მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეშვიდე
რუსული მართლმადიდებლობა
4. კიევი - მოსკოვის სამეფო - სინოდალური პერიოდი

"თათრული სტიქია რუსულ სამშვინველს არა მხოლოდ გარედან დაეპატრონა, არამედ უკვე სისხლსა და ხორცში - შიგნიდან ჰქონდა გამჯდარი. ამ მონღოლური ბუნების რუსულ ბუნებაზე გაბატონება ურდოს დეგრადაციისა და პოლიტიკური დაცემის პარალელურად მიმდინარეობდა. XV საუკუნეში ათასობით მონათლული თუ მოუნათლავი თათარი მოსკოველ თავადთან მიდიოდა და თავის სამსახურს სთავაზობდა. მომავალ რუს თავადაზნაურთა რიცხობრივი რიგები ასეთი მასით ივსებოდა, ხოლო მორალურად ხალხში აღმოსავლური ზნე-ჩვეულებები და ველური, ანუ სტეპური ყოფიერება მკვიდრდებოდა... ორსაუკუნოვან თათრულ უღელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა განადგურებული რუსული თავისუფლება. თავისუფლების დამხობა მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთმა თათრებისგან თავი დაიხსნა"... (გ. ფედოტოვი). თავისუფლების მარცხს ჩვენ უწინარეს ყოვლისა ეკლესიაში ვხედავთ. თეოკრატიულმა თვითმპყრობელობამ მხოლოდ ერთი - მეფის შეუზღუდავი ძალაუფლება იცის, მის ჩრდილში მოჩანს მიტროპოლიტისა და პატრიარქის ფიგურები და სულ უფრო მკრთალად გამოსჭვივის ეკლესიის გამოსახულება. 1522 წელს ბასილი III-ის ბრძანებით გადააყენეს და მონასტერში გამოამწყვდიეს მიტროპოლიტი ვარლამი. მისი მემკვიდრის დანიელის შესახებ მეფისგან შერისხული ბოიარი ბეკლემიშევი ამბობს: "ადრინდელი ღვთისმსახურები ისხდნენ თავიანთ მანტიებში, ყველას უბედურებას განიცდიდნენ და ყოველი ადამიანის გამო მუდმივად ემუდარებოდნენ მეფეს, ამისგან კი (დიდი მთავარისადმი) ერთ მავედრებელ სიტყვას ვერ გაიგონებ". ეკლესიის სისუსტე აშკარად გამოჩნდა მაშინ, როდესაც დიდმა მთავარმა გადაწყვიტა თავის უშვილო მეუღლეს სოლომონიას გაშორებოდა. ამ უკანონო განქორწინების წინააღმდეგ გაილაშქრეს და თავიანთი სიტყვა მიტროპოლიტსა და დიდ მთავარს გამოუგზავნეს აღმოსავლელმა იერარქებმა და მათ შორის მაქსიმე ბერძენმა (გრეკმა), მაგრამ მთავრის მორჩილმა დანიელმა იძულებით მაინც აღკვეცა დედოფალი და მთავარს ჯვარი ელენე გლინსკაიაზე - ივანე მრისხანეს (გროზნის) მომავალ დედაზე დასწერა.

რუსულმა თეოკრატიამ განვითარების უმაღლეს დონეს და მოსკოვური მართლმადიდებლობის ტრაგედიამ თავის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ივანე მრისხანეს მეფობის დროს მიაღწია. 1547 წელს, როგორც თვითონ ივანე ამბობდა, მეფედ ბერძნული და ისეთივე წესით აკურთხეს, როგორითაც მისი დიდი ბაბუა ვლადიმირ მონომახი, ამგვარად ის "წარმომავლობითა" და "ღვთის მადლითაც კურთხეული" მეფე გახდა. 1557 წელს ივანე მრისხანემ ამ პირველი წოდების დასტური აღმოსავლელი იერარქებისგანაც მიიღო. მისი მეფობა ისეთი დიდი იმედის მომგვრელი "შესავლით" დაიწყო, რომლის დროსაც შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს: ქვეყანაში ეკლესიის სინდისისა და ქრისტიანული "აღმშენებლობის" ხმა კვლავ უნდა გაჟღერებულიყო. ეს იყო დრო მიტროპოლიტ მაკარისა და ასი თავის კრებისა (ჩნჯუკფდჯუჯ ჩჯ,ჯჰფ), "რუსული მართლმადიდებლობის" ნაციონალურ თვითმკვიდრობაში საბოლოოდ შესვლისა, სილვესტრისა და ე. წ. "დომოსტროის" დრო ("Lჯვჯცნჰჯქ" იყო ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროსა და ყველა შემთხვევაში მოქმედებისათვის საჭირო წესების, რჩევებისა და დარიგებების კრებული (რ. ჩ.)). ამის შესახებ, რომ ეს ფასადური კეთილდღეობა და მართლაც ცხოვრების გარეგნული მხარე იყო, მოგვიანებით გვექნება საუბარი. აქ კი უნდა აღვნიშნოთ, სამოციან წლებში მთელი სახელმწიფო "ოპრიჩნინის" (ეს იყო 1569 წელს შექმნილი საგანგებო საიდუმლო პოლიციის მიერ განხორციელებული დაუნდობელი სახელმწიფო ტერორი, რომელიც თითქმის 20 წლის მანძილზე გაგრძელდა (რ. ჩ.)) რეაქციით დაიფარა და მეფის ძალაუფლება იმაში გამოვლინდა, რომ 1569 წელს მისი ბოლო მამხილებლის მიტროპოლიტ ფილიპეს წამებული სისხლით მოირწყა თვითმპყრობელობა. სამეფო ეკლესიამ უკანასკნელად ასე ამხილა: "მე ამქვეყნიერების სტუმარი ვარ და განმზადებილი ვარ, თავი გავწირო ჭეშმარიტებისათვის: სადღაა ჩემი რწმენა, თუ გავყუჩდები?.." მოკლეს მიტროპოლიტი ფილიპე და ეკლესია დიდი ხნით დადუმდა. მისი მემკვიდრეები კირილე და ანტონი მრისხანე მეფის ქმედებების უსიტყვოდ მოწმეები იყვნენ: "სად არის წინასწარმეტყველთა ხატი - მეფეთა გამამტყუნებელი? სად არის ამბროსი - თეოდოსეს დამყვედრებელი? სად არის ოქროთმეტყველი იოანე - ოქროს მოთაყვანე დედოფლის მამხილებელი? ან ვის ძალუძს დაიცვას შებღალულ ძმათა მართალი ღირსება?" ივანე მრისხანეს თანამედროვის, თავად ანდრეი კურბსკის ამ კითხვებზე პასუხს რუსული ეკლესია სულ უფრო და უფრო გაურბოდა... ამის შემდეგ სუსტი მეფის, თეოდორე ივანის ძის დროსაც კი პატიმრობაში ჰყავდათ მიტროპოლიტი დიონისე, რომელმაც გაბედა (თუმცა მისი მოქმედება არა მხოლოდ "ეკლესიური", არამედ პოლიტიკურიც იყო, მან კავშირიც შეკრა შუისკისთან) და ამხილა ძლევამოსილი გოდუნოვი. მაგრამ როდესაც 1589 წლის 26 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ მიტროპოლიტი იობი პატრიარქის ხარისხში საზეიმოდ აიყვანა და ორი წლის შემდეგ, ანუ 1591 წელს, მოსკოვში სიგელი ჩამოიტანეს, რის მიხედვითაც რუსეთში საპატრიარქო დაარსდა, რუსული ეკლესია მხოლოდ თვითმპყრობელობის ტყვე კი აღარ იყო, არამედ ის უკვე სახელმწიფოსთან ერთიან, გადაჯაჭვულ ყოფიერ საკრალურ მთლიანობას წარმოადგენდა.

გარეგნულად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსკოვის სამეფოს გაძლიერებასთან ერთად, "რუსული მართლმადიდებლობის" თვითდამკვიდრების პროცესიც დასრულდა. უწინარეს ყოვლისა, ეს გამოვლინდა "ცენტრალიზაციის" პროცესში და იგი არა მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებას, არამედ რუსულ საეკლესიო გადმოცემასაც შეეხო. მოსკოვის მიერ მიწების დაპყრობას სრულიად შეესაბამებოდა მოსკოვური საეკლესიო ცენტრის მიერ ყოველგვარი ადგილობრივი სულიერი ტრადიციების გადაფარვა. რუსული სულიერი სიწმინდის ცენტრი მოსკოვი უნდა გამხდარიყო: და აი, დიდებით შემკული უძველესი რუსული ქალაქებიდან - ხშირად ძალის გამოყენებით - სწორედ იქ ეზიდებოდნენ ყველა სიწმინდეს. ნოვგოროდიდან მიძინების ტაძარში მაცხოვრის ხატი ჩამოაბრძანეს, უსტიუგიდან - ხარების ხატი, ფსკოვიდან - ფსკოვ-პეჩორის, ვლადიმირიდან - ოდიგიტრია, ხოლო ჩერნიგოვოდან თავად მიხეილისა და მისი ბოიარის თეოდორეს წმინდა ნაწილები ჩამოასვენეს. ამასთან, ხშირად თავს იჩენს ადგილობრივი ნაციონალისტური მეწვრილმანეობა. ასე მაგალითად: ნოვგოროდში პირველ მოსკოველ მეუფე სერგის არ სურდა პატივი მიეგო თავისი ადგილობრივი წინამორბედი მოსეს წმინდა ნაწილებისათვის, იოანე III-მ ხუტინის მონასტრის მონახულების დროს მოსკოვურ სიწმინდეებთან შედარებით ღირსი ვარლამის წმინდა ნაწილები დაამცირა და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როდესაც მიწიდან საზარელი ცეცხლი ამოიფრქვა. ცენტრალიზაციის პროცესის მოთავე და მთავარი სულისჩამდგმელი მიტროპოლიტი მაკარი იყო. მის სვინაქსარში თავმოყრილი იყო "ყველა წიგნი, რაც კი რუსულ მიწაზე იპოვებოდა": წმინდანთა ცხოვრება დღეების მიხედვით და სიტყვები, რომლებიც მათ მიმართ დღესასწაულებზე იქნა წარმოთქმული, სრული წმინდა წერილი შესაბამისი კომენტარებით. მთელი ამ განძის თავმოყრა "ბევრი საადგილმამულოსა და ბევრი გადამწერის" გამოყენებით თითქმის 20 წლის მანძილზე გრძელდებოდა. თავად მაკარის მიაწერენ რუსული ისტორიული მონაცემების ჩვიდმეტ ნაწილად წარმოდგენილ მსხვილტანიან კრებულს ("ჩნტგტყყფზ რყბუფ")... ამ ეპოქის სხვა ძეგლად დარჩა წიგნი, რომელშიც რუსული მართლმადიდებლობის დამკვიდრების ბოლო სტადიაა ასახული, ეს არის მიტროპოლიტ მაკარის თანამედროვე მღვდლის სილვესტრის ე. წ. "დომოსტროი". ამ წიგნის შესახებ ნათქვამია: "ეს არ არის აღწერილობითი ხასიათის წიგნი, ეს არის დიდაქტიკური ნაწარმოები, აქ არ არის ნაჩვენები ყოველდღიურობა და მასში წარმოდგენილია თეორიული იდეალი" (ფლოროვსკი). მით უმეტეს ყურადსაღებია მისი ჩანაფიქრი: სადაც ყოველგვარი წვრილმანის, ყოველდღიურობისა და საერთოდ ცხოვრების ერთ მთლიან სისტემაში მოქცევისა და ცხოვრების წესის დამკვიდრების სურვილია გამოვლენილი. ამ წესებსა და ჩვეულებებში უდავოდ ქრისტიანული განწყობისა და ასკეტიზმის გვერდით აშკარად მოჩანს აზიატური უხეშობა, მაგალითად: ცემა ხდება ქრისტიანული ყოფისა და აღზრდის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი. ამ ეპოქის შესახებ პროფესორი ფედოტოვი წერს: "რუსის მსოფლმხედველობა უკიდურესად გამარტივდა, ახლა მოსკოველი უფრო პრიმიტიულია, ვიდრე შუა საუკუნეების ადამიანი. ის არ მსჯელობს, ის რწმენად აქცევს რამდენიმე თავისებურ დოგმატს და მისი როგორც ზნეობრივი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება ამ შექმნილი ნიადაგით იკვებება. რელიგიაშიც კი არსებობს მისთვის რაღაც გამორჩეულად ძალიან მნიშვნელოვანი: წეს-ჩვეულება, გარკვეული ჟესტები, რომლებსაც მოსკოველი პერიოდულად იმეორებს, თაყვანისცემის ფორმები, ქაოტურობის საწინააღმდეგო ცხოვრების გამამთლიანებელი და ყოფიერების დამამშვენებელი სიტყვიერი ფორმულები. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, რომ მოსკოველი ადამიანი ყოველგვარ გარდასახვაში არ კარგავს ესთეტიკურობას, ოღონდ ამჯერად ეს ესთეტიკა უფრო მძიმე, ჩლუნგი და მოუქნელია. სილამაზე გარეგნულად ბრჭყვიალებს და ქალის ხიბლი მისსავ ფუშფუშში ეფლობა. ვოლგისპირული მისტიკურობის გაქრობასთან ერთად ქრისტიანობაში მატერიალური რელიგიურობა გაბატონდა. ეს კვლავაც რიტუალიზმია, მაგრამ იგი უკვე უკიდურესად ეფექტური და მორალურად მომთხოვნია. ისევე როგორც ებრაელი კანონში, მოსკოველი გმირობისათვის საფუძველს თავისი წესებისათვის თავგანწირვაში პოულობს"...

მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ "დომოსტროი" აღწერილობა კი არა "იდეოლოგიაა", მისი გამოჩენის კანონზომიერებაში შეიძლება იმ ღრმა სულიერი კრიზისის ჭეშმარიტი საფუძვლები დავინახოთ, რომელიც მოსკოვური ეკლესიური ცხოვრების გარეგნული "წარმატებულობის" მიღმაა მიჩქმალული. თავად სასულიერო პირების და საეკლესიო საზოგადოების უამრავ ნაკლოვანებაზე, რომლის შესახებაც ას თავთა კრება (რომელიც ივანე მრისხანეს მიერ მდგომარეობის გამოსასწორებლად ან, როგორც მამა გიორგი ფლოროვსკი წერს,, "რეფორმირების" მიზნით იყო მოწვეული) გვაუწყებს, რომ არაფერი ვთქვათ, ქვეყანაში დაქვეითებული იყო სწავლის ხარისხი, ხდებოდა რწმენის, ადათ-წესების თაყვანისცემით ჩანაცვლება, ჯერ კიდევ აშკარად მოქმედებდა წარმართული ელემენტები და ა. შ. ამავე დროს საზოგადოებაში გაბატონებული იყო მღელვარება, გონიერება კარგავდა თავის პრიორიტეტებს და თავად ეკლესიურ ცნობიერებაში საგანგაშო უხერხულება შეიგრძნობოდა. ამგვარი ბორგვა XIV საუკენეში, რაციონალისტური და ანტიიერარქისტული "სტრიგოლნიკური" (ძირითადად დუალისტური სექტა, ეწინააღმდეგებოდნენ სიმონიას - საეკლესიო წოდებებით ვაჭრობას, იერარქიას, მღვდელ-მონოზვნობას და ქრისტიანულ საიდუმლოებებს (რ. ჩ.)) ერესის დროს იყო თვალშისაცემი. უფრო "სიმპტომატური" იყო XV საუკუნეში ";ბლჯდცნდე.ობ[" - "ურიანელთა" ერესი (მართლმადიდებლურ სივრცეში წარმოქმნილი სექტა, რომელშიც იუდაიზმის ელემენტები იქნა დანახული (რ. ჩ.)): რაციონალისტური სექტა, რომელშიც მნიშვნელოვანია ინტერესები ასტროლოგიური ბნელი ძალებისადმი. შემდეგ დაიწყო "იოსებელების" სახელით ცნობილი დავა - სხვაგვარად, იოსებ ვოლოცკის დავა "ვოლგისპირეთის" სავანეთა ბერებთან, რომელთა მთავარი იდეოლოგი და მასწავლებელიც ღირსი ნილოს სორელი იყო. გარეგნულად ეს ყველაფერი სამონასტრო მიწებისათვის დავას წააგავდა, ანუ იდგა საკითხი, ჰქონოდათ თუ არა ბერებს "სოფლები" - ყოფილიყო ბერ-მონაზვნობა სახელმწიფოში ქონების მქონე ფენა თუ არა. სინამდვილეში ერთმანეთს ორი ისეთი ჯგუფი დაუპირისპირდა, რომლებსაც ქრისტიანული იდეალები სხვადასხვაგვარად ესმოდა. მამა გიორგი ფლოროვსკი "რუსული ღვთისმეტყველების გზებში" ამ "ორი ჯგუფის" იდეალების შეჯახების შესახებ წერდა და მასთან იოსებ ვოლოცკის პოზიცია წარმოდგენილია როგორც "სამართლიანი სოციალური მსახურება". "თავად იოსებს, - წერს იგი, - ძნელია უწოდო წამქეზებელი. ამასთან, ვერაფრით დააბრალებ მას მოყვასის მიმართ გულგრილობას და უყურადღებობას. იოსები იყო დიდი ქველმოქმედი, უძლურის გულშემატკივარი" და სამონასტრო "სოფლებს" იგი სწორედ ამ ფილანტროპული და სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე იცავდა. თავად მეფესაც იოსები იმავე უღელში შებმულ "ღმერთის გამწევ ძალად" მოიაზრებდა - მის იდეოლოგიაში მეფე კანონქვემდებარეა და ძალაუფლების კანონიერი მფლობელი, ის მხოლოდ საღვთო რჯულისა და მცნებათა აღსრულების შემთხვევაშია. სულაც არ არის აუცილებელი, რომ უწმინდურ და "ჭირვეულ" მეფეს ვინმე ემორჩილებოდეს"... და მაინც, რამდენადაც სამართლიანი არ უნდა ყოფილიყო იოსების შინაგანი სიმართლე, მისი სისტემა ძალიან კარგად იყო "გამწევ" მოსკოვურ სახელმწიფოს იდეოლოგიას შეხამებული. სრულიად შეესაბამებოდა მოსკოვურ უტილიტალურ ფსიქოლოგიას, ხოლო მისი გამარჯვება უკვე სიმართლის გამარჯვება კი არა, შინაგანი საშიშროება იყო, მასში აშკარად მოჩანდა ქრისტიანობის ამა სოფლის ინტერესებზე ფსიქოლოგიურად დაქვემდებარების საშიშროება. ამ თვალსაზრისით ვოლგისპირელების მოძრაობაზე გამარჯვება, მიუხედავად არსებული დავების პოლიტიკურად მოტივირებულობისა, - რუსული ეკლესიის სულიერი თავისუფლების დამარცხების და მისი სახელმწიფოებრივ და სოციალურ სამსახურს დაქვემდებარებულობის ტოლფასი იყო. ვოლგისპირელები ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ტრადიციების - "სულიერად და ზნეობრივად ქრისტიანი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესის" შესაბამისი წესებით ცხოვრობდნენ. სწორედ ამ ჭეშმარიტი სულიერი თავისუფლების გამოცდილებაში ყალიბდებოდა სოციალური სინდისი, პროტესტი რელიგიაზე და რელიგიური ძალადობის მიმართ, პროტესტი მოსკოვური ყოვლის მშთანთქმელი "გამწევის" წინააღმდეგ და პიროვნების "შენებისადმი" სრულად დაქვემდებარების საწინააღმდეგოდ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat