ჩვენ კი იძულებულნი ვართ, ღმერთი მალულად ვადიდოთ
ჩვენ კი იძულებულნი ვართ, ღმერთი მალულად ვადიდოთ
მაკედონია: "ქრისტე აღსდგა". სოფელ ნოტიიდან ქალაქ ფლორინამდე, სადაც მდებარეობს მონგლენის მიტროპოლიის კათედრა, ცხენით 20 წუთის სავალია. პირველი ბერძნული დასახლება ამ ადგილას 200-ოდე წლის წინ წარმოიშვა. დღეს მისი მცხოვრებნი, 5 000 კაცი, მუსლიმანურ რწმენას აღიარებენ. ნოტია ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ნათელი მაგალითი ქრისტიანთა ისლამზე მოქცევისა (1759წ.) და ამ ორი რელიგიის ურთიერთბრძოლისა.

მძვინვარე დამპყრობლების მიერ 5 საუკუნის მანძილზე ქრისტიანთა ძალად გამუსლიმანების ისტორიაში მრავალი სისხლის გამყინავი ეპიზოდია, განსაკუთრებით ეგეოსის კუნძულებზე ლესბოსსა და ქიოსზე. იშვიათობა არ იყო, როცა პატარებს გლეჯდნენ მშობლებს. ზოგი მაჰმადიანდებოდა, ზოგი, ღვთის წყალობით, ერთგული რჩებოდა მამა-პაპათა რჯულისა.

დიდი ხნის მანძილზე ნოტია ერთადერთი ქრისტიანული დასახლება იყო, ამიტომაც დამპყრობლები, ბერძენ მოღალატეებთან ერთად, რომლებიც მუსულმანებზე დაუნდობელნი იყვნენ, ნოტიის მცხოვრებთ ათასნაირ ბოროტებას ატეხდნენ თავს.

მონგლენის მიტროპოლიტი იოანე, ვისი კათედრაც ნოტიაში იყო გადატანილი, დიდხანს ფიქრობდა, რომ სამწყსოს ისლამის "ნებაყოფლობით" მიღება გადაარჩენდა. მან ეს აზრი წმინდა და დიდებულ ვნების კვირას გამოუცხადა თავის ძმას, დიმიტრის.

დიდ ხუთშაბათს, მზის ჩასვლის მერე, ქრისტეს ვნებების მოსაგონებლად, ნოტიელები მონასტერში, წმინდა პარასკევას სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ. ორმა ღვთისმსახურმა სამეუფეო კართან წაიკითხა სახარების ხუთი ამონარიდი ქრისტეს ვნებისა. და აი, სამეუფეო კართან გამოჩნდა მიტროპოლიტი. სანთლის შუქზე უფრო ფერმკრთალი და გამხდარი ჩანდა. თრთოლით წარმოთქვა სახარების სიტყვები, თუ როგორ მიუსაჯეს მაცხოვარს სიკვდილი და როგორ შესრულდა ეს.

"არს დღისით ხესა ზედა, დამოკიდებული ხმელთა ზედა წყალთასა", - ეს სიტყვები ამოხდა საკურთხევლის ჩრდილოეთ კარებიდან გამოსულ მღვდელს, რომელმაც გამოაბრძანა ხის ჯვარცმა. ყველამ თავი მოიდრიკა ჯვარცმის წინაშე. მღვდელმა დაჩოქილმა იგალობა: "თაყვანისვცემთ ვნებათა შენთა, ქრისტე, გვიჩვენე ჩვენ წმინდა აღდგომა შენი". მერე კი ბრძანა: "მომიხსენე მე, უფალო, უღირსი მონაი შენი, და ყველა აქ წარდგომილი მონანი შენნი, რომელნი მოელიან სასუფეველსა შენსა".

დიდ შაბათს, შუაღამისას, ზარის რეკვით მოუწოდეს მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, რომელიც მათთვის ბოლო აღმოჩნდა. ეკლესიის ეზო ვერ იტევდა ხალხს. მიტროპოლიტმა აღდგომის სახარება წაიკითხა, მერე ყველა, აღდგომის სიხარულით გაბრწყინებულნი, ანთებული სანთლებით მიუახლოვდა სამეუფეო კარებს წმინდა ზიარების მისაღებად.

თანასოფლელები ერთმანეთს ეამბორებოდნენ და ესალმებოდნენ, - "ქრისტე აღსდგა". შინ წასვლას აპირებდნენ, რომ მიტროპოლიტმა სულიერ შვილებს სთხოვა, შეჩერდითო. მარტო დიმიტრიმ იცოდა, რომ პირველ ამბორისყოფასა და სიხარულს მოჰყვებოდა ტირილი და ცრემლი.

მღელვარებით შეძრულმა მღვდელმთავარმა ქრისტიანებს გამაჰმადიანება მოუწოდა. დასასრულს კი უთხრა: - დიდია ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე. მის მკვდრეთით აღდგომას დღეს ვდღესასწაულობთ, მხოლოდ მან იცის ყოველივე და ჩვენ, უღირსებს, არ მოგვაკლებს თავის წყალობასო.

აგუგუნდა ტაძარი გაოცებისგან, ატირდა ყველა. ღალატის საქმე აღწერილია წმინდა სახარებაში: "მიუგო პეტრე და რქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე. ჰრქუა მას იესუ: "ამენ გეტყვი შენ, რამეთუ ამას ღამესა ვიდრე ქათმის ხმობამდე სამგზის უვარმყო მე" (მათე 26,33-34).

ტრაპეზის სახარება დასამალად შინ წაიღო გადასახადის ამკრეფმა. საეკლესიო ჭურჭელი და ხატები გაანადგურეს, დატოვეს მხოლოდ ნოტიის მფარველის - წმინდა პარასკევას ხატი, რომელიც ეკლესიის ერთ-ერთ თაღში ჩამალეს და ამოქოლეს.

ნოტია დღემდე დღესასწაულობს წმინდა პარასკევას ხსენების შაბათს და წინაპრების საფლავებზე სანთლებს ანთებენ.

ხოჯა ალი, ასე ეძახდნენ ახლა მიტროპოლიტ იოანეს, ლარისაში გადაიყვანეს. ერთხელ, ყავახანაში მჯდომმა, ძმას მოჰკრა თვალი. თურმე ვერ შეეწყო ახალ ცხოვრებას და სოფელი დატოვა. საღმრთო განგებულებით მოხდა მათი შეხვედრა. "მე მზად ვარ, დავამოწმო ჩემს ქრისტეზე", - უთხრა ძმას. ყავახანიდან გამოვიდა და შევიდა პინიეს ხიდთან მდებარე ტურხანის მეჩეთში (ადრე ქრისტიანული ტაძარი იყო), სადაც მუსლიმანები შუადღის ლოცვას აღავლენდნენ. ავიდა ამბიონზე, ჯვარი გამოისახა და კითხვა დაიწყო: "მხოლოო ჭეშმარიტი ღმერთი, ძე მისი მხოლოდშობილი ქრისტე..." დასრულება ვერ მოასწრო, რომ ბრბომ ხოჯა იმავე მეჩეთში დაკლა, სადაც მსახურობდა.

ჯაშუშებმა ხელისუფლებასთან დიმიტრიც დააბეზღეს. ის ჩამოახრჩვეს. ძმების ცხედრები ხრამში გადაყარეს. მრავალი წელი იდო იქ ქვა ასეთი წარწერით: "არც თქვენია (ქრისტიანია) და არ ჩვენი (მუსულმანი)".

კონსტანტინოპოლი. ქრისტეშობის საღამოს მეგობართან ერთად ქრისტეშობის ჰიმნების საგალობლად გავემართეთ. ჯერ მეზობლები მოვიარეთ. ხელთ მრგვალი თუნუქის დაფი მეჭირა, რომელსაც დოლად ვხმარობდი, ჩემს მეგობარს კი ხელთ ფანარი ეპყრა, შიგნით ანთებული სანთლით. ერთი სახლიდან მეორეში გადავდიოდით, მცხოვრებნი ხურდა ფულს გვაძლევდნენ. გვინდოდა, საკადრისად დავეჯილდოებინეთ ჩვენი გარჯისთვის. ამ თურქულ რაიონში რამდენიმე ქრისტიანი ცხოვრობდა. მათკენ გავწიეთ. ჩამობნელდა. ჩვენი სანთელიც ჩაიღვენთა და ჩაქრა.

დავაკაკუნეთ კარზე, - იქნებ ამ სახლში ქრისტიანები ცხოვრობენო და დავიწყეთ გალობა. მაშინვე გაგვიღო ახალგაზრდა კაცმა, ხელში ნავთის ლამპა ეჭირა. თურქულად გვთხოვა, გამომყევითო. მისი ხმის ტონმა შიში გაგვიქრო და გავყევით. მივედით თურქი გუბერნატორის რეზიდენციასთან. სახლის პატრონი მაღალი, მშვენიერი აღნაგობის კაცი გახლდათ. დიასახლისი შუახნის ქალბატონი იყო. იქვე იდგნენ ორი გოგონა და ყმაწვილი. ყველანი სიყვარულით გვიცქერდნენ. კაცმა ალერსიანად გვკითხა, - რას მღერითო? ერთგვარი ლოცვაა, "იბადეს" (მუსულმანური ლოცვა) მსგავსი, რომელსაც ქრისტეშობის წინა საღამოს გალობენო.

იმღერეთ, მოგისმენთო, - გვთხოვა.

მე და ჩემმა მეგობარმა ერთმანეთს გადავხედეთ და დავიწყეთ სიმღერა, მე თან თუნუქზე ვურტყამდი და რიტმს ვაყოლებდი. მთელი ოჯახი კეთილმოკრძალებული დუმილით გვიცქერდა. როცა სიმღერა დავამთავრეთ, მოხუცს თვალები ცრემლით აევსო. ჯიბიდან ქისა ამოიღო და სათითაოდ ხუთ-ხუთი მონეტა გადმოგვცა, ამდენი წინა მსმენელთაგან ერთად არ აგვიღია.

იმავე ფარნიანმა ახალგაზრამ აკრბამდე მიგვაცილა. დამშვიდობებისას თურქულად გვითხრა: "გიულე, გიულე". ამის შესახებ მამაჩემს მოვუყევი:

- ეტყობა, ხალილბეი ფაშასთან მიხვედით. მას უყვარს ქრისტიანები, რადგან თვითონაც...

- რაო, რაო, მამა?

- არაფერი, შვილო... ის კარგი ადამიანია...

"მთელი დღეები ფარულად ვგალობ სოფიაში". ფარული ქრისტიანი ქამილ-ბეი ჰყვებოდა: - ფარული ქრისტიანი კონსტანტინოპოლში ბევრია. ისინი მდიდრები არიან და მაღალი თანამდებობები უკავიათ სულთნის სასახლესა და მინისტრთა საბჭოში. ყოველთვის, როცა ქალაქში ჩავდივარ, ვეწვევი ხოლმე თურქ გუბერნატორს, სულეიმან ფაშას, ანდა თურქეთის ჯარის სარდალს, ფერით ფაშას. მამამისი ჩემი სოფლის, კანის ახლოს, გოდონში ცხოვრობს. ფერით ფაშა ცნობილი ადამიანია. მას შეუძლია თვით სულთანთან თავისუფლად დაჯდეს და ესაუბროს. მისი უზარმაზარი სასახლე წმინდა სოფიას გვერდით დგას. სარდაფში მიწისქვეშა ტაძარი აქვს მოწყობილი, ულამაზესია, ყველაფერი ბაჯაღლო ოქროსაგან არის გაკეთებული, ხატებიც, სასანთლეებიც.

ყოველ დიდმარხვაში ფერით ფაშასთან ფარულად მღვდელი მოდის აღსარების მისაღებად და ყველა ფარული ქრისტიანის საზიარებლად, მათი შვილების მოსანათლად. აია სოფიას გარშემო, მთელ რაიონში ფარული ქრისტიანები ცხოვრობენ. ისინი დიდმარხვის დღეებში ფერით ფაშას მიწისქვეშა ტაძარში იკრიბებიან.

ხუთი წლის წინ, დიდმარხვაში, ქალაქში თვალის სამკურნალოდ ჩამოვედი. ფერით ფაშას შევუარე. დღისით აშკარად ხორცს ვჭამდით, საღამოთი ვმარხულობდით - ლობიოსა და ზეითუნის ზეთით შეზავებულ ოსპის შეჭამანდს გეახლებოდით. იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლის დღესასწაულზე, საღამოს, სასტუმრო ოთახში ვსაუბრობდით. თანდათანობით ხალხი შეიკრიბა, ასამდე იყვნენ: კაცები, ქალები, ბავშვები. ცოტათი ავღელდი, - ამათ აქ რა უნდათ-მეთქი. ფერით ფაშამ გამიღიმა, - ჩვენები არიანო. სტუმრებმა ბერძნულად იწყეს საუბარი. აშკარად ჩანდა, რომ ყველა განათლებული იყო და თავისუფლად ფლობდა წინაპართა ენას, მეტიც, ერთმანეთს ქრისტიანული სახელებით მიმართავდნენ. ველოდი, კიდევ რაღა უნდა მომხდარიყო. ფერით ფაშამ მიმართა სტუმრებს: "დღეს, საღამოს, მართლმადიდებლურ ტაძრებში ნიმფიონის (ვნების ორშაბათისა და სამშაბათის ცისკრის) სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. ყველა ქრისტიანი შინ დამშვიდებული დაბრუნდა, ჩვენ კი იძულებულნი ვართ, ღმერთი მალულად ვადიდოთ. მწამს, უფალი არ დაგვიტევებს და ოდესმე მიწისქვეშეთიდან ამოვალთ".

მოხუცი მღვდელი შემოვიდა, მამა მელეტი. ის გალაგის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ფერით ფაშამ ის ქალაქში ჩამოაყვანინა, ვითომდა მომაკვდავის საზიარებლად. მამა მელეტიმ ოქრომკედის სამოსლით მოსილი ფაშები, ჩალმიანი მოლები რომ დაინახა, აღელდა...

ყველა ეკლესიაში ჩავიდა და მწუხრის ლოცვა დაიწყეს. მთელი კვირა არ გაუშვეს ფარულმა ქრისტიანებმა მამა მელეტი. მან მათ აღსარება ათქმევინა და აზიარა. მეორე დღეს გაზეთებმა გამოაქვეყნეს, - მამა მელეტი დაიკარგაო!.. სახალისოა ისიც, რომ ქალაქის პოლიციის უფროსი საღამოობით ტაძარში მოდიოდა და მამა მელეტის ხელთაგან ეზიარებოდა, დღისით კი ქვეშევრდომებს აძებნინებდა "დაკარგულს".

ერთხელ ტაძარში მივიყვანე ჩემი ბიძაშვილი, ადგილობრივი გუბერნატორი გერვასი. კონსტანტინოპოლის ფარულმა ქრისტიანებმა მძიმე წუთებში არაერთხელ გადაარჩინეს ეკლესია!

ერთხელ წმინდა სოფიაში შევედი. მეც, როგორც ყველა კეთილმორწმუნე თურქმა, ხელ-პირი დავიბანე, ფეხსაცმელები გავიხადე, ფლოსტები ჩავიცვი. ჩემთან დიდჩალმიანი ხოჯა მოვიდა და ტაძრის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება შემომთავაზა. აქ ადრე ხშირად ვყოფილვარ, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. მაინტერესებდა, რას იტყოდა. ხოჯამ წმინდა საკურთხეველთან მიმიყვანა, რომ არავის დავენახეთ და მოესმინა, გამიღიმა და მკითხა: "მე არ მიცნობ?" დავაკვირდი - ავდაგელი ჰაჯი (აღმოსავლეთში ეძახიან წმინდა მიწის მომლოცველს) ჰამზასი, აბდულა ბეის მამა იყო.

მთელი დღეები ფარულად ვგალობ წმინდა სოფიაშიო, - მითხრა.

ხარლამპე (მისი ქრისტიანული სახელია) ერთგული ქრისტიანი იყო.

ჩაფიქრებული ხოჯა.
ერთხელ ორი ბერძენი მეგობარი ბოსფორის სანაოსნოს პატარა სარეისო ხომალდზე ავიდა. იმდენი ხალხი იყო, გემბანზე ძლივს იშოვეს ადგილი ორ ხოჯას შორის. ერთი ხოჯა ყურანს კითხულობდა, მეორე კი ფიქრებში ჩაფლული ხან ცას შეხედავდა, ხან ზღვას. ბერძნები საუბრობდნენ, დროდადრო ქურდულად ხოჯებს გადახედავდნენ და ირონიულად იღიმებოდნენ. ერთმა მეორეს გადაუჩურჩულა, - ორ ავაზაკს შორის ვზივარო.

კატერი ბოსფორის სანაპიროს მიადგა. ბერძენი ყმაწვილი, წეღან რომ ხოჯებს დასცინა, ნაპირზე სწრაფად ჩავიდა და გზას დაადგა. ცოტა რომ გაიარა, მხარზე ვიღაც შეეხო. მიიხედა. "ჩაფიქრებული ხოჯა" დაინახა. მან ღიმილით უთხრა, - გამომყევიო. ყმაწვილმა მოუბოდიშა, მეჩქარებაო.

- ნუ გეშინია, - უპასუხა მას ხოჯამ, - თუმცა შენი შეცდომა დიდია და სახიფათო. მაგრამ გამხნევდი, უკვე ახლოს ვართ. არაფერი შეგემთხვევა.

მალე უზარმაზარი მდიდრული სახლის წინ აღმოჩნდნენ. გაიარეს დარბაზები. ქვემოთ ჩაუყვნენ კიბეს და პატარა საყდარში აღმოჩნდნენ. მიხვდა ნირწამხდარი ბერძენი, რომ ხოჯა ფარული ქრისტიანი მღვდელი იყო. ატირდა, მოძღვართან ცოდვები აღიარა და ხელზე ეამბორა. ხოჯა-მღვდელმა ის აკურთხა და ურჩია, ენას მიხედე, თუ გინდა უსიამოვნებას გადარჩეო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat