მოგონებები
მოგონებები
მამა საბა მართლაც მოსწვავდა თავისი ცეცხლოვანი ლოცვით სულიერ შვილთა ცოდვებს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ერთხელ, მამა საბას (ოსტაპენკო) ვუთხარი, სულიერი შვილები არა მყავს-მეთქი. მეგონა, მომიწონებდა, მაგრამ მკაცრად მითხრა, როცა ადამიანებს რჩევასა და ურთიერთობაზე უარს ეუბნები, ამით ანტონი დიდი ვერ გახდებიო, ეს სიმდაბლისგან კი არ იშვება, არამედ სიზარმაცისგანო. ისიც მითხრა, შენ იმით ამაყობ, რისაც მღვდელს უნდა რცხვენოდესო. მაგრამ დაუმატა, რომ უნდა შეგვეძლოს სულიერი შვილების ხელმძღვანელობა და სიყვარულის დაფარვით მათდამი გონივრული სიმკაცრის გამოჩენა. სულიერი საკითხების გადასაწყვეტად საკმარისია რამდენიმე წუთი. არ შეიძლება ვინმეს ნება მისცე, განაგოს შენი დრო, სწორი ხელმძღვანელობისთვის ადამიანს იშვიათად უნდა შეხვდე და ისიც მცირე დროით, უნდა აუხსნა, მაგალითად, ასე: - მე შენთვის ხუთი წუთი მაქვს, იკმარე ეს დრო, შენ მარტო არა ხარ. ანდა შეგიძლია უთხრა, რომ მან აღსარება ან კითხვები დაწეროს, არა უმეტეს ერთი ფურცლისა. მამა საბა გამონაკლისს შორიდან ჩამოსულებზე უშვებდა. ხშირად შეკითხვაზე არ პასუხობდა, იტყოდა, "ვილოცებ შენთვისო" და, როგორც წესი, ადამიანი პასუხს იღებდა, ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად.

ერთხელ ვკითხე: - რომელი ვნებაა ყველაზე სახიფათო და რომელი - დამღუპველი-მეთქი. "მშიშრობა და სიმხდალეო. ასეთი კაცი ყოველთვის ორმაგი, ცრუ ცხოვრებით ცხოვრობს, არ ძალუძს კეთილი საქმეების ბოლომდე მიყვანა, ეშმაკობს და ლავირებს ადამიანთა შორის. მხდალს სული გამრუდებული აქვს. თუ ამ ვნებას არ შეებრძოლება, მაშინ თავისდა მოულოდნელად, შიშის ზემოქმედებით შეიძლება განდგომილი და გამყიდველი გახდეს". როცა ვკითხე, როგორ დავძლიო ეს ვნება-მეთქი, მიპასუხა: "მცირეოდენს რომ დაძლევ, მაშინ ნურც ადამიანებს დაენდობი და ნურც საკუთარ თავს. სასოება მხოლოდ უფლისა გქონდეს. ღვთის წინაშე შიში განაქარვებს სხვა შიშს". მერე კი მითხრა: "ევედრე ღვთისმშობელს, ის ჩვენი "ზესთამბრძოლია" და "მოღვაწეა უძლეველი".

ერთმა მღვდელმონაზონმა, რომელსაც მამა საბასთან აღსარების თქმა სურდა, ჩამოწერა ცოდვები, რაც გაახსენდა, მათ შორის მძიმეც იყო. მამა საბამ კითხვა დაიწყო. იერით იმ ექიმს ჰგავდა, რომელიც ყურადღებით, დაძაბული უსმენს ავადმყოფს დიაგნოზის დასადგენად. აუჩქარებლად, გულისყურით ეკითხებოდა, თითქოს ყოველ ცოდვას ხელისგულზე წონიდა.

ამ დაწერილი აღსარებით იგი თითქოს ცდილობდა, ადამიანის სული, მისი სულიერი გზა და დაფარული შინაგანი ცხოვრება დაენახა და ამით ახდენილ ცოდვათა მიზეზები განესაზღვრა. უეცრად წამოდგა, ფანქრის მკვეთრი მოძრაობით გახაზა ერთი ფრაზა და მღვდელმონაზონს ფურცელი დაუბრუნა. ფურცელზე ამ ადგილას ეწერა, მღვდელმონაზონს შიშის გამო როგორ გაემრუდებინა სინდისი კაცთა წინაშე. მამა საბამ უთხრა: "მიაქციე ამას ყურადღება. მშიშრობა - ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა. იგი მრავალი ცოდვისა და დაცემის მიზეზად ითვლება. ქრისტანობის დევნისას ადამიანები ხომ შიშის გამო უარყოფდნენ ქრისტეს. აპოკალიფსში წერია, რომ მშიშრები ვერ გადარჩებიან და ღვთის სასუფეველში, ზეციურ იერუსალიმში ვერ შევლენ. ეცადე, ეს ცოდვა ამოიძირკვო გულიდანო". მერე კი დაუმატა, - დამიტოვე ეს ფურცელი და დავწვავო. მღვდელმონაზონი შემდგომში ჰყვებოდა, რომ მამა საბა სულიერი შვილების გამოგზავნილ დაწერილ აღსარებებს განსაკუთრებული ლოცვით წვავდა თავის კელიაში. ამბობდა, - ზოგიერთი ფურცელი ძნელად იწვება, ზოგიერთის დაწვისას კი მყრალი სუნი დგებაო.

მღვდელმონაზონი მამა საბასგან სიხარულის გრძნობით და იმ შეგრძნებით ბრუნდებოდა, რომ მისი ცოდვები უხილავი ცეცხლის ალით მოიწვა.

ფარისევლურ თავმდაბლადმეტყველებას და სიცრუეს მამა საბა სიამაყის უარეს სახეობად თვლიდა. თუ კაცი მასთან გულწრფელი სინანულით მიდიოდა, არასოდეს უწყრებოდა, ისევე, როგორც ექიმი არ საყვედურობს ავადმყოფს დაჩირქებული წყლულებისა და იარების გამო, არამედ ყველანაირად ცდილობს ავადმყოფის გაკურნებას. მამა საბა მართლაც მოსწვავდა თავისი ცეცხლოვანი ლოცვით სულიერ შვილთა ცოდვებს, მაგრამ თუ კაცში ფარისევლობასა და ეშმაკობას ხედავდა, უბრაზდებოდა და სიტყვით დანასავით ჭრიდა. შეეძლო, კაცი კინწისკვრით გაეგდო თავისი კელიიდან. ფარისევლობის ცოდვას ერთ-ერთ ყველაზე ძნელად განსაკურნებელ ცოდვად თვლიდა. ამიტომაც მისი გარეგნული სიმკვახე ერთგვარად ბოლო ცდა იყო ადამიანის სინდისის გასაღვივებლად.

მოძღვარი მკაცრად ექცეოდა ამაყებსა და ურჩებს. ერთი დიდებისმოყვარე და თავის თავში დარწმუნებული კაცი კელიის ზღურბლთან შეაჩერა, - იატაკი ახალი მოწმენდილია და გამიჭუჭყიანებო, სხვას კი უთხრა: - შენ ჩემთან შესაკითხად კი არა, გამოსაცდელად მოხვედი, რომ მერე განსაჯო, სად მეტი სიმართლეა, ჩემში თუ შენს მოძღვარში, რომელსაც თავი მოაბეზრე კითხვებით. ზოგიერთებს კი მამა საბა ეუბნებოდა: "ზოოპარკში თუ საჭმლით ხელში მიუახლოვდები მხეცს, ის ყურადღებით აკვირდება შენს ყოველ მოძრაობას. შენი ნასროლი საჭმელი მიწაზე დავარდნასაც ვერ ასწრებს, ჰაერშივე სწვდება, ასევე ჰაერშივე უნდა დაიჭირო მოძღვრის სიტყვა და დაიმახსოვრო".

მამა საბა ვერ იტანდა მრავლისმეტყველებას. თავის შვილებს ასწავლიდა, რაც შეიძლება მოკლედ ესაუბრათ. ზოგიერთებს კანონად ადებდა, დღეში განსაზღვრული რაოდენობის სიტყვებზე მეტი არ წარმოეთქვათ. ცდილობდა, მათი შინაგანი ლოცვა გონებაგაფანტულობისგან დაეცვა, ამიტომ უმჯობესად თვლიდა, მის სულიერ შვილს აღსარება ერთ ან ორ ფურცელზე მეტი არ დაეწერა. მათ უნდა მოეფიქრებინათ იგი, ამოერჩიათ უმთავრესი და თავი დაენებებინათ მეორეხარიხოვანი ცოდვებისთვის. მამა საბა ამბობდა, როცა სულიერ მამასთან აღსარებას ამბობ, არ უნდა დაიწყო გარემოებების მოყოლა ანდა ახსნა. არ უნდა ჩაეშვა თვითანალიზის სიღრმეში და საკუთარი გულისთქმების დაწვრილებით განხილვაში - უნდა მიუთითო ცოდვები, რომლებიც ჩაიდინე, ავტობიოგრაფია კი არ უნდა შეადგინოო. როცა მამა საბასთან ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად მოდიოდნენ, მოითხოვდა, მოკლედ და ნათლად გადმოეცათ, რა უნდოდათ და დალოდებოდნენ სულიერი მამის პასუხს. რაც ნაკლები იქნება სიტყვა, მით გასაგებია განსახილველი საქმე, და მით უფრო სწორი პასუხის მიცემა შეუძლია მოძღვარს. სქემიღუმენი საბა თვლიდა, რომ კაცი თუ დიდხანს უხსნის მოძღვარს თავის გასაჭირს, ამით ცდილობს, დაითანხმოს იმ პასუხზე, თვითონ რომ მიიღო და თითქოს აიძულებს, კურთხევა მისცეს იმაზე, რისი გაკეთებაც თვითონ უნდა. აქ ერთგვარი შინაგანი შებრძოლება ხდება შემკითხველსა და მოპასუხეს შორის. დამატებითი ახსნა-განმარტებით ასეთი კაცი თავისი გადაწყვეტილების სასარგებლოდ ახალ არგუმეტებს წარმოადგენს და ამით შინაგანად თრგუნავს მოძღვრის ნებას. ეს უკვე მოტყუება თუ თავმოტყუებაა. მოძღვრის მიმართ რწმენა, როგორც კურთხევის საფუძველი, ამ დროს არ არსებობს, ამიტომაც მოძღვრის მიერ აღარ გამომჟღავნდება ღვთის ნება. ასეთ შემთხვევაში მამა საბა ჩვეულებისამებრ წყვეტდა საუბარს. იგი ჰყვებოდა: "ერთი ქალბატონი მოვიდა - რაღაც საქმეზე კურთხევის აღება სურდა და გაუთავებლად დაიწყო საუბარი. ვუთხარი, მივხვდი შენს სათხოვარს-მეთქი. მან ნათქვამს არ მიაქცია ყურადღება, არც თავს მანებებდა და ლაპარაკს განაგრძობდა. ქეჩოში ხელი ჩავავლე და კელიიდან გამოვაგდე. რატომღაც ეწყინა. ხდება ხოლმე, მოდის ჩემთან კაცი და მეუბნება, "ილოცეთ ჩემთვის", თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ასე იქცევა რამდენჯერმე. შესაძლოა, მისთვის ვილოცო, მაგრამ ვეუბნები, - ისწავლე საკუთარი თავისთვის ლოცვა-მეთქი.

თუ სულიერ შვილებს უნდათ, რომ სულიერ მოძღვრებს უყვარდეთ, მაშინ უფრო მეტად უნდა უსმენდნენ მას, ვიდრე საუბრობდნენ, და მოძღვარს ერთსა და იმავე საგანზე არ უნდა ჰკითხოს. თუ მოძღვარი არ გააუქმებს, მის ნათქვამს მთელი ცხოვრების მანძილზე აქვს ძალა.

მამა საბა სთხოვდა სულიერ შვილებს, ელოცათ მისთვის და ერთმანეთისთვის. სულიერი მამის ლოცვა იცავს სამწყსოს, მრევლის ლოცვა კი შეეწევა სულიერ მამას.

მრავლისმეტყველება სიამაყისკენ მიგვითითებს, ამ დროს კაცი ეძიებს თავის გამოჩენას, ურჩობს, მუდმივად კამათობს და სიტყვას უბრუნებს, არა აქვს შინაგანი ლოცვა. ბერის მრავლისმეტყველება სულიერი გაუზრდელობის ნიშანია. ზოგჯერ კაცის ყბედობა მოწმობს მის სულიერ და მშვინვიერ ავადმყოფობაზე, მდგომარეობაზე, რომელსაც ხიბლს ეძახიან, ისტერიკასა და ეშმაკეულობაზე. შენიშნულია, რომ ფსიქოპათები სხვა ადამიანებთან კონტაქტის უნარს კარგავენ, არ შეუძლიათ მათი მოსმენა, რადგან საკუთარი წარმოდგენისა და სიტყვების სამყაროში ცხოვრობენ. თუ კაცს სულიერი სნეულება სჭირს ვნებების ანდა ხიბლის სახით, მაშინ უნდა შეაწყვეტინო ეს "მონოლოგები".

ზოგიერთებს მამა საბა ეუბნებოდა: "დაიდუმე ბაგე, იმაზე მიპასუხე, რასაც შეგეკითხები". მრავლისმეტყველებას სულიერ მამასთან ის კადნიერებად თვლიდა. "სულიერი მამა ცხონებისთვის გეძლევა და არა მეგობრობისთვის, - ამბობდა, - შენ კი ისე მესაუბრები, თითქოს მეზობელი ვიყო და ქუჩაში შეგხვდი".

მამა საბას შეეძლო ხალხში შინაგანი მყუდროება შეენარჩუნებინა. მის გვერდით ყოფნისას მახსენდებოდა ღირსი თეოდორეს ნათქვამი: "ან განეშორე ადამიანებს, ან მათთვის მახვილივით (განმკვეთელი) იყავიო".

მონაზვნური ცხოვრება კონცენტრირებაა უმთავრეს საგანზე - ღმერთთან კავშირზე. ის მიიღწევა ლოცვითა და გონების განწმენდით გულისთქმა-ფანტაზიებისგან, რომლებიც ვნებებსა და ცოდვებს აღვიძებს გულში. ლოცვა შინაგან მყუდროებას მოითხოვს, ამასთან, სული განსაკუთრებულად ყურადღებიანი ხდება გარეგნული შთაბეჭდილებების მიმართ, მათ შორის სიტყვისა. სიტყვა სიჩუმის დამრღვევ ხმაურად აღიქმება. სიტყვასთან ერთად სულში შთაბეჭდილებები შეიჭრება, სახეები და სურათები - ლოცვის მტრები. ამიტომ გაჭიანურებული საუბრები თრგუნავს მონაზვნის სულს, შინაგანად გამოაცარიელებენ და დაცლიან. არსებობს ყვავილი, რომელსაც მხოლოდ სათბურში შეუძლია არსებობა, თუ სათბურის სარკმელს გააღებ, ავადდება და კვდება. მონაზონს მხოლოდ შინაგანი სიჩუმისა და ლოცვის ატმოსფეროში ძალუძს ცხოვრება. შუა სოფელში, რომელიც სიტყვის მიერ სულში შემოიჭრება, იგი ავადმყოფობს და ჭკნება.

ყინვაში ხეებს ფოთლები სცვივა. ისინი თითქოს გაზაფხულზე კვდებიან. სიცოცხლე ბჟუტავს მათში და ღრმა ძილს არიან მიცემულნი. ასე ემართება ადამიანის სულს, დათრგუნულს ამა სოფლის ხმაურით, სიტყვათა ნაკადით, შთაბეჭდილებათა ქარბორბალათი, რომელიც შემოიჭრება სამშვინველში და აცარიელებს მას, სული თითქოს დაიბადება და უკან დაიხევს - ეს მისი თავდაცვაა. მის მაგივრად მოქმედებენ ძალნი სამშვინველისა, უფრო უხეშნი და ამიტომაც უფრო გამძლენი. სული ცოცხლდება კვლავ, როცა დგება შინაგანი მყუდროება, როცა განიღვიძებს ლოცვა. ამიტომაც მამებს ის ადამიანები უყვართ, რომლებიც დაფიქრებულად და მოკლედ საუბრობენ, ვინც არ აგრძელებს საუბარს მათთან, ვინც არ ხდება ქურდი მათი ლოცვისა. უფლის საყვარელი მოციქული იოანე ღვთისმეტყველი მდუმარებით გამოირჩეოდა. ის თავის გულისკენ იყო მიქცეული და ჭვრეტას ჩაღრმავებული, რომელიც სიტყვაზე აღმატებულია. ის იყო საყვარელი მოწაფე, სწორედ იმიტომ, რომ მის სულს მყუდროებაში ჩაფლულს შეეძლო საღმრთო ნათელზე აღმატებული - საღმრთო სიყვარული დაეტია, რომელიც ყველაზე უზომოდ გადმოიღვრება.

როცა მამა საბასთან მივდიოდი, უამრავი შეკითხვა მქონდა, მაგრამ მასთან შეხვედრისას ისინი უეცრად ქრებოდა და მავიწყდებოდა კიდეც, თითქოს პასუხი მათ სიტყვით კი არა, მადლის ძალით გაეცემა. თითქოს შეხვედრა თვითონ იყო პასუხი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat