მოგონებები
მოგონებები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მონაზონთა და ერისკაცთა სენაკის მრავალი მკვიდრი ჰყვებოდა მისი ლოცვით აღსრულებულ სასწაულებზე
წმინდა გიორგის სასწაული. 60-იან წლებში სოფელ ილორში წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდით. აქ შევიცანი, უფრო სწორად, შევიგრძენი შინაგანი მგრძნობელობით, წმინდა გიორგი, როგორც ჩემი ზეციური მფარველი.

ეს ტაძარი განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს დასავლეთ საქართველოში. სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (1591-1657) უხვი ლარი და განძი შესწირა წმინდა გიორგის ტაძარს. მოგზაურთა აღწერილობით, ოქროს ფირფიტებით მოჭედილი ტაძრის კარები გამშვენებული გახლდათ ჭედური გამოსახულებებით. ტაძარში შემორჩა ოთხი ძველი, დიდი, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ვერცხლის ხატი წმინდა მთავარანგელოზებისა - მიქაელის და გაბრიელისა და სამი ხატი წმინდა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა. ორი მათგანის წარწერა მოწმობს, რომ ისინი ლევანს ილორისთვის აფხაზეთის სამთავროში ლაშქრობის შემდეგ შეუწირავს. წმინდა გიორგის მესამე ხატი დაზიანებულია, იგი მოწამე გახდა სასწაულისა, რომელსაც დღესაც იგონებენ ილორის მკვიდრნი.

ერთხელ ილორის ტაძრის საყარაულოში ბუხართან ვისხედით და შეშის ტკაცუნს ვუსმენდით. სიჩუმე დარაჯმა, ჯუღამ, დაარღვია: "მე მახსოვს სასწაული, რომელიც წმინდა გიორგიმ აღასრულა. მთელი სოფელი იყო მოწამე ამ საკვირველი მოვლენისა. რევოლუციის შემდეგ რამდენჯერმე სცადეს ილორის გაძარცვა. გადავწყვიტეთ, მორიგეობით გვედარაჯა ტაძრისთვის. ყოველ ღამე რამდენიმე შეიარაღებული რჩებოდა ტაძრის ეზოში. შებინდებისთანავე ეკლესიის რკინის კარები ურდულებით იკეტებოდა და ზედ საგანგებოდ ილორის ტაძრისთვის გაკეთებული უზარმაზარი კლიტეები ედებოდა - მასზე სხვა გასაღების მორგება თითქმის შეუძლებელი იყო.

დიდმარხვის გამოკლებით, აქ მუდმივად მოდიოდნენ მომლოცველნი მთელი საქართველოდან, უმეტესად კი სამეგრელოდან. ერთხელ რამდენიმე უცნობი მოვიდა, ორი ციკანი მოიყვანეს - ხვალ გვინდა მსხვერპლად შევწიროთ, ამაღამ კი ტაძრის ეზოში დავრჩებითო. სტუმრებად მივიღეთ, ბუხართანაც გავათბეთ, დასაძინებელი ადგილიც მივუჩინეთ. ავაზაკები გამოდგნენ. ტაძარი რომ დაიკეტა, მოიმარჯვეს იარაღი, დარაჯებს დაწოლა უბრძანეს და ტაძრიდან წმინდა გიორგის ორი ხატი გაიტანეს, მერე ყარაულები ტაძარში ჩაკეტეს და გაიქცნენ. ამ დროს ერთი ილორელი შეუმჩნევლად სამრეკლოში დამალულიყო და ყაჩაღების წასვლისთანავე ზარების რეკვა ატეხა. მოცვიცვდა ხალხი, შეიტყო მომხდარი. დაიწყეს თათბირი, როგორ გაჰყოლოდნენ ბანდიტების კვალს. თქვეს: შარაგზით არ წავლენ, ბილიკს გაჰყვებიან. ალბათ უფრო ტყეში დაიმალებიან შუაღამემდე, რომ მერე სიბნელეში დაუსხლტნენ მდევარს. რამდენიმე ჯგუფად დავიყოთ და ყველა მხარეს მათ ძებნას შევუდგეთო. გვწამდა, რომ წმინდა გიორგი შეგვეწეოდა. გადავწყვიტეთ, ტყისთვის სამი მხრიდან შემოგვევლო და მერე ერთმანეთს შევხვედროდით. ბანდიტებს, საეჭვოა, სროლა აეტეხათ და თავი გაეცათ.

ტყეში შევედით. ნახევარი ვერსის მერე ჩვენსკენ მოჩქარე რამდენიმე ფიგურა დავლანდეთ - გუშინდელი სტუმრები აღმოჩნდნენ. როცა მოგვიახლოვდნენ, ვუბრძანეთ, ფეხი არ დაეძრათ. ტევრს შეეფარნენ. მალე მიწაზე დადებული წმინდა გიორგის ხატი დავინახეთ, მეორე - არ ჩანდა. სროლა ავუტეხეთ. ამ ტყეს მათზე უკეთ ვიცნობდით და ავაზაკები ვეღარ გაგვექცეოდნენ. ნამდვილი ბრძოლა ატყდა. რამდენიმე ბანდიტი მოვკალით, ერთი შევიპყარით.

შორიახლოს წმინდა გიორგის მეორე, ვერცხლის ხატი ესვენა. ხატზე ვერცხლის ფირფიტის ნაწილი აეცალათ, დარჩენილ ნაწილს კი დარტყმის კვალი ეტყობოდა. დაჭრილმა გვითხრა, რომ ბანდიტებს სიბნელეში გზა აერიათ და მთებში წასვლის მაგიერ წრე შემოავლეს და ილორისკენ დაბრუნდნენ. ვკითხეთ, - ხატს ასე რატომ მოექეცითო. "იმიტომ, რომ წმინდა გიორგიმ გზა აგვირია. როცა გავრბოდით, ვეხვეწებოდით, - წმინდა გიორგი, შეგვეწიეო, მან კი თქვენ გამოგგზავნათ. ალყაში მოქცეულებს მასზე შურისძიება გვინდოდა და ხატის მტვრევა დავიწყეთ. ვერ შევძელით. როგორც კი სროლა ატყდა, პირველი ტყვიით ის მოკვდა, ვინც პირველმა დაარტყა ხატსო".

კარგად მახსოვს, როგორ მოაბრძანეს ხატები ილორში. ტაძრის გზაზე ხალხი მუხლებზე იდგა და მადლობას შესწირავდა ძლევამოსილ გიორგის, რომ თავისი ხატები ილორის ტაძარს დაუბრუნა.

მამა გიორგი. სოფელ ილორში წმინდა დიდმოწამე გიორგის ეკლესიის შორიახლოს მოხუცებული მონაზონი ცხოვრობდა, გიორგი (ბულესკირია), რომელიც ამავე ეკლესიაში მსახურობდა და გალობდა. წარმოშობით სამურზაყანოელი იყო, სოფელ ოქუმიდან. ყრმობაში გამოაჩნდა მხატვრის ნიჭი.

იმ დროს სამურზაყანოში ფოტოგრაფია ახალი ხილი იყო და ხალხი მას ტექნიკის სასწაულად მიიჩნევდა და ძვირადაც ფასობდა. ადამიანი აპარატის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში გარინდული, ქანდაკებასავით უნდა მჯდარიყო. იმ დროს თითოეული მოძრაობა ხაზებს თხაპნიდა და სურათი ფუჭდებოდა. ფოტოგრაფს მხატვრის ნიჭიც უნდა ჰქონოდა, რათა თითოეული ფოტო სურათად ექცია. ეს საქმე მაშინ ხელოსნობა კი არა, ხელოვნება იყო. ამიტომაც ბერ გიორგის, ერისკაცობაში ანდრიას, დედამ ფოტოგრაფობა შეასწავლა. მას დიდოსტატის სახელი ჰქონდა გავარდნილი.

ღრმა სიბერემდე შეინარუჩნა ლამაზი პირისახე და რაღაც ერთგვარი მომხიბვლელი მანერა, რომელიც უნებურად მისადმი პატივისცემით განგაწყობდა. მის მოძრაობაში, თავდაჭერაში სხვადასხვა პროფესიის და განათლების ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებიც ილორის ტაძარს სტუმრობდნენ, მიუხედავად მისი უშუალობისა და უბრალოებისა, იყო რაღაც დიდებული.

ერთხელ ანდრია საქმეზე სენაკში იყო ჩასული და ნათესავებთან ცხოვრობდა. საღამოს, ტრაპეზზე ახსენეს ცნობილი მოღვაწე მამა ალექსი შუშანია (აწ წმინდანად შერაცხული), რომელმაც სენაკში მონასტერი დააარსა. ჰყვებოდნენ, რომ მამა ალექსიმ მონაზვნობამდე გადაწყვიტა, აღესრულებინა ის სათნოებები, რომელზეც ამბობდა ქრისტე საშინელ სამსჯავროზე საუბრისას, რათა ამით განემზადებინა თავი ბერული ცხოვრებისა და უმაღლესი მოწყალებისთვის.

მოთმინება რომ ესწავლა, მან სნეულების მოვლა იტვირთა, თავისი ხელით აჭმევდა, ბანდა მათ ფეხებს და მერე ამ წყალს სვამდა. ეს ნებაყოფლობითი ღვაწლი სამ წელს გაგრძელდა. შემდეგ უკვე ციხეების მოხილვა დაიწყო, ითხოვდა მოწყალებას და დღესასწაულებზე პატიმრებისთვის საკვებს და საჩუქრებს ყიდულობდა. მერე კი ფეხით წავიდა იერუსალიმში, მოილოცა და უკან დაბრუნებულმა მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნობა. გადაწყვიტა, თვითონვე გამოემუშავებინა მონასტრის ასაშენებელი თანხა.

სენაკი სარკინიგზო კვანძი გახლდათ. წყალგაყვანილობის სისტემა ცუდად მუშაობდა და მატარებლების ხანგრძლივი შეჩერებისას წყლის ერთადერთ ონკანთან დიდი რიგი დგებოდა. და აი, მოღვაწე მამამ გადაწყვიტა, წყალი ვაგონებში გაეყიდა. დილიდან საღამომდე ჩაიდნითა და ჭიქით დადიოდა ვაგონებში. ეს ჩვეულებრივი წყალი ხალხს ისე ეგემრიელებოდა, რომ ერთმანეთს ასწრებდნენ მის შესმას.

თანხის მოგროვებისა და სიმდაბლეში უფრო სრულყოფის შემდეგ ამ ნებაყოფლობით საქმიანობას თავი ანება და მონასტრის შენებას შეუდგა. არავის სთხოვდა დახმარებას, ხალხი თვითონ მოდიოდა, ფულსა და შრომას სთვაზობდა. მონასტერი წმინდა მთავარანგელოზთა სახელზე აკურთხეს.

მამა ალექსი ახალგაზრდობის წლებშივე გახდა სულიერი მოძღვარი - დამრიგებელი მონაზონთა და ერისკაცთა. სენაკის მრავალი მკვიდრი ჰყვებოდა მისი ლოცვით აღსრულებულ სასწაულებზე.

მათმა ამ მონაყოლმა ანდრია ბულესკირიას გულში ცეცხლი აუგიზგიზა. დილით წავიდა მსახურებაზე და მაშინვე გადაწყვიტა, ბერად შემდგარიყო. მამა ალექსიმ უცნობი ახალგაზრდა ტრაპეზზე მიიწვია...

ჯერ კიდევ ტაძარში, ანდრიამ თვალი მოჰკრა რუსეთიდან ჩამოსულ მწირს, რომელსაც რამდენიმე მძიმე ჯვარი ჩამოეკიდა და ხელებაპყრობილი გაუნძრევლად იდგა მთელი ლოცვა. ტრაპეზზე მამა ალექსიმ ალერსიანად უთხრა მწირს: "ქრისტე ერთ ჯვარზე გაეკრა, შენ კი ამდენ ჯვარს რად ატარებ? აირჩიე მათგან შენთვის ერთი ჯვარი - სიმდაბლისა". კაცი მდუმარედ დაემხო იღუმენის წინ, ყველა ჯვარი მოიხსნა და წინ დაუწყო. იღუმენმა ერთი ჯვარი აიღო და მწირს დაჰკიდა. როგორც შემდგომ გაირკვა, მან სალოსობის ღვაწლი იტვირთა.

ანდრიამ იღუმენს სთხოვა ერჩია, როგორც ეცხოვრა და როგორ ცხონებულიყო. მამა ალექსიმ მას იესოს ლოცვაზე მოუთხრო - იგი ყოველთვის გულში, მეხსიერებასა და ბაგეებზე გქონდესო. ასევე უთხრა, თვით ეს ლოცვა იქნება შენთვის წინამძღოლიო.

შინ დაბრუნებული ანდრია დიდი ხნით განმარტოვდებოდა იესოს ლოცვის წარმოსათქმელად. გაურბოდა საზოგადოებას, მეგობრებთან შეხვედრებს. დედა ღელავდა - ვაითუ ავადააო და მკითხავ-შემლოცველებთან დაიწყო სიარული. ანდრია ძველებურად განაგრძობდა საქმიანობას, მაგრამ როცა საუბარი მის ქორწინებას ეხებოდა, ამბობდა, რომ თვითონ იპოვიდა საბედოს - მონაზვნურ ცხოვრებას გულისხმობდა. ბოლოს, გაუმჟღავნა დედას, რომ ბერად შედგომა სურდა.

გამწარებული ქალი დაემუქრა, თუ შენს შვილებს არ მომასწრებ, ჩემი ხელით დაგახრჩობო. შვილი კი დუმდა. მაშინ დედამ წყევლა დაუწყო, მისი დაბადების დღეს საშინელი სიტყვებით შეაჩვენა. ანდრიამ მდაბლად მიუდრიკა თავი, იმავე ღამეს დატოვა სახლი და მამა ალექსისთან წავიდა. ის კი ისე შეხვდა, თითქოს ელოდა და იცოდა ყველაფერი, რაც მოხდა.

მამა ალექსიმ მაშინვე მისწერა ტყეში მდებარე ერთი პატარა მონასტრის წინამძღვარს და ანდრიას მიღება სთხოვა. ანდრიამ იქ მრავალი წელი გაატარა, იქვე აღიკვეცა მონაზვნად გიორგის სახელით. ის ხშირად მოინახულებდა იღუმენ ალექსის, როგორც თავის სულიერ მამას, და მისი რჩევებით ხელმძღვანელობდა. როცა მამა ალექსის იხსენებდა, მამა გიორგი დაუმატებდა ხოლმე, წმინდა კაცი იყოო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat