მოგონებები
მოგონებები
უფალს ისე მიმართავდა, თითქოს პირისპირ ხედავდა
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სქემიღუმენ საბას (ოსტაპენკო) უყვარდა საქართველო. თავის სულიერ შვილებს აკურთხებდა საქართველოს წმინდა ადგილების მოსალოცად და ამბობდა, თუმცა ახლა პალესტინისკენ გზა ჩაკეტილია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე პალესტინა - საქართველო.

ერთი პერიოდი ის აქ ყოველწლიურად ჩამოდიოდა. მიზნად დაისახა, კომანთან ახლოს ის მღვიმე მოეძებნა, სადაც მრავალი წლის მანძილზე ბიზანტიელი ხატმებრძოლებისგან გადასარჩენად იყო დამალული იოანე ნათლისმცემლის თავი. ეს ადგილი მივიწყებული გახლდათ, სოხუმში არაფერი იცოდნენ მის შესახებ. მამა საბამ გამოჰკითხა კომანის ახლომახლო მცხოვრებთ, რაიმე ხომ არ გაეგონათ ამ წმინდა ადგილზე. ბოლოს იპოვა ერთი ბერძენი ბერიკაცი, რომელმაც უთხრა, ბავშვობაში ხალხი მთებში ერთ ადგილას დადიოდა სალოცავად, რომელიც იოანე ნათლისმცემელთან იყო დაკავშირებული. იქ მეც არაერთხელ ვყოფილვარო. მან აჩვენა კლდეში გამოკვეთილი მღვიმე. ამ ნიშის გარეშემო საუკუნეთა მანძილზე დანთებული სანთლის ალს ჩაეშავებინა კლდე, თითქოს ქვის კიოტს შავი ორნამენტი ჰქონდა შემოვლებული. ამგვარად, 60-იან წლებში კვლავ გამოვლინდა ის ადგილი, სადაც ოდესღაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი იყო დამალული.

რამდენჯერმე შევხვდი მამა საბას სოხუმში. შეუძლებელია იმ დღის დავიწყება, როცა ის სოხუმის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას აღასრულებდა. გარკვეული მიზეზების გამო დამაგვიანდა. ჯერ ტაძარში არ ვიყავი შესული, რომ განსაკუთრებული რამ ვიგრძენი. თითქოს იქიდან გამოფრქვეული ტალღები გარს შემომერტყა. ეს არ იყო განწყობა სულისა და არც თვითშთაგონება, მე ხომ თითქმის არ მახსოვდა, რომ ამ დღეს მამა საბა მსახურობდა, ეს გახლდათ რაღაც ღრმა და უჩვეულო. მახსოვს, ტაძრის კედელთან სკამზე ჩამოვჯექი, ვერ ვხვდებოდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. რაღაცნაირი არამიწიერი სიმშვიდე ვიგრძენი, ჩემდა გასაოცრად, არა მარტო სულით, სხეულითაც კი. ასე გაგრძელდა ათი-თხუთმეტი წუთი. მერე გონს მოვედი, თითქოს ახლა მომესმა, რომ ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულება. საკურთხეველში შევედი. ეს ერთგვარი უწონადობის გრძნობა უფრო მეტად გაძლიერდა. ძნელია სიტყვებით გადმოცემა იმისა, რასაც მაშინ განვიცდიდი. თითქოს გარედან რაღაც ძალა ჩემი სხეულის ყოველ უჯრედში ისხმებოდა, განაახლებდა და განწმენდდა მათ. გულში განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდი. იგი ერთდროულად ათბობდა და აგრილებდა ჩემს სულს. თითქოს ძველი წყლულები და ჭრილობები მიშუშდებოდა და ფუფხი სცვიოდა მათ. წმინდა, ბავშვურად გულწრფელ სიხარულს განვიცდიდი, ოღონდ უფრო ღრმას.

მამა საბა წმინდა ტრაპეზის წინ იდგა. სახე მისი ნათლით იყო ფერნაცვალი. ეს ნათელი ხან გაცხოველდებოდა, გაღვივდებდა და უფრო მეტად განაბრწყინვებდა მას, ხანაც მინელდებოდა, თითქოს შიგნით შედიოდა. ამ დროს მივხვდი, თუ რას ნიშნავს, მადლის მშვენიერება და ხატება ღვთისა საიდუმლოდ (დაფარულად) რომ სახლობენ ადამიანში. წმინდა მამები ამბობენ, რომ ქრისტე მხოლოდ სულიწმინდით შეიცნობაო. მაგრამ სიღრმისეული ლოცვის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, როცა სული მისი მადლთან არის შეერთებული, ამ არამატერიალური ნათლით თანდათანობით ქრისტეს ემსგავსება.

რასაც ვხედავდი და განვიცდიდი ამ მსახურებისას, საიდუმლოს გამოცხადებად მეჩვენებოდა, თითქოს მაჩვენეს (რადგანაც ამის აღქმა შემეძლო) ანარეკლი წმინდანთა და ზეციური სამეფოს დიდებისა, დავინახე სხივნი მარადისობიდან მომავალი იმ სინათლისა, რომელიც ზეცას მიწასთან აერთიანებს. ვგრძნობდი, რომ მეტი აღარაფერი მინდა, რომ აქაა ის, რაც სწყურია კაცის სულს და რასაც სხვაგან ვერ იპოვის ამ სოფელში.

თაბორზე მოციქულებმა უთხრეს უფალს: "კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი" (მათე 17,4). მათ სურდათ, ყოველთვის ღვთისხილვის (ღვთისჭვრეტის) მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს უნდა დაიმსახურო შრომითა და მისწრაფებით, ამიტომაც ჩაქრა მათი განმაბრწყინვებელი თაბორის ნათელი.

მამა საბასთან ჩემი ურთიერთობა ხოლოდ ამ ერთი მსახურებით რომ ყოფილიყო შემოფარგლული, მაშინაც მისი მადლიერი ვიქნებოდი. ის ჩემთვის იქცა იმ სულიერ ხელმძღვანელად, რომელსაც ძველად "ამბას" ეძახდნენ და მშობელზე ძვირფასი და ახლობელი შეიქნა ჩემთვის. იგი გახლდათ მამა, რომელიც კაცის სულს ეხმარება: არა ამა სოფლისთვის, არამედ საუკუნო სიცოცხლისთვის შობაში, შინაგანად ტანჯვაში იღებს თავისი შვილების სიმძიმეებსა და ტკივილებს.

* სოხუმში ჩამოსვლისას მამა საბა თითქმის ყოველთვის მოინახულებდა ხოლმე წმინდა მოწამე ვასილისკოს წყაროს და კომანის მთებში მღვიმეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის დაკრძალვის ადგილს. კომანის გზა სასაფლაოს გაუვლიდა. ერთხელ მამა საბამ სასაფლაოზე მდგარი ფერისცვალების სახელობის ეკლესია მოინახულა და გადაწყვიტა, ღამე აქ დარჩენილიყო. ეს ამბავი ცნობილი გახდა და უამრავი ხალხი შეიკრიბა. მათთან საუბრის მერე მამა საბამ პარაკლისი გადაიხადა. უჩვეულო კადნიერებით მსახურობდა, უფალს ისე მიმართავდა, თითქოს პირისპირ ხედავდა. გეგონებოდა, დრო გაქრა. მოძღვრის ლოცვამ თითქოს ადამიანები მიწას მოსწყვიტა. ისინი განიცდიდნენ რაღაც უჩვეულოს, ენით აღუწერელს. გრძნობდნენ ქრისტეს სიახლოვეს, რომ მან იცოდა მათი გასაჭირი და როგორც შეიწყალა მოციქულთა თხოვნით ქანანელი დედაკაცი, ასევე მზად იყო, სქემიღუმენ საბას ლოცვით შეესრულებინა მათი სანუკვარი ოცნებები. ეს რწმენა გულდაჯერებაში გადადიოდა და მომავალი აშკარა ხდება.

მამა საბა ღამის გასათევად ეკლესიასთან მდებარე სახლში დარჩა. საღამოს თქვა, სასაფლაოზე გასეირნება მინდაო. ვკითხე, ეკლესიაში ღამის გასათევად დარჩენილ ხალხს ხომ არ აკურთხებთ, თქვენთან ერთად წამოვიდნენ, თუ მარტო გამიყოლებთ-მეთქი. გამიღიმა: "უფალი თავის მოწაფეებს ორ-ორს გზავნიდა". გავუყევით საფლავებს შორის ბილიკს. მამა საბა ალბათ ლოცულობდა აქ განსვენებულთათვის. ცოტას საუბრობდა, ერთგვარად იგავებით, რომლებიც მერე ამიცხადდა. მან მიწინასწარმეტყველა, რომ მისი სულიერი შვილი გავხდებოდი. მეორე დღეს საკათედრო ტაძარში წავიდა, სადაც მღვდელმთავართან ერთად უნდა ემსახურა.

თბილისში ჩამოსვლისას აუცილებლად მოინახულებდა ხოლმე მიტროპოლიტ ზინობს. იგი მეუფე ზინობს ერში მოსაგრედ და იესოს ლოცვის მომმუშაკებელ მოღვაწედ თვლიდა, რომელიც თავის ღვაწლს ძალზე მძიმე მღვდელმთავრულ მსახურებას უთავსებდა. თვითონ ცხოვრება მეუფე ზინობისა, ეკლესიისა და ხალხის მიმართ მისეული თავდადება განუწყვეტელი სასწაული გეგონებოდა. იმ დროს, სქემაში შემოსვამდე, მამა საბა ღირსი საბა სტოროჟელის პატივად ატარებდა სახელს. ხატმწერს ღირსი მამის ხატი შევუკვეთე, რათა მამა საბას სულიერ შვილებს შესძლებოდათ, მისი მფარველი ანგელოზის წინაშე ელოცათ. ცოტა ხნის შემდეგ მისმა სულიერმა შვილმა, რუსეთიდან ჩამოსულმა მონაზონმა მიტროფანიამ მითხრა: "სიზმარში ღირსი მამა საბა სტოროჟელი ვნახე და ტაძარში დასვენებული ხატი სახით მას არ ჰგავს, ნება მომეცით, ხატი შევასწოროო" (მონაზონი მიტროფანია ხატმწერი გახლდათ). ვიცოდი, რომ მამა საბას შვილი გახლდათ. მოძღვარი მას აქებდა. ამიტომაც ხატის შესწორების ნებართვა მივეცი. ამას წინათ ვიყავი წმინდა საბა სტოროჟელის მონასტერში და დავრწმუნდი, რომ დედა მიტროფანია მართალი იყო. მის მიერ შესწორებულ ხატზე წმინდანი ჰგავდა ღირსი საბას აკლდამაზე დასვენებულ უძველეს ხატს.

მონაზონი მიტროფანია გამორჩეული ადამიანი გახლდათ. ყრმობისას დაობლდა, მშობლებიც კი არ ახსოვდა, ბავშვთა სახლში გაიზარდა. პატარა გოგონა მამა საბას შეხვდა და იმ მონასტერში დაიწყო სიარული, სადაც ის მსახურობდა. შემდგომში მან მიამბო ორ სასწაულზე, რომელიც მამა საბამ მოუხდინა: მოძღვარმა მას მშობლების სახელები უთხრა და მძიმე სნეულებისგან, დიაბეტისგან განკურნა. ის ბალღურად იყო მიჯაჭვული მოძღვარს, თითქოს სულიერად ყოველთვის მის გვერდით იდგა, ყოველთვის ფიქრობდა მასზე, ფიქრებით ლოცვას სთხოვდა, მის ყოველ სიტყვას იმახსოვრებდა. მას ძალზე უბრალო და წმინდა სული ჰქონდა. ჰყვებოდა, რომ ბავშვთა სახლში ხშირად უხდებოდა თავის დაცვა და მოჩხუბარის სახელი გაუვარდა. აქ ისწავლა ქსოვა, ხატმწერი და ოქრომკედით მქსოველი გახდა. ერთხელ თურმე ბავშვთა სახლში ვიღაც ქალმა თავისი შვილი დატოვა. ბავშვი ავადმყოფი აღმოჩნდა: შარდსა და განავალს ვერ იკავებდა. ბავშვთა სახლელები მას სცემდნენ, ქამრითაც კი ჩამოკიდეს საწოლის თავზე. ეს ბავშვი მორიდებული და მშვიდი იყო და მიტროფანიამ შეიცოდა იგი. თქვა, რომ თვითონ გაურეცხავდა ზეწარსა და ტანსაცმელს. თუ ძველებურად ცემას ვინმე დაუპირებდა, მიტროფანია ვეფხვივით ეცემოდა მაწყენარს. როგორც მიტროფანიამ თქვა, ის ამ დროს ქსოვდა და კერავდა. ბავშვი საათობით ეჯდა გვერდით. "იშვიათად იტყოდა სიტყვას, მხოლოდ ჩუმად შემოგხედავდა. თითქოს მდუმარედ მადლობას გიხდიდა". შემდგომში, როცა მიტროფანია სხვაგან გადაიყვანეს, დამშვიდობებისას ბიჭმა სთხოვა: "წამიყვანე თან, თორემ აქ მომკლავენო". მაგრამ ამის ნება არ მისცეს. როცა მიტროფანია მიდიოდა, ბავშვის გატანჯული თვალები შიშით იყო ავსებული. ეს შემოხედვა მას მთელი სიცოცხლე დაამახსოვრდა.

დედა მიტროფანია ახალგაზრდა გარდაიცვალა: კედელზე ხატს ამაგრებდა, უნებურად კიბიდან ჩამოვარდა და მაშინვე მოკვდა. შესაძლოა მას წინ რაიმე განსაცდელი ელოდა და სულიერი მამის ლოცვით უფალმა გაიყვანა ამ მიწიერი ცხოვრებიდან, ანდა იქნებ, უკვე მოემზადა სასუფევლისთვის.

მახსენდება სოხუმის სასაფლაო. ჩემი სახლის შორიახლოს მდებარე საფლავებზე თეთრი და ალისფერი ვარდის ბუჩქები იზრდება. თეთრი ვარდი საფლავზე დახრილ გოგონას ჰგავს, რომელიც მიცვალებულს დასტირის, წითელი კი შეგვახსენებს, რომ ტანჯვა და მწუხარება სიხარულად - აღდგომის საუკუნო სიხარულად გადაიქცევა.

* სოხუმში ჩამოსვლისას მამა საბა ზოგჯერ ეწვეოდა ახალ ათონს, სადაც ათონელ მონაზონთაგან აშენებული მონასტერი დგას (ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტერი 1875 წელს დაარსდა). სავანე ოციან წლებში დახურეს. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ბარბაროსული ნგრევის ნაკვალევს წააწყდებოდი. გამხმარი ზეთისხილის ბუჩქს, დაჭაობებულ ტბორს, მონაზვნების კორპუსში ტურისტები ცხოვრობდნენ, ტაძარს სარკმლები ჩამტვრეული ჰქონდა, სახურავი - გახვრეტილი. სოხუმის მახლობლად უფრო ძველი მონასტერიც იყო, დრანდა, ციხედ ჰქონდათ გადაქცეული და დასაცინად ტაძრის საკურთხეველში ტუალეტი მოეწყოთ. ამგვარად ნერგავდნენ "კულტურასა" და პროგრესს ათეისტები.

მაგრამ სიწმინდე ადამიანური ცოდვების გამო არ ნადგურდება. ტაძარი შეიძლება დაანგრიო, მაგრამ მადლი ადგილზე რჩება. ახალ ათონში თითქოს თვითონ მიწა არის გაჟღენთილი ლოცვის კეთილსურნელებით. ქრისტიანობის წარმართთაგან დევნისას მოწამეებს დასაცინ ტანსაცმელს აცმევდნენ, მხეცის დასაგლეჯად კოლიზეუმში დაყრილ გოგონებს ბაკქანალიის სამოსით მოსავდნენ, რათა მათი უმანკოება აბუჩად აეგდოთ. ეშმაკი უდიდესი მასხარაა, მაგრამ მან ვერ შეძლო ჩირქი მოეცხო მოწამეთა ღვაწლისთვის და ქრისტესთვის დაღვრილი სისხლი შეებილწა. ადრინდელ მონაზონთა ლოცვებში მათივე სისხლი შეერია, რომელიც უხმოდ შეღაღადებს ღმერთს. ამიტომაც შეგინებული და დანგრეული ახალი ათონი კვლავ წმინდა ადგილად დარჩა.

ერთხელ მამას საბას ახალ ათონში ღვთისმსახურების შემდეგ მის მოსაძებნად წავედი. დიდხანს ვერ შევძელი იმ ქოხის პოვნა, სადაც ბინადრობდა. ძლიერი წვიმა წამოვიდა, უკან მიბრუნება არ მინდოდა და გზას ალალბედზე მივყვებოდი: როგორც იქნა, წვიმამ გადაიღო. ზღვაზე ხშირად იცვლება ამინდი. ქუჩაში ისევ გამოჩნდნენ ადამიანები და მიმასწავლეს ის ეზო, სადაც მამა საბა დაინახეს. იგი ისე შემხვდა, თითქოს მელოდა. ტანსაცმელი დასველებული მქონდა. გამიღიმა: "ალბათ აღსარების სათქმელად მოხვედი, მაგრამ წვიმამ უკვე ჩამოგრეცხა ცოდვები და მე თითქმის აღარაფერი დამრჩა გასაკეთებელი". ამ სიტყვებით მიმანიშნა, რომ სწორად მოვიქეცი, როცა უკან არ გავბრუნდი და გზა გავაგრძელე.

უცნაური რამ ხდებოდა: სადაც მამა საბა გამოჩნდებოდა, მაშინვე ხალხი გროვდებოდა. სრულიად უცნობი ადამიანები მოდიოდნენ, რომლებიც ტაძარშიც კი არ დადიოდნენ. რას ეძებდნენ, ალბათ თვითონვე არ იცოდნენ, ისინი მხოლოდ გრძნობდნენ, რომ მისკენ რაღაც ძალა იზიდავდათ.

ადამიანი განიცდის სულიერ შიმშილს. სხვადასხვანაირად აეწყობათ ცხოვრება, მაგრამ ღარიბსაც და მდიდარსაც, რამდენიმე დიპლომის მქონეს თუ თავის სოფელში ჩაკეტილს - ყველას რაღაც მნიშვნელოვანი აკლია. ვერ ხვდებიან, მათ თავს რა ხდება, არ იციან, რა სურთ. ეს დაფარული შიმშილი მოწმობს, რომ უმთავრესი ვერ იპოვეს. მაგრამ ხშირად ეს სულის ძახილი, ეს უცნობი (იდუმალი) ნაღველი პასუხგაუცემელი რჩება.

მოსაგრესთან ანდა წმინდანთან შეხვედრამ სხვადასხვანაირი გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს. მსგავსად სინათლის გაელვებისა, მას შეუძლია გააცისკროვნოს ადამიანის სიცოცხლე და მაშინ სული ამბობს: "ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი, მე ამ კაცში დავინახე აჩრდილი ჩემთვის უცნობი ღმერთისა. მე მისგან სიყვარულის სითბო ვიგრძენი, ადამიანური სიყვარულის კი არა, არამედ იმ სიყვარულისა, რომელმაც შექმნა ჩემი სული და გული. მე მზის ყურება არ შემიძლია, მაგრამ ვხედავ მის სხივებს".

ადამიანს სხვა რამის განცდაც შეუძლია. დემონი მის სულში გველივით იღვიძებს და მიმოაწყდება დაჭრილი ვეფხვივით. ბრჭყალებს სჭიდებს, კბილებით გულს უხრავს და კაცი მოღვაწის მიმართ განიცდის დაუძლეველ სიძულვილს, რომელიც ტანჯვაში გადადის, მსგავსად იმისა, რასაც ეშმაკეული განიცდის შეფუცვის ლოცვისას. ამბობენ, რომ წმინდანები ყოველთვის იდევნებიან, რამეთუ ცოდვასა და ვნებებში ჩაფლულ კაცთათვის მუდმივად, მდუმარედ მამხილებელნი და მოსაყვედურენი არიან. მაგრამ არის ერთი მიზეზიც: მადლი ღვთისა, რომელიც ახარებს ანგელოზებს და ადამიანებს ღმერთისკენ მოუწოდებს - ეს მადლი გამტანჯველია მისი სამუდამოდ დამკარგველი დემონებისთვის. მადლის ნათება დემონს აბრმავებს, მადლის სითბო კი წვავს. ღვთის სიყვარული მისთვის წყევად მიიქცევა. ამიტომაც იბრძვის მოღვაწეთა წინააღმდეგ ადამიანების მეშვეობით. ამიტომაც გვამცნო, გვიწინასწარმეტყველა უფალმა, რომ მისი მოწაფეები ამ სოფელში დევნულნი იქნებიან.

ამის გარდა, ზოგიერთი იმდენად ჩაეფლო ამქვეყნიურსა და მატერიალურში, რომ თითქმის ატროფირებული აქვს მისტიკური გრძნობა. დახუჭული აქვთ ის შინაგანი თვალნი, რომლითაც შეეძლოთ დაენახათ მოღვაწის გარემომცველი სინათლე. ისინი უცქერენ, მაგრამ ვერ ხედავენ, ჩაუვლიან გვერდით წმინდანს და ვერ ხვდებიან, რომ ეს შეხვედრა შეიძლებოდა ყველაზე დიდი მოვლენა ყოფილიყო მათ ცხოვრებაში.

მამა საბა მთელი ცხოვრება იდევნებოდა. ნუთუ დაემორჩილა მაწყენართ და ყველაფერი მორჩილად მიიღო? არა. იგი სულიერად იბრძოდა. ჰქონდა განსაკუთრებული მოსახსენებელი, სადაც მათ სახელებს წერდა, რომელთაგან მოედინებოდა ეს დემონური სიძულვილი. პროსკომიდიის დასაწყისში ანდა თავის კელიაში ლოცვისას კითხულობდა ამ მოსახსენებელს. ასევე, თავის მოწაფეებს აძლევდა იმ ფურცლებს, რომელზეც მის არაკეთილმოსურნეთა სახელები იყო ჩამოწერილი - ჩემი საუკეთესო მეგობრები და კეთილისმყოფელნი არიანო. ერთხელ ასეთი სია მეც მომცა. ჩემი გამოუცდელობით გავიფიქრე, ამ ადამიანებმა ალბათ რაიმე შესწირეს მონასტერს-მეთქი. მერე შემთხვევით შევიტყვე ამ სულიერ მოწყალებაზე მონაზონ მიტროფანიასგან.

...როცა წვიმის მერე მამა საბასთან მივედი, მის ოთახში მაგიდასთან რამდენიმე ქალიშვილი იჯდა. ეტყობა, საუბარი დასასრულს უახლოვდებოდა. ზოგიერთს ვიცნობდი. ერთი მათგანი ხეიბარი იყო: თავსაფრით იფარავდა დამახინჯებულ სახეს. მას მამა საბა განსაკუთრებული ყურადღებით და ალერსით ესაუბრებოდა, თითქოს მისი ყველაზე საყვარელი შვილი ყოფილიყო. დამშვიდობებისას ყველა ჯვრით აკურთხა, ხეიბარს კი თავზე ეამბორა. ერთმა გოგონამ გამოსვლისას თქვა: "ვისურვებდი, მეც ხეიბარი ვყოფილიყავიო".

სწრაფად გაფრინდა დრო. მამა საბასთან განშორება არ მინდოდა, მაგრამ მას სხვებიც ელოდებოდნენ.

მზე ანათებდა, ზღვა ღელავდა, მღვრიე ტალღები ნაპირს ასკდებოდა.

* მამა საბას სულიერ შვილთაგან ერთ-ერთმა თქვა: მამა საბას ბიოგრაფია არ აქვს, მას ცხოვრება აქვსო (როგორც წმინდანს, - კ.კ.).

გასაოცარია ცხოვრებისეული ღვაწლი მამა საბასი, მაგრამ მისი განმეორება, მგონია, თითქმის შეუძლებელია. ამისთვის გჭირდება განსაკუთრებული მადლი. ვინმემ რომ მოისურვოს მიბაძვა მამა საბას სულიერი დამრიგებლობისა, აღმოჩნდება იმ ექიმის მდგომარეობაში, რომელიც აუცილებელი მომზადებისა და ცოდნის გარეშე ყველაზე რთულ ოპერაციებს აკეთებს და ასახიჩრებს პაციენტებს.

თანამედროვეთათვის მამა საბას ღვაწლს კიდევ ერთი მნიშვნელობა აქვს. იგი ცხადად გვიჩვენებს, რომ ჩვენს განხრწნილ და არასულიერ დროში, როცა სოფელი კვნესის დემონურ ძალთა ხელმწიფების ქვეშ, და თვითონ ქრისტიანობამ შეიძინა ნელთბილობის მომაკვდავი სული, შესაძლებელია მოიხვეჭო მადლი, მსგავსი ძველად მოღვაწეთა მადლისა: ოღონდ უნდა გქონდეს მხურვალე სწრაფვა და მტკიცე ნება.

უფალმა არ მიგვატოვა, ის ჩვენთანაა, როგორც ძველ დროში, ახლაც. ამას მოწმობს ცხოვრება სქემიღუმენ საბასი, ისე როგორც ღვაწლი და სასწაულები მოწამეთა მოწმობს წარმართული სამყაროს წინაშე ქრისტიანობის ძალასა და ჭეშმარიტებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat