მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მესამე
ქრისტიანობის გამარჯვება
2. არიანული შფოთი. ახალი ურთიერთობები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის

(მესამე ნაწილი)
აღმოსავლეთ-დასავლეთის გაყრაში არიანულმა შფოთმა დიდი როლი ითამაშა. აღმოსავლეთში ათანასეს დასაყრდენი აღარ გააჩნდა, ამიტომ რომს მიმართა. მეორე მხრივ, ათანასეს განკვეთას მსოფლიო ეკლესიური მნიშვნელობა რომ შეეძინა, ევსევის მომხრეებმაც რომს მიმართეს. თავისთავად, ერთიც და მეორე მიმართვაც ეკლესიის ერთიანობის იმ კონტექსტს გულისხმობდა, რასაც ჩვენ II-III საუკუნეებში ვაკვირდებოდით და აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობაში მსოფლიო ქრისტიანობის ერთიანობად ვხედავდით. მაგრამ ამჯერად რომის პაპმა ეს მოვლენები თავისებურად აღიქვა. მისი თვალსაზრისით, წმინდა გადმოცემამ უკვე სპეციფიკური რომაული შინაარსი შეიძინა. პაპმა იულიუსმა თავის თავში მიმდინარე პროცესების ზედამხედველი და არბიტრი დაინახა. მან აღმოსავლეთში წერილი გაგზავნა, სადაც სადავო საკითხის მოსაგვარებლად მხარეებს რომში, კრებაზე იწვევდა. ამ მოწვევას, ფაქტობრივად, ულტიმატუმის სახე ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის მამათა უმრავლესობისთვის ეს წერილი ნიკეის კრების შედეგებს კი არა, ათანასესთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა, პაპის წერილმა ანტიოქიაში მაინც უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია. ათანასე, მათი აზრით, კანონიერი კრების მიერ იყო გადაყენებული და ამ აღმოსავლური ვერდიქტის რომის კრებაზე განხილვა მათთვის უძველესი საეკლესიო კანონმდებლობის უმთავრესი ნორმების დარღვევის ტოლფასი იყო. აღმოსავლელ მამათა სწორედ ეს აღშფოთება იქცა ევსევიანელთა შემდგომი ქმედების მთავარ დასაყრდენად. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 341 წელს გაუგზავნეს აღმოსავლეთის მამებმა რომის პაპს პასუხი. წერილს ხელს უკვე ახალ დედაქალაქში - კონსტანტინოპოლში გადაბრძანებული ევსევი ნიკომიდიელი და ორი ავტორიტეტული აღმოსავლელი ეპისკოპოსი აწერდა. პასუხი რომის პაპს მოკრძალებული ირონიით მიუთითებდა, იმ უფლებების ფარგლებში დარჩენილიყო, რომელიც მას ღვთისაგან ჰქონდა ნაბოძები. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პაპმა იულიუსმა მართლაც რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, რადგან ათანასესთან ერთად შეიფარა მარკელე ანკირელი, რომელიც ნიკეის კრების განსაზღვრებას აშკარა ერეტიკული - საბელიანური თვალსაზრისით განმარტავდა. მარკელე, თავისი განმარტებით, აღმოსავლეთში უკვე ერთმნიშვნელოვნად იყო დაგმობილი. დასავლეთში ღვთისმეტყველების სიღრმეებში ნაკლებად ერკვეოდნენ, ნიკეის გადაწყვეტილებები მათ ფორმალურად მიიღეს, შესაბამისად, ისინი, ათანასეს მსგავსად, მარკელესაც ჭეშმარიტებისთვის დაჩაგრულ მებრძოლად მიიჩნევდნენ... აღმოსავლეთი იულიუსს სთავაზობდა არჩევანს, სადაც ერთ მხარეს ეკლესიიდან ორი განდევნილი იყო, მეორე მხარეს კი მათ დამხობაში მთელი ერთსულოვანი აღმოსავლეთის ეკლესია იდგა.

ასეთი პასუხის შემდეგ იულიუსმა დაუყოვნებლივ მოიწვია იტალიელ ეპისკოპოსთა კრება და ათანასესა და მარკელეს მხარდაჭერა საზეიმოდ გამოუცხადა. აღმოსავლეთის ეპისკოპოსებს კი რომის თვალსაზრისი ახალი გზავნილებით, მიუკიბ-მოუკიბავად ამგვარად აუწყა: "განა თქვენთვის ცნობილი არ არის, რომ ჯერ ჩვენ უნდა გვეუწყოს, რათა ჯერ აქ დადგინდეს სამართალი... ის, რასაც მე ვწერ და გაუწყებთ, ნეტარი პეტრე მოციქულისაგან გადმოგვეცა"... კათოლიკური დასავლეთის თვალსაზრისით, იულიუსი გულწრფელია თავის შეგონებაში, ისინი მიიჩნევენ, რომ მათ სიამაყის საბაბიც გააჩნიათ, რადგან, მათი აზრით, მორალურად იულიუსი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ევსევიანები. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ, იცავდა რა დასავლეთისთვის მართალ პოზიციას, იულიუსი აღმოსავლური ეკლესიის რწმენას ებრძოდა, რადგან იქ არასოდეს და არავის სმენია მის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტების შესახებ.

აღმოსავლეთმა დიდი კრებით უპასუხა. 341 წელს ანტიოქიაში "დიდი ოქროს ტაძრის" საკურთხებლად (რომლის მშენებლობის დასრულებაც კონსტანტინე დიდის სიცოცხლეში ვერ მოესწრო) ასამდე ეპისკოპოსი შეიკრიბა. ისე არაფერი ასახავს ეკლესიის ისტორიაში სწორხაზოვან სქემებთან შეუსაბამობას, როგორც ის ფაქტი, რომ ამ კრებამ კვლავ დაგმო ათანასე და მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის წმინდა გადმოცემაში ის მაინც დარჩა ერთ-ერთ ავტორიტეტულ "ადგილობრივ კრებად", რომლის მიერ მიღებულ კანონებსაც კანონიკურ კრებულებში დღემდე თავისი ადგილი უკავია.

არიანული შფოთისთვის 341 წლის კრება გარდამტეხად იქცა. აქ ნიკეის კრების შემდეგ პირველად გადაინაცვლა მსჯელობამ კვლავ საღვთისმეტყველო ნიადაგზე. საღვთისმეტყველო დავები ევსევიანების ინტერესებში არ შედიოდა. მათ უბრალოდ "ერთარსის" მომხრეთა მოცილება უნდოდათ, მაგრამ მათთვის მოულოდნელად დადგა მომენტი, როდესაც დასავლეთის მიერ წამოყენებული ერესიანობის ბრალდების უარყოფა გახდა საჭირო. დაუბრუნდნენ რა საღვთისმეტყველო დავას, აღმოსავლეთის ეპისკოპოსებმა უკვე საბოლოოდ გააცნობიერეს და შეგნებულად მიიღეს ნიკეის კრების შედეგები.

რომის პაპის ბრალდების საწინააღმდეგოდ კრებაზე მამებმა საზეიმოდ დაადასტურეს ძველი, ნიკეამდელი მრწამსი, რომელიც ლუკიანე ანტიოქიელს მიეწერება და სადაც იესო ქრისტეს შესახებ ნათქვამია: "უფალი უფლისაგან, სრული სრულისაგან, ერთიანი ერთიანისაგან, სრულყოფილება სრულყოფილებისაგან, მეფე მეფისაგან... განუსხვავებელი ხატი მამა ღმერთის, როგორც არსისა, ისე ძალისა, ნებისა და მისი დიდებისა"... როგორც პროფესორი ა. კორტაშოვი აღნიშნავს, ეს იყო "ერთარსობის ნიკეამდელი სწავლების გამოთქმების სამოსში მოქცეული მოძველებული ფორმა". ამავე დროს ანტიოქელი მამები სიტყვაში "ერთარსი" ჯერ კიდევ ვერ ხედავდნენ იმ გამაერთიანებელ ძალას, როგორც ვერ ხედავდნენ იმას, რომ მხოლოდ ნიკეის კრებით განისაზღვრება და ზუსტად გამოიხატება ის, რაც ამ მრავალხატოვან სიტყვაშია ნაგულისხმევი: ძის ჭეშმარიტი ღმერთობა, მამასთან ძის სრულფასოვანი ერთიანობა. პირიქით, ამ ეტაპზე "ერთარსს" ისინი ჯერ კიდევ უცხო, საშიშ სიტყვად მიიჩნევდნენ და მათთვის ამ აზრის დასტური სწორედ მარკელ ანკვირელის ერეტიკულ შეხედულებასთან კავშირი იყო. რომმა კი საბელიანობისკენ დაბრუნებული მიიღო მარკელი... ამიტომ, აღმოსავლეთის მამათა აზრით, დასავლეთს აღმოსავლური მართლმადიდებლობის წინააღმდეგ სათქმელი აღარაფერი გააჩნდა. ამრიგად, გაურკვევლობისა და გაუგებრობისთვის ორივე მხარეს მრავალი მიზეზის გამოყენება შეეძლო.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ 341 წლის ანტიოქიის კრება დასავლეთთან საღვთისმეტყველო საკითხებში შეთანხმების საშუალებას იძლეოდა, მაგრამ ღიად რჩებოდა პიროვნებათა - უწინარესად ათანასეს საკითხი. დასავლეთის იმპერატორის კონსტანტინეს უშუალო ძალისხმევის შედეგად, ამ პრობლემის განხილვა სერდიკის (სოფიის) მსოფლიო კრებაზე გახდა შესაძლებელი. მაგრამ კრება შეკრებისთანავე (343 წ.) ორ ნაწილად გაიყო და ეს განხეთქილება კვლავ იმის გამო მოხდა, რომ მის წინაშე არსებული რეალობის სირთულეები კვლავ დასავლეთმა ვერ გაიაზრა. აღმოსავლეთი თანახმა იყო ათანასეს საქმე განხილვას დაბრუნებოდა, მაგრამ მანამდე მისი დამხობის აღიარებას მოითხოვდა. ამასთან, თუ დამხობის ფაქტს აღიარებდნენ, ათანასე საქმის განხილვის პროცესს ვეღარ დაესწრებოდა. დასავლეთი ამ პირობას არ ღებულობდა და რომში მის გამართლებას კრებაზე დასწრებისთვის საკმარისად მიიჩნევდა. ამრიგად, დაწყებული ურთიერთდაახლოების პროცესი მიინავლა და კრებაც ისევ განხეთქილებით დასრულდა.

ამავე დროს, კონსტანტინემ თავის ძმაზე პოლიტიკურ ზეგავლენას გააძლიერა, აღმოსავლეთის საზღვრებზე კი სამხედრო სიტუაცია სულ უფრო დაიძაბა და ამან კონსტანტი აიძულა ძმის მიმართ უფრო დამყოლი ყოფილიყო. საქმე იქამდის მივიდა, რომ 345 წელს, როცა გრიგოლი ალექსანდრიელი გარდაიცვალა, კონსტანტიმ ათანასე თავისი ყოფილი ადგილის დასაკავებლად ყოველგვარი საეკლესიო განხილვების გარეშე მოიხმო. ათანასე კარგად აცნობიერებდა ამ დათმობის შინაარსს და იმპერატორისგან რესკრიპტი ანუ კანონის ძალის მქონე წერილი მოითხოვა. მას თავისი დამხობა არასოდეს უღიარებია, ამიტომ კათედრას დაუბრუნდა და ეს დაბრუნება ტრიუმფის ტოლფასი იყო. "არსებული სინამდვილე" შეურიგებელმა მტრებმაც კი აღიარეს.

მაგრამ ძალიან მალე პოლიტიკურმა სიომ სხვა მიმართულებით დაბერა. 353 წელს, გარკვეული შიდა ომების შედეგად, კონსტანტი მთელი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მან მაშინვე გამოავლინა მისი კომპრომისის ნამდვილი შინაარსი. ცხადი გახდა, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური ოპორტუნიზმის შედეგი იყო. არიანელები და ნახევრად არიანელები გაცილებით დამყოლნი აღმოჩნდნენ სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, ვიდრე ნიკეის კრების შედეგების მომხრეები: ამ პერიოდში, კონსტანტის მთავარ დასაყრდენად სწორედ არიანელები გადაიქცნენ. დაიწყო ნიკეის კრების მომხრეთა საყოველთაო დევნა. ათანასეს ეს პროცესი ჯერ არ ეხებოდა: ის პირადად კონსტანტის რესკრიპტის საფუძველზე იყო მოწვეული... მეორე მხრივ, იმპერატორსა და მის თანამოაზრეებს კარგად ესმოდათ, რომ სანამ ათანასეს მხარს დასავლეთი უჭერდა, მისი გაკიცხვა საყოველთაო და მსოფლიო მნიშვნელობას ვერ შეიძენდა. ამიტომ ჯერ დასავლეთი უნდა გადმოსულიყო აღმოსავლეთის, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მორჩილებაში. რომში 352 წელს გარდაცვლილი იულიუსის ადგილი ახალმა პაპმა ლიბერიუსმა დაიკავა. კრების მოწვევა და ათანასეს დაგმობა იმპერატორმა სწორედ მისგან მოითხოვა. პაპი ცდილობდა, ასეთი გადაწყვეტილებისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ უშედეგოდ. 355 წელს ქალაქ მილანში შეკრებილმა 300-მა ეპისკოპოსმა იმპერიის უხეში ძალის წინაშე თავისი პოზიციები დათმო. "ჩემი ნება - ეს არის თქვენთვის კანონი", - უპასუხა იმპერატორმა ეპისკოპოსებს, როდესაც მათ საკითხის კანონიერად შესწავლა მოითხოვეს. იმპერატორის ბრძანებას მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსი არ დაემორჩილა და ყოველი მათგანი სასწრაფოდ გადაასახლეს. გადაასახლეს ლიბერიუსიც, რომელიც ცდილობდა, არ მიეღო კრების გადაწყვეტილება, ხოლო იმპერატორის მოხელეებმა მთელი დასავლეთი მოიარეს და ეპისკოპოსების უამრავი ხელმოწერა შეაგროვეს.

კონსტანტინეს მოქცევიდან ორმოცი წლის შემდეგ მორალურად განადგურებული ეკლესია დიდი იმპერატორის შვილის ფეხთით იყო! რჩებოდა მხოლოდ ათანასე, უხეში ძალის წინააღმდეგ მებრძოლი და დამოუკიდებელი ეკლესიის ერთადერთი წარმომადგენელი. 356 წლის 8-9 თებერვლის ღამეს, მაშინ, როდესაც ათანასე მრევლთად ერთად შუაღამის ჟამნის ლოცვაზე იდგა, ჯარისკაცებმა ტაძარი ალყაში მოაქციეს. ეპისკოპოსმა ბრძანა, მრევლი მშვიდად, უფლის მადიდებელი გალობით დაშლილიყო და შინ წასულიყო. სიბნელეში ათანასე ტაძრიდან ხალხთან ერთად გავიდა და ექვსი წლის მანძილზე იგი აღარავის უნახავს. გახელებულმა კონსტანტიმ ბრძანა, ეგვიპტის ყველა მონასტერი გაეჩხრიკათ, მაგრამ უშედეგოდ. საკუთარი ეპისკოპოსი მეუდაბნოე ბერებმა შეიფარეს. ქვეყანა ძალიან მალე მოიცვა ათანასეს მამხილებელმა ხმამ. ეპისკოპოსმა ეკლესიის მტრების გამანადგურებელი რამდენიმე ნაშრომი შექმნა, მათ შორის "კონსტანტის აპოლოგია" და "არიანელთა ისტორია" ან "არიანელთა ისტორია მონაზონთათვის", სადაც მკითხველს ათანასე საკუთარი ღვთისმეტყველების, ნიკეის კრების შემდგომ ატეხილი შფოთის შინაარსს განუმარტავს. ამრიგად, იმდროინდელი ძალადობის ქარცეცხლში მხოლოდ ათანასე რჩებოდა ხელშეუხებელი.

ამ ბოლო მომენტამდე ნიკეის კრებისთვის ასე აშკარად არავის შეუტევია, არიანული უმცირესობა ძირითადად დასავლეთისადმი წინააღმდეგობით ცდილობდა, გაეერთიანებინა აღმოსავლეთის ეპისკოპოსები, მაგრამ ახლა იმპერატორის დახმარებით არიანელებს ხელები გაეხსნათ. ყველა ძირითად კათედრაზე ოლიგარქთა ნების მორჩილი შემსრულებლები დასვეს. მოხდა ის, რაც როდისმე უნდა მომხდარიყო - 357 წელს მდინარე დუნაიზე, ქალაქ სირმიაში მოწყობილ შეკრებაზე არიანელებმა ნიღაბი ჩამოიხსნეს. მათ შეადგინეს "სირმიის მეორე ფორმულა", რომელიც უკვე სრულ არიანულ შინაარსს ატარებდა. გამოქვეყნების შემდეგ ფორმულის მიღება არიანელებმა ეპისკოპოსებისგანაც მოითხოვეს. ვინც უარს აცხადებდა, სახელმწიფო თავისი სანქციებით ემუქრებოდა: ამრიგად, იმპერატორის მიერ დამტკიცებულმა სირმიის მანიფესტმა უხეში გუგუნით იმპერიის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მთელი ქვეყანა მოიცვა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat