მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეოთხე
მსოფლიო კრებების ეპოქა
2. კვლავ ქრისტოლოგიური დავებისა და მართლმადიდებლობის ისტორიაში მათი მნიშვნელობის შესახებ

ნესტორიანობა ეკლესიამ შედარებით იოლად დაამარცხა, რადგან მას მხოლოდ ანტიოქიელ ღვთისმეტყველთა მაღალი წრეები იცავდნენ. ისინი ძირითადად ნესტორის მიმართ თანაგრძნობის გამო კი არ აკეთებდნენ ამას, არამედ იმიტომ, რომ მათში, "ალექსანდრიულად" აზროვნების უკიდურესობები იწვევდა ეჭვს. მორწმუნეთა ფართო წრეებში უკვე დიდი ხანია იესო ქრისტეში ადამიანზე გაცილებით უფრო მეტად ღმერთს ხედავდნენ. საზოგადოება ყურადღებას ძირითადად იმაზე ამახვილებდა, რომ ღმერთი კაცთათვის გარდამოხდა ზეცით, განკაცდა და განცხადდა, ვიდრე იმაზე, რომ მას ადამიანის თავისუფალი ბუნება სრულად და შეურევნელად შეუერთდა. ამიტომ ნესტორიანობის მარცხს არ შეეძლო ქრისტიანული დავების გარიჟრაჟზე დაწყებული პროცესის განვითარება კიდევ უფრო არ დაეჩქარებინა, ამას კი ეკლესია საბოლოოდ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან, მასშტაბურ და ტრაგიკულ ერესამდე - მონოფიზიტობამდე უნდა მიეყვანა.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნესტორთან კამათში კირილე ალექსანდრიელი ქრისტეს პიროვნების განსაზღვრებისთვის საეჭვო ფრაზას - "ღმერთი-სიტყვის ერთი ბუნების განკაცებას" - იყენებდა... ცხადია, მისთვის ამ სიტყვებში ადამიანისა და ღმერთის "შერწყმა" არ იგულისხმებოდა. კირილესთვის ეს ღმერთისა და ადამიანის ერთ სახეში, ერთ პიროვნებაში, ერთ ჰიპოსტას სიტყვაში შეერთება იყო. საკითხის სწორედ ასე დაყენება კირილეს თავის დროზე სრული ადამიანისა და სრული ღმერთის შესახებ ანტიოქიელების სიმართლის შეცნობასა და მის მიღებაში დაეხმარა. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა მრავალი მისი თანამზრახველი და მიმდევარი. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს, სულ ცოტა, ღმერთის დამცირება იყო. ღმერთში - სიტყვაში ორ ბუნებას შორის ყველაფერ განმასხვავებელში, რაც ასე აუცილებელი იყო სახარების სწორად გაგებისთვის, ისინი ადამიანის განღმრთობაზე უარის თქმას, ქრისტიანობის დაკნინებას, ანუ იმ ჭეშმარიტების უარყოფას ხედავდნენ, რაც ათანასე დიდმა ასე გამოხატა: "ღმერთი განკაცდა, რათა განღმრთობილ იქნეს ადამიანი"... მათი თვალსაზრისით, პიროვნების განღმრთობის პროცესში ყოველგვარი ადამიანური, როგორც დაცემული და ღვთაებრივი ბუნებისთვის მიუღებელი, უარყოფილი უნდა ყოფილიყო. მეორე მხრივ, ამ თვალსაზრისის გამო გაუგებარი ხდებოდა მაცხოვარში ადამიანური არსების ღვთისმეტყველური მტკიცებულება. ჩნდებოდა კითხვა: განა ის არ არის ქრისტიანობის სიხარულის მთავარი მიზეზი და მძიმე ასკეტური ცხოვრების გამართლება, რომ ქრისტე ადამიანი არ არის? და რომ ყოველ ქრისტიანს სწორედ მასში აქვს შესაძლებლობა, გადალახოს ადამიანური და "ყოველგვარი სიმყრალე"? დაახლოებით ამგვარი იყო კარზე მომდგარი მონოფიზიტობის წანამძღვრები.

444 წელს, როგორც კი წმინდა კირილე ალექსანდრიელი გარდაიცვალა, იესო ქრისტეში ერთი ბუნების აღიარების მიზნით 433 წელს დადებული ზავი გაუქმდა, გაჩნდა ლოზუნგი: "ერთი ბუნება". პირველი სიგნალი ალექსანდრიიდან, ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტისგან, არქიმანდრიტ ევტიქისგან მოვიდა. ევტიქი ამტკიცებდა, რომ ქრისტეს მიერ შეთვისებული ადამიანურობა ჩვეულებრივისგან განსხვავებულია, ამიტომ არაკეთილგონივრული იქნება ადამიანის ქრისტეს პიროვნების გვერდით დაყენება. ეს იყო უკიდურესი შედეგი, რომელიც მისტიკური გამოცდილებიდან გამომდინარეობდა და იგი ფაქტობრივად ქრისტეს განკაცების სახარებისეულ სწავლებას უპირისპირდებოდა. ევტიქისთვის ყველაფერი "აღმოსავლური" ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი იყო. ის მიმოწერას ყველა მიმართულებით აწარმოებდა, ამავე დროს, იმპერატორის კარზე მას დიდი გავლენა ჰქონდა. ევტიქი ყველგან ანტიოქიური ერესისა და მისი მთავარი წარმომადგენლის თეოდორიტე კვიპრელის მხილებას ცდილობდა. ამ ფონზე აღმოსავლეთში სიტუაცია იძაბებოდა. თეოდორიტემ ევტიქის მხილება სცადა, მაგრამ ამჯერად უკვე აშკარა იყო, რომ იმპერატორის კარი ანტიოქიის საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგა. კვლავ დაიწყო აღმოსავლელთა დევნა. იმპერატორის ბრძანებით, კირილეს "12 ანათემიზმა", რომელსაც თავად მან 433 წელს გვერდი მდუმარედ აუარა, იმპერატორის ბრძანებულებით "მრწამსად" გამოცხადდა, ხოლო კირილეს მემკვიდრე დიოსკორე მუდმივად "ალექსანდრიზმის" უკიდურესი მიმართულების გამარჯვებაზე ოცნებობდა და ზეიმის სამზადისში იყო.

მეორე მხრივ, უკიდურესი ევტიქიზმი კონსტანტინოპოლის საეკლესიო წრეებსაც არ მოსწონდა. ევსევი დორილეიანელის მოთხოვნით, რომელიც თავის დროზე პირველი დაუპირისპირდა ნესტორს, კონსტანტინოპოლში მყოფი, ამა თუ იმ მიზეზის გამო ყველა ეპისკოპოსი შეიკრიბა და ვინაიდან ევტიქი იესო ქრისტეში ორ ბუნებას კატეგორიულად უარყოფდა, იძულებულნი გახდნენ, როგორც არამართლმადიდებლური სწავლება, დაეგმოთ იგი. ევტიქიმ საჩივრით რომს მიმართა. პაპი ლევი დიდი გაეცნო სწავლებას და სამართლიანად მიიჩნია და სრულად აღიარა კონსტანტინოპოლში შეკრებილი ეპისკოპოსების გადაწყვეტილება.

ქარიშხალი კვლავ მძვინვარებდა. დიდ უკმაყოფილებას ბერები გამოთქვამდნენ. იმპერატორიც ევტიქის მომხრე იყო. თავდაპირველად ის ფლავიანე კონსტანტინოპოლელის გადმობირებას შეეცადა და როდესაც დარწმუნდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, ეფესოში ახალი მსოფლიო კრების მოწვევა გადაწყვიტა. ყველასთვის ნათელი იყო, ამ კრებისგან რას მოელოდა იმპერატორი. კრებაზე, რომლის თავმჯდომარედაც დიოსკორე ალექსანდრიელი წინასწარ იყო დანიშნული, ანტიოქიური საღვთისმეტყველო სკოლის საყოველთაოდ აღიარებულ თავს, თეოდორიტე კვიპრელს დასწრება აეკრძალა. მონოფიზიტობისადმი დიოსკორეს სიმპათიები საყოველთაოდ იყო ცნობილი. რომის პაპი კრებაზე ვერ ჩამოვიდა, - ამ დროს ატილას ჯარები რომს უახლოვდებოდნენ, - პაპმა ორი ლეგატი გამოაგზავნა და მათ ფლავიანესთან დოგმატური შინაარსის წერილი გამოატანა.

ის, რაც 449 წლის 8 აგვისტოს ეფესოში მოხდა, ისტორიაში "ავაზაკური კრების" სახელწოდებით დარჩა. ყველაფერი ჩვეულებრივი ტერორის სახით განვითარდა. დიოსკორეს იმპერატორის გარკვეული მითითება ჰქონდა, რომლის მიხედვითაც მას ევტიქი უნდა გაემართლებინა და სწავლების ყველაზე უკიდურესი ფორმის გასამართლებლად ყოველგვარი წინააღმდეგობა დაეძლია. კრების მართვის პროცესში ამ მიზნის განხორციელებაში მას ფანატიკურად განწყობილი ბერები ეხმარებოდნენ. ცემა-ტყეპის, პოლიციური დაშინებებისა და უკიდურესი ქაოსის პირობებში კრებამ ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიიღო. ხმაურსა და აურზაურში თითქმის არავის გაუგონია ახალგაზრდა რომაელი დიაკვნის წამოძახილი: "ვაპროტესტებ!" ცემისგან ცოცხალმკვდარმა ფაბიანემ მოახერხა და რომის პაპს წერილი მაინც გაუგზავნა, ამის შემდეგ იგი განკვეთეს და გადაასახლეს. დანარჩენები ძალადობას შეუშინდნენ და კრების შედეგებს ხელი მოაწერეს. ამგვარად, ესოდენ დიდი დაცემა ეკლესიამ პირველად განიცადა... იმპერატორმა ეს სამარცხვინო შედეგი სახელმწიფო სანქციით განამტკიცა და ევტიქის ყველა მოწინააღმდეგე გადასახლების მწარე გზას გაუყენა.

ბოროტება მხოლოდ ძალადობით მკვიდრდება, მაგრამ საქმე ის არის, ადრე თუ გვიან იგი საკუთარ თავს მაინც გამოავლენს. ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელმა ლეგატმა ილარიონმა მაინც მოახერხა რომში ჩასვლა, მანვე გადასცა პაპს ფლავიანეს აპელაცია და იმ მოვლენების შესახებ მოუთხრო, კრებაზე რომ ხდებოდა. მალე მას ევსევი დორილეიანელი და თეოდორიტეს მიერ გამოგზავნილი კაციც მოჰყვა. პაპმა დაუყოვნებლივ გაგზავნა კონსტანტინოპოლში ელჩები და იმპერატორისგან საქმის გადახედვა მოითხოვა. ამასობაში იმპერატორი თეოდოსი გარდაიცვალა და მისი ადგილი მისმა დამ პულქერიამ დაიკავა. პულქერიას ღვთისმეტყველებაში ზომიერი, განკვეთილი ფლავიანეს მსგავსი პოზიცია ეკავა. კონსტანტინოპოლში მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა. პულქერია და მისი მეუღლე მარკიანე მიხვდნენ, რომ დადგა დრო, როდესაც ყველა ის საღვთისმეტყველო საკითხი, რომელმაც ეკლესია ასეთ ჩიხში შეიყვანა, სწრაფად უნდა მოგვარებულიყო. ახალი მსოფლიო კრება ჯერ ქალაქ ნიკეაში დაინიშნა, შემდეგ კი მცირე აზიის ქალკედონში გადაიტანეს, სადაც წმინდა ეპიფანეს ბაზილიკაში 451 წლის 8 ოქტომბერს გაიხსნა.

ერთი შეხედვით, ქალკედონის - მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების მსვლელობაში მთავარი ადგილი რომაელ ლეგატებს ეკავათ. გაყოფილი და დავებით დაქანცული აღმოსავლეთი რომის პაპ ლევი დიდის შუამავლობას ელოდა. "დოგმატიკური ტომოსი", რომელიც მან 449 წელს დაწერა, მიღებულ იქნა როგორც მართლმადიდებლური სწავლების ნორმა. ეს იყო ზომიერი გზა, რომელშიც კირილეს აზრთან ანტიოქიური სიტყვის შეჯერება ხდებოდა. მასში გასაგებად და ნათლად ჩანდა იესო ქრისტეს ორი ბუნება. ასეთივე პოზიციაზე იდგნენ იმპერატორები და მათი წარმომადგენლები, რომლებიც ამჯერად მხოლოდ "ფორმალურად" ედგნენ დებატებს სათავეში და საკუთარ ღვთისმეტყველურ პოზიციას არავის ახვევდნენ თავს. მას შემდეგ, რაც კრებამ პაპის გზავნილება განიხილა და მიიღო, განხილულ იქნა 449 წლის "ავაზაკურ" კრებასთან დაკავშირებული საკითხები და მთავარ დამნაშავედ დიოსკორე იქნა მიჩნეულ. ამის შემდეგ ეპისკოპოსთა უმრავლესობა საქმეს დასრულებულად მიიჩნევდა, მაგრამ იმპერატორი და ლეგატები კრებისგან "ოროსის" ანუ საერთო განჩინების მიღებას მოითხოვდნენ. თითქმის შეკრებილთა ნების საწინააღმდეგოდ დაინიშნა კომისია, რომელშიც როგორც რომის ლეგატები, ისე ორივე საღვთისმეტყველო "სკოლის" წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილნი. სწორედ ამ კომისიამ წარადგინა ცნობილი ქალკედონური კრების დოგმატი, რომელსაც შემდეგ "ძეგლ მართლმადიდებლობისა ეწოდა".

დოგმატში ვკითხულობთ: "იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარეშე; განხორციელებისას მას აქვს ერთი პირი და ორი ბუნება, შეერთებული მასში ერთ პირად, შეურევნელად და განუყოფელად".

კრებამ განაჩინა, აღიაროს ქრისტეში შეერთება ორთა ბუნებათა: განუყოფელად, განუყრელად, შეურევნელად და უქცევნელად. 1) განუყოფელად, ე. ი. ორი ბუნება, შეერთებული ქრისტეში, არ შეადგენს ცალკე არსებულ პიროვნებას, არამედ ორივე პიროვნება შეერთებულია ერთგვამოვნად. 2) განუყრელად, ე. ი. შეერთება ორი ბუნებისა, დაწყებული ღვთის სიტყვის განხორციელების პირველი წამიდანვე, გაგრძელდა და გრძელდება მარადის. კაცობა იესოში არასოდეს ყოფილა განსაკუთრებულ პიროვნებად, არამედ მიღებული იყო მისი ღვთაებობის პიროვნების ერთობაში ერთგვამოვნებად. 3) შეურეველნად, ე. ი. ორი ბუნება იესო ქრისტეში არ შერეულა ერთმანეთში ისე, რომ მათგან შემდგარიყო მესამე ბუნება, არამედ ორივე ბუნება იმყოფება მასში, როგორც ორი სხვადასხვანაირი ბუნება. 4) უქცეველად, ე. ი. ღვთის ძისგან კაცური ბუნების მიღებით არ შეცვლილა არც ღვთაებრივი და არც კაცური ბუნება, არც ღვთაებრივი ბუნება ქცეულა კაცურად, არც კაცური - ღვთაებრივად. თითოეული ბუნება შეერთების შემდეგაც დარჩა უცვალებელად და მთელად" (საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1978, გვ. 179).

ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში გაურკვეველი კაციც კი უცბად შეიგრძნობს, რომ სწორედ ამ სიტყვებში იყო ნაპოვნი ის ოქროს წესი, რომელსაც ასე დაძაბული ელოდა ეკლესია. "განუყოფელად, განუყრელად, შეურევნელად და უქცევნელად" - ყველა ეს უარყოფა ის არის, რაც შეიძლება ადამიანურმა გონებამ იესო ქრისტეს პიროვნების საიდუმლოს შესახებ სიტყვით გამოთქვას. მაგრამ ეს უარყოფითი განსაზღვრებები ამოუწურავი რელიგიური შინაარსით არის დატვირთული: ის სამუდამოდ შემოსაზღვრავს, განმარტავს, გამოხატავს იმას, რაც შეადგენს იესო ქრისტეს ჩვენთვის მისაწვდომ არსს, სახარების მახარებელ საიდუმლოს. ღმერთი შეუერთდა ადამიანს, მაგრამ ამ შეერთებაში ადამიანი თავის პიროვნულ სიმრთელეს არ კარგავს: ის არაფრით არის დაკნინებული. და აი, მასში სრული ღმერთია: ერთია პიროვნება, ერთია შემეცნება, ერთისკენაა ლტოლვა... ქალკედონურმა დოგმატმა ადამიანს ახალი განზომილება შესძინა; მის ჭეშმარიტ საწყაოდ - ღმერთკაცობა გადაიქცა. ის, რაც უბრალო "გარეგნულ", სიტყვების რიტორიკულ მართებულებად და წონასწორობად შეიძლება მოგვეჩვენოს, სინამდვილეში რწმენის, ჩვენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრების გამომხატველია. ღმერთი ადამიანთან იმისთვის კი არ მოდის, რათა ადამიანმა საკუთარი პიროვნების უმწეობა შეიგრძნოს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანური პიროვნება ღვთაებრივი პიროვნება გახდეს.

ქალკედონური "ოროსით" ანტიოქიური და ალექსანდრიული ორობითობა დასრულდა, "თეზა" და "ანტითეზა" "სინთეზად" განვითარდა. მართლმადიდებლობის ახალმა ბიზანტიურმა ისტორიამ თავისი ყოფიერება სწორედ ამ სინთეზით დაიწყო. ქალკედონი არის ისტორიული მართლმადიდებლობის ღვთისმეტყველური ფორმულა. ეს ფორმულა ანტიოქიურ სიტყვაშია გამოყვანილი. პარადოქსულია, მაგრამ რწმენა მასში კირილე ალექსანდრიელისაა და ის ჩვენთვის მუდამ რჩება ქალკედონობის წინამორბედად და ღვთის განკაცებაზე ფიქრის დიდ მასწავლებლად. ქალკედონში დასრულდა ყველა "სწავლების" ისტორიული შეზღუდულობა, გადაილახა ყოველგვარი ორაზროვნება და სიტყვების შინაარსობრივი უწვდომელობა. ქალკედონი ასრულებს ძველს და იწყებს ახალს. "ქალკედონური სასწაულიდან", როგორც წყაროსთვალიდან, გამოდის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, ის ხსნის და მიმართავს მას და არასოდეს დასრულდება ამ უდიდესი ძიების კვალი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat