მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეშვიდე
რუსული მართლმადიდებლობა
7. კიევი - მოსკოვის სამეფო - სინოდალური პერიოდი

სხვა ყველაფერთან ერთად სინოდური პერიოდი იმითაც არის საყურადღებო, რომ ამ დროს რუსეთში ბერ-მონაზვნობამ და ახალი დაუვიწყარი სიმაღლის სიწმინდეებმა დაიწყო აღორძინება. XVIII საუკუნე წმინდა ტიხონ ზადონელის (1724-1782), XIX - წმინდა სერაფიმე საროველის (1754-1833), ოპტის მეუდაბნოე მამებისა და სულიერი ცხოვრების მრავალი სხვა ცენტრით არის გამორჩეული; აქ უკვე სრულიად ნათლად გამოჩნდა ძველისა, ანუ ნამდვილის აღორძინების პროცესი და მართლმადიდებლობის მარად ახალი ტრადიცია, რომელშიც "მესამე ცამდე ატაცების" (შეად. (2 კორ. 12:2, - რ.ჩ.) უწყვეტი მოწოდების მთელი ძალისხმევა ვლინდება. პეტერბურგის რუსეთის ოფიციალური, რთული, ტრაგიკული ისტორიის უკან, ჩვენ კვლავაც და კვლავაც სხვა: ჩაჟამებული ადამიანის სულისმოთქმის, "მადლის მონაგრების" და პირველხატის დიდებით გასხივოსნების მარად უწყვეტ პროცესს ვხედავთ. რუსეთის ისტორიის კულტურის და პოლიტიკური ბრძოლის, საზოგადოებრივი მოძრაობის, ეკონომიკის განვითარების ისტორიამდე მიყვანა და იმ სიწმინდის "პოლუსის" დავიწყება, რომელიც უამრავ, არა მხოლოდ "მდაბიო" ადამიანებს იზიდავდა და რაც თანდათანობით, საკუთარი "ოფიციალურობისაგან" შინაგანი აღმაფრენით მართლმადიდებლობას ათავისუფლებდა, ნიშნავს "აღსრულებული" "ბედითი ბედის" მატარებელ XIX საუკუნეში ის უმნიშვნელოვანესი გამოტოვოთ, რასაც უკვე XX საუკუნისათვის ფარდა უნდა ჩამოეხსნა.

და მართლაც, შეუძლებელია, არ ვხედავდეთ, რომ რუსეთის ისტორია ტრაგიზმით იყო აღსავსე და მართლმადიდებლობის ისტორიულ გზაზე სწორედ ეს ტრაგიზმი აქცევს მას მნიშვნელოვნად. როდესაც რუსული კულტურის და, უწინარეს ყოვლისა, უდიდესი რუსული კულტურის შესახებ ვფიქრობთ, უთუოდ უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთისკენ პეტრეს მიქცევა არა მხოლოდ გარდაუვალი, არამედ, აუცილებელიც იყო. სამყაროსთან მხოლოდ ასეთი თავისუფალი შეხვედრის შემდეგ იპოვა რუსეთმა საკუთარი თავი, მხოლოდ ამ შეხვედრამ შეაძლებინა მას მოენახა საკუთარი მოწოდება და სწორედ ამის აღიარება იძლევა საშუალებას, გადაილახოს ის საშინელი უფსკრული, რომელიც შუა საუკუნეების ეპოქაში "აღმოსავლეთსა" და "დასავლეთს" შორის გაჩნდა და რაც ქრისტიანული სამყაროს უდიდეს ცოდვად გვევლინება. რუსეთში აღმოსავლურისა და დასავლურის შესახებ ბევრს დაობდნენ. სინამდვილეში კი რუსეთი დიდი ხანია ევროპული სინამდვილიდან ამოგლეჯილ იმ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა, რაც თავად ამ ყალბ, უფრო მეტიც, ცოდვიან (რადგან ქრისტიანული სამყაროს ერთიანობასთან მიმართებით, რომლის ისტორიულ დასაბამსაც სულთმოფენობის სასწაულში ვხედავთ, ეს ურთიერთდაპირისპირება საწყისშივე ყალბია) სივრცეში, ყოველივე საუკეთესო, რაც რუსებმა შექმნეს, "აღმოსავლურისა" და "დასავლურის" შინაგანი შეგუების ხარჯზე იყო აგებული. ანუ საუბარია ყოველგვარი ჭეშმარიტისა და უკვდავის შესახებ, რაც ბიზანტიურ ნიადაგზე ამოიზარდა და კაცობრიობის ერთიან ქრისტიანულ ისტორიაში თავისი ადგილი დაიკავა.

"როგორც რუსეთი, ისევე ევროპა დედაა ჩვენი, ევროპა ჩვენი მეორე დედაა; ჩვენ ევროპისგან ბევრი ავიღეთ, კვლავაც ავიღებთ და მის მიმართ არ ვიქნებით უმადურები". გავითვალისწინოთ, რომ ეს სიტყვები დასავლეთის მეხოტბეს არ ეკუთვნის; ამ სიტყვების ავტორი როგორც დასავლურობის, ისე სლავოფილობის მიღმა დგას, ეს სიტყვები თავისი სიბრძნის მწვერვალზე, სიკვდილის ზღურბლთან მყოფმა დოსტოევსკიმ წარმოთქვა... მისი უკანასკნელი ნავსაყუდელი მესიანიზმი იყო, მაგრამ ეს მესიანიზმი თავისი არსით რუსეთის, როგორც ევროპის გადასარჩენად და განსაახლებლად მოწოდებული საუკეთესო ევროპულის შეგრძნებებიდან მომდინარეობდა. ეს იმედი არ გამართლდა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ასეთი რწმენით საზრდოობდნენ, "სახით აღმოსავლეთისკენ" არ იყვნენ მიბრუნებულნი, ისინი მიმართავდნენ ევროპას, სჯეროდათ, რომ ევროპაში "აღმოსავლური" გაბრწყინდებოდა, ანუ მათ სწამდათ, რომ რუსული, განახლებული ევროპული ნათელია. მათ უბრალოდ არც კი იცოდნენ, რომ საკუთარი წინასწარმეტყველების ნაწილი უკვე თავად ჰქონდათ განხორციელებული"... (ვ. ვ. ვაიდლე). რუსული ლიტერატურა "დასავლური ვაქცინის" წყალობით დაიბადა, ყველაფერი დასავლეთის "მიბაძვით" დაიწყო. მაგრამ ის, რაც შეიქმნა, მსოფლიო დიდი ლიტერატურა იყო - და ეს, მისი თანადროული ქრისტიანული აზროვნებისათვის უფრო მეტიც კი იყო, ვიდრე ლიტერატურა. საგულისხმოა, რომ ქრისტიანულად ის მხოლოდ მას შემდეგ გადაიქცა, როდესაც აღარც "დასავლური" იყო და აღარც "აღმოსავლური". რაც უფრო რუსული ხდებოდა ეს ლიტერატურა, მით ნათლად ვლინდებოდა მისი ქრისტიანული ფესვები; აქ რაღაც საიდუმლოებებით მოცული, დღემდე შეუსწავლელი გზებით, საწყისი ქრისტიანული და რუსული მართლმადიდებლური შთაგონება დასავლური კულტურისათვის მაცოცხლებელ ძალად და სინდისად მოიქცა. მეტიც, ის, რაც მხოლოდ "აღმოსავლურმა" მართლმადიდებლობამ შეიგრძნო, გახსნა, სამყაროში და ადამიანში დაინახა, ცხოვრებაში რუსული ლიტერატურისათვის ახალი სიღრმეებისა და ახალი გამოცხადების წყაროდ გადაიქცა. ამ ლიტერატურაში პიროვნება ვის შესახებაც გვესაუბრება და ვისთვისაც ირჯება, ქრისტიანია. მაგრამ ეს ობიექტი ქრისტიანია არა სრულყოფილი ზნეობით, არამედ იმ სიღრმითა და ნათელგონიერებით, რომლითაც "შეიგრძნობს". ასე მაგალითად, კლასიკური პუშკინის გამჭვირვალე "კაპიტნის ქალიშვილი" გ. პ. ფედოტოვმა ყველაზე ქრისტიანულ ნაწარმოებად მოიხსენია. შემთხვევითი არ არის, რომ XIX საუკუნეში თავად რუსებისათვის ლიტერატურა ნელ-ნელა "მხოლოდ ლიტერატურა" აღარ იყო, ამასთან, მწერალი არც ერთ ქვეყანაში თავისი შემოქმედების სანაცვლოს ისე ხშირად არ გაიღებდა თავისი სისხლით, როგორც რუსეთში.

რუსული აზროვნებაც დასავლურ გავლენაში იბადებოდა. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ არა მხოლოდ პროდასავლურობა, არამედ ცნობილი სლოვოფილობაც რუსეთში ჰეგელისა და შელინგის გერმანული იდეალიზმის ნიადაგზე აღორძინდა; მაგრამ აქ ეს სწავლებებიც ჩვეულებრივი ფილოსოფიის მიბაძვაზე რაღაც უფრო მეტად, მართლმადიდებლობიდან მომდინარედ გადაიქცა და მოულოდნელად დასავლური სქემები ახალი შინაარსითა და ძალით შეივსო... ხომიაკოვიდან მოყოლებული, რომელიც სამარინმა "ეკლესიის მასწავლებლად" მონათლა, XX საუკუნის რუს ფილოსოფოს ღვთისმეტყველებამდე მთავარ თემად - არა "ბიზანტინიზმი", არა "აღმოსავლეთი", არამედ ყოვლისმომცველი "სინთეზის" და მართლმადიდებლური ჭეშმარიტების მსოფლიო საყოველთაობა გახდა. გასაგებია, რომ ეს არ არის სათავო სქემები, როგორც უკვე ითქვა, მათ უკან თავად ეკლესიაში აღორძინებული სულიერი ნათელი სულ უფრო მეტ ძალას იკრებდა.

მართლმადიდებლობა რუსეთში თავის "აღმოსავლურ" სიმარტოვეზე უარს აცხადებდა, მასში მიმდინარეობდა იმ მსოფლიო სულის აღორძინება, რომლის გარეშეც არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა, რადგან მსოფლიოში დამკვიდრებულ სევდაზე, იმედსა და ახალ მისწრაფებებზე მხოლოდ "მართლმადიდებლური ყოფა" მარადიული პასუხი ვერ იქნებოდა, საჭირო იყო ამ სოფლისგან განდგომილობა და ყოფა-ცხოვრების მყუდრო სულიერ ჩიხებში განმარტოებით ჩანაცვლება.

მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ეს გზა რუსეთის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ საუკუნიდან საუკუნემდე საშინელი გაორება მასში მუდმივად ძლიერდებოდა, ბოლოს ეს პროცესი ბოლშევიზმის ტრიუმფმა დაასრულა. კვლავ დაიწყო თავგამოდებული დავა ბოროტების "დასავლური" თუ "აღმოსავლური" საწყისების შესახებ. მიმაჩნია, რომ აქ ნებისმიერი საკითხის გამარტივება საზიანო იქნებოდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისტორიაში ისე აშკარად არასოდეს გამოვლენილა მიზეზთა ერთიანობის და თავისუფლების, სიკეთისა და ბოროტების ურთიერთკავშირი და ურთიერთგადაკვეთა, როგორც რუსული კატასტროფის მოახლოვების პროცესში. აგრეთვე იმან, რომ ამ კატასტროფამ ფესვი საბოლოოდ და ღრმად სწორედ იქ გაიდგა, სადაც ეს სულიერი არჩევითობის პროცესი მიმდინარეობდა, გასაგები გახადა, რომ რუსეთში ნათელის გაძლიერებასთან ერთად ეშვებოდა ბნელიც: და არსებობს საშინელი საშიშროება, მსჯავრი და იმის დამახსოვრებისა და იმაზე ფიქრის აუცილებლობა, რომ შესაძლებელია აქ ბნელი ნათელზე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს.

მართლმადიდებლურ ისტორიულ გზაზე ამჟამად დამამთავრებელი, ბოლო "რუსული თავი" იქმნება. როგორც ერთგვარი ამოცანა და გზა, როგორც ცხოვრებაში გამოვლინებული შემოქმედებითი შთაგონება, მართლმადიდებლობის ეს მონაკვეთი კვლავ ისტორიად ცნობიერდება. მაგრამ ამჯერად ეს გზა და შემოქმედებითი პროცესი გაწყდა. მართლმადიდებლურ ისტორიაში ეს თავი უკვე წამებულთა სისხლით იწერება. ჩვენ კი სწორედ ამ მოწამებრიობიდან უნდა დავინახოთ წარსული: სწორედ ისინი მეტყველებენ იმაზე, რომ "ბოროტებაში დანთქმულ ქვეყანაზე" მხოლოდ ის შეიძლება იყოს გადაულახავი, მარად ცოცხალი და გამარჯვებული, რასაც ფესვი ქრისტეს განუყოფელ სიყვარულში აქვს დამკვიდრებული.

ბოლოსიტყვაობა
ვასრულებთ ამ მოკლე ნარკვევს, უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლობის ისტორიული გზის "შეჯამება" ჩვენი მიზანი არ არის. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ისტორია გრძელდება. სანამ გზა გრძელდება, საბოლოო "შედეგი" ქრისტიანისთვის არ შეიძლება მიკვლეული იყოს. თუმცა, გვსურს დავამატოთ: ეკლესიის ისტორია ძალიან ბევრისთვის მნიშვნელოვან საცდურს წარმოადგენს და "იმედგაცრუების" შიშით ადამიანები ამ ისტორიას უბრალოდ, გაურბიან. ვფიქრობ, როგორც ცდუნების, ისე "იმედგაცრუების" მიზეზს ისინი ამ წიგნშიც მოიძიებენ. ისევე, როგორც ზოგადად ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის ისტორიაც მრავალგზის დაცემისა და ცოდვიანობის მოწმე ყოფილა. ყველაფერი ამის დაფარვა არც მიცდია, რადგან ყოველთვის მწამდა, რომ მართლმადიდებლობის მთავარი ძალა სიმართლეა, და კიდევ იმიტომ, რომ წარსულში ის, რა მნიშვნელობაც "სულთა გარჩევას" (შეადარეთ 1 კორ. 12:10, - რ. ჩ.) ენიჭებოდა, ჩვენს სინამდვილეში ყოველი ჭეშმარიტი ეკლესიური საქმის კეთებისათვის აუცილებელ პირობად მიმაჩნია.

თანამედროვე ეკლესიური ადამიანის თვითშეგნებას ხშირად წარსული უფრო ბოჭავს და თრგუნავს, ვიდრე ის, რომ მას სურს საკუთარი პიროვნება ეკლესიური წმინდა გადმოცემის ერთგულ მიმდევრად წარმოადგინოს. აქ თავს იჩენს ადამიანის უუნარობა - შეაფასოს წარსული და "უბრალოდ" წარსულში ის გამოარჩიოს რასაც ჭეშმარიტად წარსული ქვია. თუ ამ გამორჩეულს ადამიანი არ შეიგრძნობს, წმინდა გადმოცემის სხვადასხვა ჯურის ისეთ "გადმოცემებთან" შერევა მოხდება, რაც ეკლესიური მარადიული ჭეშმარიტებების თვალსაზრისით თავად საჭიროებენ შეფასებას, გარკვეულ შემთხვევებსა და მოვლენებს ცალკეული პიროვნებები ნაწილობრივს, ცალმხრივსაც და მანკიერსაც მართლმადიდებლობის "არსად" მიიჩნევენ. მოქმედებს წარსულის "აბსოლუტიზაციის" ცოდვაც, რომელსაც უეჭველად მეორე - "მოდერნისტულ" უკიდურესობამდე, ანუ თავისი არსით, წარსულის უარყოფამდეც მივყავართ, შედეგად "თანამედროვეობის", "მეცნიერებისა" და "არსებული სინამდვილის საზომად" ამ უკანასკნელს - "მოდერნისტულ" თვალსაზრისს იყენებენ. მაგრამ როგორც თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის კრიზისს გარეგნული დაცვით ვერ გადავფარავთ, ისე ვერანაირი "მოდერნიზმი" ვერ შეცვლის მართლმადიდებლობის არსებულ სინამდვილეს. გამოსავალი, როგორც ყოველთვის, ერთადერთ სწორ მიმართულებაში, მხოლოდ ეკლესიური ჭეშმარიტებების ძიებასა და ამ გზით წარსულთან დაახლოვებაშია: მარადიულ ეკლესიურ სიტყვას სწორედ ამ ძიების პროცესში შეიძლება მივაკვლიოთ, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ აქ წავაწყდებით იმ ურიცხვ მოღალატეობრივ ქმედებას, რომელიც ეკლესიის მიმართ განხორციელდა. მართლმადიდებლური თვითშეგნება ყოველთვის იყო და იქნება "ისტორიული", ის ყოველთვის გულისხმობს წარსულს, მაგრამ ამ წარსულს არასდროს "ემონება". "იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე" (ებრ. 13:8), ხოლო ეკლესიის ძალა არც წარსულშია, არც აწმყოში და არც მომავალში, ეს ძალა თავად უფალშია და იმისათვის, რომ ყოველ ჩვენგანს სიცოცხლის ჭეშმარიტი აზრის უფალში ძიების უნარი მიეცეს, უნდა გვახსოვდეს: უფალი ეკლესიაში იყო, არის და მარად იქნება.

დასასრული


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat