ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფას სიკვდილი ამჯობინეს, რის გამოც სამივე დედის თვალწინ აწამეს
ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფას სიკვდილი ამჯობინეს, რის გამოც სამივე დედის თვალწინ აწამეს
დევნა და შევიწროება ქრისტიანების რიცხვს არა თუ ამცირებდა, პირიქით, უჩვეულოდ ზრდიდა, განსაკუთრებით მცირე აზიაში. რომაელი ისტორიკოსი პლინიუს უმცროსი, რომელიც ბითვინიის გუბერნატორი იყო, გვამცნობს, ამ მხარეში წარმართული ტაძრები დაცარიელდაო. პლინიუსს, ვისგანაც ქრისტიანთა დასჯას ყოველდღე მოითხოვდნენ, როგორც თვითონვე აღიარებს, არ ესმოდა, კერძოდ რა დანაშაულისთვის უნდა დაესაჯა ისინი. ამიტომაც გადაწყვიტა, წერილი მიეწერა იმპერატორისთვის და ეკითხა, როგორ მოქცეულიყო - მხოლოდ იმისთვის დაესაჯა ქრისტიანები, რომ ქრისტიანები იყვნენ თუ რომელიმე კონკრეტული დანაშაულისთვის. პლინიუსი წერს: "მე ვეკითხები მათ: ქრისტიანები ხართ? თუ დადებითად მიპასუხებენ, კითხვას სამჯერ ვუმეორებ და თანაც მუქარით დაშინებას ვცდილობ; თუ ჯიუტობენ, ვსჯი, რადგან, მიუხედავად იმისა, რა სწამთ, მათი სიჯიუტე უკვე დასჯის ღირსია". ერთხელ მასთან რამდენიმე ადამიანი დაასმინეს ქრისტიანობის გამო. დასმენილებმა ბრალდება უარყვეს და იმის დასამტკიცებლად, რომ ქრისტიანობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, წარმართული ადათები შეასრულეს. პლინიუსმა ისინი გაუშვა, "რადგან, - წერს იგი, - შეუძლებელია ამაზე დაითანხმო ისინი, რომელნიც ჭეშმარიტად ქრისტიანები არიან". აი, წარმართი ავტორის ძვირფასი ცნობა ძველ ქრისტიანთა სულიერ სიმტკიცესა და რწმენისადმი ერთგულებაზე.

პლინიუს უმცროსი საინტერესო ცნობებს იძლევა ქრისტიანთა წეს-ჩვეულებებზეც: ქრისტიანები დანიშნულ დღეს განთიადის წინ იკრიბებოდნენ და ქრისტეს, როგორც ღმერთს, გალობით ადიდებდნენ. მათ ფარულ შეკრებებში არავითარი დანაშაულებრივი განზრახვა და ჩანაფიქრი არ შეიმჩნეოდა. პირიქით, ისინი პირობას დებდნენ, რომ არ იქურდებდნენ, არ იცრუებდნენ, სხვის ქონებას არ მიითვისებდნენ და ა.შ. და ამ დაპირებებს წმინდად ინახავდნენ.

საპასუხო წერილში ტრაიანე პლინიუსს უბრძანებს, რომ ქრიტიანთა მოძებნას თვითონ ნუ შეეცდებოდა და ნურც ანონიმურ დასმენებს შეიწყნარებდა, მაგრამ თუ ვინმეს ქრისტიანობა დადასტურდებოდა და თავის რწმენაზე ხელს არ აიღებდა, სიკვდილით დაესაჯა.

ტრაიანეს მეფობის ბოლო წლებში ქრისტიანთა დევნა თანდათან შესუსტდა და ბოლოს თითქმის შეწყდა, რაც ნაწილობრივ იმითაც იყო გამოწვეული, რომ იმპერატორის ყურადღება იუდეველებზე გადავიდა, რომელნიც იმპერიის სხვადასხვა მხარეში შფოთს ტეხდნენ.

ტრაიანეს შემდეგ რომის იმპერატორი მისი ნათესავი ელიუს ადრიანე გახდა. სამწუხაროდ, ადრიანეს, რომელიც ნაკითხობითა და განსწავლულობით გამოირჩეოდა, სჯეროდა ჯადოქრობისა, წყევლისა, მისნობისა; მასზე დიდი გავლენა ჰქონდათ ქურუმებს, რომელთაც ქრისტიანები ჭირის დღესავით სძულდათ. წარმართული რელიგიის ერთგულებამ და ქურუმების პატივისცემამ ადრიანეც ქრისტიანთა მდევნელად აქცია.

ჩვენამდე მოაღწია ძალიან ძველმა მოთხრობამ ქრისტიანი ქალის სიმფოროზასა და მისი შვიდი შვილის მოწამებრივ აღსასრულზე. მეფობის მეორე წელს ადრიანემ რომის მახლობლად, ტივურში, დიდებული სასახლე აიშენა (ადრიანეს ვილის ნანგრევები დღესაც დგას). ტივურში ცხოვრობდა სიმფოროზა, რომლის ქმარიც ქრისტეს რწმენისთვის მოწამებრივად აღესრულა. მან ცოლ-შვილს დიდძალი ქონება დაუტოვა. ქურუმები, რომელთაც ამ ქონებაზე თვალი ჰქონდათ, დიდი ხანია ეძებდნენ მიზეზს სიმფოროზას დაღუპვისთვის.

როცა მშენებლობა გასრულდა, ადრიანემ ყველა წარმართული ადათი შეასრულა და ქურუმების პირით შეეკითხა ღმერთებს - დიდხანს იდგებოდა თუ არა ახალი სასახლე. ქურუმებმა მარჯვე შემთხვევა ხელიდან არ გაუშვეს და იმპერატორს ვითომდა ღმერთების პასუხი გადასცეს: "ხელმწიფევ, ჩვენ პასუხს არ მოგცემთ მანამ, სანამ ბოლოს არ მოუღებ შეურაცხყოფას, რომელსაც ქრისტიანი სიმფოროზა გვაყენებს, როცა დღეცისმარე თავის ღმერთს მოუწოდებს. აიძულე, მსხვერპლი შეგვწიროს და პასუხსაც მოგცემთ".

ადრიანემ სიმფოროზა დაიბარა. ქალმა მეფის კითხვებს გაბედული პასუხები გასცა და გაიხსენა, რომ მისი ქმარიცა და მაზლიც, რომელნიც ადრიანეს ჯარში მსახურობდნენ, ქრისტეს რწმენის ერთგულებას შეეწირნენ. იმპერატორი სიმფოროზას დაემუქრა, თუ ღმერთებს მსხვერპლს არ შესწირავ, თვითონ შეეწირები მათო. სულიერ სიკვდილს ქალმა ხორციელი სიკვდილი ამჯობინა. იმპერატორის ბრძანებით, იგი საშინლად აწამეს და ბოლოს მდინარეში დაახრჩვეს. სიმფოროზას გვამი მდინარიდან ძმამ ამოიღო და მიწას მიაბარა. მეორე დღეს ადრიანემ სიმფოროზას ვაჟები დაიბარა და წარმართული ადათების შესრულება მოსთხოვა. მშიშარა და სულმოკლე შვიდიდან ერთიც არ აღმოჩნდა, ამიტომ სიცოცხლე წარმართული ტაძრის მახლობლად შვიდივემ წამებით დაასრულა. ადრიანემ მათი გვამების თხრილში ჩაყრა ბრძანა. როცა დევნა შეწყდა, ქრისტიანებმა გვამები თხრილიდან ამოიღეს და დიდი პატივით დაკრძალეს.

ამავე პერიოდში აღესრულა რომში წმინდა სოფიო და მისი სამი ქალიშვილი: ელპიდე, პისტი და აღაპე. დედამ, რომელიც იმპერატორთან გამოიძახეს, ქრისტესთვის თავგანწირვა შვილებს თვითონ შთააგონა: "შვილებო, გაიხსენეთ, რომ ტანჯვით გშობეთ, დიდი ჯაფით აღგზარდეთ და ახლა ქრისტეს სახელის მტკიცე აღიარებით დედას ნუგეში ეცით". ბავშვებმა, რომელთაგან უფროსი მხოლოდ 12 წლისა იყო, ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფას სიკვდილი ამჯობინეს, რის გამოც სამივე დედის თვალწინ აწამეს; თავად დედა არ უწამებიათ, რადგან იმპერატორი მიხვდა, რომ უფრო დიდ ტანჯვას, ვიდრე შვილების წამებით აღსასრულის ყურებაა, ვეღარ მიაყენებდა. სოფიოს გოგონების დამარხვის უფლებაც კი მისცეს. სამი მცირეწლოვანი შვილის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ დიდხანს აღარც დედას უცოცხლია, მესამე დღეს გარდაიცვალა.

საკუთარი სიცოცხლის ფასად დაამოწმეს აგრეთვე ჯვარცმული ღმერთის რწმენა ევსტათი პლაკიდამ და მისი ოჯახის წევრებმა. ევსტათიმ სამსახურზე ხელის აღება და ოჯახთან ერთად იმ მხარეში გადასახლება გადაწყვიტა, სადაც თავის რწმენას თავისუფლად აღიარებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვიდრე განზრახვას განახორციელებდა, ოჯახის წევრებიც დაკარგა და ქონებაც. თავს დატეხილ უბედურებას ევსტათიმ რწმენის წყალობით გაუძლო, რისთვისაც უფალმა დააჯილდოვა - ოჯახიც იპოვა და სამეფო კარზე მდგომარეობაც დაიბრუნა. ერთხელ, დიდი გამარჯვების შემდეგ, მეფემ იგი მსხვერპლის შესაწირად ტაძარში მიიწვია, რაზეც უარი მიიღო. იმპერატორი გააოცა ევსტათის უმადურობამ ღმერთების მიმართ, რომელთაც მას ოჯახის წევრებიც აპოვნინეს და მტრებზე სახელოვნად გაამარჯვებინეს. პასუხად პლაკიდამ აუხსნა, რომ იგი მადლობას ჭეშმარიტ ღმერთს, ქრისტეს სწირავდა და უსულო კერპების სამსახური და თაყვანისცემა არ შეეძლო. ევსტათიმ, მისმა მეუღლემ და შვილებმა წამებულის გვირგვინები დაიდგეს და სამუდამო სასუფეველი დაიმკვიდრეს.

დევნასა და წამებაზე გაცილებით დიდი ზიანი ქრისტიანებს მწვალებლურმა, ცრუ მოძღვრებებმა მიაყენეს. მათი დიდი ნაწილი გნოსტიკოსებს ეკუთვნოდათ, რომელთაც ამ ცრუ სწავლებებს უჩვეულოდ მრავალფეროვანი სახე მისცეს, თუმცა მხოლოდ გარეგნულად; შინაარსობრივად ყველას ქრისტეს ღმრთეებრიობის უარყოფა, ორი საწყისის - სიკეთისა და ბოროტების - აღიარება და სამყაროს შემოქმედად გონების ანუ რაღაც ძალების მიჩნევა აერთიანებდა. გნოსტიკოსები განსაკუთრებით ალექსანდრიაში გაძლიერდნენ. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ თუმც მათ სწავლებებს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, თავს მაინც ქრისტიანებს უწოდებდნენ. გნოსტიკოსებმა საკუთარი შეხედულებების გასავრცელებლად მრავალი წიგნი დაწერეს, რომელთაც მოციქულთა და ძველი დროის მამათა თხზულებებად ასაღებდნენ. ისინი არც ცრუ სახარებათა შეთხზვას ერიდებოდნენ, რომლებშიც თავს ნებას აძლევდნენ, იესოს ბავშვობაზე, ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ჯოჯოხეთში ჩასვლაზე თუ სხვა გამოგონილი ამბები მოეთხროთ. მათი უზნეობა და ბიწიერი ცხოვრება ხშირად ხდებოდა მიზეზი ქრისტიანთა გაკიცხვისა, რადგან წარმართებს, რომელთაც ჭეშმარიტი და ფსევდოქრისტიანის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირდათ, ისინიც ქრისტიანებად მიაჩნდათ. რა თქმა უნდა, ქრისტიანთა შესახებ საშინელ ცილისწამებათა და ჭორების გავრცელებას მათი საქციელიც ხელს უწყობდა. ერთ-ერთი ასეთი ცილისწამებით, ქრისტიანები ახალმოქცეულს თითქოს პურის სახით ფქვილმოყრილ ჩვილს აწვდიდნენ, რომელსაც იგი ჭრიდა, რის შემდეგაც ყველანი სისხლს სვამდნენ. აი, ასე დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი გაუგონარ ცილისწამებათა შედეგად უსისხლო ევქარისტია - პურისა და ღვინის გარდაქმნა ქრისტეს სისხლად და ხორცად. შექმნილმა ვითარებამ ქრისტიანები აიძულა თავის გასამართლებელი სიტყვები - აპოლოგიები დაეწერათ. ერთ-ერთი ასეთი პირველი აპოლოგია ათენის ეპისკოპოსს, კოდრატეს ეკუთვნის, რომელმაც იგი ათენში სტუმრად ჩასულ იმპერატორ ადრიანეს გადასცა. ასევე მოიქცა ათენელი არისტიდეც. ადრიანეს, რომელიც წიგნიერი კაცი იყო და ფილოსოფიური სისტემები ჰქონდა შესწავლილი, ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ მხოლოდ წარმართებისგან და ალექსანდრიელი გნოსტიკოსებისგან ჰქონდა გაგონილი. მართლად გადმოცემულმა ქრისტიანულმა მოძღვრებამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შედეგი იყო სწორედ ის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ქრისტიანები დაისჯებოდნენ, რომელნიც დანაშაულს ჩაიდენდნენ.

არანაკლები გავლენა მოახდინა ადრიანეზე მცირე აზიის პროკონსულის სერენიუს გრანიანის წერილმა, რომელშიც იგი იმპერატორს განუმარტავდა, თუ რა დიდი უსამართლობა იყო, ხალხის მოთხოვნით დაესაჯათ ადამიანები, რომელთაც, გარდა იმისა, რომ ქრისტიანები იყვნენ, ბრალი არაფერში მიუძღოდათ. ადრიანემ, რომელსაც ახალ რელიგიაზე წარმოდგენა უკვე ჰქონდა, პროკონსულს მისწერა, რომ ამიერიდან აღარ ეთხოვებინა ყური ხალხის ღრიანცელისთვის. იმპერატორის ამ მითითებამ დევნის მესამე პერიოდს ბოლო მოუღო. ერთი ძველი მწერალი ლამპიდიუსი იმასაც კი გვამცნობს, რომ მეფობის ბოლო წლებში ადრიანეს ქრისტეს ღმერთების რიგში ჩარიცხვაც კი მოუნდომებია. შევნიშნავთ, რომ ადრიანეს ბოლო ბრძანებებს ქრისტიანული რელიგიის გავლენა მართლაც ეტყობა, კერძოდ, მან აკრძალა ღმერთებისთვის ადამიანების მსხვერპლად შეწირვა, ბატონებს წაართვა უფლება მონის სიკვდილით დასჯისა!

ამასობაში, რომის იმპერატორის უღლის გადასაგდებად იუდეა საშინელმა აჯანყებამ მოიცვა. აჯანყებებს თან ენით უთქმელი, სისასტიკით გამორჩეული ბოროტმოქმედებანი სდევდა. მაგალითად, ალექსანდრიაში აჯანყებულნი მოულოდნელად დაესხნენ თავს მოსახლეობას და ორასი ათასი კაცი საშინელი წამებით დახოცეს, კვიპროსზე ორასორმოცი ათასი კაცი ამოწყვიტეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სიძულვილისგან გასასტიკებულნი მოკლულთა სისხლს სვამდნენ. რა თქმა უნდა, ბოროტებისთვის სამაგიეროს წარმართებიც ბოროტებით უხდიდნენ. ტრაიანემ აჯანყებანი იარაღით ჩააქრო. რაც შეეხება ადრიანეს, მან იუდეველები უკიდურესად გააღიზიანა იმით, რომ სოლომონის ტაძრის ადგილას კერპის საკურთხეველი ააგო. უძლურების გამო იუდეველებმა ეს მომაკვდინებელი შეურაცხყოფა დროებით ჩაყლაპეს, თან აჯანყებისთვის გამალებულ სამზადისს შეუდგნენ: საიდუმლო ხვრელებით ქალაქს იარაღითა და სურსათ-სანოვაგით ამარაგებდნენ. აჯანყებულებს სათავეში ვიღაც ბარკოხება (ვარსკვლავის შვილს ნიშნავს) ჩაუდგა, რომელიც თავს მესიად ასაღებდა. მან ქრისტიანი ებრაელების მიმხრობაც სცადა, მაგრამ რადგან მათგან ქრისტეს უარყოფა და მესიად მისი აღიარება მოითხოვა, შეთანხმებას ვერ მიაღწია და მათი დიდი ნაწილი წამებით მოაკვლევინა. ამბოხება 135 წელს მოხდა. იერუსალიმმა, რომელსაც ძველებურად სიმაგრეები აღარ ჰქონდა, რომაელთა მძლავრი ჯარის შემოტევას ვერ გაუძლო და უცბად დაეცა. სამაგიეროდ, რომაელებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია მეორე ქალაქმა ვეფარიამ, რომლის მოსახლეობასაც ისე სჯეროდა თავისი წინამძღოლისა, რომ ბრძოლა ოთხ წელს გაგრძელდა. ამ აჯანყებამ ექვსი ათასი ებრაელი შეიწირა. რომაელებმა იერუსალიმი ისევ დაანგიეს, ხოლო დანგრეული სოლომონის ტაძრის ადგილას გუთანი გაატარეს (რომაული კანონებით, იქ, სადაც გუთანს გაატარებდნენ, შენობის აგება სენატის განსაკუთრებული ნებართვის გარეშე აღარ შეიძლებოდა). ნანგრევებზე ახალი ქალაქი წარმოიშვა - ელია კაპიტოლინა. იუდეველებს ძველი სიონის ახლოს დასახლება და ქალაქში შესვლა სიკვდილის სასჯელით ეკრძალებოდათ. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ტიტეს მიერ იერუსალიმის პირველად აღების წლისთავზე, ჰქონდათ უფლება, გარკვეულ ფასად შეეხედათ იმ ადგილისთვის, სადაც სოლომონის ტაძარი იდგა. ეს აკრძალვა არ შეხებია ქრისტიან ებრაელებს, რომელნიც აჯანყებაში არ მონაწილეობდნენ. ისინი ძველებურად ცხოვრობდნენ ამ ქალაქში. ელიის ეპისკოპოსიც დანარჩენ ეპისკოპოსთა შორის ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდა. ადრიანემ იერუსალიმის ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულება იმით გამოხატა, რომ მათი სრული წაშლის მიზნით ქრისტეს სახელთან დაკავშირებულ ადგილებში - გოლგოთაზე, ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ სხვაგან - წარმართული საკერპოები და ქანდაკებები დაადგმევინა. ამავე დროს, ქრისტიანი ებრაელები უკვე თანდათანობით შორდებოდნენ იუდეველებს. იერუსალიმის დაცემის შემდეგ მათ პირველად აირჩიეს ეპისკოპოსი მონათლული წარმართებიდან - მარკოზი.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat