მამა, მოძღვარი და მანუგეშებელი მთელმა მოსახლეობამ გულწრფელად დაიტირა
მამა, მოძღვარი და მანუგეშებელი მთელმა მოსახლეობამ გულწრფელად დაიტირა
გერმანიის ზოგიერთ მხარეში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება ძალიან ადრე დაიწყო. III-IV საუკუნეებში რაინისპირა მხარეში, სახელდობრ, კელნში, ტრირში, მაინცში, სპირში, სტრასბურგსა და ბაზელში, საეპისკოპოსოები დაფუძნდა. ქრისტიანობა გავრცელდა დუნაისპირეთშიც, ახლანდელი ავსტრიის ერთ ნაწილსა და ბავარიაში; ქალაქები: ფავიანა, ჰასაუ და ლორეაკუმი ქრისტიანული განათლების ცენტრებს წარმოადგენდნენ. მაგრამ ამ მხარეს მის მეზობელ პანონიასთან ერთად მუდმივად თავს ესხმოდნენ ბარბაროსები, ჯერ - ჰუნები, ხოლო ატილას სიკვდილის შემდეგ - ალანები, გერულები, გუთები და ვანდალები; ეს ბარბაროსები ან წარმართები იყვნენ, ან არიოზელები და ახალფეხმოკიდებული ქრისტიანობა მათ ვერ გაუმკლავდა.

მიუხედავად ამისა, ბარბაროსთა შემოსევების ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი ჩნდებოდნენ თავდადებული ქრისტიანი მოღვაწენი და მახარებლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია დუნაისპირეთში, ნორიკში, მოღვაწეობა სევერინისა, რომელიც V საუკუნეში ცხოვრობდა. ეს მხარე ბარბაროსებმა დაარბიეს. ისინი ანადგურებდნენ ნათესებს, ძარცვავდნენ და წვავდნენ ქალაქებსა და სოფლებს, მიჰყავდათ მრავალი ტყვე, რომელთაც მონებად ყიდიდნენ. მოსახლეობა შიშმა მოიცვა; მმართველები, რომლებიც ოლქს რომის იმპერატორის სახელით მართავდნენ, ბარბაროსთა განუკითხავი თარეშით დაშინებულნი, უსაფრთხოებისთვის შედარებით გამაგრებულ ადგილებს ეძებდნენ. რომი, რომელიც თვითონაც დაღუპვის პირას იყო, მათ ვეღარ ეხმარებოდა: იტალიის ყველა გზა უკვე ბარბაროსებს ჰქონდათ დაკავებული. ხალხს, თუმცა სახელით ქრისტიანი იყო, სარწმუნოებაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, ხოლო თავის მწყემსებში ვერც მოძღვარსა და ვერც ნუგეშისმცემელს ვერ ხედავდა; ნაწილი გაიქცა, ნაწილი ბარბაროსებმა ამოხოცეს, ნაწილიც თავის ხვედრს უმოქმედოდ, გულხელდაკრეფილი ელოდებოდა. მოსახლეობის ღარიბი ფენა, რომლის ზურგზეც გადადიოდა ძირითადად ომის საშინელებანი, შიმშილი და სრული განუკითხაობა, სასოწარკვეთილებამდე იყო მისული. წარმართული ადათები, რომელთა შესრულებაზეც ცოტა ხნის წინ ხელი აიღეს, ისევ გაცოცხლდა; დავიწყებული იქნა ყოველგვარი ზნეობრივი კანონი, თანალმობისა და სიყვარულის გრძნობებმა ადგილი თვითგადარჩენის ინსტინქტს დაუთმეს. ზოგი ბარბაროსებს შეუერთდა და მხარეს მათთან ერთად ძარცვავდა. სხვებმა ყაჩაღთა ბრბოები თვითონ შექმნეს.

ამ მძიმე დროს დუნაის პირას გამოჩნდა მწირი, 30 წლისა, ღმრთისაგან წარმოგზავნილი, რომელსაც სევერინს ეძახდნენ. არავინ იცოდა, რა ეროვნების იყო, იცოდნენ მხოლოდ, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში აღმოსავლეთში მოღვაწეობდა. მწირის მეტყველება და საქციელი მის მაღალ განათლებაზე მიანიშნებდა. ჩქარა იგი ღარიბთა ნუგეშისმცემელი შეიქნა. სევერინს არ ეშინოდა საფრთხისა, მოთმინებით იტანდა ჯაფასა და სიღატაკეს. მან მთელი მხარე შემოიარა, ამხნევებდა და ანუგეშებდა უბედურთ და დარბეულ მხარეში წესრიგის აღდგენას ცდილობდა. ქადაგებდა ქრისტესა და მარადიულ ცხოვრებას და მოუწოდებდა ლოცვისა და მონანიებისკენ, მან მდიდრებში ღარიბთა თანაგრძნობის, ხოლო მწუხარეთა შორის მოქმედების სურვილისა და სულის მხნეობის გაღვიძება შეძლო. თვით სასტიკი ბარბაროსები, როცა სევერინის უსაზღვრო გულმოწყალებასა და საფრთხეთა წინაშე ვაჟკაცურ სიმტკიცეს ხედავდნენ, მის მიმართ პატივისცემით იმსჭვალებოდნენ. სევერინმა მრავალი მოაქცია ჭეშმარიტებაზე. ის ითხოვდა ტყვეთა გათავისუფლებას, ხოლო თუ ვინმესგან დახმარებას მიიღებდა, გაჭირვებულთათვის დარიგებას ჩქარობდა. მწირს ყველა ემორჩილებოდა. ღმრთისკაცი ნამდვილი მმართველი გახდა მხარისა, რომელიც მის წმინდა მოღვაწეობას ადიდებდა. ქალაქებსა და სოფლებში მან პურის, ტანსაცმლისა და პირველსაჭიროების ნივთების საწყობები მოაწყო. მწირის მიმართ პატივისცემა იმდენად დიდი იყო, რომ მარაგისთვის, რომელსაც წმინდა კაცის სახელი იცავდა, ხელის ხლებას თვით ბარბაროსებიც ვერ ბედავდნენ. საკუთარ ტანჯვათა მიმართ გულგრილი სევერინი სხვათა ტანჯვას ცხოვლად განიცდიდა. ხშირად ცივ ზამთარში ფეხშიშველა და შილიფად ჩაცმული ღმრთის კაცი დუნაის გაყინულ ტალღებზე გადადიოდა და საჭმელი და სამოსელი მიჰქონდა გაჭირვებულთათვის. მას ყველა ბედკრული ენდობოდა, დუნაისპირელნი მწირს რიგრიგობით უხმობდნენ თავისთან, სჯეროდათ, რომ მისი იქ მხოლოდ ყოფნაც კი უკვე დაიცავდათ ბარბაროსებისგან. დროდადრო სევერინი მონასტერში მიდიოდა, რათა ლოცვითა და განმარტოებით ახალი ძალები მოეკრიბა. მან მრავალი მოწაფე აღზარდა და როცა ნორიკში ოცდაათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ სული უფალს მიაბარა, როგორც მამა, მოძღვარი და მანუგეშებელი მთელმა მოსახლეობამ გულწრფელად დაიტირა. მალე ახალი უბედურებით გულდამძიმებულმა, ბარბაროსებისგან დარბეულმა ნორიკის ქრისტიანულმა მოსახლეობამ იტალიაში გადასვლა გადაწყვიტა. წმინდა მოღვაწის ნეშტი ზეიმით გადაასვენეს სამხრეთ იტალიაში. მიტოვებულ ბედკრულ მხარეში, რომელიც ბარბაროსებს დარჩათ, ყოველგვარი ნიშანწყალი ქრისტიანობისა თითქმის სრულიად წაიშალა.

მთელი ცენტრალური ევროპა განადგურდა და სუსტი კვალი ძველი განათლებისა მხოლოდ აქა-იქ შემორჩა, მაგრამ გაბატონება ვერც წარმართობამ მოასწრო, რადგან მე-6 საუკუნეში ამ მხარეში წმინდა სახარების ქადაგება ისევ დაიწყო. გერმანული ტომის, ფრანკების მოქცევამ იმ სხვა გერმანულ ტომებზეც მოახდინა ზეგავლენა, რომელნიც მათ დაიპყრეს. ფრანკების ზოგიერთი ეპისკოპოსი და მოძღვარი მათთან საქადაგებლად მიდიოდა. რუპერტი, ემერან აქვინელი, ავიტ ვიენელი და სხვები მე-6 საუკუნეში ბავარიელთა, ტურინგთა და ბურგუნდთა შორის მოღვაწეობდნენ. ტრირის მხარეში მღვდელმა გოჰარმა ხალხის განსასწავლად და მოწყალების დასარიგებლად ტაძარი ააგო. მაგრამ სულიერი განათლებისთვის გერმანია მაინც ყველაზე მეტად ირლანდიელი ბერებისგანაა დავალებული, რომელთაც VI-VII საუკუნეებსა და VIII საუკუნის დასაწყისში მთელი ეს მხარე მოიარეს და ღვთის სიტყვა იქადაგეს. ეს ის დრო იყო, როცა ირლანდიის მონასტრებში სულიერი მოღვაწეობა განსაკუთრებით გაცხოველდა. მეზობელი ქვეყნები ჭაბუკებს აღსაზრდელად ამ მონასტრებში გზავნიდნენ, სადაც ისინი სამეცნიერო განათლებასთან ერთად მისი წმინდა სიტყვის გავრცელებით ქრისტეს მსახურების მხურვალე მოშურნეობასაც იძენდნენ. მრავალმა მათგანმა ცხოვრება სახარების ქადაგებას მიუძღვნა.

ერთ-ერთი ასეთი მოშურნე იყო მსახური ღმრთისა ბერი ფრიდოლინი, რომლის შესახებაც მწირი ცნობები შემოგვრჩა. ცნობილია მხოლოდ, რომ იგი ვოგეზის მთებში მოღვაწეობდა, სადაც მე-6 საუკუნის ბოლოს მეორე ირლანდიელი ბერი კოლუმბანიც მივიდა თავის თორმეტ ამხანაგთან ერთად და ვოგეზის მთების უნაყოფოსა და უდაბურ ადგილას დამკვიდრდა. ამ მხარის მოსახლეობა იმდენად უხეში და განუვითარებელი იყო, რომ მიწათმოქმედებაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ბერებმა მიწის დამუშავება დიდი ჯაფის გაწევით შეძლეს და თავიანთი წმინდა ცხოვრებით ისეთი პატივისცემა მოიპოვეს, რომ აქაურნი რჩევათა მისაღებად მათთან ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ. ბერები ხალისით ასწავლიდნენ მათ, თუმცა ღარიბები იყვნენ, მათაც ეხმარებოდნენ. ისინი მონასტრებში აღსაზრდელად იღებდნენ ბავშვებს, დაუღალავად ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, ასწავლიდნენ წერა-კითხვას და ყოველგვარი სასარგებლო ცოდნის გავრცელებისთვის აქტიურად იღვწოდნენ. ბერების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. კოლუმბანის ხელმძღვანელობით სამი მონასტერი ჩამოყალიბდა, რომელთაგან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ლუქსელის მონასტერმა მოიპოვა. ეს წარმატება შეშურდათ მეზობელ ეპისკოპოსებსა და მღვდლებს, რომელთაც ხალხი მაინცდამაინც დიდი პატივისცემით არ ეპყრობოდა. მათ სძულდათ კოლუმბანი, რომელიც ხშირად უქადაგებდა მათ, უანგარონი და კეთილნი იყავითო. კოლუმბანი ირლანდიური მონასტრების წესების მიმდევარი იყო, ზოგიერთ ძველ, რომაულისგან განსხვავებულ ადათს იცავდა და თავს პაპზე დამოკიდებულად არ თვლიდა. სამღვდელოებამ მას სამოქალაქო ხელისუფლება აუმხედრა, კოლუმბანი იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო და თავისი კეთილნაყოფიერი მოღვაწეობა სვევთა შორის, დღევანდელ შვეიცარიაში გაეგრძელებინა. შაფჰაუზენმა, ციურიხმა და შემდეგ გრეგენმაც ღვთის სიტყვა სწორედ ამ, სარწმუნოებისთვის თავდადებული ირლანდიელისაგან მოისმინა; როცა მისი დევნა განახლდა, კოლუმბანი იტალიაში გადავიდა, სადაც პავიის მახლობლად ბობიოს მონასტერი დააარსა; ამ მონასტრის ბერები ღვთის სიტყვას გულმოდგინედ ავრცელებდნენ ჩრდილოეთ იტალიაში. კოლუმბანის საყვარელმა მოწაფემ, გალოსმა, რომელიც შვეიცარიაში დარჩა, ბრეგენცის მახლობლად მეუდაბნოეთა საცხოვრებელი მოაწყო, რომელსაც შემდეგში მისი სახელი მიენიჭა.

ამ წმინდა კაცებმა მრავალი მოწაფე აღზარდეს, რომელთაც დაწყებული საქმე გულმოდგინედ გააგრძელეს. მათთან ზღვის გაღმიდან განუწყვეტლივ მოდიოდნენ ახალ-ახალი მახარებლები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რომმა ბრიტანეთის კუნძულებზე ძველბრიტანული ეკლესია ძალით დაიმორჩილა და იმ ბერებმა, რომელთაც რომის მორჩილება არ მიიღეს, სამოღვაწეოდ სხვა ქვეყნებს მიაშურეს. შვეიცარიაში, გერმანიასა და ნაწილობრივ საფრანგეთშიც წმინდა სახარება სწორედ მათი ღვაწლით გავრცელდა. დუნაის, რაინის მხარემ, ვოგეზის მთებმა და შვარცვალდის ტყეებმა მრავალი მახარებელი შეიწყნარა; დაარსდა მონასტრები, სადაც ახალგაზრდობა განისწავლებოდა. უღრან ტყეებსა და მთათა ხეობებში მოღვაწენი დამკვიდრდნენ, რომელთა გარშემოც მათი მოწაფენი იკრიბებოდნენ, მათ შეგონებებს ისმენდნენ და მათ ცხოვრებას ბაძავდნენ. მახარებლები, რომელთა ცხოვრებაც მთლიანად ღვთისადმი იყო მიძღვნილი, ხალხის უდიდეს პატივისცემას იწვევდნენ. მათ წესად ჰქონდათ, არავისგან მიეღოთ საჩუქარი, ლუკმაპურს საკუთარი ჯაფით შოულობდნენ და მოყვასისათვის დაუღალავად ზრუნავდნენ, სახელდობრ, აუწყებდნენ რა სახარებას, მათ სულებს გონებრივი მოღვაწეობისაკენ აღძრავდნენ. ადგილობრივმა ხალხურმა გადმოცემებმა დღემდე შემოინახა სახელები პირველი მახარებლებისა - კოლუმბანისა, გალოსისა და მაგნოალდისა, რომელნიც საფრანგეთში, შვეიცარიასა და ნაწილობრივ იტალიაში მოღვაწეობდნენ; ტრუტბერგისა და ზეგბერთისა, რომელნიც შვარცვალდში ქადაგებდნენ; პირმინსისა, რომელიც ელზასში ახარებდა და კილიანისა, რომელიც ვიურცბურგის გარეუბნებში მახარებლობდა და სარწმუნოებას სიცოცხლეც შესწირა. ვიურცბურგის თავადს მან ძმის ქვრივზე დაქორწინება აუკრძალა, რის გამოც მთავრის ბრძანებით მოკლეს. ამ მქადაგებელთა სახელები, როგორც წმინდანებისა და სასწაულმოქმედთა, მადლიერი ხალხის ხსოვნაში დღემდე ცოცხლობს.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat