ქრისტიანის სადილი უნდა იყოს უბრალო და მცირე, ხელს არ უნდა უშლიდეს ღამის მღვიძარებას
ქრისტიანის სადილი უნდა იყოს უბრალო და მცირე, ხელს არ უნდა უშლიდეს ღამის მღვიძარებას
პირველ ქრისტიანთა ოჯახური ლოცვა, ჯვრის გამოსახვა, ტრაპეზი
ეკლესიის მამათა გადმოცემებში მრავლადაა აღწერილი ოჯახური ლოცვის წეს-ჩვეულებები. კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს: "ლოცვის დროს ჩვენ აღვაპყრობთ ხელებს და თავს ზეცისაკენ, მუხლმოდრეკილნი - ლოცვის დასასრულს წამოვდგებით". ტერტულიანე წერს: "ლოცვისას ქუდი არ გვახურავს და თვალებსა და ხელებს ზეცისკენ აღვაპყრობთ". ის ურჩევს ქრისტიანებს, ლოცვისას ერიდონ თავის ქედმაღლურად აწევას, ლოცვის სიტყვებს ჩუმად უნდა წარმოთქვამდნენ. ორიგენე ლოცვის გარეგნულ ნიშნებზე საუბრისას ქრისტიანებს ურჩევს ხელებისა და თავის ზეცისკენ აპყრობას და დასძენს, რომ უძლურებაში მყოფს ლოცვის დროს შეუძლია იჯდეს ან იწვეს, ხოლო გემზე ყოფნისას ან რაიმე ისეთი საქმის კეთებისას, როდესაც ხელები დაკავებული აქვს, ქრისტიანმა შეიძლება ილოცოს სხვათაგან დაფარულად, ყოველგვარი გარეგნული ნიშნების გარეშე. აპოლოგეტ მინუციუს ფელიქსის მიხედვით, ხელების გაშლით ქრისტიანი იმ ჯვარს გამოსახავდა, რომელზეც ქრისტე გააკრეს. ლოცვის დაწყებამდე, ჩვეულებრივ, ხელებს იბანდნენ, - ამით ადასტურებდნენ შინაგანი სიწმინდის აუცილებლობას. ლოცვისას აღმოსავლეთით იდგნენ, ვინაიდან უძველესი სულიერების სინათლე აღმოსავლეთიდან მოდის (ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი).

მოციქულთა სწავლების მიხედვით, მამაკაცები ლოცვისას ქუდს იხდიდნენ, ხოლო ქალები თავს იბურავდნენ (1 კორ. 11,4). მაგრამ ტერტულიანე წუხს, რომ მისი ეპოქის ქალიშვილები ერიდებოდნენ თავსაბურავის ტარებას და თავიანთ საქციელს ამართლებდნენ პავლე მოციქულის სიტყვებით - თავსაბურავი მხოლოდ ქალებს (გათხოვილებს) უნდა ეხვიოთო. ტერტულიანე ცდილობდა დაემტკიცებინა მათთვის, რომ სიტყვა ქალში ბიბლია გულისხმობს მდედრობითი სქესის ადამიანს. წარმართობის გადმონაშთად თვლიდა ტერტულიანე ლოცვისას მოსასხამის გახდის წესს. "ამით, - ამბობდა ის, - ემსგავსებით წარმართებს, ვინაიდან ღმერთი მათ ლოცვას ისმენს, ვისაც მოსასხამი აცვია". კიცხავს ლოცვის დროს ჯდომის წესს, როგორც ეს აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში იყო გავრცელებული. ლოცვის დროს ჯდომა ამ საქმის უპატივცემულობააო. ქრისტიანები ლოცვის დროს, ჩვეულებრივ, ფეხზე იდგნენ. "ჩვენ ფეხზე დგომით ვლოცულობთ", - აცხადებდა კვიპრიანე. ქრისტიანები ხშირად მუხლმოდრეკით ლოცულობდნენ. მარხვის დროს და ნახევრადმარხვის პერიოდში ლოცვას თან უნდა სდევდეს მუხლმოდრეკა, - აცხადებს ის. მუხლმოდრეკა პირველი ქრისტიანების ჩვეულება იყო. ამით ადასტურებდნენ თავიანთ მორჩილებას და აღასრულებდნენ ნიშნად იმისა, რომ ადამიანი დასცილდა ღმერთს და ის ღვთის მადლსა და წყალობას საჭიროებს. ამიტომაც სინანულში მყოფს ყოველთვის მუხლმოდრეკილ ლოცვას უწესებდნენ.

ლოცვასთან ერთად ძველი ქრისტიანები ჯვარს ისახავდნენ არა მარტო სხეულის ნაწილებზე - მკერდზე, ბაგეებზე, არამედ ჯვარს გადასახავდნენ ხოლმე ტანსაცმელს, საწოლს, საკვებს, ჭურჭელს, შინაურ ცხოველებსა და საცხოვრებელს. ისინი ჯვარს ისახავდნენ შინიდან გასვლისას და დაბრუნებისას, ჩაცმის წინ, მაგიდასთან დაჯდომისას, დაწოლამდე, ბანაობისას. ამას ადასტურებს ტერტულიანეც. თუმცა ჯვრის გამოსახვაზე არაფერია ნათქვამი ბიბლიაში, მის მნიშვნელობას ადასტურებს გადმოცემები. ერთ-ერთ თხზულებაში ტერტულიანე არიგებს თავის ცოლს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში არ მისთხოვდეს წარმართს. ვინაიდან წარმართისათვის უკვე არ იქნებოდა დაფარული, რომ ქალი ჯვარს ისახავდა სხეულზე, ჯვარს სახავდა და საძინებელ ადგილს. ასე რომ, უკვე ამ დროისთვის ძილად მისვლის წინ და დილით ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჯვრის გადასახვა საწოლსა და სხეულზე.

კვიპრიანე, ორიგენე და ეკლესიის სხვა მამები და მემატიანენი აღწერენ ჯვრის გადასახვის მაგალითებს ძველი ქრისტიანების ცხოვრებაში. მე-4 საუკუნეში ეფრემ ასური ამბობდა: "დაე, ცხოველმყოფელი ჯვრით განიწმინდოს ჩვენი კარები, თვალები, ჩვენი ბაგენი, მკერდი, ჩვენი სხეულის ყველა ნაწილი. თქვენ, ქრისტიანებო, არასოდეს დაივიწყოთ ჯვარი. დაე, ის იყოს თქვენი მეგზური ყოველ ჟამს. არაფერი მოიმოქმედოთ ჯვრის გარეშე: იძინებთ თუ დილით დგებით საწოლიდან, ისვენებთ თუ მუშაობთ, ჭამა-სმის დროს, ხმელეთსა და მიწაზე მგზავრობისას მუდამ გადაისახეთ ცხოველმყოფელი ჯვარი".

აღსანიშნავია, რომ ჯვარცმას ოდითგანვე გამოსახავდნენ ოჯახში მხატვრული ტილოებისა თუ პლასტიკის სახით. ეკლესიის მემატიანე ევსევის თქმით, კონსტანტინე დიდს თავის საუკეთესო დარბაზში ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ჯვარი ჰქონდა. მისი ბრძანებით, მებრძოლთა იარაღს ჯვარი ამშვენებდა. შემდგომ პერიოდში ჯვრის გამოსახულება ჩანს კედლებსა და კარებზე. ამის დასტურია იოანე ოქროპირის გადმოცემები. ზოგიერთი ქრისტიანი ჯვარს იატაკზეც კი გამოსახავდა. ეს წესი მკაცრად დაგმო და აკრძალა ტრულის საეკლესიო კრებამ (მუხლი 73), ვინაიდან ჯვრის შეურაცხყოფა და ფეხით გათელვა მიუღებელია. ძველი ქრისტიანული კულტურის ძეგლებისა და მოწამეთა ცხოვრების შესახებ არსებული წყაროების მიხედვით დასტურდება, რომ ქრისტიანები ჯვრით ამკობდნენ ტანსაცმელსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებს. IV საუკუნეში ქრისტიანები ტანსაცმელზე ზევიდან ატარებდნენ ჯვარს. გრიგოლ ნოსელის თქმით, მისი და, მაკრინე, ჯვარს ყელზე ატარებდა.

ქრისტიანების ტრაპეზიც ახალი ქრისტიანული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. ტერტულიანე ბრწყინვალედ აღწერს, თუ როგორ ტრაპეზობდნენ ძველი ქრისტიანები: "მაგიდასთან ლოცვის შემდეგ სხდებიან, მიირთმევენ იმდენს, რამდენიც დანაყრებისთვისაა საჭირო; სასმელს იმდენს იხმევენ, რამდენიც თავშეკავებული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი და ამიტომ მუდამ ფხიზლად არიან, არასოდეს თვრებიან. შედეგად - იმავე საღამოს შეუძლიათ აღავლინონ ლოცვები უფლის მიმართ. საუბრის დროს კარგად ახსოვთ, რომ მათი თითოეული სიტყვა ღმერთს ესმის. ხელის დაბანისა და კანდელის ანთების შემდეგ ყველანი სამადლობელ ლოცვას უგალობენ ღმერთს. ტრაპეზი ლოცვით მთავრდება. ტრაპეზის შემდეგ მიდიან კეთილ საქმეთა საქმნელად". ტერტულიანე ამ შემთხვევაში აღწერს ქრისტიანულ აღაპებს, თუმცა ის წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს აღაპებსა და ტრაპეზს შორის. კლიმენტი ალექსანდრიელი აცხადებს, ქრისტიანები ფსალმუნებითა და გალობით სადილობენო. უფრო ნათლად ამბობს კვიპრიანე: "სადილის ჟამი არ უნდა დარჩეს ღვთისადმი აღვლენილი ლოცვის გარეშე. მოკრძალებული სადილის დროს უნდა იკითხებოდეს ფსალმუნნი და თუ კარგი ხმა და მახსოვრობა გაქვს, შეგიძლია იგალობო კიდეც". დიდი აღტაცებით საუბრობდნენ წმინდა მამები მოკრძალებაზე, ზომიერებასა და სიბრძნეზე, რაც სადილის დროს სუფევდა ქრისტიანთა ოჯახებში. აპოლოგეტი მინუციუს ფელიქსი ამბობს: "ჩვენი ტრაპეზი განმსჭვავულია მაღალზნეობრივი სულისკვეთებით, ვინაიდან ჩვენთვის მიუღებელია უქმადმეტყველება, მხიარულებას ვაზავებთ მოკრძლებული და ბრძნული მეტყველებით". დაწვრილებით საუბრობს ამის შესახებ კლიმენტი ალექსანდრიელი. "სხვანი, - ამბობს ის, - ცხოვრობენ იმისათვის, რომ ჭამონ პირუტყვთა მსგავსად, ხოლო ჩვენმა მოძღვარმა ქრისტემ გვასწავლა, - საკვები მივიღოთ მხოლოდ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ. საკვებზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების მიზანი არ არის. ცხოვრება ორი ნაწილისგან შედგება - ჯანმრთელობისა და ძალისაგან, და ამისათვის მსუბუქი საკვები უფრო მისაღებია. მრავალფეროვნება კერძებისა არ არის სასურველი ქრისტიანისთვის, რადგან ის არის ხოლმე მიზეზი ყოველგვარი უძლურებისა".

კლიმენტი ალექსანდრიელი კიცხავს იმ ადამიანებს, რომელნიც სხვადასხვა ქვეყნიდან ეზიდებიან ნაირგვარ სანელებელს, ნუგბარს და თავიანთი სიამოვნებისთვის თითქოს მთელი სამყაროს ერთ ბადეში მოქცევა სურთ. მათ კლიმენტი ალექსანდრიელი უწოდებს არა ადამიანებს, არამედ "ყბებსა და პირს". ასეთი სიმკაცრით მოძღვრავს ის ქრისტიანებს, რომელთაც გაამრავალფეროვნეს აღაპები. "ჩვენ აღაპს, სიტყვის ბრწყინვალე საქმეს, შეურაცხვყოფთ მრავალფეროვანი ჭურჭლითა და საკვებით..." გემრიელ საკვებს ის სხეულისა და სულის მომაკვდინებლად აღიქვამს: ვინც ზომიერად იკვებება, უფრო ძლიერი, ჯანმრთელი და საღად მოაზროვნეაო. მაგალითად მოჰყავს შედარება უბრალო გლეხისა და ფილოსოფოსისა (ამ შემთხვევაში ზომიერი ადამიანის მნიშვნელობით) მდიდართან. ქრისტიანის სადილი უნდა იყოს უბრალო და მცირე, ხელს არ უნდა უშლიდეს ღამის მღვიძარებას; აგრეთვე გმობს გაუმაძღრობას. "მიუღებელია, გაუმაძღარი თვალებით უცქერდე საკვებს, მიუღებელია ხელის მუდმივად გაწვდენა საკვებისაკენ, მიუღებელია პირის გამოტენა მტაცებელთა მსგავსად. ასეთი ადამიანები ემსგავსებიან ღორებსა და ძაღლებს. ჩქარობენ, გაძღნენ და სწრაფად ივსებენ პირს სხვადასხვა კერძიდან აღებული ლუკმებით. ოფლად იღვრებიან და უჭირთ სუნთქვა; ჩქარობენ, უზომო რაოდენობის ხორაგით ამოიყორონ სტომაქი". კლიმენტი ალექსანდრიელი განსაკუთრებული ყურადღებით მოძღვრავს ქრისტიანებს საკვების მიღებასთან დაკავშირებით. მისი რჩევით, ქრისტიანებმა თავდაჭერილად უნდა გადაიღონ კერძი, არ დაისვარონ ხელები, წვერი და სუფრის ის ნაწილი, სადაც სადილობენ. უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და გარკვეული პერიოდულობით გადმოიღონ სხვა ულუფა. ის აგრეთვე ურჩევს ქრისტიანებს, არ მიიღონ ისეთი საკვები, რაც მათში არაწმინდა ვნებებს აღაგზნებს. "შეიძლება მიირთვათ ხახვი, ზეთისხილი, ბოსტნეული, რძე, ყველი, თუ გნებავთ - მოხარშული ან შემწვარი ხორცი. საკვები, რომელიც ცეცხლზე მომზადებას არ საჭიროებს, უფრო მოხერხებულია მისაღებად, ვინაიდან ნაკლებ ზრუნვას მოითხოვს, იაფი და ადვილი მოსანელებელია. სწორედ ის კერძი, რაც ამრავალფეროვნებს სუფრას, არის მიზეზი ყოველგვარი უძლურებისა, ვინაიდან ღორმუცელობის (გაუმაძღრობის) დემონი ყველაზე დაუნდობელი და დამღუპველია".

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat