"კეთილი ქორწინება ეფუძნება არა ოქროსა და სილამაზეს, არამედ კეთილისყოფას"
"კეთილი ქორწინება ეფუძნება არა ოქროსა და სილამაზეს, არამედ კეთილისყოფას"
მეოცნებე და ერეტიკული სექტები ქორწინებას დაუშვებლად მიიჩნევდნენ. ძველი ქრისტიანობა, სულიერი მამები და საეკლესიო კრებები ერთსულოვნად იმაღლებდნენ ხმას ასეთი უკიდურესობის წინააღმდეგ. ღანგრის კრება (მე-9 მუხლი) ადგენს: "თუ ვინმე ცხოვრობს უქორწინებლად არა თავშეკავებისა და ქალწულების სიწმინდისათვის, არამედ ქორწინების სიძულვილით, გადაეცეს ანათემას". მას მხარს უჭერს მოციქულთა 51-ე განწესება: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი თავს არიდებენ ქორწინებას, ხორცს და ღვინოს არა თავშეკავების ღვაწლით, არამედ სიძულვილის გამო, რადგან დაივიწყეს, რომ ღმერთმა შექმნა ყოველი, შექმნა ქმარი და ცოლი, ან გამოსწორდება, ან აეყრება ხარისხი და განიკვეთება ეკლესიიდან. ეს ეხება ერისკაცსაც". ეკლესიის მასწავლებელი კლიმენტი უქორწინებულობასთან შედარებით უპირატესობას ქორწინებას ანიჭებს. "სრულყოფილი ქრისტიანი, რომელიც უფლის სიტყვის ნებით ქორწინდება (და მაგალითად მოჰყავს მოციქულები, რომლებსაც, მისი აზრით, ჰყავდათ მეუღლეები), სხვებზე მაღლა დგას. დაქორწინებული კაცი და ოჯახის პატრონი ცხოვრობს მრავალი საცდურის გარემოში, რომლებსაც იგი ხვდება მეუღლესა და შვილებზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზრუნვისას, თანაც რჩება ურყევი ღვთაებრივ სიყვარულში. მაგრამ ვისაც არა აქვს მეურნეობა, მას არც საცდურები აქვს, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და თავის თავზე ნაკლებად მზრუნველზე დაბლა დგას".

ქრისტიანული სული, უპირველესად, დიდ ზეგავლენას ახდენს ქორწინების პირობებზე.

ეკლესიისგან ქორწინების კურთხევის პირველ კვალს ვხვდებით ეგნატე ანტიოქიელის მიერ პოლიკარპე სმირნელისადმი მიწერილ წერილში. "ვინც ცოლს ირთავს ან თხოვდება, უნდა შეკავშირდნენ ეპისკოპოსის თანხმობით, რომ ქორწინება იყოს კურთხეული უფლისაგან და არა ავხორცული". ჩანს, ეკლესია ძველი დროიდანვე აძლევდა კურთხევას, ეთანხმებოდა და მონაწილეობდა ქორწინებაში. ქორწინება უკვე აღარ არის სამოქალაქო საქმე, როგორც კერპთაყვანისმცემლობისას, იგი ეკლესიის საქმეც გახდა. ქორწინებაზე უფრო გარკვევით ლაპარაკობს კლიმენტი ალექსანდრიელი. ქალთა ჩვევის - შინიონის ტარების ჩვეულების განხილვისას ეკლესიის მასწავლებელი ღაღადებს: "მღვდელმა ვის უნდა მისცეს კურთხევა? ამ შემთხვევაში (თავზე ხელის დადებისას) იგი კურთხევას აძლევს არა ამ ქალს, არამედ ვიღაცის თმას". ტერტულიანე წერს: "როგორ შეიძლება აღწერო ეკლესიისგან ნაკარნახევი, ლოცვით განათლებული, ანგელოზთაგან ცაში ატანილი, მამა ღმერთის კურთხეული ქორწინების ბედნიერება?" სხვაგან ამბობს: "საქორწინო კავშირი, რომელიც ეკლესიის წინაშე აღიარებული არ არის, დიდად საშიშია, რადგან იგი შეიძლება შევადაროთ უძღებობასა და მრუშობას". მოგვიანებით უხვად არის ცნობები ეკლესიის მიერ ქორწინების კურთხევაზე.

ძველი ეკლესიის სწავლებებში მრავალი დარიგებაა ქორწინების მიზანზე, მეუღლეების ურთიერთდამოკიდებულებაზე და სხვა. ვინაიდან ქორწინება მსგავსია ქრისტესა და ეკლესიის კავშირისა და არის საიდუმლო, ძველი აღმწერლები ქორწინებისგან მოითხოვენ განსაკუთრებულ სიწმინდეს - ხარისხს, რომელსაც არ ცნობს კერპთაყვანისმცემლობა. იუსტინე ამბობს: "ქრისტიანები ქორწინდებიან არა ხორციელი სიამოვნებისთვის, არამედ შვილების გასაჩენად". ათენაგორა წერს: "ყოველ ჩვენგანს, რომელმაც ცოლი ყველა წესის დაცვით მოიყვანა, იგი მხოლოდ შვილების გასაჩენად ჰყავს. როგორც მიწათმოქმედი აგდებს თესლს მიწაში, ელოდება მოსავალს და მეტს აღარ თესავს, ჩვენთანაც საზომი არის სურვილი შვილების გაჩენისა". კლიმენტი ალექსანდრიელთანაც ვხვდებით მსგავს შეფასებას: "ქორწინების უპირველესი დანიშნულება - შვილების გაჩენაა, უმაღლესი კი მათი კეთილად აღზრდა". კლიმენტი ასევე აღნიშნავს: "კეთილი ქორწინება ეფუძნება არა ოქროსა და სილამაზეს, არამედ კეთილისყოფას". ტერტულიანე: "ქრისტიანი ქორწინდება არა ავხორცობისთვის, არამედ მატებისათვის". კლიმენტი ბევრ წესს აწესებს ქრისტიანი მეუღლეების ხორციელი თანაცხოვრებისათვის. კრძალავს ხორციელ ურთიერთობას დედათა წესის დროს და ქალის ფეხმძიმობისას. ამ დროს ხორციელ ურთიერთობას იგი მიიჩნევს არაბუნებრივად და ცოდვად. დანარჩენი წესები, რომლებიც ამ საკითხს ეხება, მდგომარეობს შემდეგში: "ადამიანი უნდა იყოს თავშეკავებული ტკბილი ვნებებისაგან და მბრძანებელი თავისი მუცლისა და რაც მის ქვევით არის. არ მიეკაროს არავის ცოლს, გარდა საკუთარისა. აქაც უნდა დაიცვას ზომა და საზღვარი. ხორცის გადამეტებული სიამოვნება ადუნებს ნერვებს, აჩლუნგებს გრძნობებს და ასუსტებს ძალას. უფალს სურს, რომ ადამის მოდგმა გაგრძელდეს, მაგრამ არ ამბობს, იყავით ავხორცებიო. თანაცხოვრების პერიოდს გონების უქონელი ცხოველებიც კი იცავენ, ადამიანი კი მათზე უკან უნდა იდგეს? საჭიროა გონების კარნახით დაიცვან ცოლქმრული თანაცხოვრების წესები მათ, ვისაც ნებადართული აქვს ეს, და არა მამლის ჩვევით, ნებისმიერ დროს, მაგალითად, ეკლესიიდან დაბრუნებისას ან დილით, დღესასწაულზე, როდესაც ლოცვის, კითხვისა და სხვა საქმეების დროა. ცოლქმრული კავშირი იშვიათი უნდა იყოს - რაც უფრო იშვიათია, მით სასურველი და სასიამოვნოა. ღამითაც, სიბნელეში, არ არის საჭირო მოუზომავი და თავისუფალი ქცევა. ურცხვი სიტყვები, საძაგელი ფიგურები, სასიყვარულო კოცნა და სხვა თავისუფალი ქცევების სახელები ნუ იქნება ჩვენს შორის ნახსენები".

პირველ ქრისტიანულ ქორწინებებს ახასიათებდა მოწიწება, რაც ჩანს მეუღლეთა ერთმანეთისადმი მიმართვაში. ცოლები ძალიან ხშირად იწოდებოდნენ "დებად" ქმრებისთვის. და, მართლაც, მეუღლეები ერთმანეთთან გარკვეული ხნით და-ძმასავით ცხოვრობდნენ ან საერთოდ უარს ამბობდნენ ცოლქმრული მოვალეობების შესრულებაზე. რაც შეეხება თავშეკავებას, იგი მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი. ამ აზრს განსაკუთრებით დაჟინებით იცავს ავგუსტინე პავლე მოციქულზე დაყრდნობით (I კორ, 1,2-4). ზოგი შეუღლებისთანავე დებდა უმანკოების აღთქმას; სხვები კი დიდი ხნის ქორწინების შემდეგ გადადიოდნენ უბიწო ცხოვრების წესზე. ამგვარი მაგალითები ჯერ კიდევ ტერტულიანეს დროს იყო ცნობილი; ასეთი სახის თავშეკავება ჩვეულებრიობის ფარგლებს სცილდებოდა და გმირულ ღვაწლად მიიჩნეოდა. გარდა ამ ნებაყოფლობითი თავშეკავებისა, არსებობდა ასევე გარკვეული დრო თავშეკავებისათვის, რომელიც მცირე ხანს გრძელდებოდა.

სულიერი მამები და საეკლესიო კრებები დაქორწინებულთაგან ითხოვენ თავშეკავებას ყველა კვირა დღეს, დღესასწაულებზე, ზიარების დღეს და მარხვისას; რაზეც იმოწმებენ გამოსვლათა წიგნის მე-19 თავის მე-15 მუხლს, რომელიც ისრაელელთ უკრძალავდა კანონის მიღებამდე სამი დღით ადრე ცოლებთან ურთიერთობას. ასევე არ ჰქონდათ ხორციელი ურთიერთობის უფლება ახალდაქორწინებულებს ქორწინების დღეს. ეს კართაგენის კრების ერთი წესიდან ჩანს: "ნეფე-დედოფალი კურთხევის მიღების შემდეგ ღამეს უნდა ატარებდეს ქალწულებაში - მიღებული კურთხევისადმი მოწიწების გამო".

დაწესებული თავშეკავების პერიოდებზე ლაპარაკობს კირილე იერუსალიმელი, მაგრამ ნუსხას არ გვაწვდის. ზიარების დღეს თავშეკავებაზე წერს ნეტარი იერონიმე. ლაოდიკიის კრებამ კი ორმოცდღიან მარხვებში ქორწინება აკრძალა.

მამები და ეკლესიის მასწავლებლები ჩააგონებდნენ მეუღლეებს ურთიერთობაში თავდაჭერილობას, რომ მათი საუბარი არ ყოფილიყო საცდური შვილებისა და მსახურთათვის. ტერტულიანე ქადაგებს: "წარმოადგინეთ თქვენი სილამაზე წინასწარმეტყველებივით და მოციქულებივით: უბრალოება და უმანკოება იყოს თქვენი ერთადერთი მოკაზმულობა. შეიბით ყურებზე უფლის სიტყვები, - ურჩევს ქალებს, - და კისერზე - უღელი ქრისტესი. დაემორჩილეთ ქმრებს, ეს საკმარისია თქვენი მორთულობისათვის. ჩაიცვით აბრეშუმის სამართლიანობა, ბისონის სიწმინდე, მეწამული უბიწოება. აღივსეთ სიბრძნით, სიწმინდით და სისუფთავით და მაშინ თვით უფალი იქნება თქვენი ერთგული და მუდმივად სიყვარულის მომცემი".

ქალებზე საუბრისას კლიმენტი ჩამოთვლის იმ საგნებს, რომლებითაც ისინი მოირთავდნენ თავს, ბუმბულებს, რომლითაც გაფრინდებიან მეუღლეობის ერთგულებისაგან. მაგრამ ყველა ქრისტიანი ქალი არ ეთანხმებოდა ასეთ მკაცრ დანიშნულებას და ცდილობდა მოკაზმულობის დაცვას - ქმრებისთვის უნდა მოვირთოთ, რათა კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩვენდამი; უფალმა ამქვეყნიური სიამეებით დაგვაჯილდოვა, დიდგვაროვანნი ვართ და უსათუოდ უნდა შევინარჩუნოთ ღირსებაო. ტერტულიანე განიხილავს ამ მოსაზრებებს და ამტკიცებს მათ უსაფუძვლობას.

პირველი ქრისტიანი მწერლები შესანიშნავად აღწერენ ქრისტიანთა ქორწინებას როგორც ორი პირის სრულ შინაგან ერთობას, ერთი ცხოვრების შემადგენელ ნაწილებს. ტერტულიანე წერს: "რა სასიამოვნო უნდა იყოს ორი გულის კავშირი, რომლებიც შეერთებულია ერთი იმედით, ერთი რწმენით, ერთი კანონით! ისინი არიან როგორც ერთი მამის შვილები. არ არის მათ შორის არავითარი გაყოფა და განხეთქილება, არც სულში და არც სხეულში. ისინი, ორნი, ერთხორც არიან: სადაც ერთი სხეულია, იქ სულიც საერთოა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იყრიან მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ და ხელმძღვანელობენ. ერთნი არიან ეკლესიაში და უფლისადმი მიმართვისას, ერთად ინაწილებენ სიღარიბესა და სიმდიდრეს, არაფერი აქვთ ერთიმეორისგან დაფარული, თითოეულ მათგანს შეუძლია ავადმყოფების მონახულება და უპოვართა დახმარება. ისინი ერთად გალობენ ფსალმუნებს და საგალობლებს, ცდილობენ, ერთმანეთზე უკეთ ადიდონ უფალი. იესო ქრისტე ხარობს ასეთი ოჯახების გამო, უგზავნის მათ თავის მშვიდობას და სუფევს მათთან ერთად. ხოლო სადაც უფალია, იქ ბოროტი სული ვერ შევა". მეუღლეების ასეთი ურთიერთობით ვლინდებოდა ზრუნვა სულის გადარჩენისათვის. მეუღლის გადასარჩენად ზრუნვის მაგალითს გვაცნობს ტერტულიანე თავის ნაწარმოებში "ცოლისადმი", რომელშიც მას არიგებს, თუ როგორ მოაწყოს თავისი შინაგანი ტაძარი არა მარტო სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც. ჯერ კიდევ II საუკუნეში იყო გავრცელებული გადმოცემა პეტრე მოციქულზე, რომ იგი უღვივებდა ცოლს მოშურნეობას წამებით სიკვდილის გადასატანად შემდეგი სიტყვებით: "ცოლო, გახსოვდეს უფალი". ძალიან ხშირად ქრისტიან ქალებს თავიანთი მეუღლეები მოუქცევიათ უფლის რწმენისაკენ, აცნობდნენ ქრისტიანობას და იძენდნენ მათ რწმენისა და კეთილი ცხოვრებისათვის. ზუსტად ამის გამო აქებს გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის დედას, ნონას. იოანე ოქროპირი ამბობს: "არავინაა კეთილსინდისიერ ცოლზე ძლიერი, რომელიც ასწავლის და არიგებს თავის ქმარს". ეს უთვალავი მაგალითით დასტურდება ყველა საუკუნეში. ქრისტიანული ქორწინების სიწმინდის გაგებაში შედიოდა - ბიწიერ მეუღლესთან ურთიერთობის შეწყვეტა. ერმის წიგნში, "მწყემსი", ამის თაობაზე ასეთი დარიგებებია მოყვანილი: "თუ ვინმეს ჰყავს ქრისტიანი ცოლი და წაასწრებს მას მრუშობისას, მაშინ ქმარი სცოდავს, თუ აგრძელებს მასთან ცხოვრებას. თუ ქმარი გაიგებს, რომ ცოლი ცოდვილია, იგი ამ ცოდვას არ ინანიებს და რჩება მრუშობის ცოდვაში, მაშინ ქმარიც მისი ცოდვის მონაწილეა. თუ ცოლი ჯიუტად რჩება თავის ცოდვაში, მაშინ ქმარმა უნდა მიატოვოს იგი და თვითონ დარჩეს მარტო. იმ შემთხვევაში, თუ ცოლთან დაშორების შემდეგ თვითონ სხვას შეირთავს, მაშინ იგიც მრუშობის ცოდვაში ვარდება. თუ გაშვებული ცოლი შეინანებს და მოისურვებს, დაუბრუნდეს ქმარს, მან უნდა მიიღოს იგი; თუ არ დაიბრუნებს ცოლს, ამით დიდ ცოდვაში ვარდება; საჭიროა მონანული ცოდვილის მიღება, მაგრამ არა მრავალჯერ".

ამასვე მოითხოვს ბასილი დიდიც.

შემდგომში ხდებოდა ისე, რომ მხოლოდ ქმრები შორდებოდნენ ცოლებს მრუშობის გამო, ხოლო ცოლებს არ ჰქონდათ იმავე მიზეზით ქმართან დაშორების უფლება, რაც იწვევდა გარკვეულ წინააღმდეგობას. ეკლესიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, აეხსნათ ასეთი ცალმხრივი შეხედულების უსაფუძვლობა...

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat