ჩემთვის უმჯობესია დავემორჩილო პეტრეს, რადგან ზეციური სასუფევლის გასაღები მას აქვს
ჩემთვის უმჯობესია დავემორჩილო პეტრეს, რადგან ზეციური სასუფევლის გასაღები მას აქვს
ხანმოკლე აღმოჩნდა ბრიტანეთის კუნძულებზე რომაელ მახარებელთა ელვისებური წარმატება. კენტის სათნო და ღვთისმოსავი მეფის ეტელბერტის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. ასევე მოიქცნენ მეზობელ მეფეთა შვილებიც. მათ მაგალითს ხალხმაც მიბაძა და მქადაგებელთა დევნა დაიწყო. ზოგიერთი მათგანი სულით დაეცა და ქვეყანა დატოვა, მაგრამ ავგუსტინეს მემკვიდრემ ლავრენტიმ გადაწყვიტა დარჩენილიყო და მეფე ეკლესიის წიაღში დაებრუნებინა, რაც მოახერხა კიდეც, ხოლო მეორე გულმოდგინე მქადაგებელმა პავლინემ მისი ქრისტიანი მეუღლის შემწეობით ნორთუმბერლენდის მეფე ევდინი მოაქცია. ევდინმა სასწრაფოდ მოიწვია სახალხო საბჭო და თავისი მოქცევის მიზეზები და ახალი სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტებანი ამცნო. საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ახალი რჯულის უპირატესობა აღიარა, ხოლო ერთმა ბელადთაგანმა თავისი შეხედულების გამოსახატავად ასეთი შედარება მოიშველია: "მეფეო, - თქვა მან, - ხანდახან ზამთრის ცივ დღეს ბელადებთან ერთად თბილ ოთახში, მოგიზგიზე ბუხართან ილხენ. გარეთ ქარბუქი და თოვლ-წვიმაა. ამ დროს კარიდან ჩიტი შემოფრინდება, გადასერავს ოთახს და მეორე კარიდან გაფრინდება. ეს ერთი წამი, როცა ის ვეღარც სიცივეს გრძნობს და ვეღარც ქარბუქს, მისთვის შვების მომგვრელია, მაგრამ მსწრაფლწარმავალი - ჩიტი ისევ ზამთრის სიცივეს ითმენს. ასევე მსწრაფლწარმავალია ადამიანის ცხოვრებაც დედამიწაზე და ასეთივე წამიერი იმ დროსთან შედარებით, რაც მის მოსვლამდე იყო და რაც მის შემდეგ იქნება. ეს დრო ჩვენთვის ბნელია და საშიშიც, რადგან შეუცნობელია. უკეთუ ახალ სარწმუნოებას შეუძლია, ეს დრო ჩვენთვის რამდენადმე მაინც ნათელყოს, მაშინ მისი მიმდევრები უნდა გავხდეთ".

პავლინემ, რომელიც კრებას ესწრებოდა, მას ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლობის არსი აუხსნა. საბჭომ მას ყურადღებით მოუსმინა და ძველი რჯულის დათმობა და ახალი სარწმუნოების მიღება ერთსულოვნად გადაწყვიტა. ხალხს კერპების განადგურებისკენ თვითონ უზენაესმა ქურუმმა მოუწოდა, ხოლო პავლინემ მთელი სამეფო შემოიარა და ახალ სარწმუნოებაზე მოქცეულნი მონათლა.

სამწუხაროდ, მყარი არც ეს წარმატება გამოდგა. ევდინი მერსიის წარმართ მეფე პენდასთან ბრძოლაში დაიღუპა და ქრისტიანები კვლავ დევნილებად იქცნენ. დაიწყო ეკლესიების რბევა და რამდენიმე ხნით კვლავ წარმართობა გაბატონდა.

რომის წარგზავნილების პარალელურად ანგლო-საქსების სამეფოებში სახარების ქადაგებას ადგილობრივი ბრიტანული ეკლესიაც მხურვალედ შეუდგა. ამ კეთილ საქმეს საფუძველი ახალგაზრდა მეფე ოსვალდმა ჩაუყარა. მისი ძმის, მეფე ევდინის მოკვლის შემდეგ, მემკვიდრეობასთან ერთად სიცოცხლეც რომ არ დაეკარგა, მან, ჯერ კიდევ ბავშვმა, თავშესაფარი იონის მონასტერში პოვა, სადაც ბერებმა ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულით აღზარდეს. როცა სრულწლოვანი გახდა და ნორთუმბერლენდი დაიმორჩილა, ოსვალდმა მაშინვე მიიწვია მქადაგებლები ჩრდილოეთის მონასტრებიდან. ისინიც სიამოვნებით გაემართნენ მისი სამეფოსკენ, მაგრამ გაველურებული წარმართების ქრისტეს სარწმუნოებაზე მოქცევა იმდენად ძნელი გამოდგა, რომ რამდენჯერმე დაწყებულ საქმეზე კინაღამ ხელი აიღეს. "ისინი ისეთი ჯიუტები არიან, - ამბობდა იონში დაბრუნებული ერთი მქადაგებელი, - რომ მათი მოქცევის არავითარი იმედი არ არსებობს". ამ სიტყვებმა ერთ-ერთი იქ მყოფი მღვდელი, აიდანი, დიდად გააოცა. "უფალო, - წამოიძახა მან, - განა ისინი გაჯიუტდებოდნენ, მათთვის შენი სიყვარული რომ ეუწყებინათ? მე წავალ, მე ვამცნობ მათ იესოს სახელს, - და იმედდაკარგულ მქადაგებელს მიუბრუნდა: - ძმაო, მეტისმეტად მომთხოვნი ხომ არ იყავი მათ მიმართ? მორწმუნეთა გამოზრდა ხომ რძითაა საჭირო, ვიდრე ისინი უფრო მაგარი საზრდელისათვის განმტკიცდებოდნენ".

აიდანი ეპისკოპოსად აკურთხეს და ნორთუმბერლენდში გაისტუმრეს. ოსვალდმა დიდი სიხარულით მიიღო. რაკი აიდანმა ადგილობრივი მოსახლეობის ენა არ იცოდა, მას თვითონ მეფე დაჰყვებოდა და ხალხს მის ნათქვამს უთარგმნიდა. მალე მთელი ეს მხარე ღვთის მაცხოვნებელი სიტყვით განისწავლა.

აიდანის სათნოებამ ყველას გული მიიზიდა. ის და მეფე თავდადებით, მხურვალე სიყვარულით მოღვაწეობდნენ და წარმატებამაც აღარ დააყოვნა: პირქუშ საქსონელთა გულებში სახარების ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა. მოკლე დროში აღიმართა მონასტრები და ეკლესიები და ნორთუმბერლენდში სარწმუნოება მტკიცედ გაბატონდა.

სამწუხაროდ, ოსვალდიც, უფროსი ძმის მსგავსად, კერპთაყვანისმცემლებთან ბრძოლაში მოკლეს. სიკვდილის წინ უფალს შეევედრა, გადაერჩინა მისი ხალხი, რომელმაც კეთილშობილი მეფის ხსოვნას პატივი, ვითარცა წმინდანისას, ისე მიაგო.

ნორთუმბერლენდიდან მქადაგებლები სხვა სამეფოებშიც გადადიოდნენ, სახარებას ქადაგებდნენ და ეკლესიებსა და მონასტრებს აფუძნებდნენ. ამასთან, არც ძველბრიტანული ეკლესიის წესებისა და ადათების დაცვა ავიწყდებოდათ. მათი მოღვაწეობა კიდევ უფრო გაძლიერდა მაშინ, როცა ოსვალდის მემკვიდრემ, ოსვეიმ, თავის სახელმწიფოს სხვა სამეფოებიც შემოუერთა, რომლებშიც მათ მეფის მფარველობის წყალობით გზა ხსნილი ჰქონდათ.

ძველბრიტანული ეკლესიის წარმატებამ რომაელ მახარებელთა გულისწყრომა და შური გამოიწვია - ისინი ხომ, მიუხედავად ძალისხმევისა, მტკიცედ მხოლოდ ჰეპტარქიის ერთ სამეფოში - კენტში - დამკვიდრდნენ. გაფართოება და გაძლიერება ეკლესიისა, რომელიც პაპის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იყო, მათ გულისწყრომას იწვევდა, ამიტომ მის წინააღმდეგ შეუპოვრად იბრძოდნენ, მის სწავლებას ერეტიკულად აცხადებდნენ და ადათებს განსჯიდნენ.

არც ბრიტანული სამღვდელოება ინდობდა რომაელ სამღვდელოებას, ეს ურთიერთმტრობა და შუღლი კი საბოლოოდ სარწმუნოებას აყენებდა ზიანს. ბრიტანელებმა, რომლებიც რომიდან წარმოგზავნილების ქედმაღლობამ და შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებამ უკიდურესად გააღიზიანა, უფრო ჯიუტად დაიწყეს ძველი ადათების დაცვა. ხალხს უყვარდა მქადაგებლები, მათ თავისიანებად მიიჩნევდა და უფრო სიამოვნებით უსმენდა, ვიდრე რომიდან წარმოგზავნილ უცხოელებს, მით უმეტეს, რომ პირველნი უბრალოებითა და უანგარობით გამოირჩეოდნენ, რომაელი მქადაგებლები კი საჩუქრებსა და მამულებს ითხოვდნენ - უფლისთვის გვსურსო. რომაელი სამღვდელოება, რომელიც ხალხს არ უყვარდა, კავშირს მეფეებსა და მდიდარ მემამულეებთან ეძიებდა, ჰპირდებოდა, სულიერ ძალას თქვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთო. პაპები მეფეებს წერილებს სწერდნენ, რომლებშიც ზეციურსა და მიწიერ სიკეთეებს აღუთქვამდნენ მათ, ვინც რომის ეკლესიას - მფარველობას, ხოლო პაპს შვილურ მორჩილებას გაუწევდა.

ასეთი შეუპოვარი ბრძოლა საუკუნეთა მანძილზე გაგრძელდა, რაც სახალხო ვნებათაღელვას აღვივებდა და განხეთქილებას თვით ოჯახებშიც კი იწვევდა. გაუთავებელ შუღლსა და მტრობას სისხლისღვრაც არაერთხელ მოჰყოლია.

ძველბრიტანულსა და რომის ეკლესიებს შორის საუკუნოვანი ბრძოლის შესახებ საკმაოდ დაწვრილებითი ცნობები მოგვაწოდა ინგლისური ეკლესიის პირველმა მემატიანემ, მღვდელმონაზონმა ღირსმა ბედამ. იგი VIII საუკუნეში ცხოვრობდა და ერთგულობდა რომის ეკლესიას, რომელიც იმ დროისთვის ინგლისში უკვე განმტკიცებულიყო. მისი მონათხრობი წარმოდგენას გვიქმნის იმ ხერხებზე, რომლებსაც რომის სამღვდელოება ადგილობრივი ეკლესიის დასათრგუნად და შესავიწროებლად იყენებდა. ეს წვრილმანები ძვირფასია, რადგან რომის წინააღმდეგ საუკუნოვანი ბრძოლის ღრმა კვალი ბრიტანულ ეკლესიას მას შემდეგაც გაჰყვა, რაც მან რომის უღელი გადაიგდო.

მეფე ოსვალდის სიკვდილის შემდეგ, VII საუკუნის შუა ხანებში, ნორთუმბერლენდის სამეფო მისი ძმის, ოსვეის, ხელში გადავიდა, რომელმაც იგი საგრძნობლად გააფართოვა და ინგლისის ყველაზე ძლიერი მეფე გახდა. მართალია, ოსვეი მქადაგებლებს, რომელნიც მის სამფლობელოში ქრისტიანულ სარწმუნოებას ავრცელებდნენ, მფარველობდა, მაგრამ თვითონ უფრო სახელმწიფოს გაფართოებისთვის ზრუნავდა და ამ მიზნის მისაღწევად ბოროტმოქმედებასაც არ ერიდებოდა: ცნობილია, რომ მან მეზობელი მეფე, თავისი ნათესავი, ღალატით მოკლა და მის სამეფოს ამ გზით დაეუფლა.

ეს ის დრო გახლდათ, როცა რომის სამღვდელოება ფაქტობრივად მხოლოდ კენტში იყო დამკვიდრებული და დანარჩენ სამეფოებში ბრიტანელ მახარებელთა წარმატებას შურით ადევნებდა თვალყურს. ამიტომაც მეფე ოსვეის მიმხრობა რომისთვის მთელი ინგლისის დასამორჩილებლად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მალე ამის შესაძლებლობაც გამოჩნდა. ოსვეისგან განსხვავებით, რომელიც ძველბრიტანული ეკლესიის წესების მიმდევარი იყო, მისი ცოლი რომის აღმსარებლობას უჭერდა მხარს. ამასთან, მისი სულიერი მამაც სასახლეში ცხოვრობდა. ასე რომ, როცა სამეფო ოჯახში ძველბრიტანული ეკლესიის გამოთვლით პასექს დღესასწაულობდნენ, დედოფალი და მისი მოძღვარი მარხულობდნენ. სხვა განსხვავებულ ადათებსაც ორივე მხარე ჯიუტად იცავდა, ეს კი ხშირად იწვევდა კამათს, რომელიც სულ უფრო და უფრო სასტიკი ხდებოდა. დედოფალი და მისი მოძღვარი შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან, რომ ბრიტანული ეკლესიის ადათები ათვალწუნებით არ მოეხსენიებინათ. ამასთან, მეფის გადმობირებასაც ცდილობდნენ. მალე მოკავშირეც იპოვეს - ახალგაზრდა ინგლისელი, სახელად ვილფრიდი, მეფესთან დაახლოებული, მეტისმეტად მოხერხებული და ჭკვიანი პიროვნება. მან რომში იმოგზაურა და იქიდან პაპის მხურვალე მხარდამჭერი დაბრუნდა, თუმცა ეს მხარდაჭერა უანგარო არ ყოფილა. იტალიასა და საფრანგეთში მოგზაურობისას ვილფრიდმა იხილა სამღვდელოება, რომელიც ძალაუფლებასა და სიმდიდრეს ფლობდა და სახელმწიფო საქმეებშიც აქტიურად მონაწილეობდა. მასაც ქონებას შეჰპირდნენ, თუკი მეფის რომისთვის დამორჩილებას მოახერხებდა. ვილფრიდი დავალების შესრულებას გულმოდგინედ შეუდგა. ბრიტანულ ეკლესიას ერეტიკულს უწოდებდა, აქებდა და ადიდებდა პაპის ხელისუფლებასა და ძლიერებას და მეფეს შეაგონებდა, რომ მისთვის ბევრად შესაფერისი იქნებოდა, სარწმუნოებრივ საკითხებში მას დამორჩილებოდა, ვისაც მთელი სამყაროს უძლიერესი ხელმწიფენი აღიარებდნენ, ვიდრე ყური ეგდო ღარიბი ბრიტანელი მღვდლებისთვის, რომელთაც არავითარი ძალაუფლება არ გააჩნდათ. ამავე დროს არც იმ სარგებელთა ჩამოთვლა ავიწყდებოდა, რომლებიც შეიძლებოდა რომთან კავშირს მოეტანა. ოსვეი იმდენად ქრისტიანი კი იყო, რომ ჩადენილ დანაშაულთა გამო სინდისი დამშვიდებული არ ჰქონოდა. ვილფრიდმა ეს რომ შეამჩნია, შეეცადა, კიდევ უფრო გაეძლიერებინა სინდისის ქენჯნა და ურჩევდა, პაპის კალთის ქვეშ შენდობას მიიღებო.

განუწყვეტელმა შეგონებებმა მეფეს ყოყმანი დააწყებინა. ამასთან, რომისკენ მას მიწიერი სარგებელიც ეზიდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ოსვეიმ გადაწყვიტა მოეწვია კრება ბრიტანული სამღვდელოებისა, რომელიც სამეფო კარზე გაძლიერებული რომის პარტიის ხრიკებს შეშფოთებით ადევნებდა თვალყურს.

კრება სტრინსგოლის მონასტერში გაიმართა. "განა ცუდი იქნება, - მიმართა მეფემ კრების მონაწილეებს, - ყველანი ერთი რჯულისა და ერთი ადათის მიმდევრებიც რომ ვიყოთ? ყველას ხომ ერთი ზეციური სამკვიდრებლის სასოება გვაქვს?" ბრიტანელმა ეპისკოპოსმა კოლმანმა მიუგო: "მათ, ვინც ეპისკოპოსად დამადგინა, მასწავლეს, მიმდევარი ვყოფილიყავი წმინდა სჯულისა; ისინი ღმერთის ერთგული მსახურნი არიან და მათი დამცირება არ ეგების, რადგან ეს არის სწავლება კოლუმბასი, ნეტარი იოანე მოციქულისა და მთელი ეკლესიისა, რომლის ზედამხედველიც იგი იყო".

"ხოლო ჩვენი სწავლება და ჩვენი ადათი, - შეეპასუხა ვილფრიდი, - რომის სწავლება და ადათია, სადაც პეტრე და პავლე მოციქულებმა იქადაგეს. ამ სჯულს აღიარებს გალია, პიქტები და კალედონიელები, სადღაც ქვეყნიერების კიდეზე, პატარა კუნძულებზე გადაკარგულნი მთელი სამყაროს წინააღმდეგ გალაშქრებას ბედავთ? რას მოგაქვთ თავი თქვენი კოლუმბათი? რაც არ უნდა წმინდა ყოფილიყო იგი, განა შეიძლება უპირატესობა მივანიჭოთ იმასთან შედარებით, ვინც მოციქულთა თავი იყო და ვისაც თვით უფალმა უთხრა: "შენ ხარ კლდე და მოგცემ გასაღებს ბჭეთა სასუფევლისათა?"

ამ სიტყვებმა კრების მონაწილეებზე დიდად იმოქმედა. "მითხარი, კოლმან, - შეეკითხა მეფე, - ეს სიტყვები უფალმა პეტრეს მართლა უთხრა?"

- მართლა, - უპასუხა კოლმანმა.

- ჩვენს კოლუმბას ასეთი უფლება ოდესმე მიცემული ჰქონდა?

- რა თქმა უნდა, არა.

- მაშასადამე, - შეეპასუხა მეფე, - ჩემთვის უმჯობესია დავემორჩილო პეტრეს, რადგან სასუფევლის გასაღები მას აქვს; სხვაგვარად, როცა მის კართან მივალ, არ გამიღებენ.

გამარჯვება რომს დარჩა. კოლმანი და მისი თანამოაზრე ეპისკოპოსები და მღვდლები წავიდ-წამოვიდნენ, ვინ - თავის მონასტერში, ვინ - ვალისის მთებსა და შოტლანდიაში. ისინი მტრულად იყვნენ განწყობილნი ახალი ადათებისა და რომის მიმართ, რომლის ძალაუფლებაც ამასობაში დღითიდღე ძლიერდებოდა.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat