რაც უფრო მძიმეა განსაცდელები, უფრო ახლოა გოლგოთა
რაც უფრო მძიმეა განსაცდელები, უფრო ახლოა გოლგოთა
მამა იოანე თავის ქურთუკზე ამოქარგული ჯვრის წინ ლოცულობდა
მამა იოანე (კრესტიანკინი) მღვდლად 1945 წელს აკურთხეს. თავისი მხურვალე მოღვაწეობით ჩეკისტების "ყურადღებაც" დაიმსახურა. არაფრის ეშინოდა მამა იოანეს, თამამად ამხელდა ხელისუფლების ნაკლოვანებას. ჩეკისტებთან კი მასთან ერთად მომსახურე მღვდელს დაუბეზღებია. ხალხს თურმე ბოიკოტი გამოუცხადებია მოღალატე მღვდლისთვის - აღარ შედიოდნენ ტაძარში. დაჭერისას მისგან ცრუ ჩვენებას გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვდნენ, მაგრამ ჩეკისტები ამას ვერ ეღირსნენ. დაჭერის საბაბად მამა იოანეს ერთ მოხუც მონაზონთან საუბრები დაუდეს. ისინი სპეციალურად არ საუბრობდნენ პოლიტიკაზე, მხოლოდ იმდროინდელ კოშმარულ დროზე მსჯელობდნენ. მათ ვერ შეამჩნიეს, რომ "გაზის კაცები" თუ "ელექტრიკები" სუკის აგენტები იყვნენ, რომელთაც დაამონტაჟეს ხმის ჩამწერი. როცა დასაპატიმრებლად მამა იოანესთან მოღალატე მღვდელი შემოიყვანეს, მამა იოანე სიხარულით შეხვდა მას და ძმურად ეამბორა. მღვდელმა ვერ გაუძლო სინდისის მხილებას, გაუსხლტა ხელიდან და მის ფეხებთან უგონოდ ჩაიკეცა.

მამა იოანე მტკიცედ შეხვდა დაპატიმრებას. ჰყვებოდნენ, ბანაკში ისე მსუბუქად დადიოდა, გეგონებოდა, დაფრინავსო. ციხე მას ლოცვის სკოლად ექცა. "ახლა აღარა მაქვს ისეთი ლოცვა, - იხსენებდა მერე მწუხარებით, - ლოცვას ყველაზე უკეთ მკაცრი ცხოვრება გასწავლის. აი, ნამდვილი ლოცვა პატიმრობისას მქონდა და ეს იმიტომ, რომ ყოველ დღეს სიკვდილის პირას ვიდექი. ლოცვა ის გადაულახავი წინაღობა იყო, რომლის იქით ვერ აღწევდა გარეგნული ცხოვრების სისაძაგლე. დღევანდელ კეთილსასურველ დროს ასეთი ლოცვის გამეორება შეუძლებელია. თუმცა იქ შეძენილი ლოცვისა და ცოცხალი რწმენის გამოცდილება მთელი ცხოვრება გაგყვება". ამბობენ, მამა იოანე თავის ქურთუკზე ამოქარგული ჯვრის წინ ლოცულობდაო.

ორი თვე ლუბიანკაზე ჰყავდათ და ცდილობდნენ მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. უშედეგოდ. მის საქმეში გაჩნდა რეზოლუცია: "მტერი თავს არ ამჟღავნებს". მამა იოანე ამბობდა, - "რამდენმა ღვთის კაცმა მთელი ცხოვრება ავადმყოფობასა და ოთხკედელშუა გაატარა და მადლობდნენ ღმერთს. ამით მათმა სულმა კი არ იზარალა, არამედ ოქროზე მეტად გაბრწყინდნენ და ისეთ სულიერ სიმაღლეზე ავიდნენ ეს საკუთარი ნებით მოწამენი, რომ წმინდანები გახდნენ".

თურმე მამა იოანეს ერთი სიტყვითაც არ განუკითხავს თავისი გამომძიებელი. "კარგი ადამიანი იყოო", - ამბობდა. სწორედ ამ "კარგმა" ადამიანმა გადაამსხვრევინა მამა იოანესთვის მარცხენა ხელის თითები. ლუბიანკიდან ლეფორტოვოს მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სუკი ხანდახან თავის აგენტს შეუშვებდა ხოლმე მის საკანში. მაგრამ მამა იოანეს არასოდეს დაუთმია პროვოკატორისთვის - წინასწარმეტყველ სოფონიას სიტყვები ახსოვდა, რომელიც სიმართლის, სიმდაბლის, უფლის მოძიებისკენ მოუწოდებდა, იქნებ ამან დაგიფაროთ ღვთის რისხვის დღესო.

1950 წელს მამა იოანე შვიდი წლით არხანგელსკის ბანაკებში გაამწესეს. გზად უნდა გადაელახათ ერთი მდინარე, რომელზეც ხიდად გაყინული მორები გაედოთ. თუ ვინმე მდინარეში გადავარდებოდა, მის ამოსაყვანად არავინ ზრუნავდა. "უფალო, მაკურთხე, წმინდაო ნიკოლოზ, შემეწიე" - ამ ლოცვაში ჩაფლულმა მოძღვარმა ვერც შეამჩნია, როგორ გადაიარა ხიდი. და კიდევ ერთი სასწაულიც - მთელი ამ პატიმრობისას მამა იოანეს თმა-წვერისთვის ხელი არ უხლიათ.

ბანაკში ახალმოსულს თავზე ვიღაც ნაყაჩაღარი წამოადგა - მამაო ხარო? "კი, მღვდელი ვარო", - უპასუხია. მას კი ხმამაღლა უთქვამს: - ვინც მამაოს შეეხება, მოვკლავო. ამბობენ, ეს კაცი ციხიდან გამოსვლის მერე მამა იოანესთან მოვიდა მონასტერში და დარჩა. ბერად არ აღკვეცილა, მაგრამ ყველა მძიმე სამუშაოს ის ასრულებდა. უკვე მოხუცებული ინანიებდა მუდმივად და ყველა შემხვედრისგან შენდობას ითხოვდაო.

მამა იოანე მადლიერი იყო იმ წლებისა, როცა მესამე იარუსზე, ლამის ჭერთან ჰქონდა საწოლი და ღამე, როცა ყველა იძინებდა, ლოცვით შორდებოდა მკაცრ რეალობას. კვირაობით კი ბანაკის ერთ დაუმთავრებელ შენობაში შედიოდა და სრულ მყუდროებაში დიდხანს ლოცულობდა. "მიენდეთ ღვთის განგებულებას და გულმოდგინედ ილოცეთ, უფალი არ დაგიტევებთ... ყოველივე გარეგნულისადმი გულგრილი იყავით", - ამბობდა იგი საკუთარი გამოცდილებით. ერთხელ საწოლზე წამოწოლილმა ავადმყოფმა ინატრა, - ნეტავ სოსისი მაჭამა, ხომ გამოვკეთდებოდიო. ამ დროს მართლაც შესთავაზეს ამანათით მიღებული სოსისი და მეორე დღეს საღ-სალამათი უკვე ფეხზე იდგა. თვითონაც მიღებული ამანათიდან ყველაფერს არიგებდა, ვიდრე ერთხელ იმ ზემოხსენებულმა ყაჩაღთა მეთაურმა მკაცრად, მაგრამ ალერსიანი ტონით არ აუკრძალა ამის გაკეთება: "მამაო, შეგიძლია მე გამიმასპინძლდე, მაგრამ ამ ჭინკებს (ასე ეძახდა თავის ბანდას) არაფერი მისცეო".

დეკანოზი ბენიამინ სიროტელი (+1984) იხსენებდა: "როცა მამა იოანე კრესტიანკინთან ერთად ციმბირში ხეებს ვჭრიდი, მისი ლოცვით უფალი კურნავდა სნეულთ. ნათლისღებისას ლამის ფსკერამდე გაყინული წყალი ვაკურთხეთ ჩუმად და მერე ამ წყლითა და ლოცვით წარმატებით ვკურნავდით პატიმრებს. ერთხელ შევიტყვეთ, რომ ბანაკის მეთაურის ბავშვი სიკვდილის პირას იყო მისული. ექიმებმა მის გადარჩენაზე ხელი ჩაიქნიეს. უფროსისთვის ვიღაცას ჩვენზე ეთქვა, - ბავშვთა ექიმები არიანო და მიგვიყვანეს. ვუთხარით, პატარასთან მარტო დაგვტოვეთო. შემოკლებული წესით მოვნათლეთ, ნაკურთხი წყალი შევასვით, ვილოცეთ და მეორე დღეს ბავშვი ჯანმრთელი ადგა.

ძალზე გვიჭირდა მაშინ, სული ძლივსღა ედგა უსაზღვროდ გატანჯულ სხეულს. ერთხელ დაღლილ-დაუძლურებული მამა იოანე თოვლზე დაეცა და აღმოხდა: "დედაო ღვთისა, წამიყვანე! მეტი აღარ შემიძლია!" - უეცრად მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "არა, ადამიანებს შენ კიდევ დასჭირდებიო".

სულიერი შვილები აკითხავდნენ ხოლმე, ამანათს უგზავნიდნენ, ჩუმად გადასცემდნენ უფლის წმინდა ხორცს და ეზიარებოდა. ასე გაიარა ქრისტეს რწმენაში გამოცდის ხუთმა წელმა. მოულოდნელად გაათავისუფლეს უფლის მირქმის დღესასწაულზე, 1955 წლის 15 თებერვალს. დამშვიდობებისას ბანაკის ხელმძღვანელმა ხელი ჩამოართვა და მეგობრულად უთხრა: "შეცდომა, რომელიც ასე ძვირად დაგიჯდათ, იყო ის, რომ თქვენ ხალხს კი არ მიჰყვებოდით, არამედ ხალხს მიიყოლებდითო". მაგრამ ამ "შეცდომას" გამოსწორება აღარ ეღირსა.

ეს ნაკურთხი წვერია და თქვენ არ გაგათელინებთ!
დეკანოზი ლევან ტლაშაძეც (+ 1969წ.) გავიხსენოთ. ის 1923-1924 წლებში ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს. ერთ-ერთი პატიმრობის დროს ცხენის კუდზე გამობმული გაყინულ მდინარეში ჩექმებით ატარეს და დანიშნულების ადგილზე ასე მიიყვანეს. ამის გამო ფეხის ფრჩხილები ისე დაუზიანდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე სიარული და ფეხზე დიდხანს დგომა უჭირდა. მეორედ ძალით გაკრიჭეს. ხელი რომ გაუშვეს, მოჭრილი წვერი აიღო და გონებაარეულ მოძალადეებს მიმართა: "ეს ნაკურთხი წვერია და თქვენ არ გაგათელინებთო". კომუნისტებმა სხვა ხერხს მიმართეს. შესთავაზეს, - ნასწავლი კაცი ხარ და ერში გამოგვადგებიო. კარგ სამსახურს დაჰპირდნენ, მაგრამ მღვდლობა მაინც ვერ დაათმობინეს.

ტაშკენტის ციხის სასაფლაოზე ძმის, მამა გიორგის საფლავს წააწყდა
ხევში დაიბადა და გაიზარდა მამა გიორგი მალანია, მას დაუწერია ჯვარი ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის მშობლებისთვის. 1932 წელს, ნათლისღებას, მარტოდმარტომ აკურთხა წყალი (მდინარე), მთავრობის შიშით გვერდით არავინ დასდგომია. გამობრუნდა მამა გიორგი ეკლესიისკენ - სახლი ეკლესიასთან ედგა, ცოლ-შვილთან დამშვიდობებაც არ აცალეს, დაიჭირეს და ტაშკენტის გზას გაუყენეს. ციხეში ლოცულობდა, მაცხოვარს თავის ერს ავედრებდა. დამბეზღებლებსაც მთელი გულით მიუტევა. ცოლ-შვილის ხვედრით დადარდიანებულმა გულმა ვეღარ გაუძლო და 1934 წელს უეცრად გარდაიცვალა.

მისი ძმა, მამა ბესარიონი, მლეთის ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი იყო. ბოლშევიკებმა რამდენჯერმე შესთავაზეს, მღვდლობაზე უარი ეთქვა, მაგრამ ცივ უარს ეუბნებოდა. მამა გიორგის გადასახლების შემდეგ მის ბინასაც ხშირად ჩხრეკდნენ. სკოლიდან შვილები გამოუყარეს, - არ შეიძლება მღვდლის შვილები სხვებთან ერთად სწავლობდნენო. იძულებული გახდა, ბავშვები დასთან, ორჯონიკიძეში გაეგზავნა. ერთხელ ლომისობას ჩხუბი ატყდა. ჩხუბისთავს ჩამოხრჩობა დაუპირეს. მამა ბესარიონი წინ აღუდგა ამის ჩადენაში. ხელისუფლებაში კი საჩივარი შევიდა: მღვდელი ხალხს ადამიანის ჩამოსახრჩობად აქეზებდაო. დაიჭირეს. ჯერ თბილისში ჰყავდათ, მერე ისიც ტაშკენტში გადაასახლეს. მამა ბესარიონი ერთი წელი აუტანელ პირობებში იყო. გახურებული შანთებით უდაღავდნენ სხეულს, ნაიარევი თავზეც კი ეტყობოდა, წვეტიანი რკინით სცემდნენ. წყლით სავსე ოთახში, რომელშიც გველები დაცურავდნენ, შეაგდებდნენ და ეუბნებოდნენ, გამოტყდიო. უკვირდა, რაში უნდა გამოვტყდე, სიცოცხლეში სიკეთის და სიყვარულის მეტი არა გამიკეთებიაო.

ტაშკენტის ციხის სასაფლაოზე ძმის, მამა გიორგის საფლავს წააწყდა, თვალთ დაუბნელდა, გრძნობა დაკარგა. მხედველობა მხოლოდ რამდენიმე დღის მერე აღუდგა. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ მალევე ბაშკირეთში გაგზავნეს მასწავლებლად. ცოლსა და ოთხ შვილს მოშორებულს გულმა ვეღარ გაუძლო და გაკვეთილზე ინფარქტით გარდაიცვალა.

რაც უფრო მძიმეა განსაცდელები, უფრო ახლოა გოლგოთა
ღვთისმშობლის ნებით, დედა თამარმა (მარჯანიშვილი) 1912 წელს დედათა მონასტერი ააშენა რუსეთში. მონასტერმა მხოლოდ 12 წელი იარსება - 1924 წელს დახურეს. ამ წელს საქართველოში წარუმატებლად დასრულდა თავისუფლებისმოყვარე ივერიელთა აჯანყება. გაივლის ხანი და სწორედ ამ აჯანყების მოთავეებთან ნაცნობობის გამო დაიჭერენ და ციმბირში გაასახლებენ დედა თამარს. "ბუტირკის ციხეში დედა თამარის ყოფნის შესახებ ერთი "მაღალი საზოგადოების მანდილოსნისგან" შევიტყვე, რომელმაც იქ ცოტა ხანი დაჰყო და აღტაცებით იხსენებდა მას", - ჰყვება ერთი მისი სულიერი შვილი.

KARIBCHEროგორღაც მოხერხდა, რომ დედა თამარს ციხეში საუკეთესო ადგილი ჰქონდა დათმობილი. ისევე, როგორც მონასტერში, აქაც ყველაფერი თეთრად იყო მორთული. დედა თამარიც ხალისიანად და მხნედ გამოიყურებოდა, მუდამ სხვათა დამშვიდებასა და დაწყნარებას ცდილობდა. ნეტავ როდის ეძინა? ყოველ ღამე, როგორც კი საკანში სიმშვიდე დაისადგურებდა, საწოლზე მუხლმოყრილი ლოცვას იწყებდა. ადრე მონასტერში ფარულად რკინის ჯაჭვს ატარებდა, ახლა კი ამ ჯაჭვად მთელი ეს გარემო ქცეულიყო.

დედა თამარი ღამეებს ლოცვაში ატარებდა და როცა მოსასვენებლად წამოწვებოდა, მთელი ორმოცდაათკაციანი აგუგუნებული საკანი ჩუმდებოდა: - დედას სძინავს, დედა ისვენებსო...

დედა თამარის ზეგავლენა ციხის უფროსობაზეც ვრცელდებოდა. ქალთა აბანოებს მამაკაცები ემსახურებოდნენ. აუცილებელი იყო მთლად გაშიშვლება და ტანსაცმლის სადეზინფექციოდ ჩაბარება. ეს წესი, რა თქმა უნდა, ყველაზე ვრცელდებოდა, გამონაკლისს მხოლოდ დედა თამარისთვის უშვებდნენ.

ტუსაღები მუდმივად იცვლებოდნენ, მაგრამ პატიმართა დამოკიდებულება მისდამი უცვლელი რჩებოდა. ბოლოს განაჩენი გამოუტანეს - ხუთი წლით თავისუფალი გადასახლება ირკუტსკის ოლქში. მხნედ შეხვდა განაჩენს. როგორი ცეცხლით უბრწყინავდა მშვენიერი თვალები! ბევრი ტიროდა. საკნის ყველა ბინადარი - მორწმუნე თუ ურწმუნო, ქურდი თუ მეძავი - მოდიოდა მასთან, რათა კურთხევა ეთხოვა და ხელზე მთხვევით გამომშვიდობებოდა.

გადასახლებაში დედა თამარს თან გაჰყვა მისი მორჩილი, ახალგაზრდა, თავგანწირული მონაზონი ნიუშა. ისინი ჩამოსხეს ირკუტსკიდან ორასი ვერსის დაშორებით. ფეხით გაუყვნენ გზას დანიშნულების ადგილისაკენ. დედა თამარს ფეხი სტკიოდა. ძალა გამოეცალა და მაშინ პირველად ატირდა თურმე... მერე მავანნი დაეხმარნენ და ბოლოს, როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით მიაღწიეს გადასახლების ადგილს. ცხოვრობდნენ ქოხში. ამ ქოხის პატრონს და მის შვილს ძალზე შეჰყვარებიათ დედა თამარი. ეს სოფელი ერთ მიყრუებულ ადგილას მდებარეობდა. მაგრამ დედა თამარი მაინც ღვთის მადლიერი იყო თუნდაც იმისთვის, რომ აქ დატოვეს. 1932 წელს სულიერი შვილისთვის წერილი მიუწერია: "აუტანელია ეს საზარელი სიშორე, სავსებით მოუხერხებელი კავშირი და სრულიად უჩვეულო გარემო, მაგრამ, ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს. უკეთესის მოლოდინი არც შეიძლება და არცაა საჭირო. რაც უფრო მძიმეა განსაცდელები, უფრო ახლოა გოლგოთა. ოღონდ მოთმინება მღალატობს. მინდა აღვესრულო ჩვეულებრივ გარემოში. მთლიანად უნდა მივენდო ჩემს ზეციურ მფარველს. თუ საჭიროა რამე სულის გადასარჩენად, მას ძალუძს მოახდინოს სასწაული, როგორც მრავალჯერ მოუხდენია ჩემს ცხოვრებაში, მოხარული ვარ, რომ ტანჯვის ფიალა გაცილებით ძნელი შემხვდა, ვიდრე ჩემს შვილებს. ასეც უნდა იყოს. ოღონდ ეგ არის, დროდადრო ძალზე ვდარდობ მათზე. მაგრამ ალბათ ესეც საჭირო იყო, რომ ცოდვების განსაწმენდად ჩემი ახლობლებისაგან, ჩემი საყვარელი ადამიანებისაგან შორს, სულიერ სიმარტოვეში დამელია სული. იყავნ ნება მისი!

იტვირთეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულეთ ქრისტეს სჯული! ყველაფერი, რაც ამ წლებში ხდება, თუნდაც თავად ცხოვრება, განა სასწაული არ არის?!" დიახ, ძნელია უცხო მხარეში, სიმარტოვეში ყოფნა, მაგრამ "შეგნება იმისა, რომ გვყავს მოსიყვარულე, ახლობელი ადამიანები, გვიმსუბუქებს მძიმე ჯვარს" (დედა თამარი). ერთ-ერთ წერილში კი წერს: "საერთოდ, ოცდაცამეტი წელი ძალიან მძიმე იქნება. შეგვეწიე უფალო, და გადაგვატანინე. ჩვენთან თითქმის ყოველთვის ყინვა 30 გრადუსს აღწევს. ახლახან იძულებით გასეირნებისას ისე მომეყინა ხელ-ფეხი, განსაკუთრებით ფეხები, რომ ვიფიქრე, შინამდე ვეღარ მივაღწევ-მეთქი. ტერფები გამიშეშდა, თვალითაც ეტყობოდა და შეგრძნებითაც. დიდხანს მიზელდნენ თოვლით, მაგრამ არაფერმა მიშველა, ვიდრე მე თვითონ ნაკურთხი ზეთით არ დავიზილე. მერე ერთბაშად გამიარა".

ერთ-ერთ წერილში კი დედა თამარი საკონცენტრაციო ბანაკში აღსრულებულ მორწმუნეებზე წერს: "ალბათ შეიტყვეთ უკვე მარუსიას სიკვდილი. მას ღვთის რჩეულად ვთვლი, ღმერთმა გაათავისუფლა ყველა მიწიერი ტანჯვისა და გამოცდისაგან. უკანასკნელი დღეები ისეთ გარემოში გაატარა, რომ უკეთესს ვერ ინატრებდა. მართალია, ტყეში, ფარდულში, მაგრამ გარშემორტყმული თავისნაირი ქალებით და კაცებით, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ მის ნუგეშისცემას..."

დედა თამარის განთავისუფლება მისმა ძმამ, კოტე მარჯანიშვილმა სახალხო კომისარს ლუნაჩარსკის სთხოვა, მაგრამ თავაზიანი უარი მიიღო. ლუნაჩარსკისგან წამოსულ კოტეს მანქანაში გული გაუსკდა. ეს აღდგომიდან მეორე დღეს მომხდარა. ლუნაჩარსკი დიდად შეწუხდა, ამის მერე მოახერხა და დედა თამარი ციმბირიდან გამოაშვებინა. 1934 წლის შემოდგომას დედა თამარი ბელორუსიის რკინიგზის სადგურ პიონერსკაიასთან დასახლდა. მაგრამ დიდხანს აღარ უცოცხლია, მისმა ფილტვებმა ციმბირის ჰავა ვერ აიტანა და ტუბერკულოზით დაავადდა. სწორედ ამ სენმა შერთო იგი ღვთის სასუფეველს. მისი წმინდა საფლავი კი მოსკოვში, ვედენოს მთაზე, აწ წმინდა მამის, მღვდელ ალექსი მეჩევის საფლავის გვერდითაა.

ჩვენგან ხსენებულ მამა-დედათა წმინდა ლოცვა შეეწიოს "კარიბჭის" მკითხველს და სრულიად საქართველოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat