მოგონებები
მოგონებები
მათთვის, ვინც უდაბნოში რჩება, მძიმე სულიერი გამოცდა იწყება, რომელიც დროდადრო ცეცხლის ღუმელს ემსგავსება
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
უდაბნოს ზღურბლთან
1957 წელს მცხეთის ოლღას მონასტერში ვმსახურობდი, რომლის იღუმენიაც იმ პერიოდში გახლდათ დედა ანგელინა (კუდიმოვა). მონასტერში გამოუტოვებლად სრულდებოდა ყველა მსახურება. დიდმარხვის დროს დღე-ღამის დიდი ნაწილი ლოცვას ეკავა. ტაძარში ისმოდა მონაზონთა გუნდის მხურვალე ლოცვის ძალით მადლმოსილი ძველი საგალობლები. კვირა დღეს სავანეში ბევრი მომლოცველი ამოდიოდა თბილისიდან, გუნდის გალობისთვის რომ მოესმინა და ასევე გასაუბრებოდა მონასტრის ორ ღირს დედას - იღუმენია ანგელინას და მონაზონ ვალენტინას. იმ დროს ძნელი იყო სასულიერო ლიტერატურის შოვნა და მონაზონი ვალენტინაც სტუმრებს ხშირად უკითხავდა წმინდანთა ცხოვრებას. იღუმენიას სულიერი შეკითხვებით მიმართავდნენ, ზოგჯერ დახმარებასაც სთხოვდნენ. იგი ყურადღებით უსმენდა სტუმრებს და ცდილობდა, უარი არავისთვის ეთქვა. მხოლოდ ახლა, როცა ცხოვრების გრძელი გზა გავიარე, შემიძლია იმ ადამიანების ღვაწლი შევაფასო, რომელთაც შემოინახეს მთებს შორის ხევში ჩაკარგული ეს პატარა სავანე - ასე სასწაულად გადარჩება ხოლმე ნორჩი ხე ქარიშხლისაგან გადაჯეგილ ტყეში. საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში და შესაძლოა, მთელ ქართლშიც, ორი დედათა სავანეღა შემორჩა: სამთავროს მოციქულთასწორ წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი და მონასტერი მოციქულთასწორ დედოფალ ოლღასი. თითქოს ორი ქრისტიანი და ერთმანეთს ჩაკრული დგას კოლიზეუმის არენაზე, მოწამეთა გვამებს შორის, მხეცებით გარშემორტყმული.

დიდმარხვისას სოხუმიდან ოლღას მონასტერში ალექსი მწირი ჩამოვიდა. მე იგი იმ ძველი დროის მწირებს მაგონებდა, ხელკვერთხიანნი, ზურგზე აბგამოკიდებულნი ფეხით რომ დადიოდნენ წმინდა ადგილებში. თურქული მიწების გავლით მიდიოდნენ იერუსალიმში და სწამდათ, რომ უფალი უჩვენებდათ გზას და დაიფარავდა მომლოცველს. მიუყვებოდნენ ჯვრებით გადაკვეთილ გზებსა და ბილიკებს კიევიდან ვერხოტურამდე, სინას მთაზეც თითქოს უხილავი ფრთებით მიფრინდებოდნენ ხოლმე. ალექსი მიყვებოდა სოხუმს იქით მდებარე უდაბნოზე, განდეგილ მონაზვნებზე, რომლებიც ადამიანებს მთების მღვიმეებსა და ტყის სკიტებში ემალებოდნენ, იესოს ლოცვის მომუშაკე ბერდიაკონ ონისიფორესა და მონაზონ პახუმზე, სქემარქიმანდრიტ პიმენზე, რომელმაც სიცოცხლის დიდი ნაწილი დაყუდებულმა გაატარა, როცა ის კელიიდან გამოდიოდა, ყველა მხრიდან ჩიტები მოფრინდებოდნენ, თავზე დასტრიალებდნენ და მხრებზე ასხდებოდნენ. მწირმა მომითხრო მონაზვნებზე, რომლებიც მყუდროებისა და ლოცვის მოღვაწებით მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ. დამპირდა, ზაფხულში წაგიყვან უდაბნოში და განდეგილ მონაზონთა კელიებს გაჩვენებო. ალექსის თურმე ხშირად მიჰქონდა მათთვის პროდუქტები და იცის, რომ იქ მთებში არის თავისუფალი კელიები, რომლის მკვიდრნიც გარდაიცვალნენ და ვისაც მეუდაბნოე ცხოვრება სურს, იმ კელიებში შეუძლია პოვოს საკვები და თავშესაფარი. ენით აუწერელი სიხარულით ვუსმენდი, მსურდა, რომ ეს საუბარი მთელი ღამე, გათენებამდე გაგრძელებულიყო. მაგრამ, სხვა რა გზა იყო, დასასვენებლად უნდა წავსულიყავი: ცისკრის ლოცვა გამთენიისას იწყებოდა და ძილისთვის რამდენიმე საათიღა მრჩებოდა. იღუმენიამ, როცა ჩემს კელიაში ლამპის შუქი დაინახა, კვერთხით ფანჯარაზე დამიკაკუნა, რათა დავწოლილიყავი და დამეძინა.

ლიტურგიის მერე მწირი ალექსი წავიდა და გულში რაღაცნაირი სევდა დამიტოვა ჯერ კიდევ უცნობი უდაბნოსი. ზაფხულს აღარ დაველოდე და დედა ანგელინას ვთხოვე, სავანიდან რამდენიმე დღით გასვლის ნება მოეცა. მალულად, ისე, რომ არავინ გამიფრთხილებია იღუმენიას გარდა, ჩავჯექი მატარებელში და სოხუმში გავემგზავრე. მახსოვს, პირველი, რამაც განმაცვიფრა - გახლდათ ზღვის ჰაერის განსაკუთრებული გემო. მკერდი გიფართოვდება, გევსება ნედლი ჰაერით და იცხრობ სიწმინდის წყურვილს. მომეჩვენა, რომ ეს ჰაერი უდაბნოდან მობერავდა და თან მოჰქონდა სულიერი კეთილსურნელება განდეგილთა ლოცვისა. გულში სიხარული მედგა, თითქოს უდაბნოს ზღურბლთან ვიდექი.

ვიკითხე, ტაძარი სად არის-მეთქი და იქ მსახურების დაწყების წინ მივედი. ტაძარში უკვე იკრიბებოდნენ მორწმუნეები. ვკითხე, უდაბნომდე როგორ მივსულიყავი. გაოცებულნი მიცქერდნენ, უდაბნოსკენ სამანქანო გზა არ მიდის, უნდა იპოვო კარგი მეგზურიო. დამპირდნენ, გავიგებთ, მრევლიდან თუ ვინმე მიდის მეუდაბნოეებთანო. და აი, ღვთისმსახურების დასასრულს ჩემთან მოვიდა, როგორც მე მომეჩვენა, ვინმე ახალგაზრდა, მითხრა, - მეუდაბნოეები უნდა ვნახო და შემიძლია თან წაგიყვანო, მაგრამ ძნელი გზა გველისო. ეს იყო მწირი, სახელად პეტრე. ერთნი მას სულელად მიიჩნევდნენ, სხვები - სალოსად. მას შეეძლო ეკლესიის ეზოში ხალხთან მისულიყო და ეთხოვა "მანეთი და ბოთლი ღვინო". უმეტესობა მას განიკითხავდა, ზოგიერთები კი ამბობდნენ, თავს აჩვენებს სულელად და მემთვრალედო. ეს კაცი ღამით ხშირად დაეხეტებოდა ქალაქში. მილიცია ცნობდა და რატომღაც ხელს არ ახლებდა. პეტრე უყვებოდა ყველას, რომ დედამ დასწყევლა, ამის მერე ავად გახდა, მერე კი გადაწყვიტა, მწირობა დაეწყო. ადამიანებს ის სთხოვდა, რომ მისთვის ელოცათ, რათა ღმერთს ეს წყევლა მოეხსნა. მე ის თავიდან ყმაწვილად მივიჩნიე, მაგრამ მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის ჩემზე წლებით დიდი ყოფილა. არიან ადამიანები, რომელთა ასაკს ვერ განსაზღვრავ.

გზას გავუდექით, ჟინჟლავდა, ასეთ ამინდში უდაბნოში, სულელის გარდა, ალბათ სხვა არავინ დააპირებდა წასვლას. თავიდან ავტობუსით უნდა გვემგზავრა, მერე კი ფეხით გაგვეგრძელებინა. გზა ზევით მიდიოდა. წინ დავინახე თოვლის პირველი ლაქები, ბაღში დარგულ თეთრი ყვავილების კლუმბებს მიაგავდა. ცოტა კიდევ და ჩვენს წინ თოვლის ზღვა გადაიშალა. შორს, ნისლში, თოვლიანი მთები მოჩანდა, თითქოს თეთრი მატყლის ქურქში იყვნენ გახვეულნი. გაოცებული ვუცქერდი. ვფიქრობდი, რომელი გზით უნდა წავიდეთ, რამდენი საათი უნდა ვიაროთ-მეთქი. კარგად თუ იცით გზა-მეთქი, ვეკითხები პეტრეს. პასუხად კვლავ ვისმენ, თუ როგორ დასწყევლა იგი დედამ. ავტობუსი თოვლით დაფარულ სოფელთან გაჩერა. მეგზურს სოფლიდან მოშორებით გავყავარ. ჩემს წინ საოცარი სურათი გადაიშალა: ირგვლივ თოვლია, თითქოს ვიღაცამ ფეხქვეშ უზარმაზარი თვალისმომჭრელად ქათქათა მატყლის ხალიჩა დააგო. სპეტაკი მთები ქალწულებრივი უბიწოებით ელავდნენ.

უდაბნოსთან შედარებით ქალაქი სასაფლაოდ გეჩვენება, სადაც სახლები აკლდამებივით დგანან. ასფალტითა და ბეტონით შებოჭილ მიწას, როგორც სარკოფაგში, სული ეხუთება. გაზაფხულობით უდაბნო სამოთხის კარიბჭეს ჰგავს ცოდვისაგან შეუბილწავი სილამაზით, იგი აღსავსეა სიცოცხლით. უფალმა თითქოს უდაბნო თავისი მსახურებისთვის - მონაზვნებისთვის შემოინახა, დაფარა, როგორც საგანძური, ამა სოფლისგან, რომელიც ვნებების ცეცხლში თუხთუხებს, რათა ამით ღვთის მოყვარულებს დაენახათ მიწაზე ზეციური სილამაზის ანარეკლი...

ჩანს, ჩემი მეგზური გზას მაინც ასცდა. შებინდდა. ირგლივ სახლი არსად ჩანს. ქანცგამოლეული თოვლზე დავეშვი! რა სასიამოვნოა მასთან სახით შეხება!

პეტრე გვერდით ჩამომიჯდა. არ ვიცი, საათმა გაიარა თუ რამდენიმე წუთმა. უეცრად პეტრემ თქვა: "უნდა წავიდეთ". გზას გავუდექით, ვინ იცის, საით. ბოლოს მივადექით პირველ კელიას. ჩანს, ის სოფლის ახლოს იყო. იქ ერთი სნეული ბერი ცხოვრობდა. გვითხრა, სულ სხვა მხარეს უნდა წასულიყავითო და თავისთან ღამე გაგვათევინა. ეტყობა, ბრონქიტით იტანჯებოდა - მთელი ღამე ახველებდა. სევდიანად იხსენებდა უდაბნოში გატარებულ რამდენიმე წელს. ახლა მისთვის საჭმელი და პროდუქტი სოფლიდან ამოაქვთ. ის თითქმის აცრემლებული ამბობდა, ვაითუ, ავადმყოფობის გამო სოფელში რომელიმე მიტოვებულ სახლში მომიწიოს გადასახლებაო. მთელი ღამე ვერ დავიძინეთ, გახურებულ ღუმელთან ვისხედით, დილით კი კვლავ გზას გავუდექით. პეტრემ ერთ სამონაზვნე კელიასთან მიმიყვანა, თითქოს სხვას გადამაბარა. თქვა, სოხუმში მეჩქარებაო და წავიდა. ჩემი გაცილება ახალ ნაცნობებს მოუხდათ.

როცა სოხუმში დავბრუნდი, გავცივდი, სიცხემ ამიწია, მაგრამ მაინც მოვახერხე მონასტრამდე მისვლა. დედასავით მივლიდა იღუმენია ანგელინა, მას ეხმარებოდა მოხუცებული მონაზონი დედა ელენე. მარხვის ბოლო კვირა და ვნების შვიდეული ლოგინში ვიწექი. მხოლოდ აღდგომას მომცა მსახურების უფლება არქიმანდრიტმა ზინობიმ (შემდგომში მიტროპოლიტმა). უდაბნოში ჩემი სტუმრობის მერე პირველად აღდგომის ცისკარსა და ლიტურგიაზე ვიმსახურე.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი თოვლიანი ოდისეა. არ ვიცი, როგორ არ ჩავცვივდით ნამქერით სავსე ხრამში, ანდა ტყეში როგორ არ გავიყინეთ. მაგრამ მთავარი შთაბეჭდილება უდაბნოში ჩემი პირველი მოგზაურობის შემდეგ იყო ის უჩვეულო სიხარული, რომელიც დამეუფლა, როცა მის საზღვრებში ფეხი შევდგი. ესე სოფელი თავისი საზრუნავითა და სადარდებლით თითქოს გაქრა, აღიხოცა ჩემი სულიდან, თითქოს ის მადლმა დაფარა, როგორც თოვლი იცავს უდაბნოს მიწას. მაგრამ მათთვის, ვინც უდაბნოში რჩება, მძიმე სულიერი გამოცდა იწყება, რომელიც დროდადრო ცეცხლის ღუმელს ემსგავსება, სადაც მათი სულები გადაიდნობა. მაგრამ მაშინაც თავისი შეწევნით უფალი ანუგეშებს მეუდაბნოეებს, უბოძებს სიხარულს, ისევე როგორც ძველ დროში ანგელოზი გაუგზავნა ბაბილონის სახმილში ჩაგდებულ სამ ყრმას. რაც უფრო დიდია ღვაწლი უდაბნოში, მით უფრო სასტიკია ბრძოლა სატანურ ძალებთან. ერთი მონაზონი მიყვებოდა, რომ მოეჩვენა, თითქოს უფლის მიერ ღადარინელი ეშმაკეულისა და სხვათაგან განდევნილი არაწმინდა სულები წავიდნენ უდაბნოში და მისი კელიის სიახლოვეს დასახლდნენ. ამ კაცს ვლადიმირს ეძახდნენ. რაღაც დანაშაულის გამო ციხეში იჯდა. შემდეგ კი უფალს შეჰფიცა, რომ მას მიუძღვნიდა დარჩენილ სიცოცხლეს. ის უდაბნოში ძმათაგან მოშორებით ცხოვრობდა.

ხშირად ვიგონებ ჩემს პირველ მოგზაურობას უდაბნოში და უმალ თვალწინ გადამეშლება ოკეანის მსგავსი თოვლის სამყარო, მთები, რომლებიც უზარმაზარ აისბერგებად ჩანდა. აი, უცბად ტოტიდან ჩიტი აფრინდა და თოვლის მტვერი მოგვაყარა. მეც, გზით დაღლილი, მიწაზე გაშლილ ლაბადაზე ვეცემი. გზის გაგრძელება აღარ მინდა; მაგრამ მეგზური წამოდგომას მაიძულებს და კვლავ მთებისკენ მივდივართ, თითქოს უნაპირო თოვლის ოკანეში შევცურე...

მრავალი წელი არ ვყოფილვარ ოლღას მონასტერში და როცა ცოტა ხნის წინ ვესტუმრე, სევდა მომერია. სქემიღუმენია ანგელინას სიკვდილის მერე ყველაფერი შეიცვალა. მისი ღირსეული მემკვიდრე არ გამოჩნდა და სავანემ დაცარიელება დაიწყო. დარჩა მხოლოდ რამდენიმე მოხუცებული და უძლური და. ზოგიერთი კელია აღარც არსებობს. საქართველოში ქრისტიანობის გარიჟრაჟისას აშენებულ ტაძარში ყოველდღიურ ლოცვაზე დები უკვე აღარ იკრიბებიან. მხოლოდ დღესასწაულებზე მოდის მღვდელი წირვის ჩასატარებლად. სავანეში სიცოცხლე კვდება. ოდესღაც აქ მომლოცველები ამოდიოდნენ თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან. ახლა კი მათ არ იციან, იქნება თუ არა მსახურება, ამიტომაც იშვიათად თუ ვინმე მოდის მონასტერში.

ოლღას მონასტერი სულიერი კუნძული იყო ეკლესიის მრავალწლიანი დევნისას. ახლა კი ზამთარგამოვლილ ყვავილს ჰგავს, გაზაფხულის ჟამს რომ დამჭკნარა. მაგრამ შესაძლოა, არა მარტო აქ მცხოვრებ მონაზონთა, არამედ სინელ მამათა ლოცვითაც, რომელთაც ეს მონასტერი ააშენეს, სულიერი ცხოვრება მასში კვლავ აღორძინდება.

მახსოვს, აღდგომის პირველ დღეს, მწუხრზე, მონაზვნები გალობდნენ: "ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩვენი? შენ ხარ ღმერთი მოქმედი საკვირველებათაი". ამ სიტყვებში ნათობს იმედის სხივი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat