I მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა ქ.ნიკეაში, 325 წელს, რომის იმპერატორის კონსტანტინე I დიდის (306-337) საგანგებო ბრძანებით
და ამ კრებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯიც თავად იმპერატორმა გაიღო. "კრების ძირითადი მიზანი იყო ოფიციალური დადგენილების გამოტანა, ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფოებრივად აღიარებული სარწმუნოების შესახებ, რომელიც თავისი არსებობის პირველი ხანებიდან IV ს-ის დასაწყისშიც კი მკაცრად იდევნებოდა და, ამასთან, განხილვა იმ უმთავრესი დოგმატიკურკანონიკური და იერარქიულ-ადმ ინისტრაციული საკითხებისა, რომლებიც იმ ხანებში ერთობ მწვავედ ისმოდა და რომელთა მოგვარება-მოწესრიგება ნიშნავდა ქრისტიანობის უკვე, როგორც სახელმწიფო რელიგიის ძლიერებასა და მის შემდგომ განვითარებას მთელ საქრისტიანო მსოფლიოში. კრებას ესწრებოდნენ როგორც რომ ის იმპერია ში შემ ავალ ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები (ძირითადად, ეპისკოპოსები), ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ, სხვა სახელმწიფოთა ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც. კრებაზე მონაწილეობა მიიღო 300-მდე ეპისკოპოსმა და დაბალი ხარისხის წარმომადგენელმა. კრებას ესწრებოდა სულ 318 მამა.
კრება, რომელიც ევსტათი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით გრძელდებოდა ორ-ნახევარ თვეს, 19 ივნისიდან 25 აგვისტომდე, მიმდინარეობდა ეკლესიის სასახლის ერთ-ერთ პალატაში. კრებაზე ნებადართული იყო საერო პირების დასწრებაც და დარბაზში ზოგჯერ 2000-მდე კაცი იყრიდა თავს. დარბაზის ირგვლივ იდგა სავარ ძლები ეპისკოპოსებისა თვის, ხოლო შუაში კი მაგიდაზე ესვენა საღმრთო წერილი (ბიბლია). იმპერატორი კონსტანტინე თავად ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და ზოგჯერ მათ სიტყვითაც ხსნიდა.
კრების განხილვის ერთ-ერთ უმ თავრეს საკითხს წარმოადგენდა არიოზის მწვალებლური აზრის უარყოფა იესო ქრისტეს არა ღვთაებრიობის შესახებ. არიოზი დაჟინებით იცავდა თავის ცრუმოძღვრებას და, ამბობდა, რომ იყო დრო, როცა ძე ღვთისა არ იმყ ოფებოდა (ე.ი. "არ იყო შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა") და იგი არის ქმნილებაო (ამიტომ არის მრწამსში მიმ ატებული სიტყვები "შობილი და არა ქმნილი"). არიოზის მოძღვრებას მხარს უჭერდა ზოგიერთი ეპისკოპოსი, როგორებიც იყვნენ : ევსევი ნიკოდიმიელი, თეოგნოსტი ნიკიელი და მარისი ქალკედონელი. საჯარო პაექრობაში დასახ ელებ ული მწვალებლები დამ არცხდნენ. მათი მო ძღვრების უარყ ოფაში დიდი როლი ითამაშეს წმ. ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსმა, წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელმა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის დიაკვანმა წმ.ათანასემ და სხვებმა. კრებამ ერთხმად დაადგინა მწვალებელ არიოზის და მის თანამოაზრეთა ეკლესიიდან განკვე თა, რომ ლებმაც თავიანთი შეცდომები არ მოინანიეს. კრებაზე შემ უშავდა სარწმ უნოების სიმბოლოს (კრედოს), ანუ როგორც ქართულად ეწოდება მრწამსის (წარმოებული მრწამსის პირველი სიტყვიდან "მრწამს") ტექსტი (სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტი შეივსო, დაზუსტდა და მისი საბოლოო რედაქცია მიღებულ და დამტკიცებულ იქნა კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებაზე). ნიკეის კრებამ დღის წესრიგში დააყენა ასევე აღდგომის დღესასწაულის საკითხიც და დადგინდა, რომ იგი უნდა იდღესასწაულებოდეს ერთდროულად ყველა ეკლესიაში, ე.ი. გაზაფხულის მთვარის შევსების შემდეგ პირველსავე კვირას. კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა ერთ ნაწილს სურდა დაეკანონებინა მღვდლებისა და დიაკვნების უქორწინებლობა, მაგრამ ამ წამოყენებული წინადადების წინააღმდეგ მკაცრად გაილაშქრა ეპისკოპოსმა პაფნუტიმ და კრებას მიუთითა, რომ "ვაითუ გადამეტებული სიმკაცრით ზიანი მივაყენოთ ეკლესიასო", კრებამ, ბჭობის შემდეგ, მღვდლებისა და დიაკვნების დაუქორწინებლობის შესახებ წამოყენებული აზრი უარყო და გაიზიარა პაფნუტის შეხედულება.
კრებამ, ასევე დაამტკიცა ამა თუ იმ ეკლესიის მთავარ წარმომადგენელთა იერარქიული და ადმინისტრაციული ნორმები, ურთიერთშორის პატივისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. კრებამ გამოსცა სულ 20 კანონი".
კრების დადგენილების 20-ვე მუხლი კრების მონაწილე ეპისკოპოსების მიერ მათ ეპარქიებში, თავ-თავიანთი ქვეყნების მიხედვით, ეცნობა ყველა ეკლესიას.
.....................
II მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლში, 381 წლის მაისში იმპერატორ თეოდორის ბრძანებით. კრება, რომელსაც ესწრ ებოდა 150 ეპისკოპოსი, გაიხსნა წმიდა მელეტი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით, რომლის გარდაცვალების შემდეგ კრების თავმჯდომარეობა დაევალა გრიგოლი ღვთისმეტყველს და ბოლოს კონსტანტინოპოლელ ეპისკოპოს ნექტარიოსს. კრებამ განიხილა მაკედონის და მის თანამოაზრეთა მწვალებლური სწავლება, რომელიც უარყოფდა სული წმიდის ღვთაებრიობას.
სარწმუნოების სიმბოლოს, გრიგოლი ღვთისმეტყველის მითითებით, წმიდა მამებმა დაამატეს ზოგიერთი გამოთქმა ძე ღვ თისაზე, მოძღვრება წმიდა სულზე ("და სული წმიდა უფალი და ცხოველსმ ყოფელი"…), ეკლესიის ერთიანობაზე ("ერთი წმიდა კათოლიკე"…), ნათლობის საიდუმლოზე ("აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა…") და მკვდრეთით აღდგომ აზე ("მოველი აღდგომასა"…).
კრებამ, რომელმაც შეიმუშავა და დაამტკიცა 7 კანონი, მაკედონი და მისი თანამოაზრენი განიოტა, ე.ი. განკვეთა.
ამავე წლის 3 სექტემბერს, აკვილეიში ამბროს მედიოლანელის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა სამი მიტროპოლიტის (მილანის, აკვილეის და სირმიის ეპისკოპოსთა) კრება, არიოზელთა მოძღვრების დასაგმობად. კრებამ დაადასტურა ნიკეის კრების დადგენილებანი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ძე ღმერთის მარადიულობის, მისი ღვთაებრივი ბუნების და მამა ღმერთთან თანატოლობის მოძღვრებას.
II მსოფლიო კრებამ გამოსცა ეპისტოლე, რომ ელიც შემდეგ დაყვეს 7 კანონად. მე-3 კანონს რომის ეკლესია უარყოფს, რადგან ამ მე-3 კანონში ამ აღლებულია კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ღირსება რომის ეპისკოპოსის დარად: " რადგან კონსტანტინოპოლი ახალი რომია", ე. ი. მეფის ქალაქია (II მ ს. კრების მ ე-3 კანონი).
ცნობილია, რომ რომში კათედრების ღირსებას აკავშირებდნენ არა ქალაქების პოლიტიკურ მნიშვნელობასთან, არამედ მათი თემის სამოციქულო წარმო შობასთან, ამიტომაც დიპტიქში პირველ ადგილზე აყენებდნენ რომ ის, ალექსანდრიის და ანტიოქიის ეკლესიებს, რომელნიც მოციქულ პეტრეს და მისი მოწაფის მარკოზის მიერ იყვნენ დაფუძნებულნი. რომაელი ეპისკოპოსები რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ კონსტანტინოპოლის კათედრის ამაღლებას".
.........................
III მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა ქ. ეფესოში, 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) მოწვევით. კრებას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი. 7 ივნისისა თვის დანიშნული კრება, დამ აბრკოლებელი მ იზეზებისა გამო, გაიხსნა 22 ივნისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში, რომლის შუა, ამ აღლებულ ადგილას ესვენა წმიდა სახარება. კრებას თავმჯდომარეობდა კირილე ალექსანდრიელი; კრების განხილვის საგანს შეადგენდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ნესტორის მწვალებლური აზრის უარყოფა, რომ ელიც ამტკიცებდა, რომ მარიამმა დაბადა კაცი, რომ ელსაც მერე შეუერ თდა მადლით სიტყვა ღვთისა, ასე რომ, მარიამი არ იყო ღვთისმშობელიო. ნესტორი, მიუხედავად ოთხგზის მიწვევისა, კრებაზე არ გამოცხადებულა. მას მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ეპისკოპოსი და მეფის უწარჩინებულესი პირები (დიდებულები). კრებაზე საჯაროდ იქნა წაკითხული სარწმუნოების სიმბოლო და მისი ძველი, ნინეური ვარიანტი. კრებამ მოისმინა კირილე ალექსანდრიელის კამათი ნესტორის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის თხზულება. კრებამ ერ თსულოვნად სცნო წმ. კირილეს მიერ მოყვანილი არგუმ ენტების შეთანხმებულობა ნიკეის (325 წ.) კრების აღსარებასთან, ხოლო ნესტორის ახსნა -განმარტებანი კი ცრუმოძღვრებად.
კრების მონაწილე წმიდა მამათა მიერ კრებამ დამატებით მოისმინა საღმ რთო წერილიდან დამოწმებული ადგილები ღვთის სიტყვის (ლოგოსის) განხორციელების შესახებ, ერეტიკოსები დამ ხობილად გამოაცხადეს. კრებამ თავისი დადგენილება, მეორე დღესვე (23 ივნისს) განუცხადა ნესტორს და წერილობით აცნობა იმპერატორს.
კრებაზე, სხვა საკითხთან ერთად გაირჩა კვიპროსელი ეპისკოპოსის რეგინის სა ჩივარი იოანე ანტიოქიელ ეპისკოპოსზე; ეს უკანასკნელი ცდილობდა კვიპროსის კუნ ძულის თავისადმი დაქვემ დებარებას, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ეკლესიას მოციქულთა დროიდან მარ თავდა დამოუკიდებელი ეპისკოპოსი, რომელიც კუნძულის ეპისკოპოსთა მიერ იყო არჩეული, რასაც, როგორც კანონიკურ აქტს, განამტკიცებდა ნიკეის კრების ის დადგენილებაც, რომლის მიხედვით ყველა ეკლესიას (ფართო ცნებით) შენარჩუნებული ჰქონდა საკუთარი უპირატესობა მართვა-გამგეობის მხრივ.
საგულისხმოა, რომ 8 ივნისს, რომ ლის წინა დღესაც ეფესოს კრების გახსნა იყო ნავარაუდევი, ზემოხსენებული იოანე ანტიოქიელი, შეთანხმდა ეპისკოპოსთა ერთ ნაწილთან და ერთობა განუცხადა ნესტორს. მათ ცალკე მოიწვიეს კრება, რაზედაც კირილე ალექსანდრიელი ერეტიკოსად, ხოლო მისი კრება კი უკანონოდ გამოაცხადეს. მოხდა ის, რომ ამ ორივე კრების დადგენილებები იმპერატორს ერთდროულად მიუვიდა ფოსტით. იმპერატორმა თავდაპირველად განიზრახა ნესტორისა და კირილეს პატიმრობა ში აყ ვანა, მაგრამ მალე გაეცნო საქმის ნამდვილ ვითარებას და წმ. კირილეს თავმჯდომარეობით ჩატარებული მსოფლიო კრების ყველა დადგენილება დაამტკიცა (სექტემბერში), ხოლო ნესტორი ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მონასტერში ჩაამწყვდია. ეფესოს კრებამ გამოსცა 8 კანონი და 1 ეპისტოლე პამ ფილიის კრებისადმი (მცირე აზიაში იყო), რომელიც მე-9 კანონად იწოდება".
.........................
IV-V მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა ქ. ქალკიდონში, 451 წელს. კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლელი ანატოლი, გაიხსნა 8 ოქტომბერს და დასრულდა 1 ნოემბერს. კრებაზე მ ონაწილეობას იღებდა საქრისტიანო მსოფლიოს 630 ეპისკოპოსი.
კრებ ის განხილვის უმთავრეს საკითხს შეადგენდა კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის ევტიქის მწვალებლური სწავლების უარყოფა. ევტიქი ამ ტკიცებდა, რომ იესო ქრისტეში იყო მხოლოდ ერთი ღვთაებრივი ბუნება და ერთი ნებისყოფა. კაცის ბუნება და კაცის ნებისყოფა კი ჩანთქმული იყო ღვთაებრივი ბუნებისა და ნებისყოფის მიერო. ამ სწავლას ეწოდება მონოფიზიტობა (ბერძ.), ანუ ერთბუნებიანობა. კრებაზე წაკითხულ იქნა პაპ ლევის წერილი, რომ ელშიც გადმოცემ ულია დოგმატი, რომ "იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარეშე; განხორციელებისას მას აქვს ერთი პირი და ორი ბუნება, შეერ თებული მასში ერთპირად, შეურევნელად და განუყოფელად". IV მსოფლიო კრებამ " რომელსაც ძეგლ მართლმადიდებლობისა" ეწოდა, განა ჩინა, აღიაროს ქრისტეში შეერთება ორ ბუნებათა: განუყოფლად, განუყრელად, შეურევნელად და უქცეველად. 1) განუყოფლად ე.ი. ორი ბუნება შეერთებული ქრისტეში, არ შეადგენს ცალკე არსებულ პიროვნებას, არამედ ორივე ბუნება შეერთებულია ერთგვამოვნად. 2) განუყრელად ე.ი. შეერთება ორი ბუნებისა, დაწყებული ღვთის სიტყვის განხორციელების პირველ წამიდანვე, გაგრძელდა და გრძელდება მარადის. კაცობა იესო ში არასოდეს არ ყოფილა განსაკუ თრებულ პიროვნებად, არამედ მიღებულ იყო მისი ღვთაებრიობის პიროვნების ერთობა ში ერ თ გვამოვნებად. 3) შეურევნელად – ე.ი. ორი ბუნება იესო ქრისტეში არ შერეულა ერთმანეთში ისე, რომ მათგან შემ დგარიყო მესამე ბუნება, არამედ ორივე ბუნება იმყოფება მასში, როგორც ორი სხვადასხვაგვარი ბუნება. 4) უქცეველად ე.ი. ღვთის ძისაგან კაცური ბუნების მიღებით არ შეცვლილა არც ღვთაებრივი და არც კაცური ბუნება, არც ღვთაებრივი ბუნება ქცეულა კაცურად, არც კაცური ღვთაებრივად. თითოეული ბუნება, შეერთების შემდეგაც, დარჩა უცვალებელად და მთელად.
კრებამ ევტიქი და მ ისი თანამ ოაზრენი (მონოფიზიტები) განიოტა, ე.ი. განკვეთა, ქრისტიანულ მსოფლიოში მათ სწავლას მისდევს სომ ეხთა ეკლესია. კრებამ გამოსცა სულ 30 კანონი.
V მსოფლიო საეკლესიო კრებამ ოწვეულ იქნა იუსტინიანე I-ის (527-565) ბრძანებით, კონსტანტინოპოლში 553 წელს. კრებამ მუშაობა დაიწყო 4 მაისს და დაამთავრა 2 ივნისს. მისი პირველი სხდომა შედგა პატრიარქის სასახლის ერთ-ერთ დარბაზში, წმ. სოფიის მ ახლობლად. თავმ ჯდომ არეობდა პატრიარქი ევტიქი. კრებას ესწრებოდა სულ 165 მამა. იმ პერატორს სურდა შეერიგებინა მონოფიზიტები (ე. ი. ერთბუნებიანები) და დიოფიზიტები (ე.ი. ორბუნებიანები), ანუ მართლმ ადიდებლები. მონოფიზიტები შერიგების პირობად საკითხს აყ ენებდნენ სამ სასულიერო პირზე, რომლებიც IV კრებაზე იქნენ გასამართლებულნი. ესენი იყვნენ: თეოდორე მოფსუეტელი, ივა ედესელი და თეოდორიტე კვირელი. კრებაზე საზეიმოდ იქნა დამტკიცებული რა ქალკიდონის კრების ყველა დადგენილება, მიმდინარე კრების მე-5 და მე-8 სხდომებზე, დაამხეს ზემოხსენებული მონოფიზიტები და მათი თხზ ულებანი, რომლებითაც ისინი ნესტორის ცრუ მოძღვრებას ესარჩლებოდნენ. ამასთან ერთად კრებამ დაამტკიცა წინა მსოფლიო კრებათა დადგენილებანიც.
........................................
VI მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668 -685) ბრძანებით 680 წელს, ქალაქ კონსტანტინოპოლში. კრებას ესწრებოდა 168 მამა. კრების მიზანი იყო მწვალებელ მონოთელიტების დამხობა, რომლებიც მონოფიზიტების შემდეგ გაჩნდნენ და სახელმწიფოში რელიგიურ განხეთქილებას ქმნიდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იესო ქრისტეში იყო ერთი, ღვთაებრივი ნებისყოფა.
"ამან წმიდამან კრებამან სარწმუნოებით და მოწლედ შეიწყნარა ებისტოლე წმ იდისა და ნეტარისა აგათონ ჰრომთა პაპისაჲ, მოწერილი ღვ თისმსახურისა მეფისა… კონსტანტინესა, რომელსა შინა წერილ არს სახელდებით განკუეთაჲ და განყრაჲ ყოველთაჲ, რომ ელთა ქადაგეს ერთი ნებაჲ და ერთი საქმე განკაცებისა განგებულებასა შინა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა ეგრეთვე სახედ" (მცირე სჯულისკანონიდან).
ტრულის კრების კანონები. V და VI მსოფლიო კრებებზე განიხილებოდა მხოლოდ დოგმატური საკითხები და დისციპლინარული კანონები მას არ გამოუცია, მაგრამ VI მსოფლიო კრებიდან 10 წლის შემდეგ, 691 წლის 1 სექტემ ბერს იმპერატორ იუსტინიანე II-ის მოწვევით სასახლის ტრულის ("გუმბათის") პალატაში შეიკრიბა 227 მამა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის პატრიარქებისა და რომის პაპის ლეგატების თავმჯდომარეობით. კრების სხდომები გაგრძელდა ზუსტად 1 წელი, 692 წლის 31 აგვისტომდე და თავისი მოღვაწეობა გამოამზეურა საეკლესიო-დისციპლინარული კანონებით. ამ V-VI-ედ წოდებული კრების 102 კანონს მარ თლმადიდებლურ ეკლესიაში აქვს მსოფლიო კრებათა კანონების ავტორიტეტი.
..............................
VII მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა 787 წელს, ქ. ნიკეაში. გაგრძელდა 1 წელიწადი. კრებას ესწრებოდა სულ 367 ეპისკოპოსი. ქრ ისტიანეთა უკანასკნელი დევნა გამოწვეული იყო ხატთა თაყვანისცემის გამო და ხსენებული კრების მიზანიც ხატთა თაყვანისცემის აღდგენით გამოიხატებოდა. ხატთა თაყვანისცემისათვის ქრისტიანთა დევნა, იყო უკანასკნელი და ხანგრძლივი. ნიკეის კრებამ, რომელმაც გამოსცა 22 კანონი, განამტკიცა ხატთა თაყვანისცემა.
ამის შემდეგ, 843 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა კრებამ, რომელიც მოიწვიეს ბიზანტიის მცირეწლოვანმა კეისარმა მიქაელ I II-მ (842-867) და დედა მისმა თეოდორამ, ანათემა გამოუცხადა ყველა ხატმებრძოლს და ხატთაყვანისცემის საბოლოო ზეიმი აღინიშნა (საქ. ეკლ. კალ., 1974, გვ. 133).
....................
ხატის წყარო
სტატიის წყარო: მსოფლიო საეკლესიო კრებები და მათი კანონები
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი