წყევლითა და მარადიული ტანჯვა-წამებით ემუქრებოდა ყველას, ვინც მისი ქონების ხელყოფას გაბედავდა
წყევლითა და მარადიული ტანჯვა-წამებით ემუქრებოდა ყველას, ვინც მისი ქონების ხელყოფას გაბედავდა
ძნელად მკვიდრდებოდა ქრისტიანობა ახლანდელ ჰოლანდიასა და ბელგიაში - ფრიზებსა და ბატავებს შორის. პირველ საუკუნეებში ქრისტიანი მქადაგებლები ამ ქვეყნებში ნაკლებად მიდიოდნენ. შემდეგ ბატავებსა და ფრიზებში ქრისტიანობის გავრცელება ახალმოქცეულმა ფრანკებმა დაიწყეს, მაგრამ ამ ტომებს ფრანკები სძულდათ და მტრების სარწმუნოებას უხალისოდ იღებდნენ, თანაც ფრანკთა მმართველები მიზნის მიღწევას ძალადობით ცდილობდნენ, ამ ქვეყნებში დამკვიდრებაზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე ხალხების კეთილდღეობაზე. ამ მიზეზთა გამო ვერ დამკვიდრდა მტკიცედ ქრისტიანობა ფრიზებსა და ბატავებს შორის. როგორც კი ახალმოქცეულები დამპყრობლებზე გაიმარჯვებდნენ, ქრისტეს სჯულს მაშინვე ტოვებდნენ, ქრისტიანი მქადაგებლების დევნას იწყებდნენ და ადრინდელ სარწმუნოებას უბრუნდებოდნენ. მაგრამ, ღვთის წყალობით, თავდადებული მახარებლებიც ბლომად იყვნენ. ნანტელი ამანდი, რომელიც მე-7 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა, ბელგიის განმანათლებლად მიიჩნევა. მან ჯერ ბასკებს უქადაგა ქრისტეს რჯული, სიცოცხლის დარჩენილი წლები კი ბელგიაში მოღვაწეობას მიუძღვნა. გენტში, ლიუტიხსა და მესტრიხტში მოღვაწეობისას ამანდმა წარმართებისგან დიდი ტანჯვა დაითმინა. მისი საქმე წარმატებით გააგრძელა მეორე ფრანკმა ეპისკოპოსმა ელიგიუსმა. ახალგაზრდობაში ოქრომჭედლობით აღებულ გასამრჯელოს ის ქრისტიანულ მოწყალებას ახმარდა - გამოისყიდიდა ტყვეებს, ასწავლიდა მათ საღმრთო სჯულს, მატერიალურად შეეწეოდა გაჭირვებულთ თუ ეკლესიათა მშენებლობას. შემდეგში ელიგიუსს ნოიონის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მისი ეპარქია მოიცავდა დღევანდელი ბელგიისა და საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. მეფე დაგობერტის ნდობას და სიყვარულს ეპისკოპოსი ხალხის საკეთილდღეოდ იყენებდა. ელიგიუსი რწმენის გავრცელების საქმეში თავდადებული ღვაწლით, გულმოწყალებითა და უხვი ქველმოქმედებით განიდიდა.

მიუხედავად მახარებელთა და მმართველთა ძალისხმევისა, ქრისტიანული სარწმუნოება ნელა ვრცელდებოდა. მე-7 საუკუნეში ირლანდიელი ლივინი კერპთაყვანისმცემლებმა მოკლეს. ამავე საუკუნეში ფრიზებსა და ბატავებს უქადაგა ინგლისელმა ვილფრიდმა. მის კვალს გაჰყვნენ ვიგბერტი, ეგბერტი და ვილიბრორდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვილიბრორდის მოღვაწეობა გამოდგა. შემდეგში იგი უტრეხტის ეპისკოპოსი გახდა და დანიასა და კუნძულ გელჰოლანდში ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას.

ქრისტიანობის გავრცელება ძირითადად მაინც ფრანკების იარაღის წარმატებაზე იყო დამოკიდებული. მე-8 საუკუნის დასაწყისში ფრიზების მეფე რატბოტმა ქვეყნის ფრანკთა ბატონობისგან დროებით განთავისუფლება შეძლო. მისი გამარჯვება წარმართობის გამარჯვებასაც ნიშნავდა. ღვთისმოსავი ეპისკოპოსის ვულფრამის შეგონებით, პირქუშმა წარმართმა მონათვლის სურვილი გამოთქვა. ჩადგა თუ არა ცალი ფეხი ემბაზში, ეპისკოპოსს ჰკითხა: - ჩემი წინამორბედი ფრიზების მეფეები ჯოჯოხეთში არიან თუ ცათა შინაო. რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთში, რადგან ისინი მოუნათლავნი გარდაიცვალნენო, - უპასუხა ეპისკოპოსმა. მაშინ მირჩევნია ჯოჯოხეთში ვიყო ჩემს სახელოვან წინაპრებთან, ვიდრე სამოთხეში ღატაკებთანო, - თქვა რატბოტმა და ემბაზიდან ამოვიდა. შემდეგში ფრანკებმა რატბოტი დაამარცხეს და ქრისტიანული ქადაგებაც გაძლიერდა, მაგრამ ამ საქმეში უფრო ბრიტანელი მქადაგებლები აქტიურობდნენ.

საფრანგეთში ქრისტიანული განათლება ძალიან დაბალ დონეზე იდგა. ხლოდოვიკის მემკვიდრენი ქრისტიანები მხოლოდ სახელით იყვნენ. მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო საშინელი დანაშაულობანი და გარყვნილება, რაც ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ შორს იყვნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან. სარწმუნოების სიწმინდეზე ნაკლებად ზრუნავდა მატერიალურ სარგებლობათა საცდურით ცდუნებული სამღვდელოებაც. ეპისკოპოსები, რომელნიც ხლოდოვიკს დაეხმარნენ ხელისუფლების განმტკიცებაში, აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო საქმეებში. ქვეყანაში განათლებულნი მხოლოდ ისინი იყვნენ და ამიტომ ხშირად იგზავნებოდნენ ელჩებად, მოლაპარაკებას მართავდნენ უცხო ქვეყნების მმართველებთან, ხანდახან ქალაქებსა და მთელ მხარესაც კი განაგებდნენ. აღზევებული იერარქები სამეფო სასახლეებში უხეშ და გარყვნილ სანახაობებს აწყობდნენ, მათ ნახავდით ომებში, ნადირობისას, ხმაურიანსა და უხამს ნადიმებზე. სამაგიეროდ, იშვიათად იყვნენ ეპარქიებში და თითქმის არასოდეს ჩანდნენ როგორც მოძღვარნი და მწყემსნი, ამიტომ ხალხი უბირი დაბალი სამღვდელოების ანაბარა იყო დარჩენილი. მართალია, ეპისკოპოსს წელიწადში ერთხელ საეკლესიო საქმეთა მისახედად, ხალხის განსასწავლად და საჩივართა მისაღებად ეპარქია უნდა მოევლო, რათა შემდეგ შექმნილი ვითარება სინოდისთვის მოეხსენებინა, მაგრამ ამ წესს იშვიათად იცავდნენ, თანდათანობით სინოდის მოწვევაც შეწყდა, რადგან საეკლესიო საქმეები სახელმწიფო თათბირებზე განიხილებოდა, რომელთაც ეპისკოპოსებიც ესწრებოდნენ. ფრანკმა ეპისკოპოსებმა შეიყვარეს სიმდიდრე და ძალაუფლება, ამა ქვეყნის ძლიერთა ბიწიერებას თვალს უხუჭავდნენ და ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდეს პირადი სარგებლობისთვის სწირავდნენ.

ახალმოქცეულებს ეკლესიის მხოლოდ გარეგნული პატივისცემა მოეთხოვებოდათ, რაც ხშირად მხოლოდ საჩუქრების მირთმევით გამოიხატებოდა, რადგანაც შეაგონებდნენ, რომ ეკლესიისთვის მიცემული გამოსაღებით არა მარტო ძველ ცოდვათა და დანაშაულობათა, არამედ ახლის ჩადენის უფლების ყიდვაც კი შეიძლებოდა. ამიტომ ბარბაროსთა ბელადები, რომელთაც ომებისა და ძარცვისთვის თავად ეკლესია აკურთხებდა, ძალადობითა და უსამართლობით ხელში ჩაგდებულ ნადავლს ეკლესიასაც გულუხვად უნაწილებდნენ. ამგვარად, სამღვდელოების ჯიბეში ქონება ისე უხვად მიედინებოდა, რომ ზოგიერთი მეფე იძულებული გახდა, პირდაპირი მემკვიდრეების დაუკითხავად ეკლესიისთვის მამულების გადაცემა აეკრძალა. სამწუხაროდ, სასურველი შედეგი ვერც ამან გამოიღო. ბიწიერებათა და დანაშაულებათა მიმართ ლოიალურად განწყობილი სამღვდელოება წყევლითა და მარადიული ტანჯვა-წამებით ემუქრებოდა ყველას, ვინც მისი ქონების ხელყოფას გაბედავდა ან უფლებებს ეჭვქვეშ დააყენებდა. გავრცელებული ძალადობისაგან მხოლოდ საეკლესიო ქონება იყო დაცული. ამის გამო VII საუკუნის ბოლოს გალიის მიწა-წყლის მესამედი ეკლესია-მონასტრებს ეკუთვნოდა. ეს მიწები ყოველგვარი გადასახადისა და გამოსაღებისაგან თავისუფალი იყო. ამასთან, სამრევლო სამღვდელოება გადასახადის მეათედითაც სარგებლობდა, ამიტომ ხანდახან მეფენიც კი ჩიოდნენ, ეკლესიამ გაგვაღატაკაო.

საეკლესიო თანამდებობაზე პირთა არჩევის უფლება მრევლის ხელში იყო; საეკლესიო საქმეთა გამო კრებები ეპისკოპოსებს უნდა მოეწვიათ, მაგრამ ფრანკთა მეფეებმა ეს უფლებანი მიითვისეს და რადგანაც მდიდრული ადგილ-მამულები ჰქონდათ მიღებული, მათი დაცვისთვის აღარც ეპისკოპოსებს უზრუნიათ. ევედრებოდნენ რა საერო ხელისუფლებას, ისინი თავიანთ ეპარქიებს თვითნებურად და დამოუკიდებლად განაგებდნენ და ქონების დაგროვებით გატაცებულნი ხშირად საეკლესიო კანონებსაც ფეხქვეშ თელავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეფეებზე ამგვარად იყვნენ დამოკიდებულნი, ზოგიერთმა მათგანმა იმასაც მიაღწია, რომ სახელმწიფო საქმეებზე დიდ ზეგავლენას ახდენდა. ასეთი წესრიგის ჩამოყალიბების გამო პაპთან საეკლესიო საქმეებზე ურთიერთობა თითქმის სრულიად შეწყდა. თუმცა სიტყვით მის მეთაურობას აღიარებდა, სინამდვილეში გალიის ეკლესია მისგან დამოუკიდებელი იყო და მეფისა და ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსების მიერ თვითნებურად იმართებოდა.

განაგებდნენ რა ეკლესიის საქმეებს, მეფეებს ხშირად საეკლესიო ქონებაზეც წაუცდებოდათ ხელი. ისინი საეპისკოპოსო კათედრებს დიდ ფასად ყიდდნენ, მერვე საუკუნეში საეკლესიო ქონებაზე პირდაპირი და გადამწყვეტი დარტყმა მიიტანეს. ამ დროს სამეფო ძალაუფლება დიდებულთა მთავარმა ანუ მერმა აიღო ხელში. მერმა კარლ მარტელმა (714-741), რომელმაც სახელი სარაცინებზე გამარჯვებით მოიპოვა, სამღვდელოების უზარმაზარ ქონებას პირველმა დაადო ხელი. რადგანაც მისი მომხრეების მამულებით დაჯილდოება ძნელი გამოდგა, მან მიწების გაცემა არა საჩუქრად, არამედ სარგებლობისთვის დაიწყო, რასაც ბენეფიციები ეწოდებოდა. ვისაც მიწა გადაეცემოდა, ვალდებული იყო ჩაეყენებინა და შეენახა განსაზღვრული რიცხვი მეომრებისა. თავისუფალი მიწები უკვე ცოტა იყო; ამიტომ კარლ მარტელმა თავისი მომხრეებისთვის ეპარქიებისა და მონასტრების გაცემა დაიწყო, რომელნიც სამაგიეროდ მოვალენი იყვნენ საეკლესიო ქონებიდან ბენეფიციები მიეცათ მათთვის, ვისზედაც მარტელი მიუთითებდა. საეკლესიო ქონებას კიდევ უფრო თვითნებურად განაგებდნენ მისი შვილები. ბოროტებამ და უწესობამ ეკლესიაში უმაღლეს წერტილს მიაღწია. ეპარქიები და მონასტრები საბრძოლო დამსახურებისთვის უხეშ, უწიგნურ მებრძოლებს ეძლეოდათ, რომელნიც, სარგებლობდნენ რა მათი შემოსავლებით, მოვალეობათა აღსასრულებლად ეპისკოპოსებსა და მღვდლებს ქირაობდნენ. საეკლესიო საქმენი უკიდურესად დაეცა, რადგან ეპისკოპოსებს მათთვის არასოდეს ეცალათ. დაბალ სამღვდელოებას, რომელიც უმეტესწილად სრულიად გაუნათლებელი ადამიანებისაგან შედგებოდა, ეპისკოპოსები საშინლად ჩაგრავდნენ. ხშირად ცხოვრების საშუალებათა მოსაპოვებლად სასულიერო წოდებას არათავისუფალი მდგომარეობის ადამიანები იღებდნენ და ამას ხელს ეპისკოპოსებიც უწყობდნენ, რათა დაქვემდებარებულ პირებზე რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება ჰქონოდათ. გაქრა ყოველგვარი პატივისცემა სასულიერო ხარისხისა. ეპისკოპოსებს პატივს არა ცოდნისა და განათლებისთვის, არამედ სიმდიდრისა და გავლენისთვის სცემდნენ; ხოლო უხეშ, უწიგნურ ხარბსა და ხშირად გარყვნილ დაბალ სამღვდელოებას არც ხალხის პატივისცემის დამსახურება შეეძლო და არც მისი ნდობის მოპოვება. მდიდარი მემამულენი, რომელნიც თავიანთ ციხესიმაგრეებში ტაძრებს აშენებდნენ, ხშირად იქ მღვდლებად თავიანთ მონებს ნიშნავდნენ და ამ საცოდავებს ყველაზე უკანასკნელი მსახურების მდგომარეობაში ამყოფებდნენ, აგდებულად და უხეშად ეპყრობოდნენ; ისინი ბატონების სუფრას ემსახურებოდნენ, ხოლო ხშირად ძაღლებსაც უვლიდნენ. ბუნებრივია, ასეთი სამღვდელოება ხალხზე კეთილისმყოფელ გავლენას ვერ მოიპოვებდა და მას ვერც ქრისტიანული განათლების გზაზე დააყენებდა.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat