მეუფე მელქისედეკმა მღვდელმონაზვნად აღმკვეცა და მითხრა: - აჰა, მღვდელი კი ხარ, მაგრამ სად დაგნიშნო? ადექი და მოციქულებივით იქადაგე და იმოღვაწე სოფელ-სოფელო...
მეუფე მელქისედეკმა მღვდელმონაზვნად აღმკვეცა და მითხრა: - აჰა, მღვდელი კი ხარ, მაგრამ სად დაგნიშნო? ადექი და მოციქულებივით იქადაგე და იმოღვაწე სოფელ-სოფელო...
ალბათ გახსოვთ ჩვენს ჟურნალში დაბეჭდილი თეკლათის დედათა მონასტრის იღუმენია ელეონორა დადიანის შთამომავლის, ბატონ პაატა ქურდოვანიძის მოგონებები თავის დიდ ბებიაზე. წერილმა თქვენი დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბატონი პაატა ამჯერად ხსენებული მონასტრის არქიმანდრიტის, უდიდესი ქართველი ხუცესის, მრავალჭირნანახი კონსტანტინე ქვარაიას შესახებ გვიამბობს.

აქვე დავძენთ, რომ მამა კონსტანტინე გახლდათ ერთადერთი, ვინც იმ საშინელ დროს ქართველი ბერისგან აღიკვეცა, ქართველი კურთხევის მფლობელი იყო და ეს კურთხევა მისი მეოხებით სხვა ქართველ ბერებსაც გადაეცა.

პაატა ქურდოვანიძე
(30.10.1902-6.11.1989):

- მას შემდეგ, რაც ცნობიერება გამიჩნდა, ვინ მოთვლის, რამდენჯერ მსმენია მამა კონსტანტინეს სახელი. უფროსები მას მუდამ დიდი სიყვარულით ახსენებდნენ, ჩვენი თაობა კი რიდითა და პატივისცემით მოიგონებს. კონსტანტინე ბერის ცხოვრება ჭეშმარიტი ქრისტიანული ზნეობის ნათელი მაგალითია. უთუოდ ლეგენდად დარჩება მისი მართალი გულის უბრალოება, მაცხოვრის მხურვალე სიყვარული და სარწმუნოებისთვის თავდადება.

"მამა კონსტანტინეო" - იტყოდნენ და ფიქრით დედათა მონასტრისკენ გაიწევდი - ეკის მთის ულამაზესი სანახებისკენ, სარწმუნოებრივი სიმტკიცის იმ დიდი სავანისკენ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უხუცესი მწყემსი კეთილი ერისა და მრევლის სულიერ ცხოვრებას რომ ავედრებდა უფალს.

მონასტრის ეზო, ტაძრის იდუმალება და სიმშვიდე - გარემო, სადაც თითქმის ნახევარი საუკუნე ფეხმოუცვლელად იცხოვრა, იღვაწა და აღესრულა ეს საოცარი ბიოგრაფიის ადამიანი...

წლების გადასახედიდან, ვერ ვიგონებ მამა კონსტანტინეს ვერც მონასტრის ეზოში, ვერც რომელიმე მონაზვნის სენაკთან, ქალაქში ჩამოსული ხომ არასოდეს მინახავს. მისი სახე მხოლოდ ტაძარში, ამბიონზე მდგარი შემიძლია გავიხსენო.

პირხმელი კაცი იყო, ტკბილად მოუბარი, მშვიდი, აუღელვებელი, ფუჭსიტყვაობა რომ არ უყვარდა, ისეთი. ლამაზი, ძველსურნელოვანი ქართულით მეტყველებდა, ხშირად მომისმენია მისი მეგრული ბაასიც. კილო გამორჩეულად სხვანაირი ჰქონდა - რბილი წამღერებული. შესანიშნავად ფლობდა რუსულს.

შავი, მეტყველი თვალები - მოსიყვარულე გამოხედვით. გრძელი, თხელი თითები ჰქონდა. იშვიათად იცინოდა, მაგრამ მოღუშულიც არასოდეს მინახავს. ხალვათად ჩაცმულს ვერ იხილავდით.

თვალწინ მიდგას ამბიონზე მდგარი, სახარების სასოებით მკითხველი, ლამაზად მგალობელი, დედებთან ხმადაბლა მოსაუბრე, მედავითნის დაუზარებელი მრჩეველი.

წელთა სიმძიმე თანდათან დაეტყო. სტუდენტობა რომ მოვილიე, კარგა ხნის უნახავი მყავდა. მოტეხილი მეჩვენა. თვალისჩინიც დაჰკლებოდა, მისი ასკეტური სხეული, თითქოსდა, ზეზეურად დამშრალიყო, სულმთლად გათეთრებულს მხრებიც ჩამოშვებოდა...

ვინ მოთვლის, რამდენი ღამე უთენებია გულმხურვალე ლოცვაში, რამდენი ცრემლი უღვრია ხატთა წინაშე ერის რელიგიური და ზნეობრივი ცხოვრების დონის დაკნინების გამო, რამდენჯერ უთავცემია და, საკუთარი თავისადმი უშეღავათოსა და ასკეტის მკაცრი წესით მცხოვრებს, რამდენი ლოცვა-ვედრება აღუვლენია მაცხოვრის წინაშე სხვათათვის შენდობის თხოვნით. მისთვის ნათელი იყო ის ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ უფალს, რომელიც უტკბესი მადლით განამდიდრებს და აღავსებს მისდამი მსასოებელთ, ძალუძს ხსნა განსაცდელისგან.

კონსტანტინე ბერს, ამ დიდებულ მოძღვარს, დიახაც, ჰქონდა უფლება, თავი არა მარტო მრევლის, არამედ ქალაქისა და კუთხის სულიერ წინამძღოლად წარედგინა, მაგრამ საკუთარ პიროვნებას არასოდეს აძლევდა ამის უფლებას. მისგან შორს იყო ამპარტავნება, პირადული თხოვნით იშვიათად თუ შეუწუხებია ვინმე, მით უმეტეს - ხელისუფლების წარმომადგენლები. მისი ცხოვრების ყოველი დღე ცისკრის ლოცვით იწყებოდა და გვიან ღამით ლოცვითვე მთავრდებოდა. ასე თითქმის ნახევარი საუკუნე განვლო თეკლათის დედათა მონასტერში.

როგორც ამ ღირსი მამის ბიოგრაფიიდან ირკვევა, 1921 წელს ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 19 წლის ყმაწვილი, ბერად შედგომის გაუნელებელი სურვილით წავიდა წარჩე-მუხურის მამათა მონასტერში და იმ დღიდან მოყოლებული მთელი კომუნისტური მმართველობის 70-წლიანი ეპოქა ქრისტეს სიყვარულით გულანთებულმა იმსახურა და იღვაწა ქართულ ეკლესიაში.

ლოცავდა და მოძღვრავდა ერს, ნათლავდა ბავშვებს, აზიარებდა მრევლს, წირვა-ლოცვის მადლით ზრდიდა ახალგაზრდა მღვდელმსახურთ და ასე ატარებდა ამ წუთისოფლის მძიმე ტვირთს. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენი გაჭირვება უნდა გადაეტანა ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების იდეოლოგთა მიერ მოწყობილი ათასნაირი წინააღმდეგობის გამო. მისი შეგნებული ცხოვრება ხომ ქრისტიანული ეკლესიის არნახული დევნის თანმხვედრად წარიმართა და მართლაცდა იობისებური მოთმინება უნდა გამოეჩინა, რომ ყოველივე დაეძლია...

დიდად აფასებდნენ კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი მამა კონსტანტინეს. ჩემს ხელთაა მისი არქივიდან გადარჩენილი რამდენიმე დოკუმენტი, ნათელი დადასტურება მისდამი, როგორც მოძღვრისა და ჭეშმარიტი ქრისტიანისადმი, პატივისცემისა.

მის მაღალღირსებას - არქიმანდრიტ კონსტანტინეს სულიერი სიყვარულით მოიკითხავდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი, უწმინდესნი და უნეტარესნი: ეფრემ II, დავით V, ილია II - ულოცავდნენ შობა-ახალ წელს, აღდგომასა და სხვა ქრისტიანულ დღესასწაულებს.

გამორჩეულად მინდა გამოვყო უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის 1961 წლის ერთი პირადი ბარათი:

"მამაო კონსტანტინე, ცხონდით, იდღეგრძელეთ!

...ბ-ნი დავითი (მამა დავით ფიფია - პ.ქ.) მობრძანდა ჩემთან... პირველი ნახვითა და შეხედვით ფრიად მოსაწონია, შემდეგ რა იქნება, ვნახავთ... თუმცა ისეთ სერიოზულ წლებშია, რომ შემდეგშიც კარგი მოქალაქე იქნება.

თუ შენ მოჰკიდებ ხელს, მოამზადებ და ღვთის წინაშე იტყვი სიტყვას, რომ საეკლესიო-საღვთისმსახურო ცოდნა აქვს და ღირსია ხელდასხმისა, მე მაშინ ვაკურთხებ. სხვანაირად საქმისათვის და თვით პიროვნებისათვის საზარალო იქნება, ხოლო სჯულისა და სარწმუნოებისათვის კი აბუჩად აგდება, რომლისაგანაც ღმერთმან დაგვიფაროს. დებს ლოცვა-კურთხევა.

+კ.პ. ეფრემ II


თბილისი, 1961.9.30, საპატრიარქო"

მამა კონსტანტინეს ხშირად უხდებოდა მღვდელმსახურება ჯიხეთის დედათა მონასტერშიც, ვინაიდან ამ სავანეს საკუთარი მწირველი ბერი დიდხანს არ ჰყავდა. მონაზვნები ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდებოდნენ მის გამოჩენას. ჯიხეთის დედათა მონასტრის სულიერი შეჭირვების გამო შეწუხებული ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი ეფრემი 1958 წლის ერთ პირად წერილში მამა კონსტანტინეს იქ აბრძანებას და ღვთისმსახურების ჩატარებას სთხოვს. შემდგომ წლებში უკვე მიტროპოლიტი რომანოზი ზრუნავს მათზე.

ის რამდენიმე ბარათი, რომელნიც 70-იან წლებში ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს (პეტრიაშვილი) აქვს მოწერილი, ნათელი დასტურია ამ ორი მხცოვანი ღვთისმსახურის სულიერი ძმობისა.

გულწრფელი სიყვარულითა და პატივისცემით აღსავსე ბარათებს მრავალნი უგზავნიან მამა კონსტანტინეს, მათ შორის - რუსებიც. ხშირად ეხმიანება ბათუმიდან არქიმანდრიტი სიმეონი (ასტანოვი) და გამუდმებით სთხოვს ლოცვაში მოხსენიებას. სასოებით მოიკითხავენ ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი, ალავერდის ტაძრის იღუმენი პართენი. გთავაზობთ კიდევ ერთ ბარათს, რომელიც იღუმენ პართენს (აფციაური) ეკუთვნის.

ღირს მამა პართენს შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის გამოგზავნილ მისალოც ბარათზე კანონიკური ტექსტის შემდგომ ასეთი მინაწერი გაუკეთებია:

"მაღალღირსო მამაო არქიმანდრიტო!

როგორ ბრძანდებით თქვენ თქვენი კრებულით? იმედია, რომ უფალი კარგად გამყოფებთ და ჩემს უღირსებასაც ნუ დაივიწყებთ, ღვთის გულისათვის, თქვენს წმიდა წირვა-ლოცვაში. "მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები". ნეტავ ჩემსავით ხომ არ მოხუცდით და მოუძლურდით? მე ჩემს თავს ვეტყვი ხოლმე "წასვლა სჯობს წამავალისა, არ დაყოვნება ხანისა"-მეთქი. კარგად ბრძანდებოდეთ.

ალავერდის მონასტრის უღირსი იღუმენი პართენი (აფციაური)

1974/75 წ. ხორციელად შობა ქრისტესი"


90 წელს მიტანებული მამა კონსტანტინე 1989 წლის 6 ნოემბერს აღესრულა და ხუთი დღის შემდეგ თეკლათის დედათა მონასტრის ტაძარში დაკრძალეს. იმ ტაძარში, სადაც ათწლეულების განმავლობაში კეთილად აღასრულებდა უფლისადმი უსისხლო მსხვერპლშეწირვას. ნეტარხსენებულმა მოძღვარმა მიიძინა საუკუნო ძილით და დაგვიტოვა შთამაგონებელი მაგალითი იმ ჭეშმარიტებისა, რომ სულის ცხონება მარტო ლოცვით არ მოიპოვება, რომ სულიერება სამშობლოს სიყვარულსაც მოიცავს, მისთვის ყოველდღიური გარჯა, შრომა, სწავლა, თავდადება და ამქვეყნიური ჯვარცმაა საჭირო...

დასაფლავების დღეს მამა კონსტანტინეს დამაშვრალ სხეულს იოანე ბერი საგანგებო შესხმით გამოეთხოვა. ნეტარხსენებულმა მეუფემ ამ სიტყვის ერთი ეგზემპლარი მეც მისახსოვრა და ვგონებ, მეტი არც უნდა იყოს შემორჩენილი:

"სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!

ქრისტეს მიერ საყვარელნო!

დღეს ძალმან სულიერისა სიყვარულისამან მოგვიყვანა ჩვენ საქართველოს მრავალი კუთხიდან და შეგვკრიბნა ამ წმიდა ტაძარში, რათა ხორციელად უკანასკნელად ვიხილოთ და ლოცვით მივაბაროთ თეკლათის დედათა მონასტრის ღვთივ-კურთხეულ მიწას ამ სავანეში ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დიდად-მოღვაწის, წმიდად მლოცველისა და მცხოვრებელის, მამა არქიმანდრიტ კონსტანტინეს სხეული. დღეს ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ მოძღვარს, ამ სავანეში ჩვენთვისა და მრავალთათვის მლოცველსა და მავედრებელს ღვთისადმი. ახლა სხეულით მკვდარია იგი და უძრავად წევს ხორციელთათვის ეგზომ საზარელ კუბოში; ახლა უთქმელად გვთხოვს, რათა ჩვენც ვილოცოთ მისთვის და უფალს შევავედროთ მონაზვნური მოღვაწეობით დამაშვრალი მისი სული; ახლა ანგელოზნი ნათლისანი ჩვენი ხორციელი თვალებისაგან უხილავად დაფრინავენ ამ წმიდა ტაძარში და იშვებენ სულიერითა სიხარულითა, გვხედავენ რა ერთი სულითა და ერთი გულით ესოდენსა სიმრავლესა სასულიეროთა და ერისკაცთასა, მლოცველთა და მავედრებელთა ჩვენი საყვარელი მოძღვრის სულით განათლებისათვის; ახლა მამა არქიმანდრიტ კონსტანტინეს სული ბუნებრივისა მწუხარებისაგან განთავისუფლდება და მსუბუქად აღიწევის ზეცას მისთა წამყვანთა ანგელოზთა თანა და ვერას აკლებენ მას ბოროტნი ეშმანი.

KARIBCHEსიკვდილი მართლისათვის ცხონება არის და გარდაცვალება მიწიურთა ტანჯვათაგან ზეციურ ნეტარებაში. გვწამს ეს და გვიხარის მამა კონსტანტინესათვის, რადგანაც მართალი იყო იგი; მაგრამ შავნაღველი საყვარელი მოძღვრისაგან განშორების გამო არა გვშორდება და შეაიწრებს სულსა ჩვენსა. წავიდა ჩვენგან ჩვენი კეთილი მოძღვარი, ძველი თაობის წარმომადგენელი, საქართველოს ეკლესიის ყველაზე უხუცესი მონაზონი და მღვდელმსახური. მან თავისი ნებით აირჩია ცხოვრების იწრო, ნარეკლიანი გზა და განვლო მოთმინებითა და რუდუნებით...

ერთხელ მითხრა წმიდა ღიმილით: "მძიმეა ბერობის უღელი, მაგრამ სანატრელიაო", - იგი თავად იყო ამ სიტყვების განმცდელ-აღმასრულებელი. როგორც მისგანვე და მისი ცხოვრება-მოღვაწეობის მცოდნეთაგან მსმენია, მას ბავშვობიდანვე იტაცებდა მონაზვნური, იგივე ბერული მოღვაწეობა. იმდენად ძლიერ უყვარდა მონასტრული ცხოვრება, რომ ჯერ კიდევ ბავშვი გაპარულა სახლიდან და ბედიის მონასტერში მისულა სამორჩილოდ. მაშინ იგი ერთი ხანობა შეუფარებია ნეტარხსენებულ მონაზონ ზოილეს (დვალიშვილი), მაგრამ მერე მამამისს უკანვე წაუყვანია. ამის შემდეგ გასულა რამდენიმე წელიწადი და 19 წლის კონსტანტინე მორჩილად შესულა წმ. ანდრია პირველწოდებულის წარჩე-მუხურის მამათა მონასტერში არქიმანდრიტ ლუკას (ნადარეიშვილი) წინამძღვრობის ჟამს, - 1921 წელს, - რომლის ხელითაც 1926 წელს აღკვეცილა ბერად. მორწმუნენო, გაამახვილეთ ყურადღება თარიღებზე! - მას ისე ძლიერ სწყუროდა ბერული მოღვაწეობა, არ შეუშინდა ურწმუნოთა მიერ ჩვენს ეკლესიაზე დატეხილ საშინელებებს და იმ დროს, როცა ათასობით ეკლესია-მონასტრებს ჰკეტავდნენ, ანგრევდნენ, ხოლო ბერ-მონაზვნებსა და სამღვდელოებას უმეტესწილად თითქმის სრულიად უსამართლოდ სდევნიდნენ და ავიწროებდნენ, ატყვევებდნენ, ხვრეტდნენ, ცილისწამებათა გზით სახელს უტეხდნენ და სხვა მრავალი, იგი ზუსტად იმ დროს შეუდგა ჯერ მონასტრულ მორჩილებასა და მერე კი ბერობას.

1930 წელს მონასტერი დაკეტეს უღვთოებმა და კონსტანტინე ბერი იძულებული გახდა სოფელ ორსანტიაში ეცხოვრა, დედასთან, ვიდრე 1935 წლამდე, და იქ ემოღვაწევა ძალისაებრ მისისა. მონასტრის დაკეტვა რამდენიმე წლის წინ ასე გაიხსენა მამა კონსტანტინემ: "იმ დღეს მე, როგორც მორჩილმა და ყველაზე ახალგაზრდამ, ტომრით სიმინდი წავიღე წისქვილში დასაფქვავადო. როცა დავბრუნდი, მონასტერი დარბეული დამხვდა - კომკავშირელებს ტაძარი წაუბილწავთ, ხატ-ჯვრები დაუმტვრევიათ, სენაკებიდან ყველაფერი წაუღიათ, ხოლო ბერები ძალად დაუკრეჭიათ. ღმერთმა ალბათ ჩემი მორჩილების გამო მიპატივა და მე დავრჩიო წვეროსანი...", - მითხრა სულიერი სიხარულით, ხოლო იმ ბარბაროსობისა კი წყენით გამხსენებელმა მამა კონსტანტინემ.

1935 წლის მარტში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა მელქისედეკმა (ფხალაძე, შემდგომში - კათოლიკოს-პატრიარქი) ბერი კონსტანტინე სოხუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში აკურთხა იეროდიაკონად, ხოლო მეორე დღეს კი - მღვდელმონაზვნად. ,,არეული დრო იყოვო, - მითხრა მ. კონსტანტინემ, - მღვდელმონაზვნად კი მაკურთხა მიტროპოლიტმა მელქისედეკმა, მაგრამ არც ერთ ეკლესიასა თუ მონასტერში არ განვუწესებივარო, რადგანაც თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი - დაკეტილი, მრავალი კი დანგრეული იყო, ხოლო რაც დარჩენილი იყო, მათაც იგივე ბედი ელოდათო, ამიტომაც კურთხევის შემდეგ დამკიდა ჯვარი მიტროპოლიტმა და მითხრა - ,,აჰა, მღვდელი ხარ, სად დაგნიშნო, როცა არაა ამის საშუალება, წადი და მოციქულებივით იქადაგე და იმოღვაწევე სოფელ-სოფელო". წამოვედი სახლში, ხოლო ის ტაძარი ჩემი მღვდელმონაზვნად კურთხევის მეორე დღეს დაანგრიესო ურწმუნოებმა..."

აწ უკვე მღვდელმონაზონი კონსტანტინე კვლავ თავის სოფელში დაბრუნდა და იქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დროის ვითარების მიხედვით, ვიდრე 1947 წლამდე. არც შინ აყენებდნენ ბოროტი ძალები. როგორც თავადვე აქვს ჩემთან ნათქვამი, - წელი კი დამავიწყდა, მაგრამ თავის სოფელში ცხოვრება-მოღვაწეობის ჟამს იგი დაუტყვევებიათ და ზუგდიდის საპყრობილეში უმყოფებიათ რამდენიმე თვის განმავლობაში. "მოგონილი ბრალდებით დამიჭირეს, მაგრამ ნამდვილი მიზეზი კი ის იყო, რომ მე ჩემს ბერობასა და მღვდლობაზე უარს არ ვამბობდი, მაგრამ იქაც ღმერთი შემეწია და გამათავისუფლესო".

1947 წელს მღვდელმონაზონი კონსტანტინე სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლების ფერიცვალების ეკლესიაში მოღვაწეობდა მეორე მღვდლად არქიმანდრიტ ლუკას (ნადარეიშვილი) წინამძღვრობით, ვიდრე 1948 წლის ნოემბერში ის ეკლესიაც არ დაკეტეს უღვთოებმა.

იმ თვესვე კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა კონსტანტინე თეკლათის დედათა მონასტერში მღვდელმსახურად დანიშნა. იმჟამად ეს ტაძარიც დაკეტილი ყოფილა და მონაზვნები ერთ სენაკში ლოცულობდნენ ხოლმე. ეს ეპარქია მაშინ მიწერილი იყო ქუთაის-გაენათის ეპარქიაზე და მართავდა მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში - კათოლიკოს-პატრიარქი), რომლის ლოცვა-კურთხევითაც ამ ტაძარში ჯერ ღამღამობით, ჩუმად, ხოლო რაოდენსამე ხნის შემდეგ კი დღისით სწირავდა იგი, ოღონდ, პირველ ხანებში ტაძრის გვერდითა კარი მხოლოდ ნახევრადა ჰქონებიათ ღია და ისე შეფარვით ლოცულობდნენ.

1956 წელს მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე) მიერ მღ. მონ. კონსტანტინე ბათუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში იღუმენის პატივში იქმნა აღყვანილი, ხოლო 1961 წელს აწ უკვე კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში არქიმანდრიტად აკურთხეს. ხოლო შემდგომად რაოდენისამე წლისა იგი დაჯილდოებულ იქმნა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

1980 წელს არქიმ. კონსტანტინე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა გიორგის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

არქიმანდრიტი კონსტანტინე არ იყო ჯილდოთა მოყვარული და თუკი მაინც უარს არ აცხადებდა მათს მიღებაზე, ამას იგი ისევ და ისევ თავისი ბერული და სამღვდელო მორჩილების გამო იქმოდა და განაგრძობდა მოღვაწეობას ღვთისა და ქრისტეს მიერ მოყვასთადმი სიყვარულით.

მას საოცრად უყვარდა ღვთის ტაძარი და წირვა-ლოცვა. თავისი სიცოცხლის მეორე ნახევარში თითქმის მუდამ ავადმყოფობდა, მაგრამ არ ეპუებოდა სენს და თუკი ფეხზე დგომას შეიძლებდა, მაშინვე ტაძარს მიაშურებდა. ბევრჯერ ყოფილა, რომ მორწმუნე ერისკაცნი შუაღამისას ამოსულან მონასტერში მათი რაიმე გაჭირვების გამო სალოცავად და მამა კონსტანტინეს სენაკის ღრეჩოებიდან გამოსული ანთებული სანთლის სხივები უხილავთ და ჰსმენიათ წყნარი ხმა ლოცვისა. იგი ხომ არასგზით არ დააკლებდა წირვა-ლოცვის კანონს და სრულად აღასრულებდა მას. არ ერიდებოდა სიცხესა და სიცივეს. როცა ძლიერ მოხუცდა და ჯანიც საკმაოდ გაუტყდა, ზამთარში, ყინვისაგან გათოშილი მაინც იდგა საკურთხეველში, გაძვალტყავებულ, ნამოღვაწარ ხელებს ჯარისკაცულ მათარაში ჩასხმული ცხელი წყლით ითბობდა და ესრედ აღასრულებდა წირვა-ლოცვას ქრისტეს ჯარისკაცი. რამდენჯერ გამხდარა ცუდად წირვა-ლოცვის ჟამს და წაქცეულა, მერე დიდხანს მკურნალობდნენ, მაგრამ შეიძლებდა თუ არა წამოდგომას, კვლავ ღვთის ტაძარს მიაშურებდა.

რა საოცარი მორწმუნე იყო! ჭეშმარიტად, მასზედ იყო ამხდარი ქრისტეს სიტყვები, რომლითაც უფალი მოგვიწოდებდა ყოფნას მსგავსად ყრმათა.

არა მარტო სენი ებრძოდა მამა კონსტანტინეს, არამედ ბოროტი სატანაც და უფრო მეტადაც, რადგანაც შურდა მისი სიწმიდისა, რისთვისაც მრავალგვარ საფრთხეს უგებდა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა. ასე დაიცვა უფალმა იგი 1967 წელს, როდესაც ეკლესიურმა მეშფოთეებმა მოტყუებით ჩაიყვანეს მცხეთაში, ვითომცდა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემის დაბარებით, ნამდვილად კი ანტიეკლესიურ საქმეში გასარევად, მისი დიდი ავტორიტეტის გამოსაყენებლად ვითომცდა ქართული ეკლესიის სასიკეთოდ, ნამდვილად კი ეკლესიის მართლმადიდებლური გზიდან გადასაგდებად და მწვალებლობის გასამარჯვებლად. მაშინ, იხილა რა ბოროტი კრებული მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში, ილტვოდა მათგან, ვითარცა სულის წარმწყმედელ მგელთაგან. მსგავს მაგალითთა მოყვანა მრავლად შეიძლება.

ბოლო სამ წელს მთლად დაუძლურდა სხეულით, ძლივს, სხვათა დახმარებით გამოდიოდა თავისი ბერული სენაკიდან, ტაძარში საოცარი სიხარულით შევიდოდა, შეიმოსებოდა საწირავი შესამოსელით. ცოტა ხანს იდგა ფეხზე, მერე ძალა ელეოდა, მჯდომარეღა ისმენდა, ხოლო თანამწირველი მღვდელი კი განაგრძობდა და განასრულებდა წირვას. ბოლოს აღარც სხვათა დახმარებით შეეძლო ტაძარში შესვლა, მაგრამ ლოცვას არა ჰღალატობდა, თავის სენაკში, ხატების წინ ლოცულობდა სკვნილით, ხოლო როცა აღარც მჯდომარეს შეეძლო, მწოლიარე ლოცულობდა.

გულთამხილავმა უფალმა უწყოდა მისი მტკიცე რწმენისა, მაგრამ აქაც მაგალითად მოგვცა მისი ცხოვრება, როცა ესოდენ ნაჯაფ-ნამოღვაწარი, ღრმად მოხუცი მოძღვარი დაეცა და ფეხი მოიტეხა. ამის შემდეგ მთლად ლოგინად ჩავარდა, დიდხანს სტანჯავდა საშინელი ტკივილი, მაგრამ იობ მრავალვნებულის მსგავსად მანაც იტანჯა, ხოლო ღმერთი არა ჰგმო, არამედ ესოდენ მძიმედ სნეულიც კი მწოლიარე ლოცულობდა სკვნილით, ხოლო ჩვენ კი მოგვეცა იგი გამოცდად - აბა, განვიკითხავთ თუ არა ღვთის სამართალს, ვინც ჩვენდამო შემთხვეულ ბოროტებასაც კი ჩვენსავე სასიკეთოდ მოაქცევს ხოლმე?! მამა კონსტანტინე კი ასეთ დროსაც იწერდა პირჯვარს და ადიდებდა და ჰმადლობდა უფალს. როცა ვუთხარი ზემორეთქმული, მან გაიხარა და მითხრა - ,,მეც მაგასვე ვეუბნებიო ხალხს. შენ გაიხარე, რომ შენც ასე ფიქრობო!"

მკურნალობის მიზნით, ნათესავებმა იგი სოფელში წაიყვანეს. რაც შეეძლოთ, უმკურნალეს, მაგრამ როცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, კვლავ მონასტერში დააბრუნეს. მამა კონსტანტინე სულით მოილტვოდა თავისი მონასტრისკენ და როგორ გაიხარა, როცა დაუბრუნდა თავის სენაკს. იცოდა, რომ მალე უნდა გასულიყო ამიერ სოფლიდან; იცოდა, რომ უნდა მომკვდარიყო ხორცით, მაგრამ ოდნავადაც კი არ გამოუმჟღავნებია შიში ამის გამო. იყო მშვიდად და მწოლიარე ლოცულობდა სკვნილით. ძლიერ უხაროდა, როცა სასულიერო პირნი თუ მორწმუნე ერისკაცნი ინახულებდნენ ხოლმე. გარდაცვალებამდე მცირედ ადრე ეზიარა წმიდა საიდუმლოს".
ბეჭდვაელფოსტა
29.05. 2015
ვასილი
უფლის წყაოობაა ღირსეულ ხვთისმსახურთა ყო;ა ქართული ეკლესიის წლინდა სავანეში,ამიტომაც დგას ჩვენი ქვეყანა.
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler