ღირსი პაისი ათონელი, ახალი († 1994) – 29 ივნისი (12 ივლისი).
ღირსი პაისი ათონელი, ახალი († 1994) – 29 ივნისი (12 ივლისი).
წმინდა პაისი მთაწმინდელი, ერისკაცობაში არსენიოს ეზნეპიდისი, დაიბადა 1924 წლის 25 ივლისს, ფარასაში, კაპადოკიაში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე). მამას პროდრომოსი ერქვა, დედას ევლამპია.

ნათლისღებისას მშობლებს მისთვის პაპის სახელის დარქმევა უნდოდათ, მაგრამ მათ წმინდა არსენი კაბადოკიელმა უთხრა, - კარგია, რომ ამქვეყნად პაპის მემკვიდრის დატოვება გინდათ. განა მე კი არ მინდა დავტოვო ბერი, რომელიც ჩემს გზას გამოუყვებაო და მიუბრუნდა ნათლიას: "თქვი: არსენი" (ბერძნული ტრადიციით, მოსანათლის სახელს მისი მიმრქმელი ამბობს). მამა არსენის წინასწარმეტყველება შემდგომში აცხადდა.

პატარა არსენის დაბადებიდან ორ კვირაში ფარასელი ბერძნები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ თურქეთიდან, რათა თავი დაეღწიათ მუსლიმი-ფანატიკოსების დევნისაგან. ეს პერიოდი დაემთხვა თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოსახლეობის გაცვლას, რომელიც განსაზღვრული იყო ლოზანის ხელშეკრულებით.

არსენი ეზნეპიდისი 1950 წლიდან მოღვაწეობს ათონის მთაზე. 1956 წელს აღიკვეცა მონაზვნად პაისის სახელით. 1962-1964 წლებში მოღვაწეობდა სინას მთაზე. შემდეგ დაბრუნდა ათონის მთაზე, სადაც მოღვაწეობდა 1993 წლამდე. 1993 წლის ოქტომბერში დატოვა ათონის მთა და გადავიდა წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში სუროტში, სალონიკთან ახლოს, სადაც გარდაიცვალა 1994 წლის 12 ივლისს. დაკრძალულია იქვე.

2015 წლის 13 იანვარს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა გამოწვლილვით შეისწავლა წარმოდგენილი ფაქტები და ერთხმად წმინდანად შერაცხა სქემმონაზონი პაისი მთაწმინდელი და მისი ხსენების დღედ 12 ივლისი დაადგინა.

..............................

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა პაისი ათონელის ვრცელი ცხოვრება.

წმინდა პაისი და ახალგაზრდები.

შეხვედრა ბერ პაისისთან - დღემდე არ ვიცი, რა ენაზე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ბერძნული მე არ ვიცი და ქართული იმან არ იცოდა

წმინდა პაისის ხელი ერის მაჯაზე ედო და მის გულისცემას უსმენდა.

მამა პაისის მაგალითმა გაამხნევა ათონელი ბერები

წმინდა პაისის ავადმყოფობა და ნეტარი აღსასრული.

წმინდა პაისის ერთ-ერთი სასწაული

ათონელი ბერი მამა პაისის სასწაულებს იხსენებს

წმინდა პაისი ათონელის სასწაულები

წმინდა იოანემ თავის ეკვდერში მიიყვანა ქალწული, რომელმაც თავისი პატიოსნება დაიცვა.




ბეჭდვა
1კ1