მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. #4,5
2. იერუსალიმის მცირე ეკლესიური საზოგადოება
რა არის იდეალი იერუსალიმის ახალი, მცირე რელიგიური საზოგადოებისა. რით ვლინდება ცხოვრებისადმი მიდგომის ის თავისებურებები, რასაც ადამიანი ნათლობით იღებს, რაც ადამიანში ზიარებით ხორციელდება და ქვეყნიერებას საუკუნო ცხოვრების გზად წარმოუდგება.

სიტყვები - ერთობა და სიყვარული ყველაზე ზუსტად ასახავენ ადამიანების ამ ახალი ერთსულოვნების მაცოცხლებელ შინაარსს. თანამედროვისათვის ძნელია ასეთი თანაცხოვრების ჭეშმარიტი ბუნების ბოლომდე შეცნობა. ერთობა და თანადგომა დღეს რაღაც "იდეოლოგიური" ან ყოფითი ამოცანების ერთობლივად გადაწყვეტის საშუალებად, ან ვიღაცის საწინააღმდეგო ქმედებად განიხილება. ადრეული ეკლესიისათვის კი ერთობა არის იესო ქრისტეს მიერ შემოთავაზებული ცხოვრების საბოლოო, უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა. ეკლესია ცოდვით, ანუ ამპარტავნებით ღვთისაგან განთვისებული ადამიანის კვლავდაბადების საშუალებაა. ნათლობით მოქცევით, პურის განტეხვითა და ზიარებით უფალთან მოსაგრეობის საშუალებაა.

ეკლესიური ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება, უწინარესად, მოყვასის არაფორმალურ, ქმედით სიყვარულში ვლინდება, ამ დროს ეკლესიის ყოველი წევრი საკუთარ თავს თანამოძმის შინაკაცად აღიქვამს. სიტყვები: "ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ-შობილი მოსცა" (იოან. 3:16), ეკლესიაში მუდმივად შეიგრძნობა და ეკლესიურ ცხოვრებაში უშუალოდ მაცხოვრის ყოფნის შეგრძნებას აღძრავს. სიტყვები, რომლებიც იოანე ღვთისმეტყველმა ცხოვრების ბოლო წლებში წარმოთქვა: "საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს" (1 იოან. 4:11-12), მორწმუნე არა მხოლოდ რწმენასა და სწავლებაში ერთიანობას, არამედ ერთად მყოფობის შინაარსსაც ატარებს. ადრეულ ეკლესიაში მორწმუნეთა ყოველდღიურ თანასწრებასა და ჭეშმარიტ თანადგომას კი ლიტურგია აგვირგვინებს. ადრეულ საეკლესიო ცხოვრებაში ისე ხშირად, როგორც "ძმები", არც ერთი სიტყვა არ მეორდება, ამ სიტყვაში ყოველი ქრისტიანი ცხოვრების სრულ ქმედით შინაარსს გულისხმობს. ამ სიტყვაში მორწმუნეთა თანამოაზრეობა და თანამზრახველობაა გამოხატული: "ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ, და არცა ერთმან ვინ თქვას მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად" (საქმ. 4:32). ზოგადისაებრ სარწმუნეობის შვილებს (ტიტ. 1:4), სიხარულისა და თანამოაზრეობის მოფრთხილების შესახებ მუდმივად მიანიშნებს მოციქული პავლე, და ასე მიმართავს: "თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თვისთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთვისმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაი, და მშვიდობაი იგი ღმრთისაი განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ხორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით" (კოლ. 3:13-15). სხვაგან წმინდა მოციქული მორწმუნეებს მოუწოდებს არა მხოლოდ მატერიალური ურთიერთმხარდაჭერის, არამედ სულიერი მზრუნველობისა და თანადგომისაკენ. "ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად. და დაბნებსა და მონაგებსა განჰყიდდეს და განუყოფდეს მას ყოველთა, ვითარცა ვის რაი უხმდა... ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ, და არცა ერთმან ვინ თქვას მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად. და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა, და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაი მათ და დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაიცა ვის უხმდა" (საქმ. 2:44-45; 4:32-35). ამრიგად, პირველ ხანებში, რაოდენობრივი სიმცირის გამო, იერუსალიმში შესაძლებელი აღმოჩნდა სრულად განხორციელებულიყო ქრისტიანთა ქონებრივი ერთიანობისა და მორწმუნეთა ძმური თანაცხოვრების რადიკალური ფორმები. ამავე დროს, მოციქულ პავლეს ეპისტოლარულ წერილებში ვკითხულობთ: "კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა" (2 კორ. 9:7), რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სხვა ქალაქებში ქრისტიანებს კერძო საკუთრება შენარჩუნებული ჰქონდათ. მაგრამ იერუსალიმის მცირე რელიგიური საზოგადოება, მოციქული პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ, "ღატაკთა" ეს საძმო, როგორც ცხოვრების სრული გარდაქმნის და განახლების; ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობის, ჭეშმარიტი სიყვარულისა და მაქსიმალიზმის მაგალითი, სამუდამოდ დარჩება თვითშეგნებაში, როგორც დაუვიწყარი ანდერძი ქრისტიანული თანაცხოვრებისა. და ყველა მომდევნო ეპოქაში, საზოგადოებრივი ყოფიერების სხვადასხვა პირობებში, ცალკეულ ქრისტიანთა გულებში კვლავ გაიღვიძებს საოცარი სურვილი პირველ ქრისტიანთა მსგავსად, ეკლესიური "ახალი ცხოვრების", ცხოვრების იდეალად განხორციელებისა.

***
ადრეულ ეკლესიას ხშირად მიწიერი მყოფობისადმი გულგრილსა და ჟამთაღსრულების დაძაბულ მომლოდინე საზოგადოებად მიიჩნევდნენ. მაგრამ, ჭეშმარიტი სიყვარულით განმსჭვალული ეკლესიის წევრების თანაცხოვრება თავად ადასტურებს სიცოცხლისადმი ახალ მიდგომას, რადგან ეს სიყვარული არც ქრისტიანის თვითმოქმედება და არც ეკლესიის შიდა საქმე არაა. ეს არის არსი და მოწმობა იმ ახალი ცხოვრებისა, რომელსაც მთელი კაცობრიობა უნდა ეზიაროს. "ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, - ბრძანებს მაცხოვარი, - უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" (იოან. 13:35). თუ ყურადღებით გავეცნობით ახალ აღთქმას, მასში ამოვიკითხავთ სრულ სწავლებას ქვეყნისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროს მორწმუნემ და ამქვეყნიურ სინამდვილესთან რა დამოკიდებულებაში უნდა იყოს ქრისტიანი. სწორედ ამიტომ, უფლის შემწყნარებლობასა და შემწეობას, ცხრა ნეტარებას, მაცხოვრის ქადაგებას მთაზე, ეკლესია მთელი ქვეყნისათვის სრულად გაახმოვანებს და მომავალში ამ სწავლებას "ბნელი იგი" ვერ ეწევა მაშინაც, როდესაც ეკლესიას უარყოფენ და იდეალური იქნება მათთვისაც, ვინც ამ უარყოფას დაეთანხმება.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: ხომ არ დაიწყებს ყველა თაობა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში ცხოვრების განახლებული საწყისი ნორმების მუდმივ ძიებას? რადგან სწორედ მას აქვს დაწვრილებით სახელმწიფოსადმი, ოჯახისადმი, შრომისა თუ ადამიანური ცხოვრების სხვა მხარეებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულების საკითხები განხილული. არ შეიძლება პირველი ქრისტიანული საზოგადოების ცხოვრება იმ უმთავრესი თავისებურების გარეშე განვიხილოთ, რასაც დადებითი იდეალი ჰქვია. მომავალი სასუფეველი, რომელზეც ქრისტიანები ლოცულობენ, განკითხვისაგან განუყოფელია, განკითხვა კი იმის მიხედვით მოხდება, თუ რწმენა და ცხოვრება ადამიანში რამდენად დაუკავშირდება ერთმანეთს, ამდენად, ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ნორმები თავიდანვე დადგენილია. მაცხოვარი ბრძანებს: "ამენ გეტყვი თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათ. 22:40). მაცხოვრის მოსვლით ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანის განახლებისათვის ცათა სასუფეველი განხორციელდა. და თუ ამ ახალი სუფევის დამკვიდრებით "წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაი" (1 კორ. 7:31), ჟამთა აღსრულებით ქრისტიანთა ღვაწლს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, და ყველაფერი ამ მყოფობაში ასეთი ღვაწლის განხორციელებას ემსახურება. "სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა" (მარკ. 16:15) უნდა ექადაგოს.

***
ეს არის ეკლესიის ის ძირითადი სახე, რაც ადრეულმა ძეგლებმა დაგვიტოვეს. ნიშნავს კი ეს, რომ მას არც სისუსტეები და არც ხარვეზები არ გააჩნდა? რა თქმა უნდა, არა. ზოგიერთი ამ ნაკლოვანების შესახებ მოგვითხრობს საქმეთა წიგნი. მოციქულ პავლეს ეპისტოლარულ წერილებში მთელი თავები აქვს დათმობილი ქრისტიანთა შეცოდებების მხილებას და შემცოდეთა გაკიცხვას. მაგრამ ეკლესიის ისტორიის განხილვის დაწყებისას, სადაც ძალიან ხშირად წავაწყდებით გულსატკენ შეცდომებსა და სისუსტეებს, აუცილებელია გვახსოვდეს ის "ხატი ეკლესიისა", ის პირველი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელშიც მომავალი თაობის ქრისტიანები ყოველთვის დაინახავენ საკუთარი ცოდვებისაგან განკურნების საშუალებას. სწორედ ასეთი ამბების შესახებ მოგვითხრობენ საქმეთა წიგნის მომდევნო თავები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat