არ ეკარებოდნენ მათ, ვისთან ურთიერთობაც საფრთხეს შეუქმნიდა ზნეობას
არ ეკარებოდნენ მათ, ვისთან ურთიერთობაც საფრთხეს შეუქმნიდა ზნეობას
ქრისტიანი ახალგაზრდები სკოლაში წასვლისას მშობლებს აღთქმას აძლევდნენ, რომ "არ გამხიარულდებოდნენ ცუდით", წინააღმდეგ შემთხვევაში დედ-მამა მათ შვილობაზე ხელს აიღებდა.

"ქრისტიანნი უმეგობრდებოდნენ არა თავხედებს, არამედ უმანკოებს, არა ფიცხებს, არამედ მშვიდობისმოყვარეთ, რადგან იცოდნენ, რომ ცუდის მიბაძვა იოლია. ბევრი კარგი თვისება ჰქონდათ: - მინდობილნი იყვნენ მოძღვრებს, მეგობრობდნენ გამორჩეულებთან, ერიდებოდნენ უზნეოთა საზოგადოებაში ყოფნას, იყვნენ უმანკონი და მთელ ქალაქს აკვირვებდნენ სწავლითა და კეთილშობილებით. უფრთხილდებოდნენ ჯანმრთელობას, არ ეკარებოდნენ მათ, ვისთან ურთიერთობაც საფრთხეს შეუქმნიდა ზნეობას, იქცეოდნენ მოკრძალებულად, იყვნენ ღვთისმოსავნი. ხშირად იდგნენ ახალგაზრდულ ვნებებზე მაღლა.

ზოგჯერ ქრისტიანი ახალგაზრდების უმანკოება მათ წარმართ თანატოლებს აღიზიანებდათ. ისინი ცდილობდნენ მათი სახელის შელახვას, მაგრამ არ გამოსდიოდათ. გრიგოლ სასწაულმოქმედის სკოლის წარმართმა მეგობრებმა, რომლებსაც შურდათ მისი უბიწოებისა, განიზრახეს თანატოლთა თვალში მაინც მისი დამცირება. შეუთანხმდნენ ერთ მეძავს - იგი უნდა მისულიყო გრიგოლთან, ისე მოქცეოდა, თითქოს ურთიერთობა ჰქონოდათ და კუთვნილი თანხა მოეთხოვა მისთვის.

მოსალოდნელი იყო, რომ მეძავის საქციელს კამათი და უსიამოვნო საუბარი მოჰყოლოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. გრიგოლმა მშვიდად სთხოვა ერთ-ერთ მეგობარს, გადაეხადა მეძავისთვის ნათხოვნი გასამრჯელო. მანაც შეასრულა თხოვნა. ცილისმწამებლები პირში ჩალაგამოვლებულნი დარჩნენ. გრიგოლმა "გააღვიძა თავის მიმართ შური, რაც თანამდევია ყოველივე მშვენიერის, გრიგოლი მათზე მაღლა დადგა".

ხასიათის სრულყოფილება დამოკიდებულია ადამიანის მისწრაფებების სიმყარეზე, რომლის საფუძველია მშობლების ხელში მიღებული აღზრდა. პიროვნება კი საბოლოოდ სკოლაში ყალიბდება.

შეეძლოთ კი წარმართთა სკოლებს, წარმართული საწყისების გავლენით, ემოქმედათ ადამიანის შესაძლებლობების სიმყარეზე? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვიცით, რამდენი ნაკლი ჰქონდა წარმართულ სკოლებს და ამიტომ გასაგებია, რომ შეუძლებელი იყო მათი გამოყენება მიზანმიმართული ხასიათის ჩამოსაყალიბებლად. თუ როგორი მერყევი შეხედულებები და სუსტი ხასიათი ჰქონდათ ამ სკოლის აღზრდილებს, დაგვარწმუნებს სოფისტ (რიტორიკის მასწავლებელი) ეკივოლის ამბავი. "კონსტანტინოპოლელი სოფისტი ეკივოლი, - ჰყვება ძველი ეკლესიის ისტორიკოსი, - ყველა დროს ერგებოდა. ქრისტიან იმპერატორ კონსტანცის დროს მგზნებარე ქრისტიანად აჩვენებდა თავს, იულიანეს დროს შესაშური წარმართის როლს თამაშობდა, ხოლო იულიანეს შემდეგ, როდესაც კვლავ ქრისტიანი იმპერატორები დასხდნენ ტახტზე, ისევ მოინდომა გაქრისტიანება; განერთხო ქრისტიანული ტაძრის კარებთან და ღაღადებდა: "გამთელეთ ფეხებით, როგორც განქარებული მარილი". და ასეთი "განქარებული მარილი" არა მარტო ეკივოლი იყო, არამედ წარმართთა მაშინდელი სკოლების მრავალი აღზრდილი. განათლებული წარმართები მზად იყვნენ, საჭიროების მიხედვით პერანგივით გამოეცვალათ სარწმუნოება. განათლებულ ქრისტიან ახალგაზრდებს, რომელთა ხასიათიც ქრისტიანობის კეთილისმყოფელობას დაექვემდებარა, როგორი სკოლაც არ უნდა გაევლოთ, ქრისტიანული, წარმართული თუ შერეული, მათი უმრავლესობის შეხედულებები მყარი რჩებოდა და გამოირჩეოდნენ ძლიერი ხასიათით. ორიგენე თავიდან ქრისტიანი მამის, ალექსანდრიელი რიტორის, ლეონიდეს სკოლაში სწავლობდა, შემდეგ წარმართი ფილოსოფოსის და "წინასწარმეტყველის" ამონ საქსის გაკვეთილებს უსმენდა, რომლის მეშვეობითაც ყველაზე მაცდურ წარმართულ - ნეოპლატონურ ფილოსოფიას გაეცნო, ბრწყინვალედ შეისწავლა ყველა ძველი ფილოსოფოსი, მატერიალისტებისა და ათეისტების ჩათვლით, მაგრამ მას არასოდეს უღალატია ქრისტიანული შეხედულებებისათვის, ვერაფერმა შეძლო მისი უფლის სიყვარულისგან განშორება. იგი ყოველთვის ღვთისმოსავ ქრისტიანად რჩებოდა. სამაგალითონი და დიდებულნი იყვნენ ალექსანდრიის სკოლაში ორიგენეს მოსწავლეები. რამდენიმე მისი მოწაფე, ნიჭიერი, ცხოვრებაში ბრწყინვალე პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა, უდრტვინველად ირჩევს სიკვდილ იმ სარწმუნოების აღმსარებლობისათვის, რომელსაც ძალიან უფრთხილდებიან და რომლის მნიშვნელობაც მათ ახალგაზრდა მასწავლებელმა ორიგენემ აუხსნა. ორიგენეს მოსწავლეებთან ერთად დასასჯელად ვიღაც ახალგაზრდა ქალიც წაიყვანეს - გერასია, ორიგენეს მოსწავლე. მას ძალიან უყვარდა ორიგენეს გაკვეთილები და ახლა კათაკმეველი "ცეცხლში" მოსანათლად მიდიოდა - იგი უნდა დაეწვათ!

წმინდა იუსტინე ფილოსოფოსს რომში ჰქონდა სკოლა და როდესაც მოვიდა დრო, რომ საქმით დაემტკიცებინა სარწმუნოება, წამებულიყო თავისი შეხედულებისათვის, მტკიცედ წავიდა დასასჯელად. მას ყველა მოსწავლე გაჰყვა უკან, მთელმა სკოლამ მოინდომა მასწავლებლის ხვედრის გაზიარება. ისინი დასაჯეს. არც ერთს კვნესა არ დასცდენია, მხოლოდ სახის ოდნავი სიფერმკრთალე თუ მოწმობდა, რომ აღმსარებლები სამუდამოდ ტოვებდნენ ამქვეყნიურ ცხოვრებას. წარმართულ სკოლადამთავრებული ქრისტიანი ყმაწვილები არანაკლებ მტკიცე ხასიათს ავლენდნენ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ძმა, კესარი დადგა არჩევანის წინაშე - დარჩენილიყო ქრისტეს ერთგული თუ გადასულიყო "სასტიკ მბრძანებელთან (იულიანესთან), რომელიც ხან ტკბილი საუბრით ხიბლავდა კესარის, ხანაც აშინებდა თავისი ძალაუფლებით", მაგრამ მან, ალექსანდრიის წარმართული სკოლის აღზრდილმა, თავისი ქრისტიანული შეხედულებების ერთგულება არჩია. წმინდა ამფიონი მდიდარი მშობლების შვილი იყო. მან განათლება ბერიტში (ფინიკიაში) მიიღო. სრულიად ახალგაზრდას, 20 წლისას, ისეთი მგზნებარე ქრისტიანული შეხედულებები ჰქონდა, რომ უშიშრად ააშკარავებდა წარმართ პრეფექტს და ამ სიმამაცით მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა.

წარმართი ახალგაზრდები იმაზე ზრუნავდნენ, რომ მალე დაეტოვებინათ სკოლის მერხი - "ჩქარობდნენ ცხოვრებაში გადავარდნას". ცდილობდნენ, ჰქონოდათ შესაძლებლობა, თავიანთი განათლებით ებრწყინათ მაღალ საზოგადოებაში. მოკლედ, მათი შეხედულებები ცხოვრებაზე გამოირჩეოდა ამბიციურობით. როგორ არ ჰგვანან ამ თავქარიან ახალგაზრდებს ქრისტიანი ახალგაზრდები, რომლებიც სკოლაში გულმოდგინედ სწავლობდნენ, ზოგჯერ ოცდაათ წლამდეც კი! შინაგანი ბრწყინვალება არ იყო მათთვის საცდური. როდესაც ბასილი დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველმა დაამთავრეს ათენის სკოლის კურსი, მათთან მივიდნენ მეგობრები, თანატოლები და პროფესორთა უმრავლესობა. ემუდარებოდნენ, დარჩენილიყვნენ ათენში და გაეხსნათ მჭევრმეტყველების კურსები. როგორი საცდური იქნებოდა ეს სხვებისთვის! მაგრამ არც ბასილი და არც გრიგოლი არ მოხიბლულან ათენელ სწავლულთა წინადადებით. სამშობლოში დაბრუნდნენ და ერთმა - კესარიაში, მეორემ კი ნაზიანზში მიიღო ეკლესიის მასწავლებლის მოკრძალებული თანამდებობა. წმინდა გრიგოლ სასწაულმოქმედის ბიოგრაფი ჰყვება: გრიგოლს მრავალი მაცდური შეთავაზება ჰქონდა, დაეკავებინა ესა თუ ის თანამდებობა, რომელიც მრავალ ამქვეყნიურ სიამეს ჰპირდებოდა, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება და დაბრუნდა მშობლიურ პონტოში. აქ ყველა ელოდა, რომ თავის სწავლულობას საქვეყნოდ გამოამჟღავნებდა, რათა შეექოთ და მოეპოვებინა აღიარება, რითაც მიიღებდა დიდი ხნის შრომის ნაყოფს. ყველა მოტყუვდა. გრიგოლი თავის სიბრძნეს მდუმარებით გამოთქვამდა. ქალაქურ ცხოვრებას გაეცალა, განმარტოებით ცხოვრობდა. მართალია, საბოლოოდ გრიგოლი პონტოში, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი ხდება, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო - მიუხედავად გრიგოლის უარისა, პონტოს მიტროპოლიტმა ფედიმ მაინც დაადგინა ის დაუსწრებლად (იშვიათი შემთხვევა ისტორიაში!) ამ ქალაქის მწყემსმთავრად. როდესაც ფედი გრიგოლს აკურთხებდა, იგი თავისი ხელდამსხმელისაგან სამი დღის სავალ მანძილზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ გრიგოლი დაემორჩილა ხვედრს.

თუ ღრმად ჩავუფიქრდებით წარმართულ სკოლებში მიმდინარე მოვლენებს, ისინი, სავარაუდოდ, საზიანო და საშიში უნდა ყოფილიყო ქრისტიანი ახალგაზრდებისათვის. რაც ნამდვილად იყო სასარგებლო და კეთილისმყოფელი მათთვის, მას რწმენით იღებდნენ. ამ ახალგაზრდებზე მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მიცემული აღთქმა სრულდებოდა: "დაღათუ სასიკუდინე რაიმე სუან, არარაი ავნოს მათ" (მარკ. 16, 18). ქრისტიანი ახალგაზრდები წყურვილს შხამიანი წყაროდან იკლავდნენ - წარმართულ სკოლებში და ეს სასიკვდილო წყარო მათ არ ვნებდა. მათთვის "სულის წარმწყმედელი ათენიც" კი სულისათვის სასიკეთო ათენად გარდაიქმნებოდა. თავის დროზე გრიგოლ ღვთისმეტყველი ტყუილად არ შეუძახებდა: "ელადა, საამო სიჭაბუკევ - თქვენ დაუთმეთ ქრისტეს!"

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat