ფარული ქრისტიანები
ფარული ქრისტიანები
ბოროტება არ ჩაიდინო, ბატონო, და ჩვენ ღვთისმშობელს შევევედრებით, რომ ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოს

"მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე.

ჰრქუა მას იესუ: ამინ გეტყვი შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ხმობადმდე, სამ-გზის უარ-მყო მე" (მათ. 26:33-34).

1453 წლის 29 მაისს ჩაესვენა კონსტანტინოპოლის მზე. ჩამოწვა წყვდიადი და სულთმობრძავი ერი უკანასკნელი ძალით შეეჭიდა სიკვდილს.

ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ მის ტერიტორიაზე ქრისტიანთა დევნა განახლდა. ეკლესია-მონასტრებშიღა ღვიოდა რწმენის ცეცხლი. საიდუმლო სკოლებში ასწავლიდნენ ბერძნულ ლიტერატურას და ღვთისმეტყველებას, ნათლავდნენ, აზიარებდნენ და ასრულებდნენ საეკლესიო საიდუმლოებებს. შიშიანობის ჟამს ზოგი მთებსა და ტყეებს აფარებდა თავს, ზოგი საბერძნეთის იმ რეგიონებში იხიზნებოდა, რომლებიც ფრანგებს ჰქონდათ დაპყრობილი, ზოგი კი საერთოდ ტოვებდა მამულს. გაქცევას ხშირად რწმენის დაკარგვაც მოჰყვებოდა.

რელიგიური და ენობრივი ვითარება, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ სუფევდა კონსტანტინოპოლში, ბერძნულ ტერიტორიებსა (მაკედონიაში, თრაკიაში, ეპირში, კრეტაზე) და დიასპორის მიწებზე (პონტოში), მცირე აზიაში და კვიპროსზე, ერთგვარ ხუთსაფეხურიან კიბედ შეიძლება წარმოვიდგინოთ. პირველ საფეხურზე ისინი იდგნენ, ვინც შეინარჩუნა ქრისტიანული სარწმუნოება და ბრძნული ენა - წმინდა აღმსარებლები. "ახალმოწამეთა სვინაქსარის" თანახმად, XV საუკუნიდან მოყოლებული, ცნობილია ცხრა მოწამეთა ცხოვრება, XVI საუკუნიდან - ოცდაორი, XVII საუკუნიდან - ოცდაჩვიდმეტი, XVIII საუკუნიდან - ორმოცდაათი, XIX საუკუნიდან - ორმოცდათვრამეტი. მომდევნო საფეხურზე იდგნენ თურქულ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიანები, რომელთაც დაკარგეს მშობლიური ენა, მაგრამ დაუფარავად აღიარებდნენ მრწამსს. მათ მოსდევდნენ ფარული ქრისტიანები - კრიპტოქრისტიანები, გარეგნულად - თურქები, აღმსარებლობით კი ქრისტეს სჯულის მიმდევრები, რომლებიც მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას კატაკომბებში აღასრულებდნენ. მომდევნო საფეხური ეკავათ ბერძნებს, რომელთაც დაკარგეს აღმსარებლობა, მაგრამ შეინარჩუნეს ენა. უკანასკნელ საფეხურზე კი იდგნენ განდგომილები, რომლებმაც ისლამი მიიღეს და თურქული სახელმწიფოს ერთგულ ქვეშევრდომებად იქცნენ.

კრიპტოქრისტიანები იყვნენ ბერძნები, რომელთაც ისლამი მიიღეს, მაგრამ ფარულად მართლმადიდებლობას აღიარებდნენ. კრიპტოქრისტიანობის ფენომენი ბიზანტიაში ჯერ კიდევ არაბთა ბატონობის დასაწყისიდან წარმოიშვა. ისლამის მიღების პრეცედენტები კონსტანტინოპოლის დაცემამდეც ხდებოდა. მაგალითად, 1330 წელს ბითვინიის ნიკეა სულთანმა ორჰანმა დაიპყრო. დაპყრობილი მიწების მოსახლეობამ იოანე XIV-ს, კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ჰკითხა, რა ელოდა მათ სულებს, თუ სარწმუნოებას გამოიცვლიდნენ. პატრიარქმა მიუგო, რომ სულის გადარჩენა ორი გზით შეიძლებოდა: ისლამის უარყოფით, ე.ი. მოწამეობით, და იკონომიით, ე.ი. ქრისტიანობის ფარული აღმსარებლობით და ქრისტეს მცნებათა ცხადად შესრულებით.

ერთ-ერთი კრიპტოქრისტიანი ამბობდა: "სამყარო ჩვენ არ გვიცნობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთნი ვართ, როგორებიც ვჩანვართ (ე.ი. მართლმორწმუნე თურქები - ავტ.), შინაგანად კი ჩვენი რწმენით (ე.ი. მართლმადიდებლობით) ვცხოვრობთ. ერთი ეწინააღმდეგება მეორეს და ეს არის ჩვენი ტრაგედია".

მანუელ გედეონი წერს: "დედაქალაქის ზოგიერთი კერძო სახლის ქვეშ, მიწაში, შემორჩენილია ბიზანტიური ტაძრები, რომლებიც მეგარონებს ეკუთვნოდათ. ისინი მუსულმანთა წესით ცხოვრობდნენ, ფარულად კი ქრისტიანები იყვნენ. ისინი თვალთმაქცობდნენ... მათ ჰყავდათ თავიანთი მღვდელი, რომელიც ქრისტიანულ საიდუმლოებებს აღასრულებდა... როგორც კი მეჩეთიდან დაბრუნდებოდნენ, თავიანთ გზნებას ქრისტიანთა ღმერთისკენ მიმართავდნენ და ფარულად ლოცულობდნენ მისდა მიმართ". მშობლები ცდილობდნენ, ქალ-ვაჟი მცირე ასაკშივე დაენიშნათ, რათა თავიდან აეცილებინათ თურქებთან მათი ქორწინება (სხვა სარწმუნოების ადამიანთან შეუღლების შემთხვევაში მართლმადიდებელს სიკვდილამდე უნდა შეენახა თავისი საიდუმლო. როდესაც კრიპტოქრისტიანი კვდებოდა, მაშინვე მიჰყავდათ მღვდელი წესის ასაგებად, შემდეგ კი მუსულმანებს შეატყობინებდნენ მის სიკვდილს და გარდაცვლილს ისლამური წესით ასაფლავებდნენ.

ფარულ ქრისტიან მღვდელს შეიძლებოდა მუსულმანური სასულიერო ხარისხიც ჰქონოდა. 1888 წელს ტრაპეზუნდში ერთმა მღვდელმა ხოჯა ღამის გასათევად შეიპატიჟა. საუბრისას გაირკვა, რომ იგი ფარული მართლმადიდებელი მღვდელი ყოფილიყო. იყვნენ მღვდლებიც, რომლებსაც დერვიშებად ან მემწვანილეებად მოჰქონდათ თავი და წმინდა ადგილების მოსალოცად დადიოდნენ.

ფარულ ქრისტიანებს გათავისუფლების იმედი აცოცხლებდათ.

XIX საუკუნიდან კრიპტოქრისტიანთა ოცნებამ თანდათან შეისხა ხორცი.

თავისუფლების პირველმა სიომ სერიფე ხანის დროს (1839წ.) დაუბერა.

ყირიმის ომში გამარჯვების შემდეგ (1856წ.) მოკავშირეებმა (ინგლისელებმა, ფრანგებმა და ავსტრიელებმა) თურქეთის ხელისუფლებას მოსთხოვეს, ქვეშევრდომების მიმართ რელიგიური შემწყნარებლობა გამოეცხადებინათ.

1876 წელს სრული რელიგიური შემწყნარებლობა გამოცხადდა, მაგრამ ეს კანონი 1877 წელსვე გააუქმეს.

1915 წლის იანვარში თურქების დამარცხებამ, რასაც ისინი ქვეშევრდომ ქრისტიანებს აბრალებდნენ, დევნის ახალი ტალღა გამოიწვია...

მართლმადიდებლობის ისტორია მხოლოდ მოწამეთა ისტორია კი არ არის, არამედ იმ ადამიანთა სულების ისტორიაც, რომელთაგან თითოეულმა გადარჩენის საკუთარი გზა აირჩია.

ფარულ ქრისტიანთა ამბები
ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ პონტოში, ბერძნულ მიწებზე, თურქები დასახლდნენ და მოსახლეობა აიძულეს, ქრისტიანობა დაეტევებინათ, ისლამი მიეღოთ. დადუმდა ეკლესიის ზარი... ოთხი საუკუნის განმავლობაში იმის ხსოვნაც კი წაიშალა, რომ აქ ოდესღაც ქრისტიანები სახლობდნენ.

...ერთ დღეს მდინარეში ორი თურქი ბავშვი ჩავარდა. ერთი დაიხრჩო, ხოლო მეორე წყალმა ნაპირზე გამორიყა.

- სასწაულია შენი გადარჩენა, შვილო ჩემო! ძალიან შეგეშინდა? - დაუყვავა ბიჭუნას მმართველმა მუხტარმა.

- არა, - გულუბრყვილოდ უპასუხა ბავშვმა, - სულაც არ შემშინებია. ღვთისმშობელმა გამომიყვანა ნაპირზე.

მუხტარი გაშეშდა.

- რაო?! ღვთისმშობელიო?! საიდან იცნობ?

- ის ჩვენს სახლში ფიცარზეა დახატული, - მიუგო პატარამ.

- წამოდი და მაჩვენე, - მოსთხოვა მმართველმა.

ისინი ბიჭუნას სახლისკენ გაემართნენ. მათ ბავშვის დედა და ბებია მიეგებნენ. პატარამ მუხტარს კედელში გამოჭრილ კარზე მიუთითა.

თავზარდაცემული ქალები მამასახლისს წინ გადაეღობნენ, მაგრამ მან მშვიდად ჩამოიცილა ისინი გზიდან და კარი შეაღო.

ერთი ციდა ბნელ სადგომში, რომელსაც ერთი სარკმელიც არ ჰქონდა, ღვთისმშობლის ხატის წინ კანდელი ენთო. საიდუმლო ოთახიდან საკმევლის სურნელება იფრქვეოდა.

მამასახლისი გაშეშდა. რას წარმოიდგენდა ფანატიკოსი თურქი, რომ საკუთარ სოფელში ოდესმე ქრისტიანულ სამლოცველოს ნახავდა...

შიშისგან დამუნჯებულ ქალებს ღვთისმშობლის ხატისთვის მიეპყროთ მზერა და უხმოდ ევედრებოდნენ შეწევნას.

ხმას არც მუხტარი იღებდა. ღვთისმშობლის გამოხედვამ მასზე ენით გამოუთქმელი შთაბეჭდილება მოახდინა.

- აი, დედა ღვთისა! მას ვეჭირე ხელში, ხედავ? - სიხარულით ტიტინებდა პატარა. ასე ჩაიდინა მან თავისი პირველი გმირობა - აღმსარებლობის გმირობა.

ქალები ფეხებში ჩაუცვივდნენ მუხტარს:

- ბოროტებას ნუ ჩაიდენ, ბატონო, და ღვთისმშობელს შევევედრებით, ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოთ!

- ესე იგი, ქრისტიანები ხართ... - ნელა წარმოთქვა თურქმა.

- ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. ჩვენი წინაპრების რწმენას ვიცავთ, რომელიც მათ თავიანთ მამა-პაპათაგან შეითვისეს. შეგვიბრალეთ, ბატონო!

მუხტარი რამდენიმე წუთს დუმდა. შემდეგ ხმადაბლა წარმოთქვა: "ნუ გეშინიათ! მაგრამ ნურავის ეტყვით, რომ თქვენს სახლში ვიყავი და ეს ყველაფერი ვნახე. მცირე ხნის შემდეგ კანდელისთვის ზეთს გამოგიგზავნით", - თქვა ეს და კარისკენ გაემართა.

***
მოლა მუცისი ფარული ქრისტიანი იყო. 1854 წლის ყირიმის ომის შემდეგ კრიპტოქრისტიანთა მრავალი ოჯახი რუსეთის ჯარს გაჰყვა. მოლა მუცისს არ შეეძლო, დაუფარავად ეღიარებინა ქრისტიანობა. იგი ცარცი-ჯამეში მსახურობდა. მისი ვაჟი საცოლითურთ, დები, ძმები, მშობლები 1858 წლის შემდეგ თანასოფლელებთან ერთად რუსეთში გაემგზავრნენ. მოლა მარტო დარჩა, სახლი გაყიდა და ცარცი-ჯამეს ახლოს, ერთ პატარა ქოხში გადასახლდა.

გავიდა წლები. მოლა მუცისმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო და ღამით ფარულად მამა დამიანესთან კაცი გაგზავნა. მღვდელმა, როცა დაინახა, რომ მოლა სულთმობრძავი ესვენა, აზიარა იგი. მუცისმა ყელიდან მოიხსნა სადაფის ჯვარი, მისცა მამა დამიანეს და სთხოვა, მის სახსოვრად შეენახა. "ხვალ მე მოვკვდები, აქ კი მაძებრები მოვლენ (თურქებს გულისხმობდა), იპოვიან ჯვარს და წაბილწავენ. აჰა ეს ხუთი ლირაც. ორმოცამდე იზრუნე ჩემი სულისთვის, დანარჩენი კი ღარიბებს დაურიგე". ათი წუთიც არ გასულა, რომ პატიოსანმა ქრისტიანმა სული ღმერთს მიაბარა.

მამა დამიანემ თვალები დაუხუჭა, სამჯერ ეამბორა, სულის მოსახსენიებელი კანონი წაიკითხა, დაიტირა მიცვალებული და ისევე ფარულად წავიდა, როგორც მოვიდა.

დილით თურქებმა იპოვეს მიცვალებული და ყველაფერს მიხვდნენ, მაგრამ ხმაური არ აუტეხიათ. მოლა მუსლიმური წესით დამარხეს. მის საფლავზე დროდადრო ფარულად მიდიოდნენ ბერძნები და სანთლებს ანთებდნენ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
13.04. 2019
თენგიზ
მე არ ვიცი შეიძლება ეს ლამაზად დაწერილი ზრაპარიც არის მარა წაკითხულმა შემძრა. დიახ სარწმუნოება , სამშობლო და პატრიოტიზმი ამას უნდა ვემსახურებოდეთ ერის გადასარჩენად.
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat