თქვენ გიკისრიათ როლი იუდასი და ცდილობთ გაყაროთ ძმები და მტრად გახადოთ ერთმანეთისა
 თქვენ გიკისრიათ როლი იუდასი და ცდილობთ გაყაროთ ძმები და მტრად გახადოთ ერთმანეთისა
როგორც ბერ-მონაზონ ალექსი შუშანიას ბიძაშვილი ონოფრე შუშანია იგონებს: ,,ალექსი ბერი დიდ ინტერესს იჩენდა საზოგადოებრივი საკითხებისადმი. ავადმყოფობა რომ არ მიშლიდეს ხელს, ხალხში გასვლა და მოღვაწეობა ჩემი სანატრელი იდეალიაო, იტყოდა იგი. 1903 წელს, მეფის რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელი ეგზარქოსი ალექსი, ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად ცდილობდა, სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვარით, გზაში შეხვდა სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალ ეგზარქოს ალექსის და მას საპროტესტო წერილი გადასცა, რომელიც რუსულად უთარგმნია სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორს დავით კაჭახიძეს (შემდგომში ეპისკოპოსი).

,,თქვენო მაღალყოვლადსამღვდელოებავ! ჩემი ძმებისადმი სიყვარული მაიძულებს მე მოგმართოთ შემდეგი თხოვნით.ღმრთის განგებით თქვენ მონდობილი გაქვთ ქართული ეკლესიის მართვა, ზრუნვა მის შვილთა ხსნაზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას თქვენი ჩვენდამი სიყვარულით, რომელიც მაცხოვრის მცნების თანახმად, თავგანწირვამდე უნდა მიდიოდეს. ჩვენ არ ვეჭვობთ, რომ თქვენ მხურვალედ გიყვართ საკუთარი სამწყსო და ამიტომ გთხოვთ ყურად იღოთ ვედრება იმათი, ვისაც თქვენ მწყემსავთ, როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებლურ ეკლესიას.

უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს სახელით, რომელმაც ჩვენ ურთიერთსიყვარული გვიანდერძა, მე გთხოვთ, თქვენ არ დაუშვათ, რომ ბოროტმა სულმა თქვენს ყანაში დათესოს ღვარძლი-მტრობის თესლი და ყოველნაირად შეუწყოთ ხელი იმას, რომ ჩვენ, მჭიდროდ დაკავშირებულნი დიდ რუს ხალხთან, ერთიანი გულით ვადიდებდეთ ღმერთს~. ეგზარქოსი შეშფოთდა, ხალხში დიდი პატივისცემით შემოსილი მოღვაწე ბერის ასე საჯაროდ გამოსვლამ იგი დააფიქრა და იქვე დაამშვიდა და აღუთქვა, ეს ჭორია და არ მოხდებაო~. ქართველთა სიძულვილით ცნობილი იოანე ვოსტორგოვი ეგზარქოსის მოგზაურობის აღწერისას ამ ფაქტს არ აღნიშნავს, მაგრამ ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, ერთხელ კიდევ განმარტოს მეგრელი ბავშვებისათვის ქართული ენის სწავლების არამართებულობა, რადგან მისი შეხედულებით, მეგრელები ქართველები არ არიან. იმპერიის უერთგულესი მსახურის, დეკანოზ ვოსტორგოვის ანტიქართული საქმიანობა ჩვენს ისტორიკოსებს დაწვრილებით აქვთ აღწერილი და მე მასზე სიტყვას არ გავაგრძელებ. მაგრამ მკითხველის ყურადღებას მივაპყრობ სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის უფროსი ვაჟის, ნიკო მინგრელსკის დამოკიდებულებას - ხელისუფლების მიერ სამეგრელოში ბავშვებისათვის ქართული ენის სწავლების აკრძალვის მცდელობაზე. მთავრის ძე ჯერ კიდევ 1885 წელს ვასილ მაჩაბელს წერდა:

,,ჩემო ვასო, შენი ორივე წიგნი მომივიდა და ვჩქარობ შემოგწირო მადლობა, რომ ყოვლისფერი გააკეთე ისე, როგორც მე მსურდა და მიამებოდა. შენმა უკანასკნელმა წიგნმა მეტად მასიამოვნა... მე წავიკითხე ის სტატიები, რომელნიც ამტკიცებენ, რომ მეგრულ ენასა და ქართულ ენას შუა მსგავსება არ არისო. ჩემი ამბავი ხომ იცი: მე ვერაფერი გამაკვირვებს!... მე ოღონდ ამას ვიტყვი, რომ ის გარეშე ქვეყნის ფილოლოგები, რომელნიც სწერენ მეგრულსა და ქართულ ენებზედ, არიან სრულიად დაბნეულნი. ჯერ ჩვენი ენა ისწავლონ და მერე სწერონ. ნამეტანი სწავლა ზოგიერთებს მთლად დააბნევს!... მე სამეგრელოს, იმერეთს და გურიას ვუყურებ, როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენ შუა განსხვავება არ არის და არც უნდა იყოს; ეს არის ჩემი აზრი და ამ აზრით მოვკვდები. ისღა გვაკლია ახლა, რომ ვინმე ჩინელმა ფილოლოგმა დასწეროს ჩვენს ენაზედ ან ქართული გვასწავლოს... იმედი მაქვს, რომ არ დამივიწყებ და მომწერ მანდაურ ამბებს. შენი მეგობარი ნიკო. 17 აპრილს 1885 წ. პეტერბურგი".

კავკასიის საეგზარქოსოს საეკლესიო-სამრევლო სკოლების მეთვალყურე იოანე ვოსტორგოვს, მხარდაჭერის იმედით, წერილით მიუმართავს ნიკო დადიანისათვის. როგორც ლიტერატურის მუზეუმში დაცულ გ. ტატიშვილის მოგონებაშია აღნიშნული: ,,ერთხელ სუფრაზე ყოფნისას ნიკოს მიართვეს წერილი, მან გახსნა, წაიკითხა და კოტე ყიფიანს გადასცა: ნახე ეს ხულიგანი რას მიბედავსო! ქუთაისში მოსულიყო მღვდელი ვოსტორგოვი და იქიდან ეს წერილი ვიღაც პოლიციელი მოხელის ხელით გამოეგზავნა. ვოსტორგოვი სთხოვდა ნიკო დადიანს დაედასტურებინა, რომ მეგრელი ცალკე ეროვნებაა, რომელსაც ქართველ ერთან საერთო არა აქვს რა, რომ მეგრელებს აქვთ თავიანთი ენა, დამწერლობა, ლიტერატურა და ისტორია...ნიკო თავის კაბინეტში გავიდა პასუხის დასაწერად, ხოლო შემდეგ თავისი პასუხი იქ მყოფთ წაუკითხა: -

,,მღვდელო, თქვენმა ხულიგნურმა წერილმა დიდად გამაკვირვა, რომ ღვთის მსახური, რომელიც მოვალეა პატივი სცეს ხალხის ისტორიას, ეცნობოდეს მას და ახარებდეს მისი ძმური ერთობა, სულ სხვა გზას დასდგომია. თქვენ გიკისრიათ როლი იუდასი და ცდილობთ გაყაროთ ძმები და მტრად გახადოთ ერთმანეთისა. სამეგრელო, ქართლი, კახეთი, მესხეთი, გურია, იმერეთი და სხვა - ეს გეოგრაფიული სახელებია, სადაც ცხოვრობენ ქართველები, რომელთაც აქვთ ერთი საერთო საზოგადო ენა და დამწერლობა, თვისი ლიტერატურით, ხოლო თქვენ გინდათ თვითნებურად ყოველივე ეს ასიმილაციისთვის გამოიყენოთ. ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ, რაც მოხსენდება თვით ხელმწიფეს". ალექსი შუშანიას მიერ დაურიდებელი პირდაპირობით აღსავსე იმ მიმართვამ თუ ბევრმა სხვა რამემ, ეტყობა, ეგზარქოსი ალექსი ეპისკოპოს ალექსანდრეზე გაანაწყენა. იგი თბილისში დაბრუნებისთანავე, მღვდელმთავარის გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველობიდან დაუყონებლივ დათხოვნის წინადადებით სინოდს მიმართავს".

ამონარიდი ბატონ პაატა ქურდოვანიძის წიგნიდან: მარადნეტარნი (თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat