მერამდენე ადგილი უკავია დღეს საქართველოს ეკლესიას დიპტიხში და რატომ არ არის ეს საკითხი აქამდე გადაწყვეტილი
მერამდენე ადგილი უკავია დღეს საქართველოს ეკლესიას დიპტიხში და რატომ არ არის ეს საკითხი აქამდე გადაწყვეტილი
მიმდინარე წლის, 2016 წლის იანვარში შვეიცარიაში - შამბეზში გამართულ პანორთოდოქსულ (საერთომართლმადიდებლურ) შეკრებაზე (სინაქსისზე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წუხილი გამოთქვა , რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია და წელს დაგეგმილ დიდ კრებაზე ეს საკითხი არ გადის განსახილველად: "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანესია დიპტიქის (ეკლესიათა რიგითობა) საბოლოოდ განსაზღვრა, ძმობის და თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალულები, ჩვენ ამჯერად თავს ვიკავებთ აღნიშნული თემის კრებაზე განხილვის კატეგორიულად დაყენებისგან."
გვესაუბრება მარნეულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
-მამაო, რას ნიშნავს დიპტიხი და რის მიხედვით ენიჭება დიპტიხში ადგილი ეკლესიას?

-ბერძნული სიტყვა დიპტიხი (δίπτυχος) ქართულად ითარგმნება როგორც " ორად დაკეცილი", ანუ "ორკარედი" ("ორფრთიანი"), ასე ეწოდებოდა თავისი ფორმის გამო იმ მოსახსენებელს, რომელშიც ჩამოწერილი იყო და არის ეკლესიათა მეთაურების სახელები და ტიტულებები. ყოველი ადგილობრივი, ანუ ავტოკეფალური ეკლესია და მათი პატრიარქები თანასწორნი არიან და არ არსებობს იერარქიული დამოკიდებულება ერთმანეთზე, მაგრამ არსებობს საპატრიარქო კათედრების რანგირება პატივის მიხედვით, მსგავსად ძმათა შორის უხუცესობა-უმრწემესობისა. ეს საჭიროა პრაქტიკული მოსაზრებითაც, კერძოდ, წირვა- ლოცვის დროს როგორი თანმიმდევრობით დადგნენ და მათი სახელები რა თანმიმდევრობით იქნეს წარმოთქმული კვერექსებსა, თუ მოსახსენებლებში. ანუ ეკლესიის უძველესი ადათით, მართალია არსებობს პატრიარქთა ( და ზოგადად ეპისკოპოსთა) თანასწორობა უფლებრივი და იერატიკული (მღვდელმოქმედებითი) კუთხით, მაგრამ არის ასევე პატივის მიხედვით მათი კათედრების რანგირება. დიპტიხში საპატრიარქო კათედრებმა რანგირება, ანუ "უფროს-უმცროსობა" თავიანთი ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობიდან გამომდინარე მოიპოვეს, ანუ ამათუიმ საპატრიარქოს ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე, რა როლი და ფუნქცია ენიჭებოდა მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში.

-ვის აერთიანებს ამჟამად მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხი?

- ამჟამად მსოფლიოში არსებობს 14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, აქედან ცხრა არის საპატრიარქო რანგისა (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოსკოვის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის), სამი ავტოკეფალური სამთავარეპისკოპოსო [საარქიეპისკოპოსო] ( კვიპროსის, საბერძნეთის, ანუ ელადის და ალბანეთის) და ორი ავტოკეფალური სამიტროპოლიტო ( პოლონეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის). კონსტანტინოპოლის პატრიარქი ატარებს ტიტულს "მსოფლიო, ანუ ეკუმენური პატრიარქი", მაგრამ ეს წოდება არის საპატიო, და არა რეალური შინაარსისა, იგია "პირველი თანასწორთა შორის". არსებობს კიდევ ამერიკის ავტოკეფალური სამიტროპოლიტო, რომლის ავტოკეფალიას, ჯერჯერობით, მხოლოდ ეკლესიათა ნაწილი აღიარებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოც, ხოლო კონსტანტინოპოლი არ ცნობს.
ყველა ეკლესიის მეთაური (მიხედავად იმისა პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის, თუ მიტროპოლიტის წოდებას ატარებს) ერთმანეთთან მიმართებაში თანასწორნი და დამოუკიდებელნი არიან. ყოველი მათგანი თავის რწმუნებულ ეკლესიას მართავს თავისი სინოდის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი, "ერთი წმინდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია" დაყოფილია თვითმმართველ (ავტოკეფალურ) ადგილობრივ ეკლესიებად, რომელნიც ერთმანეთისგან სტრუქტურულ დონეზე დამოუკიდებელნი არიან, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია სულიერი, სწავლებითი და მადლისმიერი მხრივ ერთიანია და განუყოფელი.

-მერამდენე ადგილი უკავია დღეს საქართველოს ეკლესიას დიპტიხში და რატომ არ არის ეს საკითხი აქამდე გადაწყვეტილი?


-საქართველოს ეკლესიამ, როგორც ცნობლია, 1811 წელს რუსული ხელისუფლების მიერ გაუქმებული უძველესი ავტოკეფალია აღიდგინა 1917 წელს, მაგრამ ეს აღდგენა იმ ეტაპზე არ სცნო რუსეთის ეკლესიამ და მისი გავლენით არც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ (შესაბამისად, არც სხვა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა), ამის გამოც მათ დიპტიხებში არ შესულა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელი. 1943 წელს მოსკოვის საპატრიაქომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ღირსება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიო პატრიარქთა დიპტიხში შეიყვანა მეექვსე ადგილზე, შემდგომად კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოსკოვის საპატრიარქო კათედრებისა. ეს განჩინება იმ ეტაპზე გაიზიარა ალექსანდრიის საპატრიარქომ და რამდენიმე სხვა ადგილობრივმა ეკლესიამაც. მაგრამ ეს ფაქტი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ არ აღიარა, კონსტანტინოპოლი თვლიდა, რომ აღიარებაც და დიპტიხში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელის შეტანის უფლებამოსილებაც მხოლოდ მას ჰქონდა.

იმ პერიოდში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც აფერხებდა კომუნიკაციას კონსტანტინოპოლთან, ეს საკითხი ღიად დარჩა. 1960-იან წლებში, როდესაც გააქტიურდა საბჭოთა კავშირის საგარეო კავშირები საზღვარგარეთთან, დაიწყო მრავალი საერთაშორისო საეკლესიო კონფერენციის მოწყობა, საქართველოს ეკლესიას წარმოდაგენდა ხოლმე ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი, ამჟამინდელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), იგი პირადად წააწყდა ამ სირთულეს, რადგან კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეგიდით მოწყობილ საეკლესიო შეხვედრებზე, საქართველოს ეკლესიის წამომადგენელი არ იკავებდა კუთვნილ მეექვსე ადგილს, და ავტონომიური ეკლესიების წამომადგენელებთან ათანაბრებდნენ მას. ამ პრობლემის გადაჭრა დაისახა უპირველს ამოცანად მისმა უწმინდესობამ საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებისთანავე , 1978 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან.

ხანგრძლივი ღვწისა და შრომის შედეგად, მხოლოდ 1990 წელს სცნო კონსტანტინოპოლმა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია და საპატრიარქო ღირსება, თუმცა დიპტიხში ადგილის საკითხი კვლავ ღიად დარჩა. კონსტანტონოპოლმა არ ინდომა ჩვენი ეკლესიის მეექვსე ადგილზე დაყენება, იმ მიზეზით, რომ მანამდე, მეოცე საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მან მეექვსე ადგილი მიუჩინა სერბეთის საპატრიარქოს, მეშვიდე-რუმინეთის საპატრიარქოს, ხოლო მერვე ადგილი - ბულგარეთისას. ფანარმა განაცხადა, რომ უკვე მინიჭებულ ადგილებს არ შეუცვლიდა ამ ეკლესიებს, დიდი (მსოფლიო) კრების გარეშე, ამიტომ მან დროებით თავის დიპტიხში განგვიჩინა მეცხრე ადგილი, ანუ საპატრიარო კათედრათა შორის უკანასკნელი. ამჟამად ყველა მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხის რიგს აღიარებს, გარდა მოსკოვის, სერბეთის, ბულგარეთის საპატრიარქოებისა, პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის, ამერიკის ეკლესიებისა.

-რა ადგილი ეკავა საქართველოს ეკლესიას ისტორიულად დიპტიხში ?

-საპატრიარქოთა სისტემა სამთავარეპისკოპოსოების ბაზაზე ჩამოყალიბდა რომის იმპერიაში მეხუთე საუკუნეში, ეს პროცესი გაფორმდა ქალკედონის მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წელს, იმპერიის ეკლესია განაწილდა 5 დიდ საპატრიარქოს - რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმს შორის ( ასევე შენარჩუნდა კვიპროსის პატარა კუნძულის ეკლესიის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო). ამ საეკლესიო მმართველობას ეწოდება პენტარქია, ანუ ხუთთა მმართველობა. შუა საუკუნეების ბიზანტიურ ცნობიერებაში სამყაროში მეტი საპატრიარქოს ადგილი არ შეიძლება ყოფილიყო, გამონაკლისი სახით შეიძლება არსებულიყო მხოლოდ ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოები, მაგრამ მათთვის საპატრიაქრო რანგის მინიჭება წარმოუდგენლად ითვლებოდა. საქართველოს ეკლესიის მეთაური მეხუთე საუკუნიდან იწოდებოდა კათოლიკოსად და მთავარეპისკოპოსად. კათოლიკოსის ტიტული სირო-სპარსული ეკლესიის წოდებაა, იგი უცხო იყო და არის ბერძნული საეკლესიო სივრცისათვის (თუმცა თავად სიტყვა ბერძნულია და ნიშნავს "საყოველთაოს") .

კათოლიკოსის წოდება გაჩნდა რომის იმპერიის გარეთ, სპარსეთის იმპერიაში და ეს წოდება მიენიჭა სპარსეთის სირიული ეკლესიის მეთაურს - დედაქალქ სელევკიის მთავარეპისკოპოსს მეოთხე საუკუნეში. ეს ტიტული იყო და არის ტოლფარდი რომაულ-ბიზანტიური საეკლესიო ტიტულ "პატრიარქისა". მეხუთე საუკუნისათვის ამიერკავკასია (ეგრისის გამოკლებით) ირანის იმპერიის გავლენის სფერო იყო და ბუნებრივია განიცდიდა სირიულ-სპარსული ეკლესიის გავლენას, სწორედ ამიტომ ამ საუკუნეში კავკასიის ახლად ჩამოყალიბებული სამი ავტოკეფალური ეკლესიის (საქართველოს, ანუ იბერია-ქართლის, სომხეთის და ალბანეთის) მეთაურებმა სწორედ ეს ტიტული მიიღეს და არა - "პატრიარქის". უფრო გვიან, XI საუკუნიდან, როდესაც ბიზანტური საეკლესიო გავლენა (ათონური პერიოდიდან მოყოლებული) მკვეთრად იჭრება ჩვენში, პატრიარქის წოდებაც შემოდის ჩვენი კათოლიკოსის ტიტულატურაში, მაგრამ მაინც ნაკლები გამოყენებით, უძირითადესად ქართველები მეტყველებაშიც და წერილობით დოკუმენტებში ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავრისათვის ვიყენებდით მხოლოდ ტერმინ "კათოლიკოსს", როგორც სჩანს ისევ ბიზანტიური გავლენით, რომლის მიხედვით საპატრიარქო კათედრები იყო მხოლოდ ხუთი: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი.

საქართველოს ეკლესიის მეთაურნი თავის "კათოლიკოსობას", რა თქმა უნდა, არ თვლიდნენ პატრიარქობაზე ნაკლებ სტატუსად და ეს ასეც იყო. ბერძნები არასოდეს არ აღიარებდნენ საქართველოს კათოლიკოსს პატრიარქის წოდებაში, თუმცა აღიარებდნენ მათ ავტოკეფალურ უფლებას და უწოდებდნენ ავტოკეფალურ არქიეპისკოპოსს (მაგ. ანტიოქიის პატრიარქი და ცნობილი კანონისტი თოდორე ბალსამონი (1193 — 1199 წ.წ.), იერუსალიმის პატრიარქები დოსითეოსი (1667 -1707 წ.წ.) და ქრიზანთე (1707 -1731 წ.წ.), გამონაკლისია XV საუკუნეში კონსტანტინოპოლის დიდი ეკლესიის ეკლესიარხის სილვესტეროს სიროპულოსის ცნობა, სადაც ის ახსენებს "იბერიის პატრიარქს", მაგრამ ეს არის არაოფიციალური დოკუმენტი, და ამასთან არც დიდად გასაკვირი: ზოგადი გაგებით, ყოველი პირველიერარქი "პატრიარქია" თავის ეკლესიაში, მეხუთე საუკუნემდე კი "პატრიარქი" ( ეს ბერძნული სიტყვა ქართულად "მამამთავრად" ითარგმნება) ეწოდებოდა ყოველ ეპისკოპოსს.
ვიმეორებთ, ბიზანტიურ დიპტიხში მხოლოდ პენტარქიის პატრიარქები შეყავდათ. XI საუკუნეში მომხდარი დიდი სქიზმის გამო მართლმადიდებლური დიპტიხიდან ამოვარდა რომის პაპის (ანუ პატრიარქის) ხსენება, 1589 წელს, ოსმალთა ბატონობისსგან დიდ გასაჭირში ჩავარდნილმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო ავტოკეფალურად რუსეთის ეკლესია და ოფიციალურად მიანიჭა საპატრიარქო რანგი და დიპტიხში მეხუთე ადგილი, რადგან რუსეთის სამეფო და ეკლესია მისთვის ერთადერთი დამცველი ძალა იყო შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

1920 წელს კონსტანტინოპოლმა სცნო სერბეთის საპატრიარქოს მეექვსე ადგილი, 1925 წელს რუმინეთის ეკლესიას მოანიჭა საპატრიარქო სტატუსი და მეშვიდე ადგილი, ხოლო 1953 წელს ბულგარეთის ეკლესიას საპატრიარქო რანგი და მერვე ადგილი. ჩვენი 1917 წელს აღდგენილი ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება კი - მხოლოდ 1990 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დიდი ღვაწლის შედეგად აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ. მაგრამ ჩვენ ისტორიის ამ მიმდინარე პროცესში ერთგვარად დავიგვიანეთ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ ეთმობა მის მიერ უკვე ისტორიულად ჩამოყალიბებული დიპტიხის დარღვევა. მოსკოვის და საქართველოს საპატრიარქოთა 1943 წლის შეთანხმებით დადგენილი დიპტიხში ჩვენი მეექვსე ადგილის სასარგებლოდ კი მეტყველებს ერთის მხრივ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის სიძველე (V ს.) [თუმცა, დიპტიხის იერარქია ამ პრინციპით არაა აგებული], ხოლო მეორეს მხრივ, ფერერა-ფლორენციის "მსოფლიო" საეკლესიო კრებაზე ჩვენი ეკლესიის დელეგაციის მეხუთე ადგილზე (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოთა შემდეგ) დაყენების ისტორიული ფაქტი. სწორედ ამიტომ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის დიდი სურვილი და ენერგია მიმართულია საიმისოდ, რომ ეს საკითხი ჩვენი წმინდა, უძველესი ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყდეს და მსოფლიო საპატრიარქომ სცნოს ჩვენი ეკლესიის კუთვნილი მეექვსე ადგილი დიპტიხში.


ბეჭდვაელფოსტა
22.09. 2016
ნარგიზა გოგინავა
უფალმა გაძლიეროს ჩვენი პატრიარქი ჯამრთელად და ბეედნიერად გვიმყოფოს ღმერთმა,მისი ლოცვა გვაძლიერებს და იმედს გვმატებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება,ჩვენი ვალია უფალთან ვიყოთ მართლები ადგილს უფალი მოგვანიჭებს. მაგრამ ჩვენი ქვეყანის 1920 წლის საქართველოს მინიჭებუი მეექვსე ადგილი,რატომ მიანიჭეს და რატომ შეუცვალეს,საქართველოში წირვა ლოცვა ყოველთვის ტარდებოდა,ინათლებოდნენ,გარდაცვლილებს წესის აგებით კრძალავდნენ, და ღვაწლში იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, თუნდაც კომუნისტებიც ჩუმად სულში უფალს ადიდებდნენ. ამჟამად ემიგრაციაში მყოფნი ქართველი მრევლი ყოველ კვირა (დასვენების) დღეს ვიკრიბებით სხვადასხვა კათოლიკურ და წმ პანტილემონის რუსულ ეკლესიებში წირვას აღავლენთ,ამას ყველა ხედავს კონსტანტინეპოლის მოძღვრები, შესაწირავსაც ვაგროვებთ,შეძლებისდაგვარად ვტრაპეზობთ, ერთად და უფალს ვევედრებით მშვიდობას.
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat