"წმიდათ მატარებელი ქრისტე-მაცხოვრის წმიდა ჯვრისა..."
"წმიდათ მატარებელი ქრისტე-მაცხოვრის წმიდა ჯვრისა..."
კომუნისტური ათეისტური სახელმწიფო განსაკუთრებით სასტიკად სასულიერო პირებს ექცეოდა და 1936-1937 წლებში მრავალი უდანაშაულო სიცოცხლე იმსხვერპლა, რამაც ქართულ ეკლესიას საიმედო დასაყრდენი გამოაცალა. სასწაულებრივად გადარჩენილ ღვთისმსახურთა ფსიქიკას და ჯანმრთელობას, თითო-ოროლას გარდა, წამებამ და გადასახლებაში გატარებულმა წლებმა დიდი დაღი დაასვა. გადარჩენილთაგან ერთ-ერთი იყო პროტოდიაკონი ამბროსი (ახობაძე). მამა ამბროსი 1909 წელს დაიბადა ქუთაისში. "წმიდა ტრაპეზს ჩემს ხარისხში ვემსახურები 1928 წლის იანვრის 6-დან, დღიდან ნათლისღებისა, ოდეს ხელდასხმულ ვიქმენ ქუთაისში - ქუთათელ მიტროპოლიტ დავით კაჭახიძის მიერ", - წერს იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ მეორეს, რომელთანაც დიდი ახლობლობა აკავშირებდა. გადასახლებამდე უწმინდესი ეფრემი და მამა ამბროსი ერთად იხდიდნენ სასჯელს მეტეხის ციხეში.

პროტოდიაკონი ამბროსი 1937 წლის 11 დეკემბერს დაატუსაღეს ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით. დაპატიმრებამდე თბილისში, ვერის აბანოს წინ ცხოვრობდა. ამბობენ, როდესაც შინიდან გამოჰყავდათ, ტირილით დასდევნებია ფეხმძიმე მეუღლე. ერთ-ერთ ჩეკისტს ქალისთვის წიხლი ისე ჩაურტყამს, რომ მას მუცელი მოშლია. თავზარდაცემულ მამა ამბროსის ვერაფერი უღონია უმწეო მეუღლის დასახმარებლად. "მე კარგად ვიცნობდი მამა ამბროსის, - გვითხრა არქიმანდრიტმა ანტონმა (გულიაშვილი), - უწმინდესი ეფრემისგან განსხვავებით, მას თავიდან დახვრეტა მიუსაჯეს. ამით უფრო მისი დაშინება უნდოდათ. უთქვამთ, - თუ სარწმუნოებას არ უარყოფ, განაჩენს დღესვე აღვასრულებთო. მამა ამბროსის უპასუხია: - სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, არასოდეს უარვყოფ ღმერთს, სამშობლოს და დედასო. როცა ვერ გატეხეს, შანთით დაუწვეს მაჯები. აუტანელი ტკივილებისგან კრუნჩხვები დამართნია მამა ამბროსის, დაუზიანეს ფეხიც. რაც თავი მახსოვს, სულ კოჭლობდა საწყალი. იმავე წელს ციმბირში გაამწესეს".

პროტოდიაკონი ამბროსი მეტად განათლებული და ერუდირებული პიროვნება ყოფილა - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქონია დამთავრებული. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, იმის გამო, რომ დაზიანებული ხელებით წმინდა ბარძიმის ხელში დაჭერას ვეღარ შეძლებდა, უარი უთქვამს მღვდლად კურთხევაზე. "მღვდლობის ბედნიერება რომ მქონოდა, მხოლოდ ხის ჯვარს ვატარებდი, რადგან მაცხოვარი ხის ჯვარზე გააკრეს და მე ვინა ვარ, რომ ოქროს ჯვარი მეტარებინაო", - უთქვამს ერთხელ მამა ანტონისთვის, - იგი ძალიან ერთგული იყო ჩვენი ეკლესიისა. მეტად მგრძნობიარეს ყველაფერი გულთან მიჰქონდა. მახსოვს, ვნების კვირეულის დიდ ხუთშაბათს, ფეხბანის დროს, განსაკუთრებით იმ ადგილას გრძნობდა თავს ცუდად სახარების კითხვისას, სადაც მოთხრობილი იყო, თუ როგორ შედიოდა ეშმაკი იუდაში. ეს კარგად იცოდა პატრიარქმა ეფრემმა და გვეტყოდა: - გადით, დაუდექით გვერდით ამბროსის, რომ არ წაიქცესო. მას ნერვული კანკალი ეწყებოდა და ჩვენ გვიწევდა მისი დამშვიდება, ნაკურთხ წყალს ვაპკურებდით, რომ გონს მოგვეყვანაო".

საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცულ უწმინდესი ეფრემისთვის გაგზავნილ მამა ამბროსის წერილში კარგად ჩანს, თუ რა დიდი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა აკავშირებდა მათ. "ნეტარ არს მუცელი დედისა შენისა, რომელმან გიტვირთა შენ და ძუძუნი, რომელთა სწოვდი შენ. როდესაც თქვენ დგახართ შუა ტაძარში შემოსილი მთელი სამღვდელმთავრო სამოსით და მოგართმევენ დიკირ-ტრიკირს აღნთებულს, მე, მდგომი ამბიონზე, მოგმართავთ ხმამაღლა: "ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი შენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა შენსა ზეცათასა". აი, ასეთ გამონათქვამებს იყენებს პროტოდიაკონი ამბროსი უწმინდესი ეფრემის შესამკობად. შემდეგ გაიხსენებს იმ განსაცდელით აღსავსე წუთებსაც, რომელიც მათი დაახლოების საწინდარი გახდა. "გაიხსენეთ 1937 წელი, დეკემბრის თვე. თბილისის სატუსაღოში ჩვენი ერთად ყოფნა, იატაკზე წოლა და ციმბირში გადასახლება. ჩვენ არ ვგავართ მრავალ სამღვდელო პირთ, ვისაც არ უტარებია ტუსაღობის მძიმე უღელი. ჩვენ ვიყავით, ვართ და სიკვდილამდე დავრჩებით წმიდათ მატარებელი ქრისტე-მაცხოვრის წმიდა ჯვრისა... მდაბალი და მორჩილი პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე".

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მეტად საგულისხმო ცნობას გვაწვდის გადასახლებიდან ახალდაბრუნებული პროტოდიაკონ ამბროსისა და საქართველოს იმჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს შეხვედრის თაობაზე. "ქუთაისელი დიაკონი ამბროსი თბილისში, სიონის ტაძარში, შემდეგ კი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მსახურობდა. გადასახლებაში დიდი წამება გამოიარა. იქიდან დაბრუნებულმა პატრიარქ კალისტრატეს ჰკითხა: - როგორ შეგეძლოთ ჩუმად ყოფილიყავით, როცა იცოდით, სად ვარ და როგორ გვექცევიანო. მაშინ პატრიარქმა დაიჩოქა და უთხრა: - შემინდეო. რას ვიფიქრებდი, - ამბობდა ამბროსი, - რომ პატრიარქი ისევე უუფლებო ტუსაღი იყო, როგორც ჩვენ, ოღონდ მავთულხლართების გარეშე... წამება, რომელიც ძიებასა და პატიმრობის დროს გადავიტანე, დამავიწყდა. ის კი, რომ პატრიარქმა დაიჩოქა, დღემდე გულს მითუთქავსო".

ამ ეპიზოდში კარგად ჩანს უწმინდესი კალისტრატეს დამცირებული და შეზღუდული მდგომარეობა იმ პერიოდში. მიუხედავად ამისა, მან მაინც შეძლო ორი ათეული წლის განმავლობაში ეტარებინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის უმძიმესი უღელი.

"მამა ამბროსი მეტად კოპწია კაცი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ცხოვრობდა, სულ გაუთოებული და სუფთა სამოსი ეცვა, სამოქალაქო ტანსაცმელში დადიოდა, წვერგაკრეჭილი სიარული უყვარდა. უაღრესად თავმდაბალი და თბილი პიროვნება იყო. არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. ყველა პატივისცემით ეპყრობოდა, რადგან წვალებაგამოვლილი და ჩვენი სარწმუნოებისთვის თავგანწირული ადამიანი იყო. მატერიალურად ძალიან უჭირდა. შეეძლო მაღალხელფასიანი სამსახური ეშოვა, მაგრამ ფიქრადაც არ მოსვლია ეკლესიიდან წასულიყო, რადგან ეს ღალატის ტოლფასად მიაჩნდა. მახსოვს, როცა უწმინდესი კალისტრატე ცინცაძე გარდაიცვალა, ვინ აღარ ჩამოვიდა მაშინ საქართველოში პატრიარქთან გამოსათხოვებლად. მაღალ დასასვენებელზე იდგა განსვენებულის სასახლე. სტალინმა იმხელა გვირგვინი გამოგზავნა, იატაკიდან კუბოს ფარავდა. მსოფლიოს თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიიდან ჩამობრძანებულ მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებს დიაკვნებიც ახლდათ. სიმფეროპოლელი მიტროპოლიტის დიაკვანს ისეთი მძლავრი ხმა აღმოაჩნდა, რომ მისი კვერექსის წარმოთქმისას სანთლები ჩაქრა, მაგრამ ამბროსის განსხვავებული და გასაოცარი ტემბრისა და ჟღერადობის ხმა ამდენ დიაკვანთა შორის ყველასგან გამორჩეული იყო.

KARIBCHE
გადასახლებიდან ახალდაბრუნებული მამა ამბროსი პატრიარქ კალისტრატესთან, დეკანოზ ნაუმი შავიანიძესა და მიქაელ ტვერელის ტაძრის წინამძღვარ კონსტანტინე ელჩინოვთან ერთად

მამა ამბროსის, არა მარტო ხმის გამო, არამედ თავისი ბიოგრაფიითაც იცნობდა და უდიდეს პატივს მიაგებდა რუსეთის პატრიარქი ალექსი (სიმენსკი), რომელიც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. არ ყოფილა შემთხვევა, მამა ამბროსის ფულით არ დახმარებოდა იგი. მოსკოვიდანაც ხშირად უგზავნიდა საჩუქრებსა და შემოწირულობას. ერთხელ ოქრომკედით მოსირმული ძალიან ლამაზი სტიქარიც კი გამოუგზავნა", - გაიხსენა მამა ანტონმა.

"პროტოდიაკონი ამბროსი 1969 წელს გავიცანი. მაშინ ჩვენ ერთად ვიდექით მსახურებაზე სიონის საკათედრო ტაძარში, - იგონებს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელი (ჩოჩიშვილი), - მის ხმაში დიდებულება ჟღერდა, მსგავსი კვერექსები მას შემდეგ აღარსად მომისმენია. მთელი სულითა და გულით ლოცულობდა. ამ დროს ძალიან შთამბეჭდავი გამომეტყველება ჰქონდა, რადგან ლოცვაში აქსოვდა მთელ გრძნობას. ასამაღლებლის წარმოთქმისას ფეხის წვერზე აწევა სჩვეოდა, რაც ძალიან უხდებოდა. ტანახოვანი იყო, მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა. წვერს არ ატარებდა, საეკლესიო შესამოსელიც მხოლოდ წირვა-ლოცვისას ეცვა. როცა შეეკითხებოდნენ, როგორ ხარ, მამაოო, - მიუგებდა ხოლმე: - არც ისე ვარ, როგორც შენ გსურს, არც ისე, როგორც მე მინდა, როგორც ღმერთს უნდა ვიყო, სწორედ ისე ვარო".

სიტყვაძუნწი და ტკბილმოუბარი თავისი ცხოვრების შესახებ ნაკლებად ლაპარაკობდა. თუმცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორისადმი 1970 წლის 23 იანვრით დათარიღებულ წერილში მამა ამბროსი ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის განვლილ ცხოვრებაზე. "მრავალი ჭირი, ურვა და დევნა მინახავს და განმიცდია. 42 წლის ტაძრის მსახური იყო, არის და დარჩება სიკვდილამდე უანგარო და სპეტაკი...

1937 წლის 11 დეკემბრიდან დღემდე ვარ უსამართლოდ დევნილი და ამის შედეგად, ჯერ კიდევ არასრული მოხუცი, შევიქმენ ინვალიდი და იძულებული ვარ, დროებით შევწყვიტო წმინდა ტრაპეზთან სამსახური. ვისაც მე ვახსოვარ დაპატიმრებამდე და გადასახლებამდე, მას თვალწინ წარმოუდგება პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე ჯანსაღი და ჩვენი წმინდა ტრაპეზის მშვენება. დიახ... 1937 წლის დაპატიმრებამ, საშინელმა მოყენებულმა რეპრესიებმა შეარყიეს ჩემი ტვინის ძარღვები, სისხლის ნორმალური მიმოქცევა და წუთიერად მეხსიერების შესუსტება დამჩემდა. ქვეყნის ჩარხის უკუღმა ტრიალმა მე, სრულიად ჯანსაღი, შემცვალა უძლურად. ამასთან ერთად, ღრმად მოხუცი მამის წმინდა ოფლით შეძენილი სახლ-კარი ბოროტმა ხალხმა ჩემი გადასახლების დროს დაბრმავებული მოხუცის მოტყუებით გაიტაცეს და მე კი, ნამდვილი მისი შვილი, აწ განმართლებული, კანონისა და მემკვიდრეობის გარეშე დამტოვეს, თითქოს უკანონო შვილი ვიყო მამისა. ამას მიემხრო თვით სამართალი და მართლმსაჯულება და მე, მაძიებელს ჭეშმარიტებისას, მომაგეს ქვაი უსამართლობისა". ძნელია, აუღელვებლად წაიკითხო მამა ამბროსის ეს სიტყვები. ქუთაისში, მის მამაპაპისეულ სახლს მისი ძმები დაპატრონებიან. მამა ამბროსის წილი არ მოუთხოვია. თბილისში ქირით ცხოვრობდა ერთ პატარა ოთახში. ბინის ქირასა და გადასახადებს მრევლის შემოწირულობით ფარავდა. "არავის ახსოვს, რომელიმე ნათესავს მოეკითხოს მისთვის ან მისი ამბით დაინტერესებულიყოს ვინმე. ქალბატონმა თამარ ცინცაძემ, რომელიც ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მრევლი გახლდათ, დიდი ამაგი დასდო მამა ამბროსის. ძმასავით უვლიდა მას სიცოცხლის ბოლო წლებში. მანვე იტვირთა მრევლთან ერთად მამა ამბროსის დაკრძალვის ხარჯები, - გვითხრა მამა გაბრიელმა, - პროტოდიაკონი ამბროსი პირში მთქმელი კაცი იყო, იგი ვერ გატეხა ციხემ და გადასახლებამ. გვარიგებდა ხოლმე, - შვილო, თუ სიმართლეს ბოლომდე ემსახურები, ღმერთი ყოველთვის ხელს შეგიწყობსო. პატრიარქი ეფრემი სამაგალითოდ მოიხსენიებდა მამა ამბროსის: "მთელი ეს მძიმე წლები მან ვაჟკაცურად გადაიტანა, რადგან მუდამ შეურყევლად იდგაო". "ისეთი ურთიერთობა და სიახლოვე ჰქონდათ, რომ მათ შორის ტიტულის სიმაღლე არ იგრძნობოდა. სათქმელს ყოველთვის ისე დაუფარავად ეუბნებოდნენ ერთმანეთს, როგორც თანატოლები და ერთი ოჯახის წევრები".

ეფრემ მეორეს ძალიან აწუხებდა ის, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად უზრდიდა ეკლესიას საშემოსავლო გადასახადებს, რის გამოც სასულიერო პირს უჭირდა თვიდან თვემდე თავის გატანა და საშემოსავლო დავალიანების გადახდა. მინისტრთა საბჭოს რწმუნებულის აპარატი ხშირად ატყობინებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ასეთი მღვდელმსახურების თაობაზე. ერთ-ერთი შეტყობინებით ცხადი ხდება, რომ პროტოდიაკონ ამბროსი ახობაძეს 466 მანეთი და 50 კაპიკი ჰქონდა გადასახდელი. წერილში მითითებულია გადახდის ბოლო ვადა - 29 მარტი.

KARIBCHEმამა ამბროსის ხშირად ედავებოდნენ სახელმწიფო ბეგარის გადაუხდელობას. 1961 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში მამა ამბროსი ასეთ შეტყობინებას აგზავნის პატრიარქის სახელზე: "მამა ალექსანდრე 1 აგვისტოდან მიკავებს 100 მანეთს. ნახევრად მშიერი დავდივარ. ახლოვდება ზამთარი და ნახევრად შიშველი შევდივარ ზამთარში... დამეხმარეთ, გამომიწოდეთ თქვენი კურთხეული მარჯვენა, მოველი ნუგეშს, რადგან ამქვეყნად თქვენ ბრძანდებით ნუგეშისმცემელი მამამთავარი.

სიმდაბლითა, მოკრძალებითა და სიყვარულით ვეამბორები ფერხთა თქვენთა. მდაბალი და მორჩილი პროტოდიაკონი ამბროსი".

მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. 1970 წლის 23 იანვარს პატრიარქისადმი გაგზავნილ წერილში მამა ამბროსი აღნიშნავს: "დღიდან დაპატიმრებისა მე გავხდი სნეული და ეს კარგად იცოდა განსვენებულმა კალისტრატემ და შენც, დიდო ადამიანო, მაგრამ ჩემი წუთიერი გონების დაკარგვა იშვიათად მე სრულებით ხელს არ მიშლიდა ჩემს სამსახურში. ახლა კი საკითხი ასე დგას - მე მესაჭიროება ხანგრძლივი დასვენება და მუდმივი საექიმო რეჟიმი. ამისათვის მივმართე მე ყოვლადსამღვდელო ზინობის (მაჟუგა), რომ მოეცა ჩემთვის ხანგრძლივი დასვენება და მთელი დეკემბერი და იანვარი ვისვენებ". წერილის ბოლოს მამა ამბროსი ასეთი თხოვნით მიმართავს უწმინდეს ეფრემს: "გთხოვთ, უწმინდესო მეუფეო, ამა წლის 1 იანვრიდან გადამიყვანოთ პენსიაზე. დამენიშნოს იმდენი, რომ პური მქონდეს არსობისა და სახსარი მკურნალობისა.

მე საპენსიო სალაროს წევრი გახლავართ 1960 წლიდან. საპენსიო გადასახადიც გადახდილი მაქვს სრულად 1970 წლის 1 იანვრამდე.

სიმდაბლით, პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე".

უწმინდესი ეფრემის ბრძანებით, პროტოდიაკონ ამბროსის, გამონაკლისის სახით, ეკლესიისგან ყოველთვიურად დაენიშნა 100 მანეთი.

მამა ამბროსი დაკრძალულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის უკანა ეზოში, კედელთან, იმჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის (დევდარიანი) კურთხევით.

საფლავზე დევს ქვა და ტაძრის კედელზე არის მემორიალი: "პროტოდიაკონი ამბროსი (ახობაძე) 1909-1977 წ.წ."
ფოტოები მოგვაწოდა ბ-ნმა ლუარსაბ ტოგონიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat