მოგონებები
მოგონებები
როცა კაცი დილით გაიღვიძებს, მისი პირველი ფიქრი ღმერთი უნდა იყოს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ბავშვებზე. შევხვედრივარ არაბავშვური გამომეტყველების პატარებს. მართლაც ბოროტების სნეულებით დაკრუნჩხულნი ისეთი სიძულვილით უყურებდნენ მშობლებს, თითქოს თავიანთი გაჩენის გამო სურდათ შური ეძიათ. მინახავს პატარა, მამის ხელში მხეცივით რომ წრიალებდა და თან სახეში ურტყამდა. მამა კი თავს იმართლებდა: - ჩემი შვილი ნერვიული დაიბადაო. ასეთი ბავშვები აგრესიულები არიან. ამსხვრევენ სათამაშოებს, სხვის სახლში ნივთებს იღებენ და იატაკზე ყრიან, თავხედურად ათვალიერებენ გარშემო მყოფთ, ყვირიან ტაძარში, მსახურებისას ეკლესიაში დარბიან, თითქოს განგებ ცდილობენ, ადამიანებს ლოცვაში ხელი შეუშალონ. ხანდახან ისეთი სასტიკნი და პირქუშნი არიან, გეგონება, ბავშვი კი არა, დემონი გიყურებსო.

ერთხელ სქემარქიმანდრიტ სერაფიმეს (გლინელი მამა, რომანცევი) ვკითხე: - როგორ უნდა მოექცე ასეთ ბავშვებს, შეიძლება თუ არა მათთვის წაიკითხო ბოროტ სულთა განდევნის ლოცვა-მეთქი. ზოგიერთი მართლაც დემონისგან არის შეპყრობილი ანდა ავადმყოფი იბადება, განსაკუთრებით ლოთი და ნარკომანი მშობლებისგან, მაგრამ უმეტესობა არასწორი აღზრდით არის გარყვნილი. მშობლები ზოგჯერ თვლიან, რომ ბავშვების დასჯა არ შეიძლება, არადა, ცოდვა პატარებშიც კი სახლობს. თუ არ ამოჰკვეთ, გაიზრდება. ზოგიერთი მშობელი ცდილობს, შვილებს ყველა სურვილი და ახირება შეუსრულოს, ისინი კი მერე მშობლებისგან მორჩილებას მოითხოვენო. როგორ შეიძლება დავსაჯოთ მხოლოდ ერთი ან ორი წლის ბავშვი-მეთქი. თითით უნდა დაემუქრო და მკაცრად უთხრა: "არ შეიძლება" და ბავშვი გაიგებს. მას სიტყვის მნიშვნელობაზე მეტად ხმის ტონის ესმისო. კვლავ ვკითხე, - ფიზიკურად რომ დავსაჯოთ ბავშვი, ნერვიული და მშიშარა ხომ არ გაიზრდება? ზოგჯერ აუცილებელია ბავშვის დასჯა, მაგრამ ეს უბოროტოდ უნდა გაკეთდეს. ბავშვის ნერვებს არ უფრთხილდებიან ის მშობლები, რომლებიც სჯიან ბავშვებს და იმავე დროს ეფერებიან, თითქოს ებოდიშებიან დასჯის გამო. სჯობია ფიზიკურად დასაჯო ბავშვი, ვიდრე საათობით ეჩიჩინოო. მამა სერაფიმე თვლიდა, რომ ძველ დროში უკეთ ზრდიდნენ ბავშვს. ქამრისა თუ შოლტის ზომიერი ტკივილი კი არ ვნებს ბავშვს, აფხიზლებსო.

ერთხელ ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი როჯერსი სტუმრობდა თბილისს. მან კოლეგებისგან შეიტყო, რომ ახალგაზრდების არაოფიციალური ჯგუფი იკვლევდა ფსიქოლოგიურ - ურთიერთობისა და ურთიერთმიმართების პრობლემებს. დაინტერესდა და მოისურვა მათ ხელმძღვანელს, ვიქტორ კრივოროტოვს გასცნობოდა. საუბრის შემდეგ როჯერსმა თქვა: "თქვენ გსურთ, ქრისტიანული კონცეფციის საფუძველზე გადავჭრათ ფსიქოლოგიური საკითხები. მაგალითად, თქვენ ბავშვს უკვე გამზადებულ ზნეობრივ პროგრამას აძლევთ, სინამდვილეში კი უნდა შეუქმნათ თავისუფალი განვითარების პირობები ბუნებრივ, ზნეობრივ პოტენციალს, რომელიც თვითონ ბავშვშია ჩადებული, ყოველგვარი გარეგნული ზემოქმედებისა და იძულების გარეშე". კრივოროტოვმა უპასუხა: "თუ თქვენს ბაღში ყველა მცენარეს თავისუფლად განვითარების საშუალებას მისცემთ და მებაღეს უარს ეტყვით მის მოვლაზე, მაშინ სარეველა შეჭამს ყვავილებს". როჯერსმა ვეღარაფერი უპასუხა, ესღა წარმოთქვა ავტორიტეტულად: "ეს არ მოხდება". სიტყვასიტყვით ამასვე იმეორებს ჩეხოვის გმირი: "ეს არ შეიძლება მოხდეს, რადგან არ შეიძლება საერთოდ როდისმე მოხდეს".

***
რამდენიმე წელი ილორის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი ვიყავი. ამ ტაძარს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ დასავლეთ საქართველოში. ტაძარში სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის შემოწირული ვერცხლის ორი ხატი ინახებოდა. მათ, როგორც სასწაულმოქმედთ, ისე მიაგებდნენ პატივს. წმინდა გიორგის ხატის წინ დადებული ფიცი წმინდად და დაურღვევლად ითვლებოდა. ხალხში გავრცელებული იყო გადმოცემა, თუ რა მკაცრად დაისაჯნენ ფიცის დამრღვევნი. შურისგება მათ აჩრდილივით თან დასდევდა. იყო შემთხვევები, მთელი გვარი ამოხოცილა ანდა დიდი უბედურება დასტყდომიათ თავს ფიცის გამტეხთ და ცრუმაფიცართ.

ილორში მრავალი კურნებას იღებდა, განსაკუთრებით სულიერად სნეულნი და დემონებისგან შეპყრობილნი.

დევნის ჟამს, როცა წმინდა გიორგის ტაძარი დაკეტილი იყო, მომლოცველები მაინც მუდამ იდგნენ მის კედლებთან. ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადამალა დიდმოწამე გიორგის ხატები და უკან დააბრუნა, როცა ტაძარი კვლავ გაიხსნა.

ერთხელ ერთი ტყვარჩელელი ქალი მომადგა - ბავშვის საზიარებლად გამომყევიო. ავიღე წმინდა ნაწილები და წავედით. მივყვებოდით მთებს შემოხვეულ გზას. მიდამო მწვანეში იყო ჩაფლული. ტყვარჩელი ოდესღაც პატარა მთის სოფელი იყო, მაგრამ ქვანახშირის საბადოებმა ქალაქად აქცია. ოდესღაც ცრემლივით წმინდა და თევზით მდიდარი მდინარე ღალიძგა ახლა შავ ნიაღვრად მოედინებოდა.

...ავედით მესამე სართულზე. ოთახში შევედით. შემოგვეგება ქალის ქმარი, მოგვესალმა და გარეთ გავიდა. საწოლზე ბალიშს დაყრდნობილი ბავშვი იჯდა. გული შემითრთოლდა: - იოანე ნათლისმცემლის ყრმობის ხატი გამახსენდა. მკაცრი, დიდებული სახის ათი წლის ყმაწვილი სულ არ ჰგავდა უკურნებელი სნეულებით ლოგინს მიჯაჭვულს, უფლისწულს ჰგავდა. ბავშვი ბრმა იყო. დედამისი (ის ექთანი გახლდათ) მომიყვა, ბავშვს სამი წლისას ტვინის წყალმანკი აღმოაჩნდა. ექიმებს უთქვამთ, დიდხანს ვერ იცოცხლებსო. ოჯახში მშობლების დანატოვარი ყაზანის ღვთისმშობლის ხატი გვქონდა, - ჰყვებოდა ქალი, - პალატაში, სადაც ჩემი შვილი იწვა, მუხლებზე დავემხე, წარმოვიდგინე, რომ ღვთისმშობლის ხატის წინაშე ვდგავარ. დავიწყე გულმხურვალედ ლოცვა. ვევედრებოდი ღმერთს, ოღონდ შვილი არ მომიკვდეს და ნებისმიერი ჯვარი გამომიგზავნე-მეთქი. მოხდა სასწაული - ჩემი ვაჟი გადარჩა, მაგრამ მთელი სიცოცხლე საწოლს უნდა იყოს მიჯაჭვული - თვალისჩინი და ფეხები წაერთვა. ახლა ისე ვუვლი, როგორც ჩვილსო. ალბათ უადგილოდ და უხეშად ვკითხე, - რომ გცოდნოდათ, თქვენი შვილი ასე დაიტანჯებოდა, მისი გადარჩენისთვის თუ ილოცებდით-მეთქი. საყვედურით შემომხედა: "ის ჩემი ბედნიერებაა, ამქვეყნად მასზე მეტად არავინ მიყვარს, ჩვენ ერთად ვლოცულობთ. როცა სამსახურში ვარ, ერთი სული მაქვს, დრო მალე გავიდეს და ჩემს შვილს დავუბრუნდე. მე და ჩემი ქმარი ბავშვის საწოლთან ერთმანეთს ვენაცვლებით. მასაც უყვარს შვილი, მაგრამ ურწმუნოა, ბავშვის სნეულებას ის უფრო მეტად განიცდის, ვიდრე მე. ჩვენი ვაჟი ზოგჯერ ეკითხება ხოლმე მამას, დედასავით ჩემთან ერთად რატომ არ ლოცულობო. ის ურწმუნოა, მაგრამ გონიერი ადამიანია, ამიტომ ასე პასუხობს: "შენ ილოცე და მე მოგისმენო".

არაერთი დიდად მოღვაწე მამა მინახავს, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მათნაირივე მადლი ვიგრძენი ამ ათი წლის ბრმა ბიჭში. დედამისმა მითხრა, იგი განუწყვეტლივ ლოცულობს, სხვა ცხოვრება მას არ აქვსო.

ბიჭს აღსარება ვათქმევინე და ვაზიარე. მე მას იესოს ლოცვაზე მოვუყევი, ყურადღებით მისმენდა. სახეზე სიხარული დასთამაშებდა, ზიარებისგან მიღებული ჩუმი და ღრმა სიხარული. მისი ხმის ტონმა განმაცვიფრა. ჩვეულებისამებრ ბავშვები თავიანთი შთაბეჭდილებების რაც შეიძლება სწრაფად გაზიარებას ცდილობენ, ის კი ისე მშვიდად და მტკიცედ საუბრობდა, ხანმოთეული ბრძენკაცი გეგონებოდა. ეს ბავშვი მოწამე და იმავე დროს ღვთის რჩეული იყო და ჩემი აზრით, თანატოლებში ყველაზე ბედნიერი.

მინახავს მადლმოსილი, თითქოსდა განსაკუთრებული ნიშნით აღბეჭდილი ბავშვები. ზოგიერთი მათგანი უფალს სიყრმეშივე მიჰყავს, რათა ამა სოფლის მწიკვლით არ შეილანძღონ. მინახავს მომაკვდავი პატარაც: ის მდუღარე ქვაბში ჩავარდა და სასიკვდილოდ დაიწვა, 3-4 წლისა იქნებოდა. მანამდე დედამისს ხშირად მოჰყავდა ტაძარში საზიარებლად. საშინელი ტანჯვით კვდებოდა, მაგრამ არ ყვიროდა, არც ტიროდა. როცა მასთან მივედი, მოულოდნელად შემეკითხა: - კარგი ბავშვები ადრე რატომ კვდებიანო. იმიტომ, რომ ანგელოზები უცდიან თავისთან წასაყვანად-მეთქი. თვალები დახუჭა და როგორც მომეჩვენა, ჩემს სიტყვებზე ჩუმად ჩაიღიმა.

KARIBCHEრომელიღაც წმინდანთან წამიკითხავს, უფალი ყოველთვის მიიღებს მოქცეულ ადამიანს, მაგრამ სულიერი ცხოვრებისთვის საუკეთესო ასაკი - ბავშვობაა, როცა სული გამთბარი ცვილივით რბილია. ამიტომ იესოს ლოცვის სწავლებისთვის საუკეთესო დრო ადრეული ყრმობაა. რაც უფრო ადრე ასწავლი პატარას, უკეთესია. დედა ჯერ კიდევ ახალშობილ ყრმას უნდა უკითხავდეს ამ წმინდა ლოცვას. ბავშვი უფრო ახლოს არის სულიერ სამყაროსთან, ვიდრე ჩვენ. იმას, რის გაგებასაც ჩვენ განსჯით ვცდილობთ, ბავშვი უშუალოდ გრძნობს, თითქოს ისრუტავს. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, ბავშვი უნდა მომწიფდეს ქრისტიანობის შესასწავლადო! ეს უდიდესი შეცდომაა. ბავშვის სული განსაკუთრებული სულიერი ხედვისა და ჭვრეტის ნიჭს ფლობს, მოგვიანებით კარგავს ამ ნიჭს და ახალწამოზრდილ ხეს ემსგავსება, რომელსაც ქერქი ნელ-ნელა უუხეშდება. თურმე სოკრატეს დედამ ყრმა მიუყვანა და ჰკითხა, როგორ გავზარდოო. "რამდენი წლისაა?" - ჰკითხა ბრძენმა. ჯერ მხოლოდ ორ წლისააო. დაგიგვიანდა, მას აღზრდა კი არა, ხელახლა აღზრდა სჭირდებაო, - უთხრა სოკრატემ.

***
ერთხელ ზუგდიდში დაკრძალვაზე წამიყვანეს. დაკრძალვას სამეგრელოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ თვლიან. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსახატავად და მიცვალებულთან დასამშვიდობებლად ქალაქ-სოფლებიდან ნათესავები და ნაცნობები მოდიან. სამეგრელოში მიცვალებულის დატირების რიტუალი ერთგვარ საზეიმო ტრაგიზმს არ არის მოკლებული. ეს ტრადიცია სათავეს ანტიკური დროიდან იღებს, რაც საბაბს აძლევდა ძველ ისტორიკოსებს, კოლხეთში არსებულ "მიცვალებულის კულტზე" ეწერათ.

მოსახსენებელი ტრაპეზი ჩვეულებისამებრ გვიან დამთავრა, ღამის გასათევად ერთმა მორწმუნე ოჯახმა მიმიპატიჟა, რომელიც მანამდე ხშირად ჩამოდიოდა ილორში სხვა მომლოცველებთან ერთად. ოჯახის მამა, თავმდაბალი და მოკრძალებული კაცი, რატომღაც ციმბირში გადაუსახლებიათ. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე. მათ ორი ბავშვი ჰყავდათ - ხუთი და შვიდი წლისანი. ქვედა სართულის ოთახში, ნახევრადცარიელ დარბაზს რომ ჰგავდა, ბუხარი გიზგიზებდა. დიდხანს ვსაუბრობდით, ძილი არავის უნდოდა. იმ დროს არ იყო სულიერი სასწავლებლები და სასულიერო ლიტერატურაც ნაკლებად იშოვებოდა. ადამიანები ქრისტიანულ რწმენას ერთმანეთის მონათხრობით ხარბად სწავლობდნენ. სიტყვა ჩამოვარდა სოხუმელ მეუდაბნოეებზეც. მასპინძელმა მკითხა, - ადამიანები მთებში რისთვის მიდიან და რას აკეთებენო. როგორც შემეძლო, მოვუყევი განუწყვეტელ იესოს ლოცვაზე, რომელსაც მეუდაბნოეები მყუდროებისას მოიმუშაკებენ. ჩემმა გულთბილმა მასპინძლებმა მთხოვეს, დაწვრილებით ამეხსნა, რა იყო იესოს ლოცვა. საუბარი შუაღამემდე გაგრძელდა. მეგონა, ბავშვებს ეძინათ, მაგრამ ისინი თურმე ჩუმად გვისმენდნენ. მეორე დღეს, წასვლის წინ დიასახლისმა მითხრა: ჩემი ბიჭი დილით მომიყვა, რომ ჩვენი საუბრის მოსმენის მერე იესოს ლოცვას შეუდგა და ვიდრე ჩაეძინებოდა, იმეორებდა და გაკვირვებულმა დააყოლა, - არასოდეს მიძინია ასე ტკბილად და გაღვიძების მერე გულში სიხარული მიტრიალებსო. ახლობლებივით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ილორში დაბრუნებულს სიურპრიზი მელოდა: სულის მოსახსენიებელი ტრაპეზიდან დიდი კალათა საჭმელი გამოეტანებინათ. სამეგრელოში ქელეხში ხორცი არ იციან, ამიტომაც ჩვენ მონაზვნური ტრაპეზი გვქონდა.

მე მოვუყევი მამა გიორგის (ბულისკერია) იესოს ლოცვის ეს ამბავი. თქვა: "ძალიან კარგი, ბავშვი ხშირად გაიხსენებს ამ ლოცვას".

მე სხვა შემთხვევაც მომიყვნენ. ერთ გოგონას ზაგორსკში მამებმა იესოს ლოცვა ასწავლეს და ისიც ცდილობდა, გულში და ბაგეებზე ჰქონოდა ლოცვა. რამდენიმე წლის შემდეგ გათხოვდა. სოფლის საზრუნავშიც არ დაუტევებდა ლოცვას. როცა დედობისთვის ემზადებოდა, მაშინ ლოცვას ხმამაღლა ამბობდა, რომ ის მის უშობელ ყრმას მოესმინა, თითქოს ბავშვი მასთან ერთად ლოცულობდა. როცა ჩვილს არწევდა, თან იესოს ლოცვას უკითხავდა, ბავშვი ტირილს წყვეტდა. ოჯახში, ხატების კუთხეში რამდენიმე ხატი ჰქონდა დაბრძანებული, მის პირდაპირ ახლობლების ფოტოები ეკიდა. ქალმა შეამჩნია, რომ ბავშვი ხშირად და დიდხანს უყურებდა ქრისტე-პანტოკრატორის ხატს. ზოგჯერ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ოთახში ვიღაცას ხედავს, ამის თქმა სურს, მაგრამ არ შეუძლიაო.

დედამ უნდა უკითხოს ჩვილს სახარება და ლოცვები, განსაკუთრებით იესოს ლოცვა. ეს ის ზეციური მალამოა, რომელიც შეიძლება დედამ სცხოს შვილის სულს. როცა ბავშვი საუბარს იწყებს, მისი პირველი სიტყვები, დაე, იესო ქრისტეს სახელი და იესოს ლოცვა იყოს. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს, როცა კაცი დილით გაიღვიძებს, მისი პირველი ფიქრი ღმერთი უნდა იყოს. ამით აკურთხებს ის მთელ დღეს. ბავშვობა კი სიცოცხლის დილაა.

ბავშვობაში ყალიბდება ადამიანის სულიერი საფუძველი.

შეხვედრა სამთავროში. ერთხელ სამთავროს მონასტერში გავიცანი ხნიერი, ძველი არისტოკრატული გარეგნობის ქალბატონი. 40-იან წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა თარჯიმნად და საუბრობდა დიდებულად ლიტერატურული რუსული ენით. მიამბო: - საქართველოს ესტუმრა ინგლისელი დიდჩინოსანი. ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამიტომაც უშიშროების ორგანოებს თავი არ გამოუდიათ, როცა მან დაცვაზე უარი განაცხადა. მე მას თარჯიმნად ვახლდი. იოანე ზედაზნელის მონასტრის ნახვა მოისურვა. მთის ბილიკს შევუდექით. საუბრისას შევიტყვე, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და დიპლომატიურ კორპუსში მუშაობდა. კარგად იცოდა ფილოსოფია და ხელოვნება. მომეჩვენა, რომ სულით სკეპტიკოსი იყო, მაგრამ როგორც ჯენტლმენს შეეფერება, თავის მრწამსზე საუბარს ერიდებოდა.

საოცარი სურათი იშლებოდა ზედაზნის მთიდან. ინგლისელიც დიდხანს იდგა კბოდესთან და ტკბებოდა მისი ყურებით. მერე ტაძარში შევედით. მსახურება მიდიოდა, რომელსაც აღასრულებდა არქიმანდრიტი ისე. ტაძარში არავინ იყო. მაღალი, გამხდარი, ფერმკრთალსახიანი ბერი მარტო გალობდა რომელიღაც ძველ მონასტრულ საგალობელს. ცოტა ხნის შემდეგ მოვიხედე: ინგლისელი ვერ დავლანდე. ალბათ გარეთ გავიდა-მეთქი. უეცრად ქვითინის მსგავსი ხმა მომესმა. სტუმარი ტიროდა, თვალებზე ხელები აეფარებინა და ბავშვივით ქვითინებდა. როცა მსახურება დამთავრდა და ტაძრიდან გამოვედით, მითხრა: - მე ხშირად ვნახულობ ლონდონის კაპელას, მაგრამ ეს ჩემთვის უფრო ტრადიციაა. ვყოფილვარ პაპის წირვაზე წმინდა პეტრეს ტაძარში. მოვლილი მაქვს მთელი ევროპა. ვყოფილვარ ბალკანეთის მონასტრებში, მაგრამ არსად განმიცდია ისეთი რამ, რაც აქ, ამ ნახევრადდანგრეულ, უბრალო ტაძარში. აქ მე თვალნათლივ დავინახე, რა არის სიწმინდეო.

თბილისის გზას მდუმარე და დაფიქრებული დაადგა. შევთავაზე სხვა ადგილის მონახულებაც. იუარა: - ჩემთვის უკვე საკმარისიაო.

იგივე ქალბატონი მომითხრობდა: "პატრიარქი კალისტრატე დიდხანს იყო შინაპატიმრობაში, მხოლოდ სიონის ტაძარში მსახურებისთვის შესვლის ნება ჰქონდა. ეპისკოპოსებს, მღვდლებს და მნახველებს კანცელარიაში იღებდა. მან გამოიარა ყველა უბედურება იმ საშინელი წლებისა. ქალიშვილი დაუჭირეს და გადაუსახლეს, მან კი მისი დახმარება ვერ შეძლო. მაგრამ მე მინახავს ამ ზნეობრივი სატანჯველებისას როგორ იცვალა ფერი მისმა სულმა: სხვა კაცი ავიდა პატრიარქის საყდარზე და სხვანაირი, სულიერად განბრწყინვებული მამა ჩავიდა საფლავში. ერთმა ჩეკისტმა აღიარა მის წინაშე, - უწმინდესო, ჩვენ ვებრძვით ეკლესიას, მაგრამ თქვენ გვიყვარხართო".

ქუთაისელმა დიაკონმა ამბროსიმ, რომელიც ჯერ სიონის ტაძარში მსახურობდა, მერე კი ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში, გადასახლებიდან დაბრუნებულმა და ნატანჯმა შეხვედრისას პატრიარქ კალისტრატეს ჰკითხა: "როგორ შეგეძლოთ გაჩუმება, როცა იცოდით, სად ვიყავით და რას გვიშვრებოდნენო". პატრიარქი ჩემს წინ მუხლებზე დაემხო და მითხრა: "მაპატიე".

ვერც წარმოვიდგენდი, - ამბობდა მამა ამბროსი, - რომ პატრიარქი ასეთი უუფლებო პატიმარი იქნებოდა, ტუსაღი, ოღონდ გისოსებისა და მავთულხლართების გარეშე, - და დაუმატა: - ის წამება, რომელიც გამოვიარე, დამავიწყდა. მაგრამ გახსენება იმისა, რომ პატრიარქმა თავმდაბლად მუხლი მოიდრიკა ჩემ წინაშე, აქამდე მიწვავს გულსო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat