მოგონებები
მოგონებები
უჯვრო ქრისტიანი უიარაღო ჯარისკაცს ჰგავს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გაგრძელება
მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთ კონფერენციაზე პატრიარქ ეფრემს სიტყვის წარმოთქმა სთხოვეს. ავიდა ტრიბუნაზე და პირველ რიგში მჯდომ ამერიკელს ჰკითხა: "შენ, ამერიკელს, გინდა ომი?" მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, არა". მაშინ პატრიარქმა ბრძანა: "მეც არ მინდა" - და ტრიბუნიდან ჩამოვიდა. ეს იყო გამომსვლელთაგან ნათქვამი ყველაზე მოკლე სიტყვა, მაგრამ მან ყველაზე ხანგრძლივი ტაში გამოიწვია.

ერთხელ პატრიარქმა ეფრემმა, რელიგიის საბჭოს რწმუნებულის თანდასწრებით, რომელიღაც უცხოური დელეგაცია მიიღო. ამ ხალხმა კარგად უწყოდა, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში. თავს ადამიანის უფლებების და რელიგიური თავისუფლების დამცველებად ასაღებდნენ, მაგრამ მართლმადიდებლობასთან შინაგანად მტრულად იყვნენ განწყობილნი და პატრიარქს მზაკვრული შეკითხვები დაუსვეს. ეტყობა, მისი უხერხულ სიტუაციაში ჩაგდება უნდოდათ. ერთმა ჰკითხა: - როგორი დამოკიდებულება გაქვთ ხელისუფლებასთანო. პატრიარქმა მიუგო: "რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან საუკეთესო, კეთილგანწყობილი ურთიერთობა მაქვს, მე მისი სულისთვის ვზრუნავ, ის კი ჩემი სხეულისთვის". თანამოსაუბრემ კითხვა მოუნაცვლა: "ნუთუ ეკლესიას არ დევნიან საქართველოში?" პატრიარქმა უპასუხა: "ანტიოქიის პატრიარქს რეზიდენცია ანტიოქიაში კი არა აქვს, არამედ დამასკოში, ალექსანდრიის პატრიარქს კი ალექსანდრიის ნაცვლად კაიროში. როგორც ხედავთ, ისინი განდევნილთა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მე კი მშობლიურ თბილისში ვარ და ჩემს რეზიდენციას არავინ ეხება". სტუმრის შეკითხვა კვლავ ასცდა მიზანს. ჩაეძია: "თავისუფლად მოქმედების საშუალება თუ გაქვთ? მაგალითად, შეგიძლიათ რომელიმე ქარხანაში წახვიდეთ და იქ ლექცია ან ქადაგება წარმოთქვათ?" პატრიარქმა უპასუხა: "თუკი მიმიწვევენ, მივალ, ჩვენ, პროტესტანტებისგან განსხვავებით, ტრადიციად არ გვაქვს, სტუმრად დაუპატიჟებლად ვიაროთ". ამით მათი საუბარი დასრულდა.

პატრიარქი ეფრემი ყოველთვის პატივისცემით იგონებდა პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილს), თუმცა ბევრი თვლიდა, რომ ის მეტისმეტად დამთმობი იყო ათეისტური ხელისუფლების მიმართ. პატრიარქი ეფრემი ამბობდა: "იგი მზად იყო, თავი დაედო ქრისტესთვის, თუ ეს ეკლესიას დასჭირდებოდა, მაგრამ მხედართმთავრის მძიმე ხვედრი ხვდა, რომელსაც მტრის ზეწოლის გამო უკან უნდა დაეხია, რათა ჯარი არ დაეკარგა. პატრიარქი ქრისტეფორე ასკეტი იყო, პრაგმატიკოსები კი ასკეტები არ არიან". ის შინაგანად დიდად აფასებდა პატრიარქ ამბროსის, თუმცა გარეგნულად ეწინააღმდეგებოდა მას. ისინი ერთ საქმეს აკეთებდნენ, ოღონდ სხვადასხვანაირად.

საღამოობით პატრიარქი სიონის ტაძრის ეზოში გამოდიოდა, სკამზე ჯდებოდა და ეზოს მეზობლებს ესაუბრებოდა, თავისი ცხოვრების ეპიზოდებს უყვებოდა. საოცრად უბრალო იყო. დასანანია, რომ ეს საუბრები არავინ ჩაიწერა!

როცა სქემარქიმანდრიტი იოანე (მხეიძე) გარდაიცვალა, პატრიარქმა ეფრემმა თქვა: - მოკვდა დიდი ბერი. ის ჩვენი, ყველას მამა იყოო. როცა სქემარქიმანდრიტ იოანეს ცხედარი მისი სულიერი ძმის, არქიმანდრიტ იოანეს (მაისურაძე) გვერდით ჩაუშვეს, პატრიარქმა ეფრემმა ცრემლმორეულმა მიმართა, - გაიწიეთ, მამებო, რომ თქვენს გვერდით დავწვეო.

მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) მღვდელმთავრის მსახურების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე კაბით შედიოდა საკურთხეველში, იცვამდა ოლარს და როცა მღვდელი პროსკომიდიას ატარებდა, სეფისკვერიდან ნაწილებს იღებდა, შემდეგ სამნათეოს გავლით შინ ბრუნდებოდა - მისი სახლი ეკლესიის ეზოში იდგა. მერე კი, ლიტურგიის დაწყებისას, ისე როგორც მღვდელმთავარს შეეფერებოდა, ზარების რეკვით შედიოდა ტაძარში.

მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა) სიცოცხლის ბოლო წლებში ადრიან ლიტურგიას ატარებდა ხოლმე, შემდეგ კი სენაკში შედიოდა და დასასვენებლად წამოწვებოდა, რადგან ავადმყოფობისგან დასუსტებული იყო, ფეხზე დიდხანს დგომა უჭირდა და ცდილობდა, მსახურება არ დაყოვნებულიყო. გამონაკლისი გახლდათ ქერუბინთა საგალობელი, რომლის დროსაც ის ცოცხლებისა და მიცვალებულებისთვის ნაწილებს იღებდა. მაშინ 90 წლის მოხუცს თითქოს დროც ავიწყდებოდა და უძლურებაც.

მეუფე ზინობი ამბობდა, რომ პატიმრობისას ის განსაკუთრებით ევედრებოდა ღვთისმშობელს და მის შეწევნასაც გრძნობდა. ერთ გლინელ ბერს, რომელსაც ძმათა დაბეზღებას აიძულებდნენ, მისთვის მოუყოლია, როცა ერთხელ ნაცემი და ნაწამები კვლავ წყალშემდგარ კამერაში ჩამაგდეს, ტკივილის ნაცვლად, უჩვეულო, შეუდარებელი სიხარული ვიგრძენი. არა მარტო სულში, არამედ მთელი სხეულითაც მხურვალედ ვმადლობდი ღმერთს, რომ შიშის გამო ცილისმწამებლად არ შევიქმენი, არ გავეცი ქრისტე თანამოძმეთა სახითო.

ბერი ვიტალი (შემდგომში სქემარქიმანდრიტი, სიდორენკო) ამბობდა: "როცა პირველად მოვინახულე მეუფე ზინობი, ვიხილე, მას იესოს ლოცვა განუწყვეტლივ უმოძრავებდა გულში".

მახსენდება ერთი შემთხვევა: ცისკარზე ვმსახურობდი ალექსანდრე ნეველის ტაძარში. უეცრად მამა ზინობი (მაშინ ჯერ კიდევ არქიმანდრიტი) სწრაფად შემოვიდა საკურთხეველში და მითხრა: "სამეუფეო კარები გააღე". მიმდინარეობდა სადაგი დღის მსახურება, იკითხებოდა კანონი. ვიფიქრე, ალბათ შეცდა-მეთქი და გადავწყვიტე, შემეხსენებინა, რომ საეკლესიო ტიპიკონით სამეუფეო კარები არ იღება. ამ დროს გვერდით კარიდან შემოვიდა მიტროპოლიტი ეფრემი (მომავალი პატრიარქი). მამა ზინობს სურდა, მღვდელმთავარს შესაფერისად დახვედროდა, მე კი მიხვედრა ვერ შევძელი, რადგან არ ვიყავი მიჩვეული პირველივე სიტყვაზე მორჩილებას. ახლა ვხვდები, რომ მორჩილება არ აყოვნებს, სიმდაბლე კი წინ არ აღუდგება და არ მრავლისმეტყველებს.

ერთი მღვდელმონაზონი ჰყვებოდა: "ჯერ კიდევ ახალგაზრდამ მეუფე ზინობს ვთხოვე, ლოვცითი კანონი მოეცა. მითხრა, - ყოველდღე წაიკითხე იესო ტკბილის კანონი და ღვთისმშობლის კანონი, დაუჯდომლის საგალობლითო. მე მათ ვკითხულობდი და ამქვეყნად საუკეთესოდ მეჩვენებოდა. ერთი განსაცელის (შეცდომის) შემდეგ მიტროპოლიტმა კანონი შემიცვალა და მითხრა, რომ წამეკითხა იესო ქრისტეს სინანულის კანონი და ღვთისმშობლის სავედრებელი კანონი, ყოველი მწუხარებისას საგალობელი. ამის მერე მეშინოდა ძველი კანონებისთვის ხელი შემეხო, როგორც უღირსს, და წამეკითხა. როცა რამდენიმე წლის შემდეგ მღვდელმონაზვნად დამასხეს ხელი, ამის შესახებ მიტროპოლიტ ზინობს მოვუყევი. მითხრა, - მე შენ დროებით სხვა ლოცვითი კანონი მოგეცი, მაგრამ ძველის წაკითხვა არ ამიკრძალავს, ილოცე, როცა გინდაო. მაშინ კვლავ წავიკითხე იესო ტკბილის კანონი და ისე გავიხარე, თითქოს სკივრი გავხსენი და შიგ ის ძვირფასი ნივთი ვიპოვე, რომელსაც დაკარგულად ვთვლიდი. როცა ამ კანონს ვკითხულობდი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც იმ გარდავლილ, დაუვიწყარ ახალგაზრდობის წლებში. მივხვდი, რომ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, კი არ ქრება, არამედ ჩვენი გულის ხსოვნაში ინახება, თუმცა ამის შესახებ არ ვიცით.

ერთმა მღვდელმონაზონმა ჰკითხა მიტროპოლიტ ზინობს, - ზოგიერთი მოსაგრე ბერი იესოს ლოცვის ნაცვლად მარტო იესოს სახელს ამბობსო. მიტროპოლიტმა შეხედა და საყვედურით უთხრა: როგორ მაღლა დაფრინავ? მათ არ შეეძლოთ გული იესოს სახელისთვის მოეცილებინათ, შენ კი შენს მდგომარეობაში იესოს ლოცვაზე მეტად მეზვერის ლოცვა შეგეფერებაო.

KARIBCHEხრუშჩოვისეული დევნისას ახალგაზრდა მღვდელი ალექსანდრე სოხუმში მივიდა ეპისკოპოს ლეონიდესთან (ჟვანია) და მუხლმოდრეკილმა სთხოვა, ნებისმიერი ადგილი მიეცა, თუნდაც მნათის ანდა მგალობლისა. ეპისკოპოსმა ლეონიდემ შეიწყალა იგი და სოხუმის საკათედრო ტაძარში განამწესა. ეს იმ დროში ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მას ნებართვისთვის ხელისუფლებასთან სპეციალურად უნდა ეშუამდგომლა. მღვდელმა მრევლის წევრთან იქირავა ბინა და მის ქალიშვილს დაუახლოვდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მაჭანკლად ქალის დედა გამოვიდა. ის სიამაყითაც ამბობდა: - ახლა კი დავაოჯახე ჩემი შვილიო. ეს რომ ეპისკოპოსმა შეიტყო, მღვდელი მაშინვე განაყენა და საკურთხეველში შესვლაც აუკრძალა. მან სამღვდელო კრებას უთხრა: - არ შეიძლება ამ კაცთან ერთად ერთი ბარძიმიდან ზიარება; თუ მას ღვთისმსახურებაზე დავუშვებ, მაშინ ღვთის წინაშე მისი ცოდვის თანაზიარი ვიქნები. ეპისკოპოსი - ეკლესიის მცველია და საკურთხევლის შებილწვა არ უნდა დაუშვასო. მალევე ეს კაცი ურალში თუ ციმბირში წავიდა, მერე ცნობილი გახდა, რომ მან ანაფორა გაიხადა, უარყო ქრისტე და გაზეთებისთვის ათეისტური სტატიების შედგენას მიჰყო ხელი. შესაძლოა, ეს განდგომილი არანაკლებ შესცოდებდა, თუ მღვდლად დარჩებოდა, ლიტურგიას შეასრულებდა და თან იმრუშებდა. ეს იყო სანიმუშო მაგალითი იმისა, რომ მოუნანიებელი ცოდვა რწმენას კლავს.

სქემარქიმანდრიტმა ანდრონიკემ (ლუკაშმა) დაუბარა შვილებს, - არასოდეს მოიხსნათ გულსაკიდი ჯვარი, ბანაობისასაც კიო. მან თავისი ახალგაზრდობიდან გაიხსენა: ერთხელ ახალგაზრდები მდინარეზე საბანაოდ წავედით. გვახლდა მეზობელი ვაჟი, საუკეთესო მცურავი. მან წყალში შესვლამდე ჯვარი მოიხსნა და ნაპირზე დადო. ვიგრძენი, რაღაც ცუდი ხდებოდა და ვკითხე: ასე რატომ მოიქეცი-მეთქი. მან - სულმა მითხრაო. გავაფრთხილე, - ხომ იცი, რომელ სულს ეშინია ჯვრის-მეთქი. თავი იმართლა: "შიშველს ჯვარი ხომ არ მეკიდება? როცა წყლიდან ამოვალ, გავიკეთებ". და თითქოს რაღაც ძალისგან წარტაცებული მდინარეში გადახტა, ჩაყვინთა და აღარც ამოუცურავს. შინ მხოლოდ მისი ტანსაცმელი და ქვაზე დატოვებული ჯვარი მივიტანეთ.

ბერი ამბობდა: "უჯვრო ქრისტიანი უიარაღო ჯარისკაცს ჰგავს... როგორც მონადირე დარაჯობს თავის ნადავლს, ასევე ეშმაკიც დღედაღამ უთვალთვალებს კაცს. როცა დაინახავს, ჯვარი მოიხსნაო, მაშინ ისე თავისუფლად ეპატრონება მის სულ, თითქოს უკარო სახლში შედიოდეს".

ერთი ძველი მრევლის წევრი ჰყვებოდა: "პირველ მსოფლიო ომში კონტუზია მივიღე და რამდენიმე თვე ლაზარეთში ვიწექი. ბევრის სიკვდილი ვნახე, მაგრამ განსაკუთრებით ერთმა განმაცვიფრა. ჩემს შორიახლოს მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი იწვა გაუნძრევლად, მხოლოდ კვნესოდა. ექიმები მის გადარჩენას მრავალი დღე თავდადებით ცდილობდნენ. უეცრად ავადმყოფი ალაპარაკდა, უფრო სწორად, წაიხროტინა: "მიმძიმს, ჯვარი მომხსენით". მისი ნათქვამი ბოდვად ჩათვალეს და ყურადღება არ მიაქციეს. მაშინ ის წამოდგა, ჯვრის თასმას ხელი ისე გამოჰკრა, რომ გაწყვიტა. ჯვარი გვერდით მოისროლა, მხეცური ხმით დაიყვირა და საწოლზე მკვდარი დაეცა".

მახსოვს, მღვდლად ხელდასხმის შემდეგ ჩემთან კურთხევის ასაღებად მოხუცი მგალობელი მონაზონი მოვიდა და ხელზე ამბორი დამიპირა. ხელი გავუწიე და ვუთხარი, - უღირსი და ცოდვილი ვარ-მეთქი. მიპასუხა: - თქვენი ცოდვები თქვენი პირადი საქმეა. მე კურთხევას უფლისგან ვიღებ მღვდლის საშუალებით და ვეამბორები ქრისტეს ხელს და არა კაცისასო. დღემდე მახსოვს, ასეთი პასუხის მერე სირცხვილის ალმა როგორ დამწვა სახე. უადგილო "თავმდაბლობამ" რა სულელურ მდგომარეობაში ჩამაგდო.

ერთხელ ავადმყოფთან ლოცვის წასაკითხად მიმიყვანეს. იგი სახიჩარი გახლდათ - განგრენის გამო ტერფები წარკვეთილი ჰქონდა. ლოცვის მერე მკითხა: - ასე რატომ ვიტანჯები, ნუთუ სამყაროში ყველაზე ცოდვილი ვარ, ასეთი რა დანაშაული ჩავიდინეო. და მერე თვითონვე უპასუხა: - ვფიქრობ, არც ღვთის ერთგული ვყოფილვარ და არც ეშმაკის. ხან ერთს ვემსახურებოდი და ხან მეორეს და ორივე მხრიდან დამარტყესო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ინვალიდის გულუბრყვილო განსჯა დამეხმარა იმის გაგებაში, თუ რატომ იმარჯვებენ ხშირად ყველაზე უარესი ძალები მოწინააღმდეგეებზე, მათ შორის განცხადებული ბანდიტები მძლავრობენ ნელთბილ ქრისტიანებს.

სოხუმის საკათედრო ტაძრის მამასახლისი ზინაიდა გვიყვებოდა, - ომის დროს დამაპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით. ვიცოდი, ცრუ დასმენებს მომთხოვდნენ და თავის მოკვლა გადავწყვიტე. თან გამომძიებელი მემუქრებოდა, მამაკაცთა საკანში შეგაგდებ, ყველაზე უკეთურ დამნაშავეებთან ერთად, ისე როგორც მხეცებს უგდებენ ხოლმე ხორცსო. გამოძიებისას დამნაშავეს თავიდან ერთკაციან საკანში ამწყვდევდნენ. წელამდე ტანსაცმელსაც კი ხდიდნენ, თავის ჩამოხრჩობა რომ არ შეძლებოდა. დიდხანს ვფიქრობდი, თავი რითი მომეკლა. შიმშილით ვერ მოვახერხებდი - ძალით მაჭმევდნენ. ბოლოს, გავტეხე პატარა ფანჯარა და შუშის ნატეხით ვენები გადავიჭერი. სისხლისგან ვიცლებოდი. მორიგემ შემთხვევით დამინახა სათვალთვალოდან. ექიმი მოიყვანეს. ეტყობოდა, რომ ციხის ექიმი არ იყო, რადგან შიშით კანკალებდა. ჭრილობები შემიხვია და ცოცხალ-მკვდარი ციხის საავადმყოფოში გამგზავნა. მოახლოვდა სასამართლოც. გამომძიებლებს აღარ დავუკითხივარ. ვფიქრობდი, განაჩენის მერეც მომთხოვდნენ ცრუ ჩვენებებს, ამიტომაც შევეცადე, სასამართლო მეიძულებინა, სიკვდილი მოესაჯათ. როცა ბრალმდებელმა მკითხა: - მართლა თქვი, რომ საბჭოთა კავშირის დამარცხება ომში გარდაუვალიაო, მივუგე: მე ვამბობდი, რომ გერმანელი გენერლები და ფელდმარშლები ძველი რაინდების შთამომავლები არიან, მათთვის ომი სტიქიაა, სიცოცხლისა და ღირსების საქმეა, სტალინი კი მარჯვეა მხოლოდ თავის უიარაღო ხალხთან ბრძოლაში. მან ძველი ოფიცრები ამოჟლიტა, თვითონ კი ამ საქმისა არაფერი გაეგება-მეთქი. მოსამართლე გაფითრდა, შეეშინდა, რომ მას ბრალს დასდებდნენ, ამდენი ხალხის წინაშე ასეთი სიტყვა როგორ ათქმევინეო - ეს ხომ საჩვენებელი სასამართლო იყო. დამსწრეებმა ყვირილი ატეხეს: - სიკვდილი მაგას, მაგისთანა ადგილზე უნდა დახვრიტოო. სულით ვხარობდი, რომ ჩემსას მივაღწიე, თითქოს ეს სასამართლო პროცესი მომეგოს. ახლა დამხვრეტენ და ყველაფერი დამთავრდება-მეთქი. სინამდვილეში სტალინზე ასეთი რამ არასოდეს მითქვამს. რატომღაც არ დამხვრიტეს და ათი წელი მკაცრი იზოლაცია მომისაჯეს, რომელიც მერე გადასახლებით შემიცვალეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ სოხუმში დაბრუნების ნება მომცეს. ადრე თავს მორწმუნედ ვთვლიდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ეს რას ნიშნავდა. გადასახლებაში მოხდა ჩემი ღვთისკენ მოქცევა. ბიძაშვილი მყავს ავიაციის პოლკოვნიკი, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს. მითხრა: "სწორად მოიქეცი, მეომარივით. თუმცა შენ გამო გენერლის წოდებას ვერ ვეღირსეო".

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
15.10. 2017
თამუნა
პატრიარქი ეფრემი.ჩემი უსაყვარლესი პატრიარქია,ქედს ვიხრი მისი ნათელი სულის წინაშე.
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat