მოგონებები
მოგონებები
ეს იყო ის განუწყვეტელი ლოცვა, რომელიც გულიდან გულს გადაეცემა - ლოცვა, რომელიც არ ემორჩილება დროსა და მანძილს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სქემიღუმენ საბაზე (ოსტაპენკო) წერა იმიტომ მიჭირს, რომ ის ცხოვრობდა იმ სულიერ სტიქიაში, რომელიც ძნელად ემორჩილება განსჯით ანალიზს და სიტყვიერ ინტერპრეტაციას. როცა მოდის მადლი, მაშინ დუმდება სიტყვა: ძალაში შედის სულიერი ინტუიცია, უშუალო აღქმა იმისა, რაც ხორციელი გრძნობების ზღურბლს მიღმაა. იმ სულიერ მდგომარეობაზე ნათქვამი ადამიანური სიტყვა, რომელშიც მამა საბა იმყოფებოდა და რომელიც სხვებს მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლებოდა გადასცემოდა, როგორც სინათლის ანარეკლი, სიცრუედ გეჩვენება. მადლი სულში შედის, როგორც უდიდესი სიმშვიდე, როგორც არარსებობა წინააღმდეგობებისა - განუწყვეტელი დისონანსების, ემოციებისა და ანალიტიკური აზროვნებისა. მაგრამ ეს სულაც არ არის სამარისეული სიჩუმე, გამოღვიძებაა სულისა. ეს სიჩუმე კიაფობს და ცოცხლობს. ეხება ადამიანის გულს და მასში ღვთისადმი აღვლენილ ჰიმნად იწყებს ხმიანობას. მადლი შეიძლება შეიგრძნო, მაგრამ მასზე მოთხრობა შეუძლებელია. მახსოვს, როგორ ვხატავდი ბავშვობაში ქაღალდზე ქოხს, მის ზემოთ კი მზეს, რომლის სხივებიც სახლს ეფრქვეოდა... ყველა სიტყვა, რომელიც მყუდროებაზეა ნათქვამი, იმ სურათს ჰგავს, რომელზეც ბავშვს მზისა და მთვარის გამოხატვა უნდოდა.

მოსაგრე რაც უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე დგას, მით უფრო ძნელია მასზე წერა, მით უფრო ცოტა ვიცით მისი ცხოვრების შესახებ. უპირველესად იმიტომ, რომ სულიერი ხედავს მშვინვიერს, ხოლო მშვინიერი ვერ ჭვრეტს სულიერს. კაცს მხოლოდ წამიერი გამონათებისას შეუძლია შეეხოს მოღვაწის შინაგან სამყაროს, როგორც მადლის გამოცხადებას, მერე კი ვეღარ პოულობს სიტყვებს მათ გადმოსაცემად; მეორედ კი იმიტომ, რომ მოსაგრის ცხოვრება შესაძლოა, ღარიბული იყოს გარეგნული მოვლენებით, მაგრამ თავმოყრილია ცენტრთა ცენტრში - ღმერთში. მოსაგრის სულიერი გზა არის გზა სოფლიდან (სამყაროდან) საკუთარი თავისკენ, გონებიდან გულისკენ, იქიდან კი ღვთისკენ. მხოლოდ მისი ცხოვრების გარეგნული მოვლენების აღწერა - ეს იგივეა, სამოსი აღწერო და არა თვითონ კაცი. მოსაგრესთან ურთიერთობისას ადამიანისთვის ახალი ცხოვრება იწყება, იგი ხელახლა იბადება, აიწევა მისი გულის თვალებზე ჩამოშვებული ფარდა. ის ხედავს სამყაროს, რომელიც არასოდეს უხილავს. ხოლო რაც გარს აკრავს, სხვა განზომილებაში წარმოუდგება. ამ მდგომარეობას მეხსიერებაში ცუდად დაიმარხავ, ის მოდის და მიდის თავისით. თუ სული ძველებურად თვლემას მიეცემა, მაშინ აღარ შეეძლება ემოციურ მეხსიერებაში აღიდგინოს ძველებური სულიერი მდგომარეობა.

***
უფალმა დაუშვა, რომ მე ცოდვილს ჩვენი დროის უდიდესი მამები მენახა. თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული სულიერი ნიჭები ჰქონდა. ღვთის მადლი ერთ მოღვაწეში სულიერი სიბრძნის ნიჭად მოქმედებდა - ამას გრძნობდა ყველა, ვინც რჩევისთვის სქემარქიმანდრიტ სერაფიმესთან (რომანცევი) მიდიოდა; სხვები მწუხარეთა ნუგეშინისცემის და ცოდვილთა თანაგრძნობის ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი. ასეთი იყო არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი), ხოლო სქემიღუმენმა საბამ უფლისგან მადლმოსილი ლოცვის ნიჭი მიიღო: ვისაც მასთან ჰქონდა ურთიერთობა, გრძნობდა ამ მადლს. ისინი სულით გრძნობდნენ მისი ლოცვების ძალას, არა მარტო მაშინ, როცა იგი ტაძარში ანდა კელიაში ლოცულობდა, არამედ როცა ესაუბრებოდა ანდა მდუმარედ უსმენდა მათ. ეს იყო ის განუწყვეტელი ლოცვა, რომელიც გულიდან გულს გადაეცემა - ლოცვა, რომელიც არ ემორჩილება დროს და მანძილს. კაცი გრძნობდა, რომ იგი ამ მოსაგრის ლოცვის უხილავ ნათელში შევიდა. მამა საბას გვერდით იქნება თუ ათასი ვერსის მოშორებით, მიწიერი ცხოვრების გზას მიუყვება თუ უკვე დაამთავრა ამსოფლიური რონინი - ეს ნათელი არ ჩაქრება, არ დაიშრიტება, მამა საბას სიყვარული არ დატოვებს მარტო და უპატრონოდ.

როცა მამა საბასთან მღვიმეში (პეჩორა) მივდიოდი, მეჩვენებოდა, რომ ბერი შორიდანვე მხვდებოდა: იცის, რომ მასთან მივდივარ და სულიერად უკვე ჩემთან არის-მეთქი. როცა განვშორდებოდი, ვგრძნობდი, თავისი ლოცვით მიმაცილებდა, თუმცა ჩვენ შორის მანძილი იზრდებოდა, მაგრამ ის ისეთივე ახლობელი რჩებოდა, როგორც მაშინ, როცა მის კელიაში ვიჯექი.

ასეთი ლოცვის ძალა არავისგან მიგრძნია, მე მას მართალი იოანე კრონშტადტელის მემკვიდრედ აღვიქვამდი. ყოფილა შემთხვევები, როცა სიკვდილის წინ მამებს სულიერი ნიჭები სულიერი შვილებისთვის გადაუციათ. ვფიქრობ, მამა იოანე კრონშტადტელმა ლოცვის ნიჭით აკურთხა მამა საბა, თითქოს უბოძა მას ძალა და დიდი კადნიერება, ადამიანებისთვის ელოცა. მამა საბა ყოველთვის ხალისიანი იყო, თითქოს იმწუთას შეეტყო რაღაც ძვირფასი ამბავი და ყველასთვის სურდა გაეზიარებინა. განსაკუთრებით ტაძარში ლოცვისას გადასხვაფერდებოდა ხოლმე, მაშინ მისი სახე მამა იოანეს მაგონებდა. მახსოვს მისი გამოხედვა: გასხივოსნებული, ნათელი და ღრმა, თითქოს სულის სიღრმემდე გწვდებოდა. ეს თვალები ბროლივით წმინდა იყო, რომლის იქით ბრწყინავს მარადისობა. მაშინ მომაგონდა სახარებისეული სიტყვები: ეს იოანე აღსდგა მკვდრეთით და ძალნი მოქმედებენ მასში. მისი სახე, განსაკუთრებით თვალები, გამოხედვა, რომელსაც სიტყვით ვერ გამოთქვამ, გახლდათ მსგავსი დიდებული კრონშტადტელი მწყემსისა.

რა საშინელი პარადოქსია: ვიდრე მისი სულიერი შვილი გავხდებოდი, დროდადრო გაუცნობიერებლად მაღიზიანებდა, თითქოს მისი სიახლოვე და ლოცვა მიმღვრევდა სულის ბნელ ფსკერს და მიჩნდებოდა ეშმაკეულის მსგავსი სურვილი მისი შეურაცხყოფისა და დამცირებისა. ერთხელ ავადმყოფობის ნიშნები გამომაჩდა, რომლის განკურნება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით შეიძლებოდა, მაგრამ საკუთარი სხეულის გაშიშვლება არ მინდოდა და ამიტომ ექიმს არ მივმართავდი. და აი, ავადმყოფობისა და მძიმე განსაცდელის შემოტევისას, მამა საბას დასაცინად, ბოროტ ხუმრობასავით გულში ვთქვი: - თუ წმინდანი ხარ, განმკურნე-მეთქი. უეცრად მოხდა ის, რასაც არ მოველოდი. ჩემი მკრეხელობის წილ კურნება მივიღე.

რამდენად ღრმა დაცემაა ადამიანური სულისა! მხოლოდ იშვიათი გაელვებისას იგებ, თუ რა ჯოჯოხეთია დამალული გულის სიღრმეში. მხოლოდ ქრისტეს სისხლს შეეძლო გამოესყიდა და განეცხოველებინა ეს ცოდვის უფსკრული - ადამიანი.

***
სქემიღუმენ საბასთან ურთიერთობა ჩემთვის დაუვიწყარ მოვლენად იქცა. გეგონებოდა, რომ მისი სული სიყვარულის უხილავ ტალღებს გამოსცემდა და თითქოს გაზაფხულის სითბოთი განათბობდა ადამიანთა ცოდვაში გაქვავებულ, გაყინულ სულებს, არადა, ხასიათით სულაც არ იყო რბილი და ალერსიანი, განსაკუთრებით სულიერი შვილების მიმართ. არ დაითმენდა არაგულწრფელობას და ფარისევლობას და ხშირად თანამოსაუბრეს დაშაქრულ "მდაბალმეტყველებას" შეაწყვეტინებდა ხოლმე მკვეთრი, გამწკეპლავი სიტყვით. თვლიდა, აშკარად ამაყს უფრო ადვილად შეუძლია თავისი ცოდვების დანახვა, ვიდრე "სიმდაბლის მსახიობს", რომელიც მიწაზე თავის დახრასა და მუდმივად "შემინდეს" თქმის საფარველქვეშ სიამაყესა და პატივმოყვარეობას მალავს. ასეთ ადამიანებს მამა საბა მოულოდნელ მძიმე გამოცდებს უწყობდა. უნდოდა, ამ ხალხს დაენახა, რამდენად მყიფეა მათი გარეგნული, მოჩვენებითი სიმდაბლე, რომელიც თვითონაც ირწმუნეს და საკუთარი თავით აღტაცებულნი არიან. სულიერი შვილები ამბობდნენ, მამა საბას კელიას შიშით ვუახლოვდებითო, მაგრამ ეს შიში იმ ავადმყოფის შიშსა ჰგავდა, გამოცდილ ქირურგთან რომ მიდის: ტკივილისაც ეშინია და თან იცის, მისგან კურნებასა და შეწევნას მიიღებს.

KARIBCHEმამა საბას სული სულიერი სიხარულით ბრწყინავდა. მაგრამ ერთხელ მღვიმევის ტაძრის საკურთხეველში გასაოცარი სურათი ვნახე. წმინდა ტრაპეზის შორიახლოს მამა საბა დაბალ სკამზე იჯდა და წერილს კითხულობდა. მერე წერილიანი ხელი დაბლა დაუშვა, თითქოს ღრმად ჩაფიქრდაო, სახეზე უდიდესი ტანჯვა აესახა, ვიგრძენი, რომ თავისი სულიერი შვილების გამო ინანიებდა ღვთის წინაშე იმ სინანულით, რომელიც მისი გულიდან სისხლად მოედინებოდა. დავინახე, როგორ უმძიმდა ჩვენი ცოდვების გამო: ჩვენ თავს მსუბუქად ვგრძნობთ, რადგან იგი უხილავად ჩვენს გამო იტანჯება.

მახსოვს ჩემი პალესტინაში მოგზაურობა. იქ განსაკუთრებულად ცხადად იგრძნობა ღმერთის სიახლოვე, თითქოს ქრება დრო და ადამიანი იმ სამყაროში გადადის, სადაც მიედინებოდა იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება. იერუსალიმის ქუჩები თითქოს ინახავენ მის ფერხთა ნაკვალევს, გეთსიმანიის მიწას ჯერაც ატყვია უფლის მიერ ლოცვისას დაღვრილი სისხლნარევი ოფლი, ხოლო გალილეის ჰაერში ჯერაც ისმის ექო მთაზე ნაქადაგებისა. უფლის აღდგომის ტაძარში კი, მგონია, მატერიალურსა და სულიერს შორის ზღუდე გამქრალია და აქ უხილავად იმყოფება ზეციური ეკლესია. მამა საბა არც იერუსალიმში ყოფილა და არც ათონზე. მისი მონაზვნური ცხოვრება წმინდა სამების - სერგისეულ ლავრასა და მღვიმევის სავანეში მიედინებოდა. მაგრამ როცა მასთან შეხვედრებს ვიხსენებ, ასე მგონია, იგი ჩემი მეგზური იყო წმინდა მიწაზე, რომელიც მაშინ ჯერ არ მენახა. ერთხელ ერთმა მონაზონმა მასზე თქვა: "ის წმინდანია... მასთან საუბრისას ისეთი სიხარული და მხიარულება ვიგრძენი, რომლის მოცემაც მხოლოდ საღმრთო მადლს შეუძლია. გულს ვერ მოატყუებ".

სოხუმში ერთმა დედაკაცმა მკითხა, მამა საბას თუ იცნობო. დიახ-მეთქი. "არა, შენ მას არ იცნობ, - მითხრა მან, - მკერდის კიბო მქონდა. ექიმები მეუბნებოდნენ, ოპერაციაა აუცილებელიო. მამა საბას ვთხოვე ჩემთვის ელოცა. მითხრა, - გამოჯანმრთელდებიო. ამის მერე სიმსივნე გაიწოვა და სრულიად გამიქრა. განა არ იცი, რომ ის ასეთ სასწაულებს სჩადისო?" ვკითხე, - თუ უთხარი მას ამის შესახებ-მეთქი. ბავშვური გულუბრყვილობით მიპასუხა: - ბაზარში ორი დიდი, საუკეთესო თევზი ვიყიდე, შინ მივუტანე და ვთხოვე, საჩუქრად მიეღო. მერე ეკლესიაში შევხვდი. ვიფიქრე, ჩემს განკურნებაზე მოვუთხრობ-მეთქი, მაგრამ ტუჩებზე თითი მომადო და ყურში მითხრა, - მე კი არა, უფალმა განგკურნაო.

***
მამა საბას განსაკუთრებული ლოცვითი გულმოდგინება ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ მირონლუკიელის მიმართ. იგი, თავისი სულიერი იერით, წმინდა ნიკოლოზს მაგონებდა. შემთხვევით არ ერქვა ერისკაცობაში ნიკოლოზი. ეს მსგავსება გამოიხატებოდა მთელი სისავსით, ღვთის სიყვარულით და ადამიანებისადმი მსხვერპლად შეწირვით, თავდადებით. მამა საბას ერთი იშვიათი უნარი ჰქონდა, რომელსაც მცირეოდენნი აღწევენ - განსაკუთრებული შინაგანი ასკეზის საშუალებით ყოფილიყო ღმერთთან და ადამიანებთან. ღვთის წინაშე წარმდგარი იყო თავის გულში და ადამიანების მწუხარებას და საზრუნავს იზიარებდა. მამა საბაზე ფიქრისას მახსენდებოდა მოციქული პეტრე, რომელიც გალილეის ზღვის აბობოქრებულ ტალღებზე, წყალში დაუფვლელად, ქრისტესკენ მიდიოდა. მეჩვენებოდა, რომ აღელვებულ ცხოვრების ზღვაზე მამა საბას რწმენის ფრთები მიაქროლებდა. ის ამა სოფლიდან თავს სადაყუდებო (კელიის) კედლებით კი არ შემოიზღუდავდა, არამედ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით იფარავდა. მეჩვენებოდა, რომ მან მთელი ძალები თავისი სულისა, როგორც მზის სხივნი, შემოიკრიბა ერთ წერტილში - საკუთარ გულში. მისი გულის სინათლის ცენტრი იესო ქისტეს სახელი გახლდათ. მამა საბა სოფელს თავისი შინაგანი ლოცვის მიერ ხედავდა. ლოცვის ცეცხლით იცავდა თავს ცოდვისგან, მისი სიტყვა გაჟღენთილი იყო ლოცვის ძალით. მე შევხვედრივარ დიდ მამებს, მაგრამ მცირეოდენთაგან თუ მიგრძნია ამგვარი შინაგანი დამოუკიდებლობა ამა სოფლისგან, ასეთი თავისუფლება საწუთროს ცრუ პირობითობის უღლისგან, როგორიც მამა საბას ჰქონდა. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ რამდენიმე სალოსის გარდა, არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ყოფილიყო ასეთი თავისუფალი სოფლის სულიერი ტირანიისგან, ამა სოფლის "თავადთაგან", რომელთაც სურდათ მისი ქრისტეში თავისუფლების დათრგუნვა. ის ემსახურებოდა ადამიანებს, მაგრამ არ აძლევდა მათ ნებას მასზე ებატონათ. ის ალს ჰგავდა, რომელიც ანათებდა, ათბობდა ადამიანებს, მაგრამ ასევე შეეძლო მათი დაწვაც, ვინც მისი ხელით შეხებას მოისურვებდა.

მამა საბა ხშირად იმეორებდა ღირსი პიმენ დიდის სიტყვებს: "სულში სიმშვიდე რომ გქონდეთ, იყავით (იცხოვრეთ) თქვენს ხარისხში". ეკლესია, ოჯახი, სამსახური - ყველა ის სტრუქტურაა, სადაც კაცმა საკუთარი თავი უნდა იპოვოს და განსაზღვროს თავისი ადგილი. მამა საბა არ უწონებდა საქციელს იმ იღუმენებს და იღუმენიებს, რომლებსაც ცრუ თავმდაბლობით თავიანთი ხელმწიფების გამოჩენისა ეშინოდათ. აქედან მოდის, რომ მონასტრული ცხოვრება აუწყობელია ხოლმე. ის ასევე თვლიდა, რომ სულიერმა მამამ მოწყალეობის საბაბით არ უნდა "მიუშვას" სულიერი შვილები და თვითონ გახდეს მათი მორჩილი. მოჰყავდა სიტყვები ღირსი იოანე კიბისაღმწერელისა მასზე, რომ მომაკვდავი მონაზონი სიკვდილის წინ დაწყევლის თავისი მოძღვრის ზომაზე მეტ შემწყნარებლობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat