დაპატიმრებულებს მძარცველთაგან საეკლესიო სიწმინდეთა გადამალვაც დანაშაულად ჩაუთვალეს
დაპატიმრებულებს მძარცველთაგან საეკლესიო სიწმინდეთა გადამალვაც დანაშაულად ჩაუთვალეს
ხანგრძლივი და ეკლიანი გზა განვლო და ათასგვარ დევნა-შევიწროებას გაუძლო ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ. საუკუნეთა განმავლობაში ცდილობდნენ მის მოსპობას მაჰმადიანი დამპყრობლები, ამპარტავნებითა და ცბიერებით ეპყრობოდნენ ბიზანტიელები, გაჭირვების დროსაც კი ზურგს აქცევდნენ კათოლიკეები, დამოუკიდებლობას ართმევდნენ და ქართულ წირვა-ლოცვას უკრძალავდნენ ერთმორწმუნე რუსები. ყველაზე დიდი განსაცდელი კი მას XX საუკუნეში დაემუქრა, როცა დედაეკლესიას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა "ჩრდილოური", ათეისტური, იდეოლოგიით დაბრმავებულმა ქართველებმა გამოუცხადეს.

ბოლშევიკური ხელისუფლება მოსვლისთანავე გააფთრებით შეუდგა ეკლესიასთან ბრძოლას. ეს ბრძოლა 31-ე არმიის მიერ იძულებით გასაბჭოებულ საქართველოშიც გაჩაღდა. უკვე 1921 წლის აპრილში ძალაში შევიდა დადგენილება "სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისგან სკოლების გამოყოფის შესახებ". მისი ძალით ეკლესიას იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთვა. დაიწყო სასულიერო პირთა დევნა ეკლესიისაგან მათი ჩამოშორების მიზნით. ვის დამორჩილებასაც დაშინებითა და შევიწროებით ვერ ახერხებდნენ, მოგონილი ბრალდებებით აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა მითითებით კომკავშირელი აქტივისტები არბევდნენ და ძარცვავდნენ მრავალსაუკუნოვან ქართულ ტაძრებს. "ახალი ცხოვრების" მაშენებელთა თვალში ეკლესიიდან ჯვრის ჩამოხსნა და ხატების განადგურება ვაჟკაცობისა და რევოლუციისადმი ერთგულების საუკეთესო გამოხატვად იქცა. საქართველოში შეიქმნა ე.წ. "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი", რომლის მიზანი მისი დასახელებიდანაც კარგად ჩანს. ხელისუფლება მხარს დაუფარავად უჭერდა არეულ დროში სასულიერო წრეებში გაჩენილ "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფს და მისი საშუალებით ქართულ ეკლესიაში განხეთქილების შეტანა მოახერხა.

რამდენიმე ღირსეულმა სასულიერო მოღვაწემ ზიდა ამ საზარელ ეპოქაში დევნილი ეკლესიის მწყემსმთავრის მძიმე და საპატიო ჯვარი. მათ შორის იყო უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, რომელსაც 1932-1952 წლებში არგუნა უფალმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელობა.

კალისტრატე ცინცაძე 1866 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისისა და თბილისის სასულიერო სასწავლებლებში. როგორც იმ ეპოქის მრავალმა გამოჩენილმა ქართველმა სასულიერო მოღვაწემ, მანაც კიევის სასულიერო აკადემია დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის წოდებით და 1892 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ერთი წლის შემდეგ მღვდლად ეკურთხა და დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამ წლებში იგი თბილისის ქართულ გიმნაზიაში საღვთო რჯულსაც ასწავლიდა. იყო სამღვდელოების წარმომადგენელი თბილისის ქალაქის საბჭოში, "დაბადების" ქართული ტექსტის შემსწორებელი კომისიის წევრი. 1903 წელს მამა კალისტრატე ქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და დეკანოზობა მიანიჭეს.

მამა კალისტრატე თავიდანვე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლ მღვდელმთავართა და მამულიშვილთა რიგებში იდგა. ამ პრობლემის ისტორიულ და იურიდიულ მხარეს ეძღვნებოდა მისი არაერთი მეცნიერული ნაშრომი, რომლებიც ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდებოდა. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, მამა კალისტრატე საქართველოს ეკლესიის დროებითი მართვა-გამგეობის კომიტეტის წევრი გახდა. მისი შედგენილი იყო წერილები, რომლებითაც ქართველი სამღვდელოება მიმართავდა რუსეთისა და მსოფლიოს პატრიარქებს სამართლიანობის აღდგენის თხოვნით. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე მონაწილეობდა რუსეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებთან პეტერბურგში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით. სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს ჩამოყალიბების შემდეგ კალისტრატე ცინცაძე მისი წევრი გახდა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის პირველ თვეებში კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქუთაისში იმყოფებოდა. საკათალიკოსო საბჭოს დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე თავმჯდომარეობდა და სწორედ მას მოუწია, პირველი შეხვედროდა თბილისში შემოსულ საოკუპაციო ხელისუფლებას.

1923 წელს კალისტრატე ცინცაძე საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან და კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასთან ერთად დააპატიმრეს. ამის მიზეზი კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი მიწერილი წერილი გახდა, რომლითაც იგი მსოფლიო საზოგადოების წინაშე ამხელდა კომუნისტური ხელისუფლების სისასტიკესა და არაჰუმანურობას. დაპატიმრებულებს მძარცველთაგან საეკლესიო სიწმინდეთა გადამალვაც დანაშაულად ჩაუთვალეს და სხვადასხვა ვადით სასჯელის მეტეხის ციხეში მოხდა მიუსაჯეს. მაგრამ ხალხის თავისუფლებისა და კეთილდღეობის ლოზუნგით მოსული ხელისუფლება მსოფლიოს თვალში თავისი ავტორიტეტის შელახვას მოერიდა და ქართველი მღვდელმთავრები ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

პატიმრობამ ძალიან შეარყია კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ჯანმრთელობა. თავის მომავალ მემკვიდრედ მან კალისტრატე ცინცაძე აირჩია. 1925 წელს საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ნინოწმინდის ეპისკოპოსად აკურთხეს. "დიდია დღეს შენგან მიღებული ღირსება და პატივი, მაგრამ კიდევ უფრო დიდია ის იწროება, შრომა, ვაება და წყენა, რომელიც შენ მოგელის. აქ საჭიროა მოთმინებით ატანა ყველა იმისა, რაც ეკლესიის კეთილდღეობისათვის შეგხვდება ცხოვრებაში, რამდენადაც ამაღლდები, იმდენად უფრო მეტად უნდა დამდაბლდე. აქ არის ნამდვილი სულიერი სიმაღლე", - ასეთი სიტყვებით დაუმოძღვრავს იგი უწმინდესსა და უნეტარეს ამბროსის. იმავე დღეს ეპისკოპოს კალისტრატეს მიტროპოლიტობა მიენიჭა და კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მესაყდრედ დაინიშნა. მას თავსაბურავზე ჯვრის ტარების უფლება მიეცა და მღვდელმთავართა შორის უპირატესად გამოცხადდა.

კათოლიკოსის მემკვიდრედ კალისტრატე ცინცაძის გამორჩევას იმედით შეხვდა ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც სამშობლო, თავისუფლება და სარწმუნოება ლიტონი სიტყვები არ იყო. "ვისურვებ, რომ ჩვენს ეკლესიას და სამშობლოს მრავლად მოვლენოდნენ თქვენისთანა ღვთივ-გამობრძმედილნი და მადლმოსილი მღვდელმთავარნი", - მიუმართავს მამა კალისტრატესათვის ნესტორ შავდიას.

მაგრამ მიტროპოლიტ კალისტრატეს მომავალ კათოლიკოსად წარმოჩინება მიუღებელი იყო "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის წევრთათვის. უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსის, მძიმე ავადმყოფობის დროს უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსა და "რეფორმატორებს" შორის. რადგან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი მიტროპოლიტ კალისტრატეს პიროვნება გახდა, მან უარი თქვა კათოლიკოსის თანამოსაყდრის თანამდებობაზე. "რეფორმატორებმა" უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იძულებული გახადეს გადამდგარიყო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად მიტროპოლიტი ქრისტეფორე დაადგინეს. კალისტრატე ცინცაძე ნინოწმინდის ეპარქიის მმართველობიდან გადააყენეს და რიგითი სასულიერო პირის მოვალეობის შემსრულებლად დატოვეს ქაშვეთის ეკლესიაში. მიუხედავად ამისა მეუფე კალისტრატე მაინც ყველაზე გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა ქართველ მღვდელმთავართა შორის. მას მტკიცე და პრინციპული ადამიანის სახელი ჰქონდა და მისი სიტყვა ნებისმიერ რელიგიურ თუ სხვა საჭირბოროტო საკითხზე ყველაზე ავტორიტეტული იყო. ამიტომაც 1927 წელს მას მანგლისის ეპარქია ჩააბარეს.

1932 წელს გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III. ახალი მწყემსმთავრის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მანგლელი მიტროპოლიტის, კალისტრატეს, უპირატესობა სხვა მღვდელმთავრებთან, რომ საბოლოო არჩევანი მასზე შეჩერდა. 1932 წლის ივნისში საქართველოს მე-6 საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კალისტრატე ცინცაძე აირჩია. მისი აღსაყდრება სვეტიცხოველში მოხდა.

უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიბარა უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ საქართველოს ეკლესია. 15 ეპარქიიდან მოქმედი მხოლოდ ხუთიღა იყო. ბოლშევიკების მმართველობის შედეგად დაიხურა 1500-ზე მეტი ეკლესია, მოქმედებდა მხოლოდ 29 ეკლესია, რომლებშიც მოღვაწეობდა 5 მღვდელმთავარი, 41 მღვდელი, 2 პროტოდიაკონი და 3 მედავითნე.

აქედან დაიწყო უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ოცწლიანი ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლებისაგან ქართული ეკლესიის გადასარჩენად. ბრძენ და შორსმჭვრეტელ მწყემსმთავარს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო პროგრამა ჰქონდა: უნდა შეეჩერებინა ეკლესია-მონასტრების ძარცვა-რბევისა და დახურვის პროცესი; უნდა მიეღწია საბჭოთა საკანონმდებლო ორგანოების მიერ ეკლესიისათვის დაწესებული საგადასახადო პირობების შემსუბუქებისათვის; უნდა ეზრუნა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათაგან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის. ყველაფერი ეს შეუძლებლად ჩანდა იმ პერიოდში, როცა მოსკოვიდან მიხა ცხაკაია პირდაპირ მიუთითებდა: "მთელი ძალ-ღონით სისტემატურად და მეცნიერულად უნდა ვებრძოლოთ რელიგიას".

საკუთარ უძლეველობაში დარწმუნებულ ხელისუფლების მოხელეებთან ბრძოლაში უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს იარაღს მხოლოდ სიმართლით ანთებული სიტყვა წარმოადგენდა. წერილს წერილზე აგზავნიდა იგი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახელისუფლებო ორგანოებში და მოითხოვდა მათგან ეკლესიისადმი მტრული დამოკიდებულების შეცვლას. ფილიპე მახარაძის, ლავრენტი ბერიასა და კანდიდ ჩარკვიანისადმი არაერთხელ გაგზავნილი მძაფრი პროტესტის წერილებით მან მოახერხა დახურვისა და დანგრევისაგან გადაერჩინა სვეტიცხოვლის, სიონის, ქაშვეთის, მეტეხის, გელათის, ალავერდის, ნიკორწმინდის ტაძრები.

1941 წელში გერმანიის თავდასხმამ საგრძნობლად შეცვალა ეკლესიისადმი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირში. როგორც კი კომუნისტურმა ხელისუფლებამ დამარცხების საფრთხე იგრძნო, მაშინვე თავდამსხმელებთან საბრძოლველად მთელი ხალხის მობილიზება გადაწყვიტა. ამ მიზნისათვის კი ეკლესიის უდიდესი მნიშვნელობა გაიხსენა. სწორედ ეს გახდა რელიგიის დევნის შესუსტების მიზეზი. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ზუსტად ჩაწვდა შეცვლილ ვითარებას და საქართველოს ეკლესიის სასარგებლოდ გამოიყენა. სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მან არაერთხელ დაგმო ომის გამჩაღებლები, ხოლო 1941 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაგზავნილ წერილში ეკლესიისა და მრევლის სახელით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა აღუთქვა ხელისუფლებას. მებრძოლთა დასახმარებლად საქართველოს ეკლესია თავისი მცირე შემოსავლით იძენდა სახელმწიფო ობლიგაციებსა და ლატარიის ბილეთებს. სამღვდელოება მრევლში აგროვებდა თბილ ტანსაცმელსა და სურსათს და ჯარისკაცებს უგზავნიდნენ. ამის პასუხად საქართველოს კათოლიკოსმა მოსკოვიდან იოსებ სტალინის მადლობის დეპეშა მიიღო. "დიდი ბელადის" დეპეშამ უდიდესი როლი შეასრულა ქართული ეკლესიის მომავლისათვის. დროებით შეწყდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სასულიერო პირთა დევნა, მოხერხდა მანამდე დახურული რამდენიმე ეკლესიის ამოქმედება. საბჭოთა კავშირის საერო ხელისუფლების მიერ ქართული ეკლესიის აღიარებას მოჰყვა რუსეთის წმინდა სინოდის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე მიიწვიეს რუსეთის პატრიარქ ალექსი I-ის აღსაყდრების ცერემონიაზე.

ომის დამთავრების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ზრუნვით მოხერხდა გადასახლებიდან რამდენიმე რეპრესირებული სამღვდელო პირის დახსნა. მისი დაუღალავი მოღვაწეობის შედეგი იყო ალავერდის, ხონის, საგარეჯოს, ორბეთის, სოხუმის, გუდაუთისა და ატოცის ეკლესიათა გახსნა. კათოლიკოსი გამუდმებით აყენებდა ტაძრებიდან მუზეუმებში გადატანილ საეკლესიო სიწმინდეთა დაბრუნების საკითხს, მოითხოვდა ეკლესიებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფას. მისი მოთხოვნები თანდათან უფრო მკაცრი ხდებოდა. 1949 წელს მან სიონთან ახლოს საპატრიარქო რეზიდენციის აგების ნებართვის მიღებას მიაღწია. დაიბეჭდა "საქართველოს ეკლესიის კალენდარი" და სხვა სასულიერო ლიტერატურა.

1948 წელს უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე მიწვეული იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 500 წლისადმი მიძღვნილ ზეიმზე. იგი მოსკოვის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ აკადემიის საპატიო წევრად აირჩია, გახდა საბჭოთა კავშირის მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე 1952 წელს გარდაიცვალა. იგი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. უდიდესი პიროვნული მომხიბვლელობისა და ღრმა ინტელექტის მქონე უსპეტაკესი მწყემსმთავრის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიას ქართველ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეთა გარდა რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან და ანტიოქიიდან ჩამოსული მაღალი რანგის მღვდელმთავრები ესწრებოდნენ.

მოამზადა
ერეკლე ბიბიჩაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat