან პირველი "სქიზმის" - გაყოფის დასაწყისი და იგი მთელი ოცდაათი წლის მანძილზე (484 - 518) გრძელდებოდა. ამ სქიზმით გამოჩნდა, რომ მონოფიზიტური აღმოსავლეთის შენარჩუნების გამო კონსტანტინოპოლი მართლმადიდებელ დასავლეთს კარგავდა: "აკაკისეული განხეთქილება" კიდევ ერთი რგოლია განცალკევების იმ გრძელ ჯაჭვში, რომელსაც ეკლესია საბოლოო გაყოფამდე მიჰყავდა. მომდევნო წლებში იმპერატორმა ანასტასი I-მა (491-518) მონოფიზიტობას მხარი უკვე ღიად დაუჭირა: 496 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი დამხობილ იქნა იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ალექსანდრიის მონოფიზიტ პატრიარქთან ურთიერთობაზე; 511 წელს ნესტორიანობის გამო მისი ბედი მაკედონიის პატრიარქმა გაიზიარა და მის ნაცვლად მონოფიზიტი ტიმოთე იქნა დანიშნული; 512 წელს ანასტასიმ ანტიოქიის კათედრაზე მონოფიზიტების მთავარი ღვთისმეტყველი სევირი ანტიოქიელი დანიშნა, რომელმაც ტირის კრებაზე საზეიმოდ დაგმო ქალკედონი. მართლმადიდებლობასა და მონოფიზიტობას შორის წინააღმდეგობა ყოველწლიურად ღრმავდებოდა და დაპირისპირება თანდათან შეურიგებელი ხდებოდა. ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როდესაც ეგვიპტელებისა და სირიელების დიდი უმრავლესობა ერესის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, ამავე პერიოდში პალესტინაში ბერმონაზვნები პალესტინის ლავრის დამაარსებლის საბა განწმენდილის ხელმძღვანელობით მონოფიზიტურ იერარქიას საერთოდ არ აღიარებდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ მათ "მელკიტებს", ანუ ბერძენ-ორთოდოქსებს - მართლმადიდებლებს უწოდებდნენ. თუ მოცემულ სურათს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ქალკედონი თავისი სიღრმისა და ზოგთათვის მიუწვდომლობის გამო ვერანაირად ვერ გახდა "იმპერიული" სინთეზი. მონოფიზიტური არეულობა სულ უფრო მეტად აშიშვლებდა ეკლესიის იმპერიასთან კავშირის შედეგად გაჩენილ ანგარიშსწორებას. იმპერიული ცოდვები ეკლესიას ვნებად უბრუნდებოდა და ეს ახალგაზრდა ქრისტიანული სამყაროს პირველი დიდი ტრაგედია იყო.

4. იუსტინიანე
(პირველი ნაწილი)
ტრაგედია, რომელიც იუსტინიანეს თითქმის ორმოცწლიანი (527-565) მმართველობის პერიოდს მოიცავს, რომის "მსოფლიო ეკლესიურობის" შენარჩუნებისათვის უკანასკნელ მცდელობაში, იმდროინდელი სამყაროს თვითგამოხატვის კულმინაციასა და აღსრულებისათვის განწირული "ანტიკურობის" ქრისტიანობასთან საბოლოოდ დაკავშირებაში გამოვლინდა. იუსტინიანე თავისი ხელმწიფობის დასაწყისში რომის დიდებული წარსულით იყო მოხიბლული და სწორედ ამიტომ მისი იმდროინდელი პოლიტიკა არსებული სინამდვილის არასწორი შეფასების ჩრდილით არის დაფარული. იმპერატორის ოცნებაში რომის იმპერიის სიდიადე უნდა აღდგენილიყო, თვითმპყრობელს უსაზღვრო ძალაუფლება უნდა დაბრუნებოდა და რომის მისია უნდა გაცოცხლებულიყო. "ვიმედოვნებთ, - წერდა იგი, - რომ უფალი ჩვენ დაგვიბრუნებს ქვეყნებს, რომლებსაც ძველი რომაელები ორ ოკეანეს შორის არსებულ სივრცეში ფლობდნენ"... მაგრამ შეიძლება ეს მხოლოდ ოცნებად დარჩენილიყო, რადგან სინამდვილეში ერთიანი რომი აღარ არსებობდა. 395 წელს იმპერატორმა თეოდოსუს ფლავიუს დიდმა სიკვდილის წინ იმპერია თავის ორ შვილს გაუყო: ჰონორუსს იმპერიის დასავლეთი, ხოლო არკადუსს აღმოსავლეთი ერგო. თეორიულად იმპერია ორი იმპერატორის მიერ მართულ ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა, სინამდვილეში დასავლეთისა და აღმოსავლეთის საბოლოო გაშორიშორებას სწორედ აქ დაედო დასაბამი. აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ორგანულადაა დაკავშირებული რომთან, ახალი ბიზანტიური სამყაროს ჩამოყალიბება დაიწყო, ხოლო რომსა და დასავლეთის ქრისტიანობას ბარბაროსების შემოტევების გამო სულ უფრო მეტად ეუფლებოდა იმ "ბნელი საუკუნეების" ქაოსი, რომლიდანაც მოგვიანებით რომაულ-გერმანული ევროპა უნდა წარმოქმნილიყო.

რომზე ბარბაროსების შემოტევები, - რაც მოგვიანებით "ხალხთა დიდ გადასახლებად" გადაიქცა, - იმით დაიწყო, რომ 355 წელს ევროპის აღმოსავლეთს ჰუნები შემოესივნენ. იმ ტერიტორიებზე გერმანული ტომები იყვნენ დაბანაკებულნბი და მათ, ჰუნების მიერ შევიწროებულებმა, იმპერიის საზღვრებს შეუტიეს. იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი ამ შემოტევებისგან თეოდოსუს დიდმა იხსნა. მაშინ სამხრეთიდან განდევნილმა გერმანელებმა დასავლეთისკენ გადაინაცვლეს. პირველმა ტალღამ მეხუთე საუკუნის დასაწყისში მიაღწია და რომმა ეს თავდასხმა მოიგერია. მიუხედავად ამისა, ბარბაროსებმა იმპერიაში ფეხი მაინც მოიკიდეს და მოგვიანებით იტალიაში ვესტგუთები, აფრიკაში ვანდალები და გალიაში ფრანკები დასახლდნენ. ამ ხალხებმა რომის ძალაუფლება, როგორც "მოკავშირეებმა" აღიარეს და ამიტომ 451 წელს კატალაუნის ბრძოლაში გამარჯვება რომის წარმატებად ჩაითვალა. სინამდვილეში ამ დროს რომი ნელ-ნელა იხრწნებოდა: მკვლელობების, ღალატისა და შეთქმულებების შედეგად ერთ უსუსურ მმართველს მეორე ცვლიდა, ხოლო 476 წელს ბოლო იმპერატორის კვალიც კი გაქრა. 493 წელს მოვლენები ისე განვითარდა, რომ თეოდორიხას ოსტგუთებმა იტალიის ჩრდილოეთით საკუთარი სახელმწიფო შექმნეს. მიუხედავად ამისა, ისინი ბიზანტიას როგორც უმაღლეს საერო, ისე სასულიერო მმართველობას "ნომინალურად" ემორჩილებოდნენ. მათი თავადები კონსტანტინოპოლის კარის მიერ დადგენილ უშინაარსო ტიტულებს სიამოვნებით იღებდნენ; ამრიგად, თუ დასავლეთი ბარბაროსულ ყოფასა და ქაოსში სულ უფრო მეტად იძირებოდა, აღმოსავლეთში მაინც გარკვეული "წესრიგი" იყო.

თავის მხრივ ბიზანტიამ დასავლეთს ზურგი კიდევ უფრო მეტად შეაქცია. ბიზანტია იცვლებოდა. მეხუთე საუკუნიდან აღმოსავლეთ იმპერიის - კულტურაში, ფსიქოლოგიაში, ხელოვნებასა და საიმპერატორო კარის რიტუალში უკვე აშკარად ახალი ელემენტები და ახლებური მიდგომა გამოვლინდა. იმპერიის ყურადღებამ იმპერიის გარეთ გადაინაცვლა: საქართველოში, სომხეთსა და სპარსეთში სულ უფრო მეტი ახალი ქრისტიანული კერა გაჩნდა; ერთი სიტყვით, ბიზანტიურმა "მისიამ" აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა. ეს მოვლენა კარგად ჩანს იმ უცნაურობაში, რომ 484 წელს რომისა და ბიზანტიის პოლიტიკურ განცალკევებას არავითარი გაუგებრობა არ გამოუწვევია. სავალალოა, მაგრამ ეკლესიაც ისტორიას დაემორჩილა, ხოლო ისტორიულმა მოვლენებმა ოდესღაც ერთი მთლიანი და ამჯერად გაყოფილი "მსოფლიოს" ნაწილები ერთმანეთს უფრო მეტად დააშორა.

იუსტინიანესთვის სწორედ ეს გაყოფა იყო მიუღებელი. მის მსოფლმხედველობაში, აზროვნებასა და ყოფაში ყველაფერი "რომის იდეისა" და მისი უნივერსალიზმის გარშემო ტრიალებდა. მან ძალაუფლება კრიტიკულ მომენტში ჩაიბარა: აღორძინების გზაზე მყოფ სპარსეთის იმპერიას გაძლიერება საუკუნის დასაწყისიდანვე ჰქონდა დაწყებული და როგორც მომდევნო წლებმა გვიჩვენა, ბიზანტიური ძალების ახალი მაცოცხლებელი ინტერესებისკენ - აღმოსავლეთისკენ გადანაცვლება - სწორი გადაწყვეტილება იყო. მოგვიანებით იუსტინიანემ სპარსეთთან ურთიერთობა მოაგვარა და თავისი ჯარები მხედართმთავრის ველიზარუსის ხელმძღვანელობით დასავლეთისკენ მიმართა. 534 წელს იუსტინიანეს მხედრობამ ვანდალებს აფრიკა დაატოვებინა, მომდევნო წელს ველიზარუსმა სიცილია დაიკავა, ხოლო 536 წლის 10 დეკემბერს მისი ჯარები ოსტგუთების მეფის მიერ დატოვებულ რომში შევიდნენ... ოცნება სინამდვილედ ხორციელდებოდა და 559 წელს მთელი ეს პროცესი ესპანეთში რომის მმართველობის აღდგენით დასრულდა. სიცოცხლის ბოლოს იუსტინიანეს სწამდა, რომ იმპერიის ერთიანობა აღდგენილი იყო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat