საბინინი საქართველოდან იმიტომ გაასახლეს, რომ მკაცრად დაუპირისპირდა ეგზარქოსების ანტიქართულ პოლიტიკას
საბინინი საქართველოდან იმიტომ გაასახლეს, რომ მკაცრად დაუპირისპირდა ეგზარქოსების ანტიქართულ პოლიტიკას
ქართველი ბერი, ხატმწერი, ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე, თეოლოგი, ღვთისმეტყველების კანდიდატი, ქართულ სიძველეთა მკვლევარი მიხეილ (გობრონ) საბინინი (საბინაშვილი) დაიბადა 1845 წელს. მისი მამა ტვერელი მღვდელი პავლე საბინინი იყო, დედა - ქართველი ქალი ეკატერინე მირზაშვილი. სწორედ დედამ ჩაუნერგა მიხეილს საქართველოსა და ქართული ეკლესიის უსაზღვრო სიყვარული.

XIX საუკუნის 60-იან წლებში მიხეილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც 1868 წლამდე სწავლობდა. მოწაფეობის წლებში ბევრს მოგზაურობდა, ათვალიერებდა ქართულ ეკლესია-მონასტრებს, იხატავდა ფრესკებს, იწერდა ძველ თქმულებებს. იგი თავიდანვე ვერ იტანდა ფარისევლობას, უზნეობას და ყველას დაუნდობლად ამხელდა, მიუხედავად წოდებისა და თანამდებობისა. ამის გამო ბევრი მტერი გაიჩინა, ამიტომ ვერც გიმნაზიის გამოცდები ჩააბარა, მაგრამ მაინც განაგრძო სწავლა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. ერთდროულად წარმატებით ჩააბარა გიმნაზიის კურსიც და აკადემიის გამოცდებიც.

მიხეილმა აკადემიაში სწავლის დროსვე წარადგინა ნაშრომი "საქართველოს ეკლესიის იტორია უძველესი დროიდან VI საუკუნემდე", რომლისთვისაც ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

საბინინი ჯერ კიდევ თბილისში სწავლობდა, როცა 1867 წელს ეგზარქოსს წერილობითი მოხსენება მიართვა, რომელშიც დაბეჯითებით მოითხოვდა, კეთილმოეწყოთ და სათანადო ყურადღება მიექციათ მეტეხის ტაძრის ქვემოთ მდებარე აბო თბილელის ნიშისათვის. მას წმინდა აბოს ხატიც დაუხატავს და ნიშისათვის შეუწირავს.

პეტერბურგში სწავლისას საბინინი დაუახლოვდა ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებს, ბაგრატიონთა ჩამომავლებს, მაგალითად, ივანე გრუზინსკის, აგრეთვე, დავით ჩუბინაშვილს და სხვებს. გაუცნია მარი ბროსეც.

ივანე გრუზინსკიმ მრავალი ძვირფასი ქართული ხელნაწერი და წიგნი გააცნო, დააინტერესა ქართულ ხელნაწერთა ისტორიით. ამავე დროს მიხეილმა ქართულიდან რუსულად თარგმნა პოლემიკური ტრაქტატი "განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა" და პეტერბურგის სოლიდარულ ჟურნალში გამოაქვეყნა. პეტერბურგში ყოფნისას ბერად შედგა და მეორე სახელად აირჩია გობრონი. ამიერიდან თავის ნაწერებს ასე აწერდა ხელს: "გობრონი" ან "მიხეილ გობრონი".

საბინინმა არაერთხელ სთხოვა იმპერატორ ალექსანდრე III-ს, დაეცვა ქართული ეკლესია და ქართველი ხალხი. ყველა წერილს, ოფიციალურს თუ არაოფიციალურს, ახლა ასე აწერდა: "ივერიელი საბინინი".

ზაქარია ჭიჭინაძეს მიხეილი ერთ წერილში წერდა: "ეგზარხოსმა პირი მომჭამა, რომაო, შენ ქართველების მხარე გიჭირავსო და იმათი პატიოსნება გინდაო. ქართველები სულ უნდა გავასახლოთო, რომ იქ (საქართველოში, - ავტ.) ხსენებაც არ იყოს იმათიო და იქ რუსები და მალაკნები გადავასახლოთო. მე გავიღიღინე. გამიჯავრდა კიდეც ამაზედ!"

საბინინის მიერ დასახელებული ეგზარქოსი უნდა იყოს იოანიკე (1877-1882) ან პავლე (1882-1887), რადგან ეს წერილი 1882 წლის ახლო ხანებშია დაწერილი.

ქართული კულტურის წინაშე საბინინის უდიდესი დამსახურებაა პეტერბურგში 1882 წელს ქართველი წმინდანების ცხოვრება-მარტვილობათა გამოცემა, რომელსაც "საქართველოს სამოთხე" ჰქვია. წიგნში გამოქვეყნებულია 50 ქართველი წმინდანის ცხოვრება და ბევრი მათგანის უბრწყინვალესი ლითოგრაფიები, მათ შორის, წმინდა ნინოსი, წმინდა რაჟდენის, წმინდა შუშანიკის, ქეთევან წამებულის, მიქელ-გობრონისა და სხვათა. ამ 400-გვერდიან გამოცემას ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი აღფრთოვანებით შეხვდა. ასევე მოწონებით გამოეხმაურა პრესა, მაგალითად, გაზეთი "დროება".

ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი სასულიერო მწერლობის თხზულებათა ამ შესანიშნავმა კრებულმა ფასდაუდებელი როლი ითამაშა ძველი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და შესწავლის საქმეში და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. "საქართველოს სამოთხე" წარმოადგენს ქართული ჰაგიოგრაფიული კრებულის პირველ, შედარებით სრულ ბეჭდურ გამოცემას. საბინინს 7 წლის განმავლობაში უგროვებია მასალა ამ წიგნისათვის, შემოუვლია ეკლესია-მონასტრები და წიგნსაცავები, ძირითადად პეტერბურგის ბატონიშვილების კოლექციისა, გადმოუწერია ტექსტები და ოფიციალური პირებისაგან შექმნილ სხვადასხვა დაბრკოლებათა მიუხედავად დაასრულა ეს საშვილიშვილო საქმე.

საბინინმა რუსულ ენაზე შეადგინა "ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა" (1872 წ.), რითაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა წმინდანთა ღვაწლი.

1882 წელს მიხეილი ათონის ქართველთა მონასტრის რწმუნებულად დაინიშნა საქართველოში და მაშინვე მიმართა იმპერატორს, რომ დაეცვა ქართველი ბერების უფლებები ათონზე.

საბინინი აგროვებდა ქართულ ხელნაწერებს. მას ეკუთვნის ცნობილი ხატი "საქართველოს დიდება" ("ქართული ეკლესიის დიდება"), რომლის ლითოგრაფიაც პირველად ლაიპციგში (1889) და შემდეგ ბერლინში (1895) დაიბეჭდა. ხატის კომპოზიცია შემდეგია: ცენტრში ანგელოზს აღუმართავს სასწაულთმოქმედი სვეტი, რომლის ზემოთაც გამოსახულია მაცხოვარი ორმაგი კურთხევით, ქვევით - მწოლიარე სიდონია უფლის კვართთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ - შარავანდით მოსილი ქართველი მეფეები და წმინდანები.

საბინინი დაუღალავად მოგზაურობდა მთელ საქართველოში. ცდილობდა, აღედგინა და დაეცვა, გაემშვენიერებინა ქართული ეკლესია-მონასტრები: დავითგარეჯა, ბოდბე, ზედაზენი, შიომღვიმე და სხვ. განსაკუთრებით იზიდავდა დავითგარეჯა. იქ ჩაიტანა ამერიკული კაკლისაგან დამზადებული მოოქრული კანკელები, ბერების სამოსი, გარდამოხსნა, ხატები, საეკლესიო ნივთები და ა.შ. განსაკუთრებით ზრუნავდა დავით გარეჯელის საფლავის გამშვენებაზე. მდიდარი რუსი მეცენატების დახმარებით დავით გარეჯელის განსასვენებელს მარმარილოს ძვირფასი ლუსკუმა გაუკეთა. დღეს ეს ლუსკუმა გატეხილია, შუა ნაწილი ამომტვრეული აქვს. ინახება აკად. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არმაზის ფილიალში. ლუსკუმას ოთხივე მხარეს მიუყვება ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა: "გნატრით შენ, ღირსო მამაო დავით, და პატივს ვცემთ წმიდასა ხსენებასა (შენსა). წინამძღვარო მონაზონთაო და თანამკვიდრო ანგელოზთაო, შეიწყალე საბინინი ექსორიობასა! წელსა ჩყუბ (1893)".

ამ წელს საბინინი მართლაც გადასახლებული იყო საქართველოდან. გაასახლეს იმიტომ, რომ მკაცრად დაუპირისპირდა ეგზარქოსების ანტიქართულ პოლიტიკას. განსაკუთრებით ამხელდა ქართველთმოძულე ეგზარქოს პავლეს და მთავარმართებელ დონდუკოვ-კორსაკოვს. იმის გამო, რომ იცავდა ქართულ ენას, ქართული ეკლესიის უფლებებს რუსთა ხელყოფისაგან, სინოდმა უარი უთხრა ეპისკოპოსის ხარისხზე.

მტრების გააქტიურების მიუხედავად საბინინი დაუცხრომლად იღვწოდა. იმდენი მოახერხა, რომ რუსეთში განთქმული მამა იოანე კრონშტადტელი იოანე ზედაზნელის ღვაწლით დააინტერესა და ზედაზნის მონასტრისთვის 16-ფუთიანი ზარი გამოაგზავნინა საჩუქრად.

ფრიად საყურადღებოა საბინინის შრომები ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. 1877 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ქართული ეკლესიის ისტორია". ამის შემდეგ განზრახული ჰქონდა ფრანგულადაც გამოეცა ქართული ეკლესიის ისტორია, მაგრამ უცნობია, განახორციელა თუ არა ეს საქმე, რადგან ასეთი ნაშრომი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

რუსეთში გაძევებული და ჯანმრთელობაშერყეული საბინინი ითხოვდა, მისი ნეშტი საქართველოს მიწისათვის მიებარებინათ, კერძოდ, დავითგარეჯის მონასტერში დაეკრძალათ. მაგრამ იგი გარდაიცვალა მოსკოვში 1900 წლის 10 მაისს ფილტვების ანთებით და დაკრძალეს წმინდა დანიელის მონასტერში. სამწუხაროდ, საბინინის საფლავის კვალი დღეს გამქრალია.
ბეჭდვაელფოსტა
30.03. 2017
ლია...
მიხეილ–გობრონ საბინინი უფლის წმიდაა თავისი ღვაწლის გამო.
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat