ლოცვისთვის ცოტა დრო რჩებათ ვნებიანი და ამაო გულისთქმების გამო, რომლებიც იპყრობენ გონებას
ლოცვისთვის ცოტა დრო რჩებათ ვნებიანი და ამაო გულისთქმების გამო, რომლებიც იპყრობენ გონებას
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - გლინის საძმო ივერიის მიწაზე
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე
(გაგრძელება)

მორჩილება და თავმდაბლობა, ისევე როგორც ყველა სხვა სათნოება, დაფარული უნდა იყოს. ერთი მონაზონი მამა სერაფიმესადმი თავის უსიტყვო მორჩილებაზე გვიყვებოდა - ერთი სიტყვა რომ ეთქვა, მზად ვიყავი, წყალში გადავმხტარიყავიო. მაგრამ რა? ამ მონაზონმა მამა სერაფიმესთან ჯერ თავისი ცოდვების მალვა დაიწყო, რაზეც მან პირდაპირ უთხრა, მერე კი საერთოდ მიატოვა მოძღვარი. ჭეშმარიტი მორჩილი ყოველთვის გრძნობს თავისი მორჩილების არასრულყოფილებას.

მადლი რა გზითაც წავიდა, იმავე გზით ბრუნდება. მადლმა ადამი თავისუფალი ნების ბოროტად გამოყენების გამო დატოვა. ჩვენ დაბადებიდანვე დასნეულებული და წამხდარი ნება მივიღეთ, რომელიც, უპირველესად, სიამაყეში გამოვლინდება, ამიტომაც მორჩილება ერთადერთი საშუალებაა მადლის დასაბრუნებლად. მონაზვნობის მასწავლებელი, წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი წერს, რომ მონაზონი თუ მტკიცე მორჩილი არ იქნებოდა, ვერაფერს გახდებოდა: ააშენებდა სახლს უსაძირკვლოდ, და რაც უფრო მაღალი იქნებოდა შენობა, მით საშიში გახდებოდა - არ დაინგრესო. უსაყრდენო შეიძლება საკუთარ სიმძიმეს ჩამოენგრია.

ბოლო დროს გამოჩნდა წიგნები მონაზვნურ ცხოვრებაზე, რომლებიც ფასეულ ცნობებს შეიცავენ, მაგრამ სწორი ხელმძღვანელობისა და მორჩილების გარეშე მონასტერი, ისევე როგორც სკიტი და მედავითნის კელია, თვალწარმტაც ადგილას აშენებული საერო სახლია და მეტი არაფერი.

სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ასევე ამბობდა, რომ ახალგაზრდა მონაზვნისთვის აუცილებელია სხეულის დამთრგუნველი, ფიზიკური შრომა. მას პატერიკიდან მოჰყავდა მაგალითი, სადაც აღწერილია, თუ როგორ აკურთხა მოძღვარმა მოწაფე ეზოს ერთი კუთხიდან მეორეში ქვების გადატანაზე, რათა უსაქმოდ არ დარჩენილიყო. ფიზიკური შრომა შხამსაწინააღმდეგო წამალია ხორციელი ვნებებითა და სიამაყით მოწამლულთათვის. გლინის უდაბნოში თვითონ მოძღვრები აძლევდნენ ახალგაზრდა მონაზვნებს ფიზიკურად შრომის მაგალითს: მუშაობდნენ ყანაში, არჩევდნენ კარტოფილს, ალაგებდნენ კელიებს, დიდად პატივცემული მოძღვარი მამა ანდრონიკე ხშირად საკუთარი ხელით წმენდდა ჩამოსულ მომლოცველთა სასტუმროს იატაკს და ცდილობდა, ეს შეუმჩნევლად, მაშინ გაეკეთებინა, როცა ისინი ტაძარში ანდა სატრაპეზოდ მიდიოდნენ. სქემარქიმანდრიტი სერაფიმე იგონებდა: როცა გლინის უდაბნოს მონაზვნები მონასტრის ბოსტანში მიდიოდნენ კარტოფილის ამოსაღებად ანდა სხვა მორჩილების შესასრულებლად, მათ წინ მიუძღვებოდა მამა ანდრონიკე სძლისპირებისა და ტროპართა გალობით, ისე როგორც ლიტანიობისას, თითქოს ამით აჩვენებდა, რომ მონასტრული შრომა არის გაგრძელება ღვთისმსახურებისა. მამა სერაფიმე ამბობდა, რომ თანამედროვე მონაზვნები ვეღარ გრძნობენ მორჩილების სიტკბოებას და იხსენებდა მამების ნათქვამს, რომ ახლა ცოტანი არიან ბერდიდნი, რადგან მცირედნი არიან მორჩილნიო.

ზოგიერთი ახალგაზრდა მონაზონი დრტვინავს, სამონასტრო მორჩილების გამო ცოტა დრო მრჩება ლოცვისთვისო. მაგრამ მათ არ ესმით, რომ ლოცვისთვის ცოტა დრო რჩებათ ვნებიანი და ამაო გულისთქმების გამო, რომლებიც იპყრობენ გონებას და განდევნიან ლოცვას გულიდან. ასეთი ადამიანი შეიძლება მთელი დღე იჯდეს კელიაში და არ ილოცოს, ანდა იდგეს ტაძარში ქვის ქანდაკებასავით თავის გულისთქმებში ჩაფლული. მორჩილება წმენდს გონებას ოცნებების, ეჭვებისა და გულისთქმათა წინააღმდეგობებისგან, ხორციელი შრომა კი ვნებებს ამდაბლებს. თავმდაბალ მორჩილს ლოცვის ნიჭი მიეცემა მუშაობისას. მამა სერაფიმე ამბობდა, რომ უნახავს მდრტვინავი მონაზვნები, რომლებიც მუდმივად აწუხებდნენ წინამძღვარს, მორჩილება შეგვიცვალეო, ანდა სხვა კელიაში გადაგვიყვანეო... მაგრამ მაშინ, როცა მოძღვარი შემწყნარებლად მიხედავდა მათ უძლურებას, ასრულებდა მოთხოვნებს, ისინი მალევე იწყებდნენ დრტვინვას. მამა სერაფიმე თვლიდა, რომ შრომა და საკუთარი ნების მოკვეთა გამოცდა იყო მორჩილისთვის, რამდენად გამოდგებოდა ის მონაზვნობისთვის.

მონაზვნობისთვის აუცილებელია მუდმივად თავის უარყოფა, ვაი მას, ვინც მიიღო მონაზვნობა ისე, რომ საკუთარი ნება არ უარყო. როცა განსაცდელი შეემთხვევა, ის განიარაღებული აღმოჩნდება მის წინაშე. ვაი იმ მონაზონს, რომელსაც სურს გამოასწოროს ანდა ასწავლის მოძღვარს ან წინამძღვარს. კადნიერების გამო მას დატოვებს მადლი, დემონთა ხელში ჩავარდება, განიცდის სიკვდილის შესადარ მწუხარებას. მონაზვნობა ანგელოზის სახეა. ანგელოზებში მეფობს სრული რანგობრივი მორჩილება, რაზეც წერს მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი წიგნში: "ზეციური იერარქია". ამ მორჩილებას თავდანებებული ანგელოზები დემონებად იქცნენ. ამპარტავნისთვის ჩვეულია დაცემა. ზოგჯერ ამპარტავნის დაცემა ჭკუის სასწავლებელია. მაგრამ ამგვარი გაკვეთილი მკაცრია და საშიში. უმეტესობა ვერ პოულობს ძალას, გულწრფელი მონანიებისთვის და განაგრძობს ცოდვის გზაზე სიარულს. ყოფილა შემთხვევები, როცა ამპარტავანი მოღვაწეები, დაცემის შემდეგ, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ეშმაკი ზოგჯერ ამშვიდებს ადამიანს, - მერე რა მოხდა, შესცოდავ და შეინანებო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: ცოდვის ჭაობი ტალახის აბაზანა არ არის.

მამა სერაფიმე აღნიშნავდა, რომ ხშირად მოუნანიებელი მრუშობის ცოდვა მიზეზი ხდება კიბოთი დასნეულებისა, რომელიც თითქოს ანალოგია ამ სულიერი ხრწნისა. მამა სერაფიმეს საღვთისმეტყველო მსჯელობა არ უყვარდა, თავს თავისი უბრალოებით იმართლებდა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრული ცხოვრების მემკვიდრეობითობას, იგულისხმება ღვთისმსახურების ტიპიკონი, ყოველდღიური აღსარება, გულისთქმების გამხელა და სხვა ამგვარი. იგი ჰყვებოდა, - გლინის უდაბნოს წინამძღვრად დანიშნული არქიმანდრიტ ტავრიონის (ბატოვკი, +1978) ახალი ტიპიკონის შემოტანამ, თავისი თუ გაურკვეველი წარმოშობის ლოცვების კითხვის დაწესებამ ძმათა შორის დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია. ამით დაირღვა მონასტრის ტრადიცია და შემდეგ, მიუხედავად მამა ტავრიონის მოღვაწე ცხოვრებისა, გლინელი მამები იძულებული გახდნენ, წინამძღვრის შეცვლა ეთხოვათ (რაც შესრულდა კიდეც) უწმინდეს პატრიარქ ალექსი I-ისთვის; ამით შენარჩუნდა მონასტრის ტრადიცია, რომელსაც მისი დაარსებისას ჩაეყარა საფუძველი და ის სულიერი მემკვიდრეობა, რომლის მტვირთველნი იყვნენ გლინელი მამები.

მონაზონი იერონიმე.
გლინელი მონაზონი იერონიმე ჭეშმარიტი მორჩილების მაგალითია.

გლინის უდაბნოს დახურვის მერე იგი, მამების კურთხევით, სოხუმში ჩამოვიდა და კლიროსის მორჩილებას ასრულებდა სასაფლაოზე მდებარე ფერისცვალების ეკლესიაში, რომლის წინამძღავრიც იმ დროს გახლდათ დეკანოზი პეტრე სამსონოვი. ეს ეკლესია მდებარეობდა სოფელ თავისუფლებაში, რომელიც ქალაქს არის შერწყმული. გლინის მონასტერში მამა თეოფანე სამზარეულოში მორჩილობდა და ტრაპეზსაც ემსახურებოდა. ის უჩვეულო თავმდაბლობითა და მდუმარებით გამოირჩეოდა. ფერისცვალების ეკლესიაშიც ღვთისმსახურებიდან თავისუფალ დროს მამა იერონიმე საჭმელს აკეთებდა იმ რამდენიმე მონაზვნისთვის, რომლებიც დევნის დროს შეიფარა მამა პეტრემ და ასევე სტუმრებისთვის. კვირაობით საერთო ტრაპეზი იმართებოდა მთელი მრევლისთვის.

მამა იერონიმე საუბარში არ ერეოდა - ის მუდმივად ღმერთს ესაუბრებოდა, ამიტომაც მოჩანდა შორეული კაცთათვის და უცხო - ამ სოფლისთვის. იგი თბილი, მაგრამ მკაცრი მოძღვრის ყველა მორჩილებას უსიტყვოდ ასრულებდა. არ გაურბოდა და არ ემალებოდა ადამიანებს, ამავე დროს, არ იყო მათთან. სამორჩილო საქმეზე მიმავალი უხორცო არსება გეგონებოდა, რომელიც ჩრდილივით უჩუმრად მისრიალებდა. სხვა მონაზვნებივით თავს არ დახრიდა, მაგრამ მზერა მისი ყოველთვის მიწისკენ იყო მიმართული. შეკითხვაზე ორი-სამი სიტყვით პასუხობდა და კვლავ რაიმე საქმეს შეუდგებოდა. მის შემხედვარეს მეჩვენებოდა, რომ ჩემს წინ ღირსი აკაკი ანდა დოსითეოსი იდგა, ეს მოსაგრენი მორჩილებისა. მამა იერონიმე მძიმედ იყო ავად - ტუბერკულოზის ღია ფორმა აღმოაჩნდა. ჩვენს თვალწინ იღვენთებოდა, მაგრამ მორჩილებას სიცოცხლის ბოლომდე არ უტევებდა. ჩემი გამოუცდელობით, მას ქალაქ ოჩამჩირესთან მიერთებულ სოფელ ილორში (სადაც ტაძრის წინამძღვრად ვმსახურობდი) გადასვლა შევთავაზე - იქ უკეთეს პირობებში და ექიმთა ზედამხედველობის ქვეშ იქნებოდა. ოდნავ გამიღიმა და ჩუმად მითხრა: "მამებმა მცნებად დაგვიტოვეს, რომ არ დავუტევოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი, ვიდრე იქიდან არ გაგვაგდებენო". მამა პეტრე, როგორც შეეძლო, მას ყურადღებას აქცევდა. ამბობდა, არ შემხვედრია მონაზონი, რომელსაც ახალგაზრდობაში მიეღწიოს ღირსი მამის სიწმინდისთვისო.

მამა იერონიმე ბოლოს მისი სიკვდილის წინ ვნახე. ზაფხული იდგა და მას სიცივისგან აკანკალებდა. მამა პეტრემ აკურთხა, - გასათბობად ცხელი წყლით სავსე აბაზანაში ჩამჯდარიყო. გახმდარ-გალეული, ძვალ-ტყავად დარჩენილი ცოცხალ მიცვალებულს ჰგავდა. საკვირველი ის იყო, რომ ჯერ კიდევ სუნთქავდა. "შემინდე-მეთქი", - ვუთხარი ერთი სიტყვით, რათა მეტად არ გამეწვალებინა. "ღმერთმა გაპატიოს", - ჩურჩულით მიპასუხა. ეს იყო მისი ცხოვრების ბოლო საათები და შესაძლოა, მისი ნათქვამი ბოლო სიტყვებიც კი.

მონაზონი იერონიმე ცოცხალი მაგალითი იყო იმისა, რასაც შეიძლება მიაღწიო მორჩილებით. გლინელ მოსაგრეთა მოწაფე მტვირთველი გახდა ძველი მონაზვნური სულისა და მის საიდუმლო ნიჭთა. ეს სული სიტყვაზე ამაღლებულია: იგი მოძღვრის მორჩილს უშუალოდ სულიერი ცხოვრებით გადაეცემა.

ვიხსენებ გლინელ მამებს და ხშირად ვწუხვარ, რატომ არ არის ამოქმედებული გლინის მონასტერი-მეთქი (სავანე 1994 წელს გაიხსნა, მამა რაფაელის ეს წერილი მანამდეა დაწერილი). ზოგჯერ მგონია, დემონი განსაკუთრებული მძვინვარებით ილაშქრებს გლინის უდაბნოს წინააღმდეგ და მის უკანასკნელ მონაზონთა უხილავი დევნა დღემდე გრძელდება. შესაძლოა, გლინელ მამათა მოსაგრეობა იმდენად ამაღლებული იყო, რომ მათ მემკვიდრენი არ გამოუჩნდათ და გლინის უდაბნო რომ გახსნილიყო, აღარ იქნებოდა მამობის ძველებური სული და ძალა და სახელიღა დარჩებოდა მისგან.

როცა VI საუკუნის კონსტანტინოპოლში აჯანყება დაიწყო, დედოფალ თეოდორას შესთავაზეს, სამეფო შესამოსელი შეეცვალა სხვა ტანსაცმლით და ქალაქიდან გაპარულიყო, მაგრამ მან უპასუხა: "ჩემთვის ყველაზე დიდი საფარველი დედოფლის მეწამული მანტიააო". შესაძლოა, გლინის სავანეს სძინავს ძველი დიდების მეწამულ მანტიაში გახვეულს და არ უნდა გლახაკის სამოსლით გამოეღვიძოს, მაგრამ კვლავ ვფიქრობ: იქ ხომ გლინელი მონაზვნების საფლავებია, სხვებსაც გადაასვენებდნენ მონასტერში, როგორც დაბრუნებულ საუნჯეს. მათი სულები უხილავად ეწვევიან მონასტერს და ილოცებენ მის მკვიდრთათვის. გლინელი მონაზვნები ევედრებოდნენ ღმერთს მონასტრის გახსნისთვის, სიბილწისგან განსაწმენდად, რომ, როგორც ძველად, მონასტრის კარებში შემოსულიყვნენ მომლოცველები, კანდელის ალი კვლავ ანთებულიყო განწმენდილ საკურთხეველში და ლოცვის ცეცხლი - იქ მკვიდრთა გულებში.

რატომ დადუმდა სკიტი, რატომ დადუმდა ბაგენი თებაიდისა, ეფესოს ეკლესიის სასანთლე უფალმა რატომ გადააადგილა აღმოსავლეთით, ანტიოქიაში და მერე დამასკოში? იმიტომ, რომ სკიტში დაარღვიეს ტიპიკონი, თებაიდაში ერესმა შეაღწია. მაგრამ ამ მიზეზთა გამო არ დახურულა გლინის სავანე. ეს გამოუცნობი საიდუმლოა. რატომ აყოვნებენ მამები, რას ელიან? მათ ხომ შეუძლიათ, თავიანთი ლოცვებით ღვთისაგან არა მარტო წყალობა, არამედ ცხადი სასწაულიც გამოითხოვონ.

ამ დიდი სავანის მამებმა და მორჩილებმა დაგვტოვეს და თავიანთ საუკუნო სამშობლოში გადავიდნენ. უფრო და უფრო მცირდებიან მათგან დარჩენილი მოწაფეები. ეს ის ბოლო ძაფებია, რომლითაც ჯერ კიდევ შეიძლება შეუერთდეს ერთმანეთს სავანის წარსული და მომავალი და თუ არ აღდგება სულიერი მამობის ტრადიცია, უკიდურეს შემთხვევაში მასზე მოგონებები მაინც შემოინახება.

ბევრი გამოდევნილი მონაზონი მიირქვა თავის წიაღში ივერიის მიწამ, ივერიის მოღვაწეებმა, მოწამეებმა და ღირსმა მამებმა, როგორც ღვიძლ ძმებს, მათ თავიანთ გვერდით მისცეს ადგილი საუკუნო განსასვენებლისთვის. ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის გლინის მონასტრიდან უფლის დედის წილხვედრ ქვეყანაში მოვიდნენ. ისინი მუდამ ღვთისმშობლის საფარველქვეშ იყვნენ. მოვა დრო და გლინის საძმო კვლავ შეიკრიბება, არა მიწაზე, არამედ ზეცაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat